martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

სულიერი ცხოვრების დასაწყისში

 

"ყოველგვარი ზრუნვა ზეცისათვის, თუ სინანულით

 არ არის განსულიერებული, – მკვდარია, არაჭეშმარიტია".

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

"შეცოდებანი ვინ-მე გულისჴმა-ყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე".

ფსალმუნი18,13

 

ვისაც ყურადღებით წაუკითხავს ეკლესიის წმიდა მამების რჩევა-დარიგებანი, რა თქმა უნდა, შეამჩნევდა, რომ ამ სწავლებებში ყველაზე მეტი საუბარია სინანულზე, სიმდაბლეზე, ტირილზე უფლის წინაშე საკუთარი ცოდვებისათვის. ამის შესახებ იმდენად ბევრი დაწერეს წმიდა მამებმა, რომ მათ თითოეულ წიგნში და ნებისმიერ ფურცელზე შეიძლება ვიპოვოთ მსგავსი დარიგებები. მაგრამ, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ჩვენს დროში ქრისტიანები ყველაზე მეტად უვლიან გვერდს, ამახინჯებენ და არღვევენ სწორედ ამ სწავლებას – სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს კანონს. და ეს შემთხვევით არ ხდება!

სამყარო თავისი საშინელი აღსასრულისაკენ მიემართება, მაშასადამე, ახლოვდება დრო ჭეშმარიტებისაგან საყოველთაო განდგომისა, ეშმაკისაგან მთელი მსოფლიოს ცდუნებისა და საყოველთაო ხიბლისა – ადამიანები უფრო ღრმად ეფლობიან საკუთარ ვნებებში, ცოდვებსა და ცდომილებებში. ამა სოფლის ყველა სნეულებათაგან პირველი – ამპარტავნებაა, ყველაზე მეტად ის არის აღზევებული. ამის შესახებ ნათლად იწინასწარმეტყველა მოციქულმა პავლემ: და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავ მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე (2 ტიმ. 3,2-5).

დღეს ყველა მოძღვარმა, რომელიც ცდილობს დაეხმაროს მასთან მისულ მორწმუნეებს სულიერი სნეულებების განკურნებაში, იცის, რა რთულია ეს საქმე, როგორ გაუჯდა ეს ავადმყოფობა ადამიანთა სულებს, როგორ ღრმად დაზიანდა ყველა – დიდიდან პატარამდე – უგუნური ამპარტავნებით, ცუდმედიდობით, თავისმოყვარებით; როგორ მედიდურად საუბრობენ, დიდგულობენ, არავინ ითმენს წყენას; ყველა თავნებაა, ქედუხრელი, ურჩი, უნდობელი. სულიერ ცხოვრებაში კი ეს ყველაზე მძიმეა. დღეს ძალიან ცოტა ვინმე თუ ენდობა თავის მოძღვარს, უფრო საკუთარ ჭკუას მისდევს; სულიერ მამას მხოლოდ სხვათა დასანახავად მიმართავენ – ასეა მიღებული! ნამდვილად კი თავისი თავის მოიმედენი არიან. საერთოდ, ამჟამინდელი სულიერი ცხოვრების სურათი სავალალოა – ძველ მამათაგან ვინმეს თავისი განწმედილი თვალებით რომ ეხილა დღევანდელი ყოფა, ალბათ, ვერ გაუძლებდა ამ სანახაობას და მწარედ დაიტირებდა ჩვენს სულებს. ჯერ კიდევ IV საუკუნეში მცხოვრებ პახომი დიდს უფლისგან ეუწყა, თუ როგორ იცხოვრებდნენ უკანასკნელი ბერები. ამის შემდეგ იგი დიდხანს ტიროდა, წუხდა, საკვებზე უარს ამბობდა[1]. მაგრამ უკვე ისე შევეჩვიეთ ამ მდგომარეობას, რომ ვეღარც ვხედავთ ამ ჩვენს უბედურებას. მრავალი ვნება აშკარად დასეირნობს ქრისტიანთა შორის, მათ მიიჩნევენ ადამიანის ხასიათის ყველაზე უწყინარ, უფრო კი გასართობ მხარედ; არავის იპყრობს შიში, არავინ მოიკვეთს მათ; თუმცა ბევრი რამ ამ "ცელქობიდან" უშუალოდ სულს კლავს და სულიერ სიკვდილს თესავს მათ ირგვლივ, ვინც ამ ვნებებს ავლენს და ამ სენით სხვებსაც რყვნის.

ამგვარი უბედურებით აღსავსე მდგომარეობის გამო – როცა ზურგი აქციეს ეკლესიის მამათა სწავლებებს, როცა აღარ არიან სინანულის სარწმუნო მასწავლებლები, როცა არ ხორციელდება გამოცდილი და ყურადღებიანი სამწყსო მეთვალყურეობა მორწმუნეებზე – ხდება დამღუპველი გადახვევა ხსნის გზიდან. რა თქმა უნდა, ეს უპირველესად აისახება იმაზე, რომ ქრისტიანები კარგავენ (ან საერთოდ ვერ პოულობენ) სინანულის ნამდვილ სულს, საკუთარი ცოდვილობისა და დაცემის სწორ ხედვას. მარტივად რომ ვთქვათ: არ უწყიან – ვინ ვართ ჩვენ, რა ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან, როგორები ვართ მის წინაშე, როგორია მისი დიდებულება და ჩვენი უსახურობა.

ამ ცოდნას მართლმადიდებლობა გვაძლევს! თავად ეს წმიდა სიტყვა უკვე ბევრს გვეუბნება: მართლად ვადიდოთ ღმერთი, ანუ სწორად შევიცნოთ უზენაესობა და დიდებულება უფლისა; ამ დიდებულების შესაფერისად აღვუვლინოთ ქება და დიდებისმეტყველება ყოვლისმპყრობელს, ცისა და მიწის, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედს. მაგრამ ეს ცოდნა განუყოფლად დაკავშირებულია იმასთან, რომ სწორად და მართლად გავაცნობიეროთ საკუთარი დაცემა, არარაობა, უღირსება და შიშით წარმოვთქვათ სახელი ღმრთისა. მოუკლებლად განვადიდოთ იგი და მოუკლებლადვე შეურაცხვყოთ საკუთარი თავი – აი, ეს არის მართლმადიდებლობა!

ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი ამპარტავნული აზროვნება, თუ მყისვე არ დავიწყებთ მის მოშთობასა და დათრგუნვას, როგორც ხატზე მთავარანგელოზი მიქაელი თრგუნავს გველს – სატანას (მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის გამოთქმა), უსათუოდ მოახერხებს, დაამახინჯოს სწორი შეხედულება ჩვენსავე თავზე და საკუთარი დაცემა წარმოგვიდგინოს არც ისე ღრმად, ხოლო კარგი თვისებები – გაცილებით ბრწყინვალედ და საიმედოდ, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

სწორედ აქედან მოდის სულიერი ხედვის დამახინჯება, ჩვენი თვალები იბინდება, ხოლო სულში უკუნი სიბნელე ისადგურებს. რამდენი უბედურება მოსდევს ამას! ყურადღებით შეხედეთ თითოეული ერეტიკოსის, სქიზმატის სწავლებას და დაინახავთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მათი გადახრა ეხება სინანულს, იმის გაგებას, თუ როგორ ჭვრეტს ღმერთი ჩვენს გულებს – რამდენად მომთხოვნი და დამთმობია ჩვენს მიმართ. მაგალითად, კათოლიკეები ფიქრობენ ხსნის მოპოვებას მხოლოდ გარეგანი საქმეებით, თითქოსდა ცხონების შესყიდვას გულის სიღრმეების განწმედის გარეშე. პროტესტანტები, პირიქით, თვლიან, რომ საკმარისია მხოლოდ რწმენა, სინანულის საქმეს მნიშვნელობა არა აქვს; რომ მთელი ჩვენი ცოდვები იესო ქრისტემ ჯვარზე უკვე გამოისყიდა: მხოლოდ გწამდეს და აღიარე შენი რწმენა სიტყვიერად – ეს საკმარისია. მსგავსად ამისა, უფრო და უფრო მრავლდება გადახრები იმის ჭეშმარიტი გაგებიდან, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა მოვიპოვოთ უფლის წყალობა, რა არის ცხონებისათვის აუცილებელი.

გზა სულიერი ცხოვრებისა წარმოუდგენლად რთულია: მაგალითად, მუსიკისა და ფერწერის შესასწავლად რამდენი შრომა, შეცნობა, ჩვევა, სხვადასხვა სახის ვარჯიშია საჭირო, თანაც მრავალი ჩვევა ხელოვნებაში ვითარდება ინტუიციურად, მათი ნათლად გამოთქმა ან გონებით ჩაწვდომა შეუძლებელია. ბევრი რამ ამ შემთხვევაში დამოკიდებულია მასწავლებელზე, სკოლაზე. მაგრამ სულიერი ცხოვრება ხომ უფრო რთულია, უფრო იდუმალი! მასში ხომ ყველაფერი უდიდესი საიდუმლოა, ყველაფერი თითქმის უხილავია! ეს ხომ მეცნიერებაა მეცნიერებათა შორის, ხელოვნებაა ხელოვნებათა შორის!

როგორ შეიძლება სულიერ ცხოვრებაში ხელი მოვკიდოთ საქმეს დაუფიქრებლად, თავდაჯერებულად, სულის რაღაც ბუნდოვან ძახილზე დავემორჩილოთ გაურკვეველ გრძნობებს, მათგან აღძრული გემოვნების მიხედვით განვსაჯოთ ჩვენი შინაგანი ცვლილებანი და განწყობილებანი. სულიერ ცხოვრებაში საფრთხეც გაცილებით საშინელია, აქ შეიძლება წაგერთვას არა მხოლოდ სახელი და ქონება, როგორც შემოქმედებითი მოღვაწეობის დროს ხდება ხოლმე, – აქ კარგავ მარადიულობას, სიცოცხლეს. აქვე გვეღობება ავი სულების უძლიერესი წინააღმდეგობა როგორც ჩვენს შიგნით, ისე გარეთ. ამ გზით მავალს წინ ხვდება მტრების მზაკვრობა, ცბიერებას მოსდევს ცბიერება, მახეს – მახე.

და აი, სამწუხარო სურათი: მრავლად არიან მოხიბლული ქრისტიანები, ბევრი მათგანი ჭკუიდან იშლება, საშინლად იქცევა, ასწავლის და ქადაგებს უაზრობას. რაკი წმიდა მამათა ჭეშმარიტი, თავმდაბლობითი, მართლმადიდებლური სწავლება მახინჯდება და დავიწყებას ეძლევა, ყველა ამ ხიბლს ხშირად ნორმალურ მოვლენად აღიქვამენ. საკუთარი თავის ცდუნებით გამოწვეულ აღფრთოვანებას, აღგზნებას, ფანატიზმს მიაწერენ მადლის მოქმედებას და ეს ყოველივე "რწმენის აღორძინებად", "ახალი ერის" დასაწყისად მიაჩნიათ.

 

[1] იხ. ღირსი პახომი დიდის ცხოვრება, 15 მაისი ძვ. სტ.

 

წიგნიდან: არქიმანდრიტი ლაზარე, “სულის ფარული სნეულებანი“

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა