martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

წერილები

არ არსებობს შეუნანებელი ცოდვა. სინანულისათვის. სასოწარკვეთილებისათვის. სასიკვდილო ცოდვები. არასასიკვდილო ცოდვები. ცოდვები სიტყვით და საქმით. აღსარება

 

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ არ არსებობს კაცის ცოდვა, რომლის აღხოცაც არ შეეძლოს უფალ იესო ქრისტეს სისხლს. რამდენჯერაც არ უნდა გამეორდეს ცოდვა, იმდენჯერ ძალუძს ღმერთკაცის სისხლს მისი განწმენდა. მთელი სოფლის ცოდვებიც კი არაფერია განკაცებული ღმერთის ყოვლადწმიდა სისხლის წინაშე, რომელიც მან ჩვენთვის დაღვარა. "ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათვის და გუემულ არს უსჯულოებათა ჩუენთათვის, წურთა მშვიდობისა ჩუენისა მის ზედა, წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით" (ეს. 53. 5). განუკურნებელი მხოლოდ ის რჩება, ვინც თვითონ უარყოფს მისთვის და ყოველი ადამიანისთვის მინიჭებულ კურნებას და ცხონებას. ღვთის წყალობა ჩვენ ისე უხვად მოგვეფინა, რომ თუნდაც უმძიმესი ცოდვა, ათასჯერ გამეორებული, მიეტევება კაცს, თუკი შეინანებს. სინანული სარწმუნოებაა, სინანული მხსნელისა და გამოხსნის აღიარებაა! სინანული თავგანწირვაა! სინანული არის აღიარება იმ დაცემისა და წარწყმედისა, კაცთა მთელი მოდგმა რომ მოუცავს! სინანული ყოველგვარი კაცობრივი სათნოების უარყოფაა! სინანული მთელი სასოების მხსნელზე დამყარებაა! მხოლოდ მხსნელის მსახურებას აქვს ღირებულება – ფასდაუდებელი ღირებულება! არავითარი, თუნდაც სულ მცირე ფასი არა აქვთ კაცობრივ სათნოებებს! ეს სათნოებები თავიანთ ღირებულებას მაცხოვრის რწმენისაგან სესხულობენ, როცა ისინი ამ რწმენის გამომხატველნი და მაცხოვრის ნების აღმასრულებელნი არიან. სინანული ავსებს კაცობრივ სათნოებათა ნაკლებობას, აკუთვნებს კაცს მაცხოვრის სათნოებებს. ღმერთმა მოგვცა სინანული ჩვენი უძლურებების შემწედ. და თან რაოდენ მრავალფეროვანია ეს უძლურებები! ზოგიერთს სძულს თავისი ცოდვა, მაგრამ იმდენად შეეჩვია მას, იმდენად სუსტია მასთან საბრძოლველად, რომ, ჩვეულების მიერ ძლეული, განუწყვეტლივ ვარდება მისთვისვე საძულველ, საძაგელ ცოდვაში. სინანულია უბადრუკი ცოდვილის ნავსაყუდელი! რამდენჯერაც არ უნდა გადაიტანოს კაცმა ზნეობრივი ქარტეხილი, იმდენჯერ შეუძლია ამ ნავსაყუდელს მიაშუროს სულის დამსხვრეული ნავის შესაკეთებლად. ეკლესიის ისტორიამ შემოინახა საუბარი ცოდვისაგან გვემულ ერთ ძმასა და ღვთის წინაშე სათნო მოღვაწეს შორის, რომელსაც ისე უხვად ჰქონდა სულიერი ნიჭები მიმადლებული, რომ "დიდის" სახელი დაიმსახურა. ძმამ ჰკითხა ღირს სისო დიდს: "მამაო, რა ვქნა? დავეცი". სისომ უპასუხა: "ადექი". ძმამ მიუგო: "ავდექი და კვლავ დავეცი". ბერმა უპასუხა: "ისევ ადექი". ძმამ ჰკითხა: "რამდენჯერ შეიძლება დავეცე და ავდგე?" სისომ უპასუხა: "სანამ ამ სოფლიდან არ გაგიხმობენ". ამ ამბავს იპოვით პატერიკში, ასევე "წმინდანთა ცხოვრებებში", სისო დიდის ცხოვრებაში (6 ივლისს). სავარაუდოა, რომ წმინდა მამამ ასეთი პასუხი გასცა ძმას, რომელსაც ცოდვა ჩვევად – ერთგვარ დაუძლეველ თვისებად – ჰქონდა ქცეული: არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უბედურება ემართებათ. სიტყვა "დავეცი" ნიშნავს, რომ ამ ძმის ცოდვა მძიმე, სასიკვდილო ცოდვა იყო.

მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთმა სინანული მოგვცა მხოლოდ შემწედ ჩვენი უძლურებისა და არა ცოდვის წასაქეზებლად. ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ, მას მოწიწებით, კეთილგონივრულად, ფრთხილად უნდა მოვექცეთ. "ვინც სინანულის იმედით განუწყვეტლივ იმეორებს ცოდვას, ის თვით ღმერთს ექცევა მზაკვრულად. ასეთ კაცს უცაბედი სიკვდილი ეწევა", ამბობს წმ. ისააკ ასური (90-ე სიტყვა). გულმოდგინედ უნდა დავიცვათ თავი საერთოდ ყოველი ცოდვისგან, დიდისა თუ მცირისგან, როგორც ღმერთის მტრობის გამოხატულებისგან.

ყველაზე მძიმე ცოდვა სასოწარკვეთილებაა. ეს ცოდვა აკნინებს უფალ იესო ქრისტეს ყოვლადწმიდა სისხლს, უარყოფს მის ყოვლადძლიერ ძალას, უგულებელყოფს მის მიერ მონიჭებულ ცხონებას და ამჟღავნებს, რომ ამ სულში მანამდე თავდაჯერება და ამპარტავნება ბუდობდა, რომ მისთვის უცხო იყო ღმერთს რწმენა და სიმდაბლე. ყოველ სხვა ცოდვაზე მეტად უნდა ვუფრთხილდეთ სასოწარკვეთილებას – როგორც სასიკვდილო შხამს, როგორც სასტიკ მხეცს. ვიმეორებ: სასოწარკვეთილება უბოროტესი ცოდვაა ყველა სხვა ცოდვას შორის. მომწიფებული სასოწარკვეთილება, ჩვეულებრივ, თვითმკვლელობით ან მასთან ახლოს მდგომი რომელიმე მოქმედებით გამოიხატება. თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა! მისი ჩამდენი სტაცებს თავის თავს სინანულს და ამდენად – ცხონების ყოველგვარ იმედს. წმინდა ეკლესია არ იხსენიებს ასეთ ადამიანს, არ მიიჩნევს წესის აგების ღირსად და არ იძლევა ქრისტიანულ სასაფლაოზე მისი დაკრძალვის უფლებას.

თვითმკვლელობას სიმძიმის მიხედვით სასიკვდილო ცოდვები მოსდევენ: ასეთებია კაცისკვლა, მრუშობა, მწვალებლობა და სხვა, მათი მსგავსნი. ეს ცოდვები თუმცა ნაკლებად დამღუპველნი არიან, ვიდრე თვითმკვლელობა და მისი წინამავალი – სასოწარკვეთილება, თუმცა კაცს რჩება მათი შენანებისა და ცხონების შესაძლებლობა, მაგრამ მაინც სასიკვდილოდ იწოდებიან. ამ ცოდვებში მყოფი ადამიანი სულით მომკვდარად შეირაცხება, წმინდა ეკლესია არ აძლევს მას ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებთან ზიარების, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის უფლებას და, თუკი მას სიკვდილი შეუნანებელს მოუსწრებს, უეჭველად საუკუნო წარწყმედა მოელის. ასეთი ადამიანის სინანული მხოლოდ მაშინ შეიძლება ჭეშმარიტად იქნეს აღიარებული, თუ იგი მიატოვებს სასიკვდილო ცოდვის გამეორებას; მხოლოდ მაშინ შეიძლება მისი დაშვება ქრისტესთან საზიარებლად წმინდა საიდუმლოს მიღების გზით! ამიტომ მთავარი ცოდვის – სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობის შემდეგ განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა დავიცვათ თავი სასიკვდილო ცოდვებისაგან, მტკიცედ და შეურყევლად გადავწყვიტოთ გუნებაში, რომ აღარ გავიმეოროთ ისინი. ხოლო თუ ჩვენდა სავალალოდ მაინც ჩავიდენთ რომელიმე სასიკვდილო ცოდვას, დაუყოვნებლივ უნდა მივატოვოთ იგი, სინანულით განვიწმინდოთ თავი და ყოველი ღონე ვიხმაროთ, რომ მეტად აღარ ვცოდოთ. თუ ისევ და ისევ, რაიმე გარემოებათა გამო, იმავე ცოდვას გავიმეორებთ, სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ, კვლავ უნდა მივაშუროთ ღვთივბოძებულ სულიერ კურნებას – სინანულს, რომელიც მთელ თავის ძალასა და ქმედითობას ინარჩუნებს მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.

