ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
8. ერისკაცმა როგორ უნდა აღასრულოს ნათლისღების საიდუმლო?
განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფრთხე, რომ მორწმუნე ზრდასრული ადამიანი ან ახალშობილი ჩვილი შეიძლება უნათლავად გარდაიცვალოს, მართლმადიდებელმა ერისკაცმა უნდა აღასრულოს ნათლობის საიდუმლო ამგვარად: იტყვის ლოცვას და ამავდროულად მოსანათლავს სამჯერ შთაფლავს წყალში (ანდა, თუ ეს შეუძლებელია, სამჯერ დაასხამს წყალს). ლოცვა შემდეგია: ნათელს იღებს მონა (ან მხევალი) ღმრთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ, (ლოცვის წარმოთქმასთან ერთად შთაფლავს წყალში და ამოიყვანს წყლიდან), და ძისათა, ამინ (შთაფლავს მეორედ და ამოიყვანს), და სულისა წმიდისათა, ამინ (შთაფლავს მესამედ და ამოიყვანს), აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ამის შემდეგ ადამიანი უკვე მონათლულია და თუ გარდაიცვლება, მისთვის ყველა იმ ქრისტიანული წესის აღსრულება შეიძლება, რაც ეკლესიის გარდაცვლილი წევრებისთვისაა დაწესებული.
შემდეგი
სარჩევი
|