martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. თეოფანე დაყუდებული

 

წმიდა მამათაგან გამოკრებილი სულიერი მარგალიტები

 

ორი გზაა ჩვენს წინაშე: გზა სიცოცხლისა და გზა სიკვდილისა. ადამიანს მიცემული აქვს თავისუფლება ამოირჩიოს ერთი ან მეორე, წავიდეს სიცოცხლის ან სიკვდილის გზით.

 

სადაც ღვთის შიშია, იქ აღმასვლაა სათნოებისკენ, ხოლო სადაც დაუდევრობა და შიშის უქონლობაა, იქ დაღმასვლაა უსჯულოებისკენ.

 

ყურადღებით იყავი ყოველმხრივ და ყოველივეში... თვალი იმისთვის მოგეცა, რომ ღვთის საქმეთა მხილველი ღმერთს ადიდებდე, მაგრამ თუკი არ გაფრთხილდები და კეთილად არ გამოიყენებ, მას შეუძლია სიძვაში ჩაგაგდოს. ენა მოგეცა, რათა ყოვლად სახიერი ღმერთი ადიდო, მაგრამ თუ არ გაფრთხილდები, შეიძლება განკითხვასა და გმობაში ჩავარდე. სმენა იმიტომ მოგეცა, რომ ღვთის სიტყვა ისმინო და ამით გული განიწმინდო, მაგრამ თუ არ გაფრთხილდები, შეიძლება მისი საშუალებით სულს შხამი დაალევინო.

 

როდესაც ბოროტი აზრები მოგიცავს, იჩქარე, რომ აღსარებით განდევნო ისინი. ნუ შეგრცხვება ცოდვების აღსარება, რამეთუ როდესაც შენ მათ აღიარებ სულიერი მამის წინაშე, ამით გველის თავს მუსრავ.

 

დააშვრე სხეული მარხვით, მღვიძარებით, შრომით, წმიდა წერილის კითხვით და დანერგე შენს გულში ღვთის შიში, გეენიის ცეცხლის შიში და ცათა სასუფევლის სურვილი.

 

ნუ იმზვაობრებ ნურც სამოსით, ნურც სიარულის მანერით, ნურც ხმით და საუბრით, ნურც ლოცვითა და სხვა კეთილი საქმეებით; როგორც ნესტიან ადგილას შენახული ნაყოფი ლპება მალე, ასევე იღუპება მზვაობრობით აღსრულებული სათნოება; როგორც ნაკელის კმევაა დაუშვებელი საცეცხლურში, ასევე არ იღებს ღმერთი მზვაობრის ლოცვას.

 

ნუ იამაყებ, ადამიანო, რამეთუ მტვერი და ავლი ხარ! რატომ იყურები ქედმაღლურად, ცოტაც და გაიხრწნება შენი თვალები. ნუ აფრინდები ღრუბლებზე მაღლა, იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ, მიწისგან შექმნილი მალე მიწაში წახვალ. დიდი ხარ, ადამიანო, პატიოსანი და წმინდა, ვიდრე შეგეწევა ღმერთი; ღმერთისგან ხარ შექმნილი და ღმერთს უპყრიხარ, ნუ უარყოფ წყალობას და ნუ დაივიწყებ მწყალობელს. თუკი რაიმე სათნო საქმე აღასრულე, ეს იმიტომ, რომ ღმერთი შეგეწია.

 

დღე და ღამ გულის განწმენდისათვის იღვაწე და არა სიმდიდრის მოსაგროვებლად, რომელიც მცირედითაც ვერ დაგეხმარება სამსჯავროს დღეს. მიწიერი საგანძურის შემგროვებელი მძიმედ დატვირთულ გემს ჰგავს, რომელიც ქარიშხლის დროს იოლად იღუპება ტალღებში. ვერცხლისმოყვარე ისეა შეკრული საზრუნავით, როგორც ტყვე ჯაჭვებით. როგორც ზღვას ვერ ავსებს მდინარეთა ნაკადი, ისე ვერცხლისმოყვარე ვერ ძღება ვერანაირი მონახვეჭით. ვერცხლისმოყვარე სახლს საგნებითა და ოქროულობით ავსებს, ხოლო უპოვარი განძს ზეცაში აგროვებს სიკეთეებით, რომლებიც გონებას ნეტარი სასოებით მოიცავენ.

