ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 4
ზიარება
10. ვისი მოხსენიება შეიძლება წირვის დროს კვეთაში, ვის სახელზე შეიძლება სეფისკვერის შეგზავნა?
წირვაზე კვეთაში შეიძლება მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანების მოხსენიება (ცოცხლების და მიცვალებულების); ამიტომ სეფისკვერთან ერთად შესაგზავნ მოსახსენებელში არ შეიძლება იმ ადამიანთა სახელების ჩაწერა, ვინც არ არის მართლმადიდებელ ეკლესიაში ანუ მართლმადიდებლურად მონათლული, ან უარყოფს ღმერთს, მართლმადიდებელ ეკლესიას ან მართლმადიდებლურ მრწამსს. წმ. სვიმეონ თესალონიკელი ლიტურგიის განმარტებაში ამბობს, თუ ვის სახელზე არ შეიძლება სეფისკვერიდან ნაწილის გამოღება: „აქ არაა ურწმუნოთა და სხვაგვარად მორწმუნეთა ადგილი. რამეთუ „რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა“ (2 კორ. 6,14)? – ნათქვამია, რომ ანგელოზნი განაშორებენ ბოროტებს კეთილთაგან. ამიტომაც საერთოდ მღვდელმა არ უნდა შესწიროს (ნაწილი) სხვაგვარადმადიდებლისთვის (ანუ მწვალებლისთვის - მთარგმნ. შენ.) და არ აღასრულოს მისი მოხსენიება. ასევე არ შეიძლება შეწირვა (ნაწილის) იმათთვის (ანუ იმათ სახელზე - მთარგმნ. შენ.), ვინც აშკარად სცოდავს და სინანულის გარეშე ცხოვრობს, რადგან შესაწირავი მათთვის დამსჯელი იქნება, როგორც დამსჯელია ზიარება იმათთვის, ვინც სინანულის გარეშე ეზიარება საშინელ საიდუმლოებს, როგორც თქვა ღვთაებრივმა პავლემ (1 კორ. 11,29)“.[1]
[1] Сочинения блаженного Симеона, архиепископа Фесалоникийского, О священной литургии, гл.62, стр. 129, Санктпетербург, 1856.
შემდეგი
სარჩევი
|