martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. პაისი მთაწმინდელი (ათონელი)

 

სწავლებები სულიერი ცხოვრების შესახებ

 

– გერონდა, მეჩვენება, რომ ყოველდღიურად უარესი და უარესი ვხდები, რა იქნება ჩემს თავს?

– სულიერ ცხოვრებაში სამი ეტაპია. პირველ ეტაპზე ღმერთი ადამიანს კამფეტებს და შოკოლადს აძლევს, რადგან ხედავს სულის სისუსტეს და რომ მისთვის ნუგეშია საჭირო. მეორე ეტაპზე – თანდათან ართმევს თავის მადლს აღმზრდელობითი მიზნით, რათა კაცმა გააცნობიეროს, რომ ღვთის შეწევნის გარეშე სულ მცირედსაც ვერ აღასრულებს. ასე იშვება ადამიანში სიმდაბლე და ის გრძნობს საჭიროებას, ყველაფერში ღმერთს მიმართოს შესაწევნელად. მესამე ეტაპი – ესაა მუდმივი, თანაბარი, კარგი სულიერი მდგომარეობა. შენ იმყოფები მეორე და მესამე ეტაპს შორის: ცოტათი წინ მიდიხარ, მერე ივიწყებ შენს უძლურებას, ქრისტე გართმევს მადლს, რჩები ცარიელი, ისევ იწყებ უძლურების შეგრძნებას და გონს მოდიხარ. შენ რომ გეთქვა ჩემთვის, რაც წინ მივიწევ, მით უკეთესი ვხდებიო, ეს შემაშინებდა – ეს ნიშნავს, რომ შენში ამპარტავნება ზის. მაგრამ ახლა, როცა ამბობ, რომ საკუთარი თავი უფრო და უფრო უარესი გეჩვენება, მიხარია, რადგან ვხედავ, რომ შენი საქმე კარგადაა. ნუ გეშინია: რაც უფრო წინ მიდის კაცი, მით უფრო ცხადად ხედავს თავის ნაკლოვანებებს, ეს კი პროგრესია.

 

არსებობს უსამართლობასთან დამოკიდებულების ოთხი სტადია. მაგალითად, ვიღაც უსამართლოდ გიტევს. თუკი შენ პირველ საფეხურზე ხარ, ხურდას დაუბრუნებ. თუ მეორეზე ხარ, იგრძნობ ძალიან ძლიერ აღელვებას, მაგრამ თავს შეიკავებ და არაფერს იტყვი. მესამე საფეხურზე უკვე აღარ ღელავ, ხოლო მეოთხეზე გრძნობ დიდ სიხარულს და ფრიად ხარობ სულიერად. თუკი კაცს უსამართლოდ ადანაშაულებენ რაიმეში და დაამტკიცებს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, ის საკუთარი თავის რეაბილიტაციას მოახდენს და კმაყოფილებას იგრძნობს. ამ შემთხვევაში ის ამსოფლიურ სიხარულს განიცდის. ხოლო თუკი უსამართლობას სულიერად მიუდგება, კეთილი ზრახვით, და არ იზრუნებს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებისთვის, ის სულიერი სიხარულით იხარებს. ამ შემთხვევაში მას აქვს ღვთაებრივი ნუგეშინისცემა და მისი სული უფალს ადიდებს. იცით, როგორ სიხარულს განიცდის ადამიანის სული, როცა მას უსამართლოდ აწყენინებენ, ის კი თავს არ იმართლებს და არ ცდილობს იმის მიღწევას, რომ უთხრან: „ყოჩაღ“ ან „გვაპატიე“? და სიხარული, რომელსაც ამგვარი სული ახლა განიცდის, უსამართლობის მოთმენისას, უფრო დიდია, ვიდრე ის სიხარული, რომელიც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი თავის გამართლებას შეძლებდა. მათ, ვინც ამგვარ მდგომარეობას აღწევენ, სურთ მადლობა გადაუხადონ თავის შეურაცხმყოფელს იმ სიხარულისთვისაც, რომელიც მან ამ ცხოვრებაში აჩუქა, და ასევე იმ სიხარულისთვის, რომლითაც მან უზრუნველყო მარადისობაში. რამდენად განსხვავდება სულიერი ამსოფლიურისგან!

 

ის, ვინც საკუთარ თავზე სულიერად სწორად შრომობს, ყველასთვის პოულობს ბრალის შემამსუბუქებელ გარემოებას, ყველას ამართლებს, და ამავდროულად არასოდეს ეძებს გამართლებას საკუთარი თავისთვის – მართალიც რომ იყოს. ის თავს ყოველთვის დამნაშავედ თვლის, რადგან ფიქრობს, რომ არ იყენებს იმ ხელსაყრელ შესაძლებლობებს, რომლებიც ეძლევა. მაგალითად, თუკი ასეთი კაცი ხედავს, რომ ვიღაც ქურდობს, ფიქრობს, რომ თვითონ უფრო მეტს იქურდებდა, თუკი სწორი გზიდან გადაუხვევდა. „ღმერთი შემეწია, – ამბობს ასეთი კაცი, – მაგრამ მე მისი ნიჭები საკუთარ თავს მივაწერე. ეს უფრო დიდი ქურდობაა, ვიდრე ის, რომელსაც ჩემი მოყვასი ჩადის. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მისი ქურდობა შესამჩნევია, ჩემი კი დაფარული რჩება“. ამგვარად, ადამიანი საკუთარ თავს მკაცრად განსჯის, მოყვასს კი – ლმობიერად. ანდა, მოყვასში რაიმე ნაკლოვანებას თუ დაინახავს, დიდს ან მცირეს, ასეთი კაცი ამართლებს მას, კეთილი ზრახვების ამოქმედებით. ის ფიქრობს იმის შესახებ, რომ თავადაც აქვს ნაკლოვანებები, რომლებსაც სხვები ამჩნევენ. თუკი გამოვიძიებთ, ჩვენს თავში მრავალ ნაკლს აღმოვაჩენთ! მაშინ მოყვასის გამართლება ძალიან ადვილი გახდება. რამდენჯერ შევმცდარვართ! „ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მიხსენებ, უფალო“ (შდრ. ფსალმ. 24,7).

 

თავისმოყვარება – ესაა „ძველი კაცის“ (ეფეს. 4,22) ახირებების შესრულება, ანუ საკუთარი „ძველი კაცის“ სიყვარული. ნაყროვანებაც, ეგოიზმიც, სიჯიუტეც, შურიც თავისმოყვარებისგან არიან წარმოშობილნი. ხედავ, ერთი ვინმე თავისმოყვარების გამო ეძებს თავისთვის კარგ პირობებს და კომფორტს, სხვას არავის უწევს ანგარიშს. სხვა კიდევ სქოლასტიკური სიზუსტით ზრუნავს ჭამაზე და ძილზე, ოღონდაც მის ძვირფას ჯანმრთელობას არაფერი დაემართოს. მესამე ითხოვს, რომ მას ანგარიში გაუწიონ, დააფასონ. საკმარისია მას ოდნავ შეეწინააღმდეგონ, ისე არ გააკეთონ, როგორც მას სურს, მაშინვე წამოიჭრება: „რატომ არაფრად მთვლიან? მე მათ ვაჩვენებ“. ჰო, საშინელი რამ არის თავისმოყვარება.