 

საცოდავო ადამიანო, მუდმივად მოიხსენე შენი ცოდვები და მომავალი სამსჯავრო; უგულებელყავი აწინდელი ამაო წუთისოფელი და იზრუნე მომავალი საუკუნისთვის. გახსოვდეს, რომ მრავალჯერ შეურაცხყავი ღმერთი სიტყვებით, საქმეებით და გულისსიტყვებით. გახსოვდეს, რომ მოკვდები იმ ჟამს, როდესაც არ ელოდები და პასუხს აგებ ღვთის წინაშე ყოველი შენი ნამოქმედარისთვის. ჩაიწერე გულში სამსჯავროსა და გეენიის ცეცხლის ხსოვნა, რამეთუ ამგვარი ხსოვნა მიგვიყვანს საუკუნო ცხოვრებაში.

 

თუკი ვინმემ გაგლანძღა ან გცემა, მიანდე უფალს და შფოთს ნუ მიეცემი, რამეთუ დიდია მოთმინების ჯილდო.

 

დიდია სარგებელი წმიდა წერილის კითხვისგან, ის სულის ნათელი და საზრდოა.

 

ისე არაფერი ახარებს ღმერთს, როგორც ჩვენი მოქცევა და ბოროტებიდან სიკეთეში გადასვლა. აღიარე კადნიერად და რწმენით ყველა შენი ცოდვა; ისინი გაქრებიან, როგორც თოვლი, შენ კი განსპეტაკდები.

 

შეუძლებელია დროებითი დიდებაც გიყვარდეს და მარადიული დიდების ღირსიც გახდე, რამეთუ „სიყვარული სოფლისა ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ“ (იაკ. 4,4).

 

თუკი უგულებელყოფ გლახაკს, შენც უგულებელგყოფს ის, ვინც მისთვის დაგლახაკდა; არ გაუღე კარი შემოსვლის მსურველს (გაჭირვებულს), არ გაგეღება ღვთის სასუფევლის კარი. არ შეისმინე დამწუხრებულის კვნესა, არ იქმნება შესმენილი შენი ლოცვის ღაღადება.

 

ის, ვინც კეთილ საქმეებში წარემატება და შემდეგ ისევ ბილწ ჩვევებს დაუბრუნდება, არა მარტო ძველი შრომის ჯილდოს დაკარგავს, არამედ უმძიმეს სასჯელსაც ეწევა, როგორც კეთილმოქმედების სიტკბოების მხილველი.

 

საიდანაა სნეულებანი, საიდანაა უძლურებანი და ნაადრევი სიკვდილი? ნაყროვანებისა და გემოთმოყვარებისგან ხომ არაა? ხოლო მცირედით დაკმაყოფილება სიჯანსაღის დედაა. რამდენადაც სხეულს ვხრწნით სიამეებით, იმდენად ვხრწნით სულს ვნებებით. სხეული მიწისაგანია, მაგრამ, თუკი მოვისურვებთ, ის ზეცისა შეიქნება. განწმიდე სხეულის ჭურჭელი და ღმერთი დაიმკვიდრებს შენში.

 

შრომა შობს დიდებას: ვიშრომოთ აქ მცირედ ყოველგვარ განსაცდელში, სივიწროვეში, მწუხარებაში, დიდი მოთმინებით, რათა იქ საუკუნოდ ვიხარებდეთ. გასაჭირის სიმწარე სიხარულად გადაიქცევა და დროებითი გარჯა ცათა სასუფევლის ნაყოფს მოიტანს. შრომის, გაჭირვებისა და ძლიერი ღვაწლის გარეშე ვერ მოვიხვეჭთ ღვთის დიდ დანაპირებს.

