ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 4
ზიარება
8. როგორ უნდა მოვიქცეთ ღვთისმსახურებისას?
ღვთისმსახურებისას გვევალება დუმილი და ლოცვა. რაც შეიძლება ნაკლები უნდა ვიმოძრაოთ, რომ მლოცველებს ყურადღება არ გავუფანტოთ. სანთლის ანთება და მოსახსენებლების შეგზავნა უნდა მოხდეს ან მსახურების დაწყებამდე, ან გადაწოდებით და არა ლოცვის დროს ტაძარში სიარულით. თუ არის შესაძლებლობა, გარკვეულ პერიოდში შეიძლება დაჯდომა (მაგ. ფსალმუნების კითხვისას).
შემდეგი
სარჩევი
|