არსებობს კიდევ არასასიკვდილო ცოდვები: ზოგი უფრო მძიმეა, ზოგიც – მსუბუქი. ჯერ მძიმე ცოდვებს უნდა გადავეჩვიოთ, მერე კი მსუბუქსაც. მაგალითად, არასასიკვდილო ცოდვაა ნაყროვანება, ასევე გემოთმოყვარება. ნაყროვანება უფრო უხეში ცოდვაა, ვიდრე გემოთმოყვარება: ამიტომ ჯერ პირველს უნდა დავაღწიოთ თავი, მერე კი მეორესაც. თუმცა არასასიკვდილო ცოდვებიც, როგორებიცაა ნაყროვანება, გემოთმოყვარება, ფუფუნება, უქმისმეტყველება, გართობა და სხვა ამგვარნი, თუკი მთლიანად მოიცავენ ადამიანს, შეიძლება ძალიან მიუახლოვდნენ სასიკვდილო ცოდვებს. ცოდვას, რომელიც იპყრობს ადამიანს, ვნება ეწოდება. ვნება კი, მამების თქმით, საუკუნო სასჯელს იმსახურებს. ამიტომაც არ შეიძლება არასასიკვდილო ცოდვების უგულებელყოფა, განსაკუთრებით იმას უნდა ვუფრთხილდეთ, რომ რომელიმე მათგანი არ გაიზარდოს და ჩვეულებად, ვნებად არ იქცეს. ამგვარი ცოდვებისაგან განსაწმენდად და საკუთარი თავისათვის თვალყურის დევნების გასაადვილებლად წმინდა ეკლესიამ ყოველ ქრისტიანს წესად დაუდგინა, რომ წელიწადში ოთხჯერ მაინც (უკიდურეს შემთხვევაში – ერთხელ) მიმართოს აღსარების წმინდა საიდუმლოს. აღსარებას ორმაგი სარგებლობა მოაქვს: მიუტევებს კაცს აქამდე ჩადენილ ცოდვებს და იცავს მათი გამეორებისგან. წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "ყოველი, ვისაც წესად აქვს ცოდვების აღიარება, თავს იკავებს ახალი ცოდვის ჩადენისაგან, აღსარება თითქოს ლაგამს სდებს მას; ხოლო ვისაც აღსარება ჩვევად არა აქვს, ის უშიშრად სცოდავს – თითქოს სიბნელეში იყოს" (იხ. კიბე, 4. 72).

არსებობს სიტყვით ჩადენილი ცოდვებიც. ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეგონოს უმნიშვნელო! ხუმრობიდან დანაშაულამდე ერთი ნაბიჯია! "სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო" (მათ. 12. 37), თქვა მაცხოვარმა. ენას მრავალი უდიდესი დანაშაული ჩაუდენია: წარმოუთქვამს ღვთის უარმყოფელი სიტყვები, ღვთის გმობა, ცრუ ფიცი, მოყვასის ცილისწამება. ქრისტეს უარყოფა და ღვთის გმობა უმძიმეს სასიკვდილო ცოდვებს შორისაა მითვლილი.

არსებობს გონებით, გულით, მიხრა-მოხრით ჩადენილი ცოდვები. არც ისინი არიან მცირე ცოდვები, ისინიც ღმერთის მტრობის გამოხატულებას წარმოადგენენ! მაგრამ როცა გული და გონება ტკბება ცოდვით, უყვარს მისი აღსრულება ჭრელ, ხანგრძლივ ოცნებაში, ასეთი დაფარული შინაგანი ცოდვა უკვე საქმით ჩადენილ ცოდვას უახლოვდება.

ადამიანი უნდა ერიდოს საერთოდ ყოველგვარ ცოდვას. ის ცოდვები კი, რომლებშიც ყოველდღე ვარდება თავისი უძლურების გამო – სიტყვით, საქმით თუ გულისსიტყვით – ასევე ყოველდღე უნდა შეინანოს ღვთის წინაშე, რაც უმჯობესია ძილად მისვლის ლოცვების შემდეგ გააკეთოს. ამასთან, წელიწადში ოთხჯერ უნდა განიწმინდოს სინდისი აღსარების წმინდა საიდუმლოთი, ხოლო თუ სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდა, დაუყოვნებლივ შეინანოს სულიერი მოძღვრის წინაშე. ღმერთმა დაგვიფაროს უდიდესი სულიერი უბედურების – სასიკვდილო ცოდვისაგან, დაე მანვე მოგვმადლოს ძალა, განვეშოროთ სხვა ცოდვებს – დიდსაც და მცირესაც. ამინ.

1847 წელი, ნიკოლო-ბაბაევოს მონასტერი.

 

სარჩევი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა