ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
19. რას ნიშნავს მირონცხების საიდუმლო?
მირონცხების საიდუმლოში ქრისტიანზე გადმოდის სული წმიდის მადლი, რომელიც შეეწევა იესო ქრისტეს მცნებებით ცხოვრებაში. ამ საიდუმლოში ეპისკოპოსი ან მღვდელი უკვე მონათლულ ქრისტიანს სცხებს წმიდა მირონს და ამბობს ლოცვას: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ“. მირონი იხარშება და იკურთხება მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიებში რამდენიმე წელიწადში ერთხელ, რის შემდეგაც გადაეცემა ყველა ეპარქიის სასულიერო პირებს მირონცხების საიდუმლოს აღსრულებისთვის. მირონის მოხარშვა და კურთხევა ხდება ვნების შვიდეულში. კურთხევას ასრულებს პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად.
შემდეგი
სარჩევი
|