martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ჭეშმარიტი განსჯისა და მოძღვრისთვის აზრების გამხელის მნიშვნელობის შესახებ

(წმ. კასიანე რომაელის სწავლებებიდან - საუბ. 2, თ. 9-11)

 

ამის შემდეგ გერმანემ თქვა: უახლესი მაგალითებითაც და ძველი მამების აზრითაც საკმარისად დამტკიცებულია, რომ განსჯა (განკითხვა, გულისხმისყოფა) ყველა სათნოების წყაროა. ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, როგორ შეიძლება მისი მოპოვება და როგორ უნდა გავარჩიოთ ჭეშმარიტი, ღვთისგან წარმოშობილი გულისხმისყოფა ცრუ, მოჩვენებითი და საეშმაკო გულისხმისყოფისგან?

 

აბბა მოსემ უპასუხა: ჭეშმარიტი გულისხმისყოფა მოიპოვება მხოლოდ ჭეშმარიტი სიმდაბლით, რისი პირველი მტკიცებულებაც იქნება – გავუმხილოთ მამებს არა მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებთ, არამედ ისიც, რასაც ვფიქრობთ, არაფერში არ ვენდოთ საკუთარ გულისსიტყვას (აზრს), არამედ ყველაფერში მივდიოთ მოძღვართა დარიგებებს და კარგად ან ცუდად ის მივიჩნიოთ, რასაც ისინი თვლიან ასეთად. ამგვარი მოქმედება არა მარტო შეეწევა მონაზონს უშიშრად იმყოფებოდეს ჭეშმარიტ განსჯაში და სწორ გზაზე, არამედ დაიცავს კიდეც მას დაუზიანებლად ეშმაკის ყველა მახისგან. რამეთუ შეუძლებელია ეშმაკის ცდუნებისგან დაეცეს ის, ვინც თავის ცხოვრებას წარმართავს არა საკუთარი განსჯით, არამედ წარმატებულთა რჩევით. მანამ, სანამ ვინმე განსჯის ნიჭის ღირსი გახდება, განცხადება და გახსნა მამების წინაშე ბოროტი აზრებისა დააჭკნობს და დაასუსტებს მათ. როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე გამოყვანილი გველი ცდილობს გაქცევას და დამალვას, ასევე ბოროტი აზრები, როცა გულახდილი აღსარებით გამჟღავნდებიან, ცდილობენ განეშორონ ადამიანს. იმისთვის, რომ უფრო ზუსტად შევიცნოთ ეს სათნოება მაგალითით, მოგიყვებით აბბა სერაპიონის ერთ საქმეს, რომელსაც ის ხშირად უყვებოდა მიმსვლელებს მათ დასაცავად.

 