 

დღეს თითქმის ყველა ადამიანში თავისმოყვარებაა, არ არის თავგანწირვის სული.  დღეს ბატონობს სული: „ოღონდაც მე არ ვიყო ცუდად“. იცით, რა ძნელია გარშემომყოფთა ყურება? ამას წინათ საავადმყოფოში ასეთი სიტუაციის მოწმე გავხდი: საჭირო გახდა მწოლიარე ავადმყოფის წამოყენება სხვა პალატაში გადასაყვანად. მედძმა არ გაინძრა, იმის მიუხედავად, რომ ეს მისი საქმე იყო. „არ შემიძლია, წელი მტკივა“ – თქვა გულგრილად! ჰო, ხედავ, ულმობელი ადამიანია! ფეხმძიმე მედდამ და მეორემ ერთად აიყვანეს ავადმყოფი და გადაიყვანეს. მათ არ უფიქრიათ საკუთარ თავზე. იმან სულ დაივიწყა, რომ ფეხმძიმედ იყო და გაიქცა დასახმარებლად! იცით, როგორ მიხარია, როცა ვხედავ ადამიანს, რომელიც თავად მძიმე დღეშია და თავს წირავს სხვებისთვის! ძალიან მიხარია! გული ზეიმობს.

 

კაცის სულიერი მდგომარეობა მისი აზრების ხარისხიდან მოჩანს. ადამიანები განსჯიან საგნებსა და მოვლენებს იმის შესაბამისად, რაც თავად გააჩნიათ. თუკი სულიერება არა აქვთ, მცდარი დასკვნები გამოაქვთ და სხვების მიმართ უსამართლოდ განეწყობიან...

გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება გამოავლინა ქრისტეს მიმართ ორმა ავაზაკმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ჯვარცმულნი? ორივე ხედავდა ჯვარცმულ ქრისტეს, ორივემ იგრძნო, როგორ შეირყა მიწა, ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მაგრამ რა გაიფიქრა ერთმა და რა – მეორემ? ერთი, რომელიც მარცხნივ იყო ჩამოკიდებული, ჰგმობდა ქრისტეს და ამბობდა: „შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა“ (ლუკ. 23,39). მეორე, მარჯვნივ მყოფი, ასე აღიარებდა: „და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა“ (ლუკ. 23,41). ერთი მარადიულ სატანჯველში წავიდა, მეორე ცხონდა.

 

– გერონდა, როგორ ვაღწევთ გონებისა და გულის განწმენდას?

– მე უკვე გითხარით იმის შესახებ, რომ გონებისა და გულის განწმენდისათვის საჭიროა, ადამიანმა არ მიიღოს ის ბოროტი აზრები, რომლებიც ეშმაკს მოაქვს მასთან, ასევე თავადაც არ უნდა იზრახოს ბოროტი. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, კეთილი ზრახვა ავამუშავოთ, იოლად არ ვცდუნდეთ, არამედ სხვების შეცოდებებს შემწყნარებლობით და სიყვარულით შევხედოთ. როცა კეთილი გულისსიტყვები გამრავლდებიან, ადამიანის სული იწმინდება, ის მოკრძალებული და მშვიდი ხდება. ასეთი კაცის ცხოვრება სამოთხედ იქცევა. საწინააღმდეგო შემთხვევაში ადამიანი ყველაფერს ეჭვით უყურებს და მისი ცხოვრება ჯოჯოხეთურ ტანჯვად გადაიქცევა, ის თვითონ აქცევს თავის ცხოვრებას ჯოჯოხეთად.

განწმენდისათვის შრომაა საჭირო. ჩვენ შეიძლება ვაღიაროთ ჩვენი მდგომარეობა ბილწად, მაგრამ ეს არაა საკმარისი. თუკი ჩვენ არ შევიწყნარებთ ბოროტ გულისსიტყვებს, ჩვენ თვითონ არ ვიზრახავთ ბოროტს, ავამუშავებთ კეთილ ზრახვას ყველაფრის შესახებ, რასაც გვეუბნებიან და რასაც ვხედავთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება. ცხადია, მაცდური არ შეწყვეტს დროდადრო თავისი ბოროტი „დეპეშების“ გამოგზავნას. საეშმაკო განსაცდელების ისრები გააგრძელებენ ჩვენსკენ ფრენას, მაშინაც კი, თუ ჩვენ საკუთარი ბოროტი აზრებისგან გავთავისუფლდებით. მაგრამ თუ ჩვენი გული წმიდა იქნება, ეშმაკის საცდურები მას ვერ მიეკრობა.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა