თხოვნა საიქიოდან. პეტრე სტოლიპინის შვილის ნაამბობი
მამასთან მოდიოდა ხოლმე ექიმი ტრაუგოტი, მისი ძველი ამხანაგი უნივერსიტეტიდან. სტუდენტობის დროიდან მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ და კვლავ მაშინ შეხვდნენ, როცა მამა უკვე პრემიერმინისტრი იყო. ტრაუგოტს და მამაჩემს ოფიციალური შეხვედრა ჰქონდათ რაღაც საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ოფიციალური ურთიერთობა მაშინვე უკუგდებულ იქნა და მას შემდეგ ეს ექიმი ჩვენს სახლში მოდიოდა, როგორც მეგობარი.
ერთხელ ჩამოვედით კოლიობერჟში და მამა მოსალმების შემდეგ მეუბნება წყნარი, ჩვეული ხმით:
– იცი, ტრაუგოტი გარდაიცვალა.
ვეკითხები:
– დეპეშა მოვიდა?
ამაზე მამა ისევე მშვიდად, თითქოსდა საქმე ჩვეულებრივ ამბავს ეხებოდეს, მეუბნება:
– არა, ის თვითონ გამომეცხადა ღამით და მითხრა, რომ მოკვდა, და მთხოვა, მის მეუღლეზე მეზრუნა.
შემდეგ დედამ მომიყვა, რომ მამამ ღამით გააღვიძა და უთხრა, რომ ტრაუგოტი გარდაიცვალა.
იმავე დღეს, საღამოს, დეპეშა მოვიდა იგივე შეტყობინებით. უნდა დავამატო, რომ მამაჩემი ოდნავაც არ იყო ცრუმორწმუნე და მისტიკური განცდებისადმი მიდრეკილი ადამიანი.
პეტრე სტოლიპინის შვილის, მარია ბოკის (სტოლიპინას) წიგნიდან: „Воспоминания о моем отце П. А. Столыпине“.
|