ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 5
მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა
8. ვისთვის შეიძლება ქორწინების საიდუმლოში მონაწილეობა?
ქორწინების საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მართლმადიდებელ, მონათლულ ქრისტიანებს. სხვა შემთხვევაში მართლმადიდებლური ჯვრისწერა ვერ აღესრულება, იქნება საეკლესიო კანონის დარღვევა (6 მს. კრ. კან. 72; რუის-ურბნისის კრ. კან. 16). ჯვრისწერა არ შეიძლება ნათესავებს შორის, ნათლიასა და ნათლულს შორის, ასევე ნათლიასა და ნათლულის მშობლებს შორის. ჯვრისწერა ვერ შესრულდება, თუ საქმრო ან საცოლე ჯვარდაწერილია სხვასთან და ეს ჯვრისწერა გაუქმებული არ არის საეკლესიო წესით. ქორწინების უფლება არ აქვთ მონაზვნებს და სასულიერო პირებს ხელდასხმის შემდეგ.
შემდეგი
სარჩევი
|