ის (აბბა სერაპიონი) ასე ჰყვებოდა: ჭაბუკობაში ვცხოვრობდი ჩემს მოძღვართან, აბბა თეონასთან ერთად. როცა ვტრაპეზობდით, ვდგებოდი მაგიდიდან, ეშმაკის შთაგონებით ორცხობილას ვიპარავდი და ჩემი აბბასგან დაფარულად ვჭამდი. რადგან ასე დიდი ხნის განმავლობაში ვიქცეოდი, ეს ვნება ისე დამეუფლა, რომ მისი დაძლევა აღარ შემეძლო; სინდისი მამხილებდა, მაგრამ ბერისთვის თქმა მრცხვენოდა. კაცთმოყვარე ღმერთის განგებულებით მოხდა ისე, რომ რომელიღაც ძმები სარგებლის მისაღებად ბერთან მოვიდნენ და თავისი გულისსიტყვების შესახებ ეკითხებოდნენ. ბერი პასუხობდა: ისე არაფერი ვნებს მონაზვნებს და ახარებს ეშმაკებს, როგორც საკუთარი აზრების დაფარვა სულიერი მოძღვრებისგან; ეუბნებოდა აგრეთვე თავშეკავების შესახებ. ამ საუბრის დროს გონს მოვედი, ვიფიქრე, რომ ღმერთმა აუწყა ბერს ჩემი შეცოდებები, გული ამიჩუყდა, ავტირდი, უბიდან ორცხობილა ამოვიღე, რომელსაც ჩვეულებრივ ვიპარავდი ხოლმე, მიწაზე დავემხე და ვითხოვდი წარსულის შენდობას და ლოცვას მომავალში განსამტკიცებლად. მაშინ ბერმა მითხრა: ჩემო შვილო! შენმა აღიარებამ გაგათავისუფლა ტყვეობისაგან, ისე, რომ მე ხმა არ ამომიღია; შენი გულისსიტყვების გამოცხადებით ეშმაკი დაეცი, რომელიც შენი დუმილის დროს გწყლავდა. აქამდე მას შენზე ძალაუფლების ნებას აძლევდი, არც ეწინააღმდეგებოდი და არც ამხილებდი, ახლა კი გამოყვანილია შენი გულიდან და გამოაშკარავებულია, მას შენში ადგილი აღარ ექნება. ბერს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ თითქოს ანთებული ჩირაღდანი გამოვიდა ჩემგან და სახლი სიმყრალით აავსო, ისე, რომ იქ მყოფებს ეგონათ, დიდი რაოდენობით გოგირდი იწვისო. მაშინ ბერმა თქვა: აი უფალმა ცხადად დაგიმტკიცა ჩემი სიტყვების ჭეშმარიტება და შენი გათავისუფლება. ამგვარად, აღიარებით განმეშორა ნაყროვანების ვნება და ის საეშმაკო მოქმედება, ისე, რომ მას შემდეგ აზრადაც კი არ მომდიოდა ის სურვილი. ამგვარად, აბბა სერაპიონის მონათხრობიდანაც ვსწავლობთ, რომ მაშინ გავხდებით ღირსნი ჭეშმარიტი განსჯის ნიჭისა, როცა მივენდობით არა საკუთარი განსჯის შთაგონებებს, არამედ მამების სწავლებასა და დარიგებებს. ეშმაკი ვერანაირი მანკიერებით ისე ვერ აიყვანს მონაზონს ფრიალოზე და მიიყვანს სიკვდილამდე, როგორც იმით, რომ არწმუნებს მას – უგულებელყოს მამათა რჩევები და მიჰყვეს თავის აზრს და თავის ნებას. ადამიანური ხელოვნებისა და მეცნიერებებისგანაც რომ ავიღოთ მაგალითები, შევძლებთ სწავლების მიღებას. თუკი მათ ხელით ვეხებით, თვალითაც ვხედავთ და ყურით ვისმენთ და მაინც ჩვენით ვერ წარვემატებით მათში, არამედ მასწავლებელი და მიმთითებელი გვესაჭიროება, მაშ განა უგუნურება არაა იფიქრო, რომ მასწავლებელს არ საჭიროებს ყველაზე რთული მეცნიერება, სულიერი მეცნიერება, რომელიც არის უხილავი, დაფარული და რომელიც მხოლოდ გულის სიწმიდით განიჭვრიტება და რომლის არცოდნას მოაქვს არა დროებითი ზიანი, არამედ სულის დაღუპვა და მარადიული სიკვდილი? ის დღედაღამ იბრძვის არა ხილული, არამედ უხილავი და მძვინვარე მტრების წინააღმდეგ, არა ერთისა და ორის, არამედ უთვალავი ლაშქრის წინააღმდეგ, რომლისგან დაცემა იმდენად უფრო დამღუპველია, რამდენადაც უფრო ბოროტნი არიან მტრები და ფარულია შემოტევა. ამიტომაც ყოველთვის გულმოდგინებით უნდა მივყვეთ მოძღვართა ნაკვალევს და სირცხვილის უკუგდებით გავუმხილოთ მათ ყველაფერი, რაც ჩვენს გულში ხდება.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა