martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 24

მეექვსე დევნა.

 

211 წელს გარდაიცვალა სეპტიმიუს სევერუსი და დევნაც შეწყდა. მისი ძე კარაკალა (211-217 წწ.) რომის ერთ-ერთი უბოროტესი იმპერატორი იყო, თუმც ქრისტიანებს არ დევნიდა. ასევე იქცეოდნენ მის შემდგომ მაკრინუსი (217-218 წწ.), ჰელიოგაბალუსი (218-222 წწ.) და ალექსანდრე სევერუსი (222-235 წწ.). ასე რომ, 235 წლამდე ქრისტეს ეკლესია საკმაოდ მშვიდად გრძნობდა თავს. ალექსანდრე სევერუსი საკმაოდ კეთილად იყო ქრისტიანებისადმი განწყობილი (ვარაუდობენ, რომ დედამისი, მამმეა, ქრისტიანი იყო), აფასებდა მათ სათნოებასა და პატიოსნებას, ჩანს, წარმართთა ღმერთებისა არ სწამდა. მან თავის სასახლეში მოწყობილ სამლოცველოში დაადგმევინა მათი გამოსახულებები, ვისაც თავად მიაგებდა პატივს. უცნაურია, რომ სამლოცველოში ერთმანეთის გვერდით იყო აბრაამის, იესო ქრისტეს გამოსახულებანი და აპოლონიუს თიანელის ქანდაკება – ცნობილი თაღლითისა, რომელიც ნერონის დროს თავს სასწაულებრივი ძალის მქონე ჯადოქრად ასაღებდა. იქვე ნახავდით მითოლოგიურ მომღერალ ორფეოსსაც. ალექსანდრე სევერუსი ხშირად იმეორებდა ქრისტიანულ მცნებას: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ“; ერთხელაც ბრძანა, რომ ეს გამონათქვამი თავისი სასახლის კედლებზე და თავშეყრის ადგილებში დაეწერათ.

ქრისტიანულ ეკლესიაში არსებული ჩვეულების თანახმად, არჩევის დროს ეპისკოპოსის სახელს საჯაროდ აცხადებდნენ, რათა ყველას შეძლებოდა ამ პიროვნების შესახებ აზრის გამოთქმა და წინ აღდგომოდა კენჭისყრას, თუ ამ ხარისხისთვის მას უღირსად ჩათვლიდა. ეს ჩვეულება იმდენად მოეწონა ალექსანდრეს, რომ ბრძანება გასცა: ზუსტად ასევე დაენიშნათ სამოქალაქო მოხელენი: გუბერნატორები და მსაჯულები.

ერთხელ ტავერნის მეპატრონემ იმპერატორთან იჩივლა, რომ მისი კუთვნილი ადგილი ქრისტიანებმა დაიკავეს ღვთისმსახურებისთვის. ალექსანდრემ განაცხადა: უმჯობესია, ეს ადგილი დაეთმოს ღვთისმსახურებას, ვიდრე ტავერნის მოწყობასო, და იქვე ბრძანა, იგი ქრისტიანებისთვის გადაეცათ. ამ პასუხიდან ჩანს, რომ იმპერატორი ღვთისმსახურების აღსასრულებლად საჯაროდ შეკრების უფლებას აძლევდა ქრისტიანებს. ვარაუდობენ, რომ მისი მმართველობის დროს აღიმართა პირველი ქრისტიანული ტაძრები, რომლებსაც ამ დროიდან ხშირად იხსენიებენ და რომელთა უმრავლესობაც შემდგომი დევნის დროს გადაწვეს.

ალექსანდრეს შემდგომ იმპერატორად გამოაცხადეს მაქსიმინე (235-238 წწ.), წარმოშობით გოთი, მხეცივით დაუნდობელი, რის გამოც მალე შეიძულეს და მის წინააღმდეგ შეთქმულებაც მოამზადეს. საფრთხე გამოაშკარავდა... მაქსიმინემ ეჭვი აიღო მასში ქრისტიანების მონაწილეობაზე, რომლებიც, მისი აზრით, ალექსანდრეს მისტიროდნენ. მან ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ოთხი ათასამდე კაცი, რომელთა შორის გარდაცვლილ იმპერატორთან დაახლოებული ქრისტიანებიც იყვნენ.

დაახლოებით ამავე დროს მცირე აზიაში საშინელი მიწისძვრა მოხდა და უწინდებურად ეს უბედურებაც ქრისტიანებს დაბრალდათ; ჩათვალეს, რომ ამჯერად მათი გაჟლეტა ღმერთებისადმი მიძღვნილი განმწმენდი მსხვერპლშეწირვა იქნებოდა. ასე დაიწყო 235 წელს მეექვსე დევნა, რომელიც განსაკუთრებით ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ, საბედნიეროდ, იგი დიდხანს არ გაგრძელებულა. მაქსიმინე მხოლოდ სამ წელიწადს იყო იმპერატორი, ხოლო მისი მემკვიდრენი დეციუსამდე (249-251 წწ.) ქრისტიანებს არ ემტერებოდნენ.

ამრიგად, თუ მაქსიმინესგან წამოწყებულ სამწლიან დევნას არ ჩავთვლით, ეკლესია საკმაოდ მშვიდად იყო თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში.

მოწამე ლეონიდეს ვაჟი, ორიგენე, ეკლესიის ისტორიაში ცნობილია როგორც დიდი სწავლული, მქადაგებელი და ამავდროულად წარმართობიდან შეთვისებული იდეებით ორიგენისტული მწვალებლობის ფუძემდებელი. ორიგენე დაიბადა ალექსანდრიაში. ის ნიჭიერი ყმაწვილი იყო და მეცნიერების სხვადასხვა დარგში მალე მიაღწია წარმატებას. როდესაც წამოიზარდა, მეცადინეობას შეუდგა სკოლაში, რომლის მთავარი ხელმძღვანელი კლიმენტი ალექსანდრიელი იყო. ამ პერიოდში ორიგენეს მამა შეიპყრეს და ქრისტიანობისთვის აწამეს. ორიგენემ საკუთარ სახლში გახსნა სკოლა და გაკვეთილებით ირჩენდა თავს.

კლიმენტი, რომელიც სათავეში ედგა კათაკმეველთა სკოლას, იძულებული გახდა, ქალაქს გასცლოდა, რის შემდეგაც ალექსანდრიის ეპისკოპოსმა დემეტრემ აღნიშნული სასწავლებლის ხელმძღვანელობა ორიგენეს შესთავაზა.

ორიგენემ შორს გაითქვა სახელი. 215 წელს მან იმოგზაურა არაბეთში, იქიდან კი ანტიოქიაში ჩავიდა. ალექსანდრიაში დაბრუნებული ორიგენე გარკვეულ უსიამოვნებათა გამო იძულებული გახდა იქაურობას გასცლოდა. მან მოიარა საბერძნეთი, პალესტინა, და ბოლოს პალესტინის კესარიაში დასახლდა. იქაურმა ეპისკოპოსებმა ორიგენეს დაავალეს, ეკლესიაში საჯაროდ განემარტა წმინდა წერილი. როდესაც ალექსანდრიის ეპისკოპოსმა დემეტრემ ამის შესახებ შეიტყო, ადგილობრივ კრებაზე გამოთქვა ოფიციალური საყვედური: წესად არ არის, ერისკაცმა ეკლესიაში იქადაგოს ეპისკოპოსის თანდასწრებითო. მღვდელთმთავრებმა სცადეს თავიანთი განზრახვის გამართლება, მაგრამ დემეტრემ უკან გამოიხმო ორიგენე. ამ დროიდან დაიწყო მათ შორის დაპირისპირება, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც ორიგენეს, პალესტინაში მისი მეორედ მოგზაურობის დროს, ხელი დაასხეს პრესვიტერად.

 232 წელს, ეპისკოპოს დემეტრეს გარდაცვალების შემდგომ, ორიგენე ალექსნდრიაში დაბრუნდა, მაგრამ ახალ მღვდელთმთავართან უთანხმოების გამო იძულებული გახდა, ამჯერად საბოლოოდ დაეტოვებინა ალექსანდრია. მან სასწავლებელი თავის მოწაფეს ჩააბარა და თავად კვლავ პალესტინის კესარიაში დასახლდა. მის მოსასმენად მრავალი მოწაფე დადიოდა. მათ რიცხვში იყვნენ გრიგოლ და ათინოდორე ნეოკესარიელები, პამფილე და სხვანი, რომელთაც შემდგომ გაითქვეს სახელი ქრისტეს ეკლესიაში.

ორიგენემ მრავალი თხზულება დაწერა. გარდასულ დროთა მწერლები მის ექვსი ათასამდე ნაშრომს ითვლიან, მოკლე სიტყვების, ქადაგებებისა და წერილების ჩათვლით. მან დაწერა განმარტებები ძველი აღთქმის თითქმის ყველა წიგნზე, ახალი აღთქმის წიგნებიდან იოანეს სახარებასა და კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლეზე, წიგნები: „ლოცვის შესახებ“, „საწყისთა შესახებ“, „მიმართვა ამბროსისადმი“ და სხვა. ორიგენე თავისი ერთ-ერთი თხზულებით „ცელსუსის წინააღმდეგ“ ამხელს წარმართ მწერალს, რომელიც მარკუს ავრელიუსის დროს განაქიქებდა და სასაცილოდ იგდებდა ქრისტიანობას წიგნში „ჭეშმარიტი სწავლება“. წარმართთა შორის ეს თხზულება ამ რიგის ნაშრომებიდან ყველაზე ღრმააზროვან ნაწარმოებად ითვლებოდა და დაახლოებით ასი წლის განმავლობაში მას ვერავინ გასცა პასუხი. ორიგენემ ძალისხმევა არ დაიშურა და შეძლო მისი მხილება.

დეციუსის (249-251 წწ.) დროს გაჩაღებული დევნისას სამოცდაათი წლის ორიგენე საპყრობილეში ჩასვეს; შიმშილით სულს ხდიდნენ, ცეცხლითა და რკინით აწამებდნენ და აიძულებდნენ ქრისტესგან განდგომას, მაგრამ მან სატანჯველს მტკიცედ გაუძლო და ქრისტიანებს გამამხნევებელ წერილებსაც კი სწერდა. ბოლოს გაათავისუფლეს საპყრობილედან, მაგრამ წამებით ღონემიხდილი მალევე გარდაიცვალა ტვიროსში 254 წელს.

ეკლესიის მამები სარგებლობდნენ ორიგენეს ნაშრომებით, თუმცა ზოგიერთ მათგანში ცდომილებებს პოულობდნენ. მას განსაკუთრებით საყვედურობდნენ პლატონიზმითა და წმინდა წერილის ალეგორიული განმარტებებით გატაცებას.

ეკლესიის სწავლებასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაგმობილ იქნა ორიგენეს ნაშრომებში გამოთქმული მწვალებლური აზრები, რომლებიც წარმართული ფილოსოფიის ზეგავლენის შედეგია. მათ შორისაა: საღვთო ბუნებისა და შესაქმის შესახებ ორიგენეს ზოგიერთი შეხედულება, რომლებშიც ნეოპლატონიზმის გავლენა იკვეთება; იდეა აპოკატასტასისზე, რაშიც იგულისხმება საბოლოო გადარჩენა ყველა ქმნილებისა დაცემულ ანგელოზთა ჩათვლით; სულთა წინაარსებობის იდეა და სხვ.

ორიგენეს სიკვდილის შემდგომ მისი სწავლებების შესახებ დავა დიდხანს, თითქმის სამასი წელი გაგრძელდა. ორიგენეს მცდარ შეხედულებებზე აღმოცენებულ ორიგენიზმის სახელით ცნობილ მწვალებლობას მრავალი მომხრე ჰყავდა პალესტინის მონაზონთა შორის. 543 წელს იმპერატორ იუსტინიანეს ედიქტით ორიგენე ერეტიკოსად გამოცხადდა. ედიქტს ყველა პატრიარქმა მოაწერა ხელი. ეს გადაწყვეტილება დაადასტურა V მსოფლიო კრებამ 553 წელს; აგრეთვე VI მსოფლიო კრებამ თავისი ოროსით (დოგმატური განჩინებით), ტრულის კრებამ, რომლის 1 კანონში ვკითხულობთ: „აგრეთვე ას სამოცდახუთმა ღმერთშემოსილმა მამამ, რომლებიც შეიკრიბნენ ამ სამეფო ქალაქში ჩვენი კეთილმსახური მეფის იუსტინიანეს დროს (V მს. კრებაზე – რედ. შენ.), შეაჩვენეს და განაგდეს თეოდორე მოპსუესტიელი, ნესტორის მოძღვარი, ორიგენე, დიდიმოსი და ევაგრე, რომლებმაც განაახლეს ელინური ზღაპრობა...“ და VII მსოფლიო კრებამ: „ანათემას გადავცემთ ორიგენეს, დიდიმოსისა და ევაგრეს ბოდვებს, როგორც ეს აღასრულა მეხუთე კრებამ, რომელიც იყო კონსტანტინოპოლში“.

დავაკვირდეთ, რა გავლენა მოახდინა ქრისტიანულ სწავლებასთან შეხებამ ალექსანდრიის წარმართ სწავლულებზე: ბევრი მათგანი გულწრფელად მოიქცა და ქრისტეს თავდადებული მსახური გახდა. სხვები, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობას ღვთისგან ბოძებულ სარწმუნოებად არ თვლიდნენ, მაინც იძულებულნი ხდებოდნენ, ეღიარებინათ მისი სწავლების უპირატესობა და ცდილობდნენ მის მისადაგებას პლატონიზმთან. ამ მიმართულებას მისდევდა ალექსანდრიის ერთ-ერთი სახელგანთქმული სწავლული ამონიოს საკა. მეორე მხრივ, ალექსანდრიაში ძლიერ გავრცელდა გნოსტიკური სწავლებანი და საერთოდ აღმოსავლეთისთვის ნიშანდობლივი შეხედულებანი იდუმალ შემოქმედებით ძალებზე, ბუნებაში კეთილისა და ბოროტის ბრძოლასა და ადამიანის სულზე. ყველა ამ თვალსაზრისთა შერწყმით თანდათან აიგო სისტემა, რომელიც ცნობილია ნეოპლატონიზმის სახელწოდებით. ამ მიმდინარეობამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ამონიოს საკას მოწაფეები – პლოტინი და შემდგომ პორფირიოსი – მოგვიანებით ძალზე მოიკიდა ფეხი ალექსანდრიაში.

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა