ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 6
მარხვა
5. რას ნიშნავს მსგეფსი?
ძველ ქართულად მსგეფსი ნიშნავს შვიდეულს, კვირას. ამჟამად მსგეფსებად მხოლოდ ის შვიდეულები იწოდება, როდესაც ოთხშაბათ-პარასკევი მარხვა არ არის. მსგეფსია: მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ყველიერის კვირა (მთელი ამ კვირის განმავლობაში არ იჭმევა მხოლოდ ხორცეული, რძის ნაწარმი და თევზი დაშვებულია), ბრწყინვალე შვიდეული (აღდგომის შემდგომი კვირა), სულთმოფენობის შემდგომი კვირა, პერიოდი შობიდან ნათლისღების წინა დღემდე (7 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, ახ. სტ. 18 იანვარი მარხვაა); შობა და ნათლისღება ყოველთვის ხსნილია სრულად, ანუ თუ ემთხვევა ოთხშაბათ-პარასკევს, იჭმევა რძის ნაწარმიც და ხორციც. სხვა დიდი დღესასწაულები – ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, იოანე ნათლისმცემლის კრება, მირქმა, ხარება, იოანე ნათლისმცემლის შობა, პეტრე-პავლობა, ფერისცვალება, მიძინება, ტაძრის დღესასწაული – თუ დაემთხვევა ოთხშაბათ-პარასკევს, ხსნილია თევზით; საქართველოს ეკლესიაში თევზით ხსნილია აგრეთვე: სვეტიცხოვლობა (14 ოქტ. ახ.სტ.) და მოციქულთა კრება (13 ივლისი ახ.სტ.). ჩამოთვლილი დღესასწაულების გარდა, თევზით ხსნილია ოთხშაბათ-პარასკევი თომას კვირიდან სულთმოფენობამდე. დიდი წმინდანების ხსენებას თევზით ხსნილია, თუ არსებობს ამის შესახებ მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა.
შემდეგი
სარჩევი
|