 

არ არის ცუდი მცირეოდენი ღვინის მიღება, როგორც მოციქული (პავლე) სწერდა ტიმოთეს, რამეთუ მისი ზომიერი მიღება არ არღვევს სხეულის ბუნებრივ მდგომარეობას და გონებაში არ აღძრავს ბოროტ აზრებს; მხოლოდ მისი ზომაზე მეტი სმა თესავს ვნებებისა და ბილწი აზრების ეკლებს.

 

როდესაც ღმერთს მთელი გულით შევიყვარებთ, ის არ გაიხსენებს ჩვენს უწინდელ უსჯულოებებს, ის არ აყვედრებს მასთან მისულს და არ ეუბნება: „რატომ გამირბოდი ამდენი ხნის განმავლობაში?“ არამედ სიყვარულით იღებს ყველა გულწრფელად მონანულს, როცა არ უნდა მივიდეს. მივემსჭვალოთ მას ძლიერად და მისი შიშით განვმსჭვალოთ ჩვენი სხეული.

 

დიდ ომში ვართ ამ ცხოვრებაში. „გარემოჲს უღმრთონი ვლენან“ (ფსალმ. 11,8) მოზიდული მშვილდებით. და ერთი განგმირავს ყურს, რათა ვნებიანად უსმინოს განკითხვასა და ცილისწამებას; სხვა თვალს განგმირავს, რათა გულისთქმით შეხედოს; ეს – ენას, რათა ძმა გაანადგუროს; ის – მუცელს, რათა საჭმლის ვნებიანი გულისთქმა გაუჩნდეს; სხვა – ხელებს, რათა სხვისი მოიტაცოს; კიდევ სხვა – ფეხებს, რათა ბოროტების ჩასადენად ისწრაფოს. ამიტომაც „აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ... რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა დაშრეტად“ (ეფეს. 6,13,16).

 

ვის სათვალავშიც ვართ, იმათ მსგავსადაც უნდა ვიცხოვროთ. წმიდა წერილი მიგვათვლის მწირებს და უცხოებს. ვიცხოვროთ აქ, როგორც სასტუმროში, გვახსოვდეს, რომ უცილობლად მოგვიწევს ამ სასტუმროდან გამოსვლა. გზისთვისაც ვიზრუნოთ და იმისთვისაც, რაც საუკუნო ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე გვჭირდება. ის სამოსი შევიმოსოთ, რომლითაც იქ უნდა გამოვცხადდეთ, ანუ როგორც მოციქული გვამცნებს: „მოწყალებაჲ, შეწყნარეაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ...“ (კოლ. 3,12). რამეთუ უფალი ამბობს: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (მათ. 7,21).

 

გაამზადე შენი საქმეები აქედან გასვლისთვის, რათა არგანსაკითხავი საქმეებით წარსდგე იმ საშინელი საყდრის წინაშე. ვიდრე აქ ვართ, გვაქვს კეთილი იმედი, ხოლო როცა აქედან წავალთ, უკვე აღარ გვექნება სინანულის დრო.

 

ტაძარში დიდი მოწიწებით უნდა ვიდგეთ, რათა ცოდვების შემცირების ნაცვლად, არ გავამრავლოთ ისინი.

 

როდესაც ჩავარდები გაჭირვებაში, სნეულებაში ან სხვა განსაცდელში, ნუ იდარდებ, მოითმინე ღვთისადმი მადლიერებით, და მომავალ სიკეთეთა სასოებით ეს გასაჭირი სიხარულად გადააქციე.

 

დაუშვებელია სიზმრების დაჯერება და მათი ახსნა, რადგან სიზმრებში ხშირია დემონური ოცნებები. ვინც სიზმრებს უჯერებს და მათ ახსნას ცდილობს, იმის მსგავსია, ვინც აჩრდილებს დასდევს.

