ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 6
მარხვა
8. ღვინის სმა თუ შეიძლება მარხვაში?
ტიპიკონით მარხვაში ღვინის და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების მიღება დაშვებულია მცირე რაოდენობით (1-2 ჭიქა), თუ არ არის უზეთო მარხვა; გამონაკლისია დიდ შაბათს – უზეთო მარხვაა, მაგრამ მცირედი ღვინო დაშვებულია. კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე. ტიპიკონში დასაშვები ღვინის რაოდენობის აღსანიშნავად გამოიყენება სიტყვა „კერასეული“, რაც დაახლოებით 200 გრამის შესაბამისია (მაგ. რომელიმე დღესასწაულზე დასაშვებია ორი კერასეული ღვინო). სასმელის რაოდენობასთან დაკავშირებით ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძველი ქრისტიანები ჩვენთან შედარებით ფიზიკურად ძლიერები იყვნენ და ღვინოსაც უფრო აიტანდნენ.
შემდეგი
სარჩევი
|