ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
10. რა მოეთხოვება ნათლობის მსურველს?
ნათლობის მსურველს მოეთხოვება ჭეშმარიტი რწმენა და ქრისტიანული ცხოვრების სურვილი; მან უნდა იცოდეს იესო ქრისტეს მოძღვრების – ქრისტიანობის საფუძველი მაინც. ეს მოძღვრება გადმოცემულია ახალ აღთქმაში, მართლმადიდებლურ კატეხიზმოში და სხვა საეკლესიო წიგნებში. თუ ზრდასრული ადამიანი ისე ინათლება, რომ არ იცის ვინ არის იესო ქრისტე, არ იცის რა არის ცოდვა და რა არის სათნოება, მაშინ როგორ იცხოვრებს ქრისტიანულად? და თუ არ იცხოვრებს ქრისტიანულად, მხოლოდ ნათლობა ვერაფერს უშველის, პირიქით, ნათლისღების დროს დადებული აღთქმების დარღვევის გამო იმქვეყნად უფრო მეტად დაიტანჯება, ვიდრე უნათლავი რომ ყოფილიყო.
შემდეგი
სარჩევი
|