ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
16. როდისაა აუცილებელი მეორედ მონათვლა?
თუ ადამიანი მონათლულია მართლმადიდებლურად, მისი თავიდან მონათვლა დაუშვებელია. ხოლო თუ ნათლობა აღსრულებულია მწვალებლის ან მოუნათლავის მიერ (იგულისხმება ის, ვინც ნათლობის საიდუმლო აღასრულა და არა ნათლია), ასეთ შემთხვევაში ეს იქნება ცრუ ნათლობა და საჭიროა ჭეშმარიტი (მართლმადიდებლური) ნათლობის აღსრულება. თუ ნათლია არ იყო მონათლული ან იყო არამართლმადიდებელი, ადამიანი ითვლება მონათლულად და მისი მეორედ მონათვლა დაუშვებელია, დიდი ცოდვაა. ზოგიერთი მწვალებლობის შემთხვევაში, როდესაც ნათლობის საიდუმლოს გარეგნული სახე არაა დამახინჯებული, ეკლესია უშვებს ადამიანის მიღებას თავის წიაღში მირონცხებით ან მხოლოდ მწვალებლობის დაგმობით. თუმცა არსებობს განსხვავებული ტრადიციები ადგილობრივ ეკლესიებში. მაგ. მონოფიზიტებს და კათოლიკეებს (ე.წ. ლათინებს) ზოგან ნათლისღებით იღებენ, ზოგან მხოლოდ მირონცხებით.
შემდეგი
სარჩევი
|