 

სული ხორცზე აღმატებულია. რა სარგებელია სიმდიდრისაგან, როცა სული ღარიბია, და რა ზიანია სიღარიბისგან, როცა სული მდიდარია? გაექეცი ვერცხლისმოყვარების ვნებას.

 

თვალების გაძღომას მრავალი უწმინდურობა შეაქვს სულში, რომელთა გამოდევნას დიდი დრო და დიდი შრომა სჭირდება.

 

თუკი გვსურს გადავურჩეთ მარადიულ ტანჯვას, მოდით, მივიდეთ ღვთის წინაშე აღსარებით, კეთილი ცხოვრების წადილით, მოწყალე-ვყოთ მეუფე სათნოების საქმეებით, სინანულით განვიწმინდოთ თავი უწმინდური გულისსიტყვებისაგან, ვიდრე ჟამი გვაქვს.

 

მივისწრაფოთ სინანულისკენ, მივისწრაფოთ, სანამ დროა. დრო მოგვეცა სინანულისთვის, რათა ვტიროდეთ და ვწუხდეთ ჩვენი ცოდვების გამო.

 

ის, ვინც მუცელს აამებს და სურს სიძვის სულს სძლიოს, იმის მსგავსია, ვისაც ზეთით სურს ცეცხლის ჩაქრობა.

 

პირველი სიბრძნე მართლად ცხოვრებაა, ხოლო მეორე – ვნებებისა და გულისსიტყვებისაგან გულის განწმენდის ღვაწლი.

 

მორჩილის ცხოვრების ზღვა მშვიდი და უშფოთველია. ურჩობა სიკვდილის მიზეზია, ხოლო მორჩილება სიცოცხლის წყაროა.

 

თუკი არ გაგვშორდება შიში ღვთისა, ვერცერთი ვნება ვერ დაგვამარცხებს. შიშითა და ძრწოლით, დაუზარელად უნდა ვიღვაწოთ ჩვენი ცხონებისათვის.

 

დრო მოკლეა! ვიფხიზლოთ და ყველა კეთილ საქმეს დავეშუროთ. წმიდა წერილს ვუსმენთ, ვლოცულობთ, თუ რაიმე სხვა მოღვაწეობას ვასრულებთ, აღვასრულოთ გულმოდგინედ, შიშით, ძრწოლით და ცრემლით, რათა არ აღმოვჩნდეთ წყევის ქვეშ, რომელიც გამოთქმულია მათ შესახებ, ვინც ღვთის საქმეს უდებებით აღასრულებს (იერ. 48,10).

 

კეთილი კაცი ყველა ადამიანს კეთილად ხედავს, ხოლო ბოროტი და ცბიერი არა მხოლოდ მრუდედ მავალთ, არამედ სწორად მავალთაც ეჭვით უყურებს, საყვედურობს, განიკითხავს და ავად მოიხსენებს.

 

მოწყინების დემონი ადამიანს ხელს უშლის ყველა კეთილ საქმეში, ეწინააღმდეგება საქმის ბოლომდე მიყვანას. როგორც კი კაცი კეთილ საქმეს წამოიწყებს, განსაკუთრებით ლოცვასა და ფსალმუნთგალობას, მტერი მაშინვე მოუვლენს სიზარმაცეს, მოწყინებას და თვლემას.

 

სულში ჩამალული მიდრეკილებებისგან დემონები პოულობენ მიზეზს მასში ვნებიანი აზრების აღსაძვრელად, რათა მათი საშუალებით მიდრიკონ გული ცოდვით ტკბობისკენ. გონებრივ ცოდვაში რომ ჩააგდებენ, შემდეგ, როგორც შეკრულს, საქმისკენ წაათრევენ.

 

გაექეცი, როგორც ცეცხლს, სიცრუისა და ვნების აღმძვრელი გამოსახულებების შემცველ წიგნებს, რომ არ განდევნო შენში დამკვიდრებული სული ღვთისა.

 

თარგმნილია მცირე ნაწილი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა