martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ბარსანოფი ოპტინელი

საუბარი ნიკოლოზ გოგოლის შესახებ

 

ვინ ზის ახლა გოგოლის სავარძელში, მ. ა.? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ დღეს სწორედ გოგოლზე მინდა გესაუბროთ. მას შეშლილად თვლიდნენ... რისთვის? იმ სულიერი გარდატეხისთვის, რომელიც მასში მოხდა და რომლის შემდეგაც იგი მტკიცედ დაადგა ჭეშმარიტების გზას.

გოგოლის სულში, როგორც მისი წერილებიდან ჩანს, ყოველთვის ღვიოდა ამ ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. მას უკეთესი ცხოვრება სურდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ მოეძია იგი. მოსკოვში ერთი სახლი იყო, სადაც ხშირად იყრიდა თავს იმდროინდელი რჩეული საზოგადოება – არა არისტოკრატები, არამედ ინტელიგენცია. ეს იყო მოხუცი პოგოდინის[1] სახლი. იქ საუბრები ძირითადად რელიგიურ თემებზე მიდიოდა. ერთხელ პოგოდინთან გოგოლსაც მოუხდა მისვლა. თავისი ჩვეული ეგზალტირებულობით მან ბევრი ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უმძიმდა გაეგრძელებინა ძველებური ცხოვრება, მაგრამ ახლებული ცხოვრება როგორ დაეწყო – ეს კი აღარ იცოდა.

– წაიკითხეთ სახარება...

– წავიკითხე, და სწორედ იქიდან გავიგე, რომ ცხოვრება უნდა შემეცვალა. მაგრამ როგორ გარდავქმნა ახლა ჩემი ცხოვრება, როგორ გავხადო ის წმინდა – აი, ამას ვეღარ ვხვდები.

– წაიკითხეთ წმინდანების ცხოვრებები, განსაკუთრებით ღირსი მამებისა და დედების. ღირსი – ეს ის ადამიანია, რომელიც აღასრულებს მცნებას: „იყუენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათ. 5,48). ღირსმა მოსაგრეებმა ისე განიწმინდეს და განიბანეს საკუთარი სული, რომ იგი თავისი თვისებებით ღვთის მსგავსი გახდა. საგანთა მსგავსების ცნებას ჩვენ მათემატიკაშიც ვხვდებით: ერთი სამკუთხედი პატარაა, მეორე – დიდი, მაგრამ თავისი თვისებებით ეს პატარა სავსებით დიდის მსგავსია, თუმცა მისი ტოლი არ არის. ბუნებაშიც ხშირად ვხედავთ საგანთა მსგავსებას. ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი სულის თვისებებით ღმერთს მიემსგავსნენ, ღირსებად იწოდებიან. ადრე მათი ცხოვრების აღწერის კითხვით ხალხი დაინტერესებული იყო, ახლა კი, ჩვენდა საუბედუროდ, ასეთი წიგნები თითქმის სრულიად მივიწყებულია.

– წმინდანების ცხოვრებებიც წაკითხული მაქვს. და აი, რა შევამჩნიე. ყველა წმინდანი ღმერთისკენ ისწრაფოდა, მაგრამ სხვადასხვაგვარი გზებით. ერთნი სიმდაბლის გზით მიდიოდნენ, მეორენი – მოთმინების გზით, მესამენი – განსჯის გზით. და, ამგვარად, ყველანი სხვადასხვაგვარი გზებით მიეახლნენ ღმერთს. მეც მინდა ღმერთს მივეახლო, მაგრამ მისკენ სავალ გზას ვერ ვპოულობ, ვინაიდან „კაცი არა მაქუს“ (იოან. 5,7).

– ახლა კი მივხვდი, თქვენ რაც გჭირდებათ, ნიკოლოზ ვასილის ძევ, – თქვა მასპინძელმა. – თქვენ ადამიანი გჭირდებათ, ასე არ არის?

– მიხვდით? ახლაღა მიხვდით? ხომ ვერ დამეხმარებით? ხომ ვერ დამისახელებთ ასეთ ადამიანს?

– დიახ! ასეთი ადამიანი არსებობს.

– სად უნდა ვიპოვო ის?

– ერთ მონასტერში უნდა წახვიდეთ.

გოგოლი აიფხორა.

– მონასტერში? რა უნდა მოვისმინო მონასტერში? იტალიაში კათოლიკე ბერები მოვინახულე, მაგრამ მათ ვერ დააკმაყოფილეს ჩემი წყურვილი.

– მე კი მაინც გირჩევთ: წადით ამ მონასტერში.

– კარგი, იყოს თქვენებურად. რომელ მონასტერში?

– ამ მონასტერს ოპტინის უდაბნო ჰქვია და კალუგის გუბერნიაში მდებარეობს. მოსკოვიდან არც ისე შორსაა. თქვენ მარტოხელა ადამიანი ხართ, ოჯახი არა გყავთ, და იმ ხუთ ათასიან პენსიასაც, რომელსაც მეფის ბრძანებით გიხდიან, ბევრი არაფერი მოაკლდება ამ მგზავრობით. ოპტინაში ერთი ღვთივსულიერი მამა ცხოვრობს – სქემმღვდელმონაზონი მაკარი. მას უნდა გაესაუბროთ. ეს არის სწორედ ის ადამიანი, ვისაც თქვენ ეძებთ.

– მაკარი? არც კი მსმენია ასეთი სახელი.

– უბედურებაც ის არის, რომ არ გსმენიათ და არ იცნობთ ამ ადამიანს. ვინ მოთვლის, ხელოვნებისა და მეცნიერების რამდენ წარმომადგენელს შეხვედრიხართ, რამდენი ფერმწერის ტილოს მოუნიჭებია თქვენთვის სიამოვნება.

– დიახ, დიახ, მე რომში ვიყავი, ნაცნობების რჩევით დრეზდენშიც ჩავედი, და რა საოცარი ტკბობა განვიცადე ძველი ოსტატების შემოქმედების ჭვრეტით! რაფაელის მადონას წინ ვიდექი, და კიდევ ხელოვნების უამრავი ნიმუში ვნახე.

– ხედავთ, რამდენი რამ გინახავთ? ხოლო ხელოვნებათა ხელოვნების, ღვთისმიერი ცხოვრების გენიოსის, ღვთივსულიერი მამის – მაკარის, შესახებ არც კი გსმენიათ!

– კარგი, გემორჩილებით, მივდივარ – არა თქვენს განსწავლულობას, არამედ თქვენს გულწრფელობას მინდობილი.

და წავიდა.

მოგვიანებით, ამ ცოტა ხნის წინ, მეორე გენიალური პროზაიკოსი – ლევ ტოლსტოიც ჩამოვიდა ოპტინაში. ჩემს კართან მოვიდა და მამა იოსების კართანაც, მაგრამ უკანვე გაბრუნდა. რატომ? რამ შეუშალა ხელი შემოსულიყო ან ჩემს, ან მამა იოსების სენაკში? განა სიამაყემ არა? რა შეუძლია უთხრას მას ვიღაც ბერმა? და ვის?! – ლევ ტოლსტოის, რომლის წინაშეც მუხლს იყრის მთელი მსოფლიო!.. რაზე უნდა ელაპარაკოს სულიერ მოძღვრებს? ვერ შეძლო გადაებიჯებინა საკუთარი სიამაყისთვის და წავიდა. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ეს ვარაუდი ახლოსაც კია ჭეშმარიტებასთან. და სად წავიდა? მარადისობაში. რომელში? სათქმელადაც კი საშინელია! ახ! და ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა...

გოგოლის საქმე კი სხვაგვარად წარიმართა. არსებობს გადმოცემა, რომ მამა მაკარიმ იგრძნო მისი მოსვლა. ის ამ დროს სენაკში იყო, წინ და უკან დადიოდა და თავის მესენაკეს ეუბნებოდა:

– ჩემს გულში რაღაც მღელვარებაა, თითქოს რაღაცა უჩვეულო უნდა მოხდეს. თითქოსდა გული ვიღაცას ელოდება.

სწორედ ამ დროს მას მოახსენეს, რომ ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლი მობრძანდა.

– შემოიყვანეთ.

და აი, გოგოლი ბერის სენაკშია. იწყება საუბარი. ამ საუბარს არავინ დასწრებია, არავის ჩაუწერია, მაგრამ ღმერთი უხილავად იქ იმყოფებოდა და ღვთაებრივმა მადლმა გაასხივოსნა გოგოლის სული.

როგორ მინდოდა და ალბათ თქვენც არ იტყოდით უარს, მოგესმინათ დიდი ღვთივსულიერი მამისა და სახელგანთქმული მწერლის ეს არაჩვეულებრივი დიალოგი. მამა მაკარი უმაღლეს დონეზე ფლობდა სიტყვის ძალას და მისი საუბარი მსმენელის სულზე უჩვეულო გავლენას ახდენდა. მისგან გამოსული გოგოლი ამბობდა:

– დიახ, ჩემთვის სიმართლე უთქვამთ. ეს ერთადერთი ადამიანია ჩემი ნაცნობებიდან, ვისაც შესწევს იმის ძალა, რომ ცხოველი წყლის სათავეებისკენ წარუძღვეს ჩემს სულს.

და გოგოლმა იმ დღეს სულიერი ფერისცვალება განიცადა. თვითონვე შენიშნა: „შევედი ბერთან სხვა ადამიანი და გამოვედი სულ სხვა ადამიანი“.

მისი აღსასრული ჭეშმარიტად ქრისტიანული იყო. ამბობენ, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის უახლოეს მეგობარს უთხრა:

– ახ, როგორ წავაგე, რა საშინლად წავაგე!

– რა წააგეთ?

– ის, რომ მონასტერში არ წავედი საცხოვრებლად. ახ, რატომ არ დამტოვა მამა მაკარიმ თავისთან სკიტში!

 

[1] მ. პ. პოგოდინი (1800-1875) – ცნობილი ისტორიკოსი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა