martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

წერილები

თავის მოცთუნების შესახებ. თომა კემპიელის „ქრისტეს მიბაძვის“ კრიტიკა

 

წმინდა ჭეშმარიტება გულს სიჩუმით, სიწყნარით, სინათლით, მშვიდობით ეუწყება, აგრეთვე იმით, რომ ადამიანს უჩნდება მიდრეკილება სინანულისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ; ის სასოებას უკვე არა საკუთარ თავზე, არამედ ღმერთზე ამყარებს. ტყუილი, თუნდაც სიკეთის სამოსელში გახვეული, მის მიერ შობილი შფოთით, სიბნელით, გაურკვევლობით, ცვალებადობით, გაფანტულობით, მეოცნებეობით იცნობა; ანუ იგი მხოლოდ აცთუნებს გულს, პირმოთნედ სთავაზობს საკუთარი თავით კმაყოფილებას, რაღაც ბუნდოვან, მღვრიე ტკბობას. მოცთუნებული გულის ეს ტკბობა ძალზე წააგავს მოჩვენებით სიჩუმეს, რომლითაც ღრმა, ბნელი ჭაობი – ქვეწარმავალთა ბუდეა შენიღბული. სხვა გამხრწნელ ქარებს შორის, გულს რომ ამ საშინელ სიჩუმეს, ამ დამღუპველ სიტკბოს აპარებენ, ერთ-ერთია დასავლელი ბერის, ეშმაკის საცთურში ჩავარდნილი თომა კემპიელის ცნობილი წიგნი "მიბაძვა". მაცდური ტკბობა საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით საზრდოობს, ეს წარმოდგენა კი იშვება დახვეწილი ცუდმედიდობისგან, რომელიც გულსა და გონებას აბრმავებს. საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენას უყვარს თავისი აზრის გამოთქმა, თავს უფლებას აძლევს გადაუხვიოს წმინდა ეკლესიის მტკიცე მორჩილებას: იგი, ისევე როგორც ხიბლის ყველა სახე, ისევე როგორც თვით ეშმაკი და მისი პირმშო – ცოდვა – ვერ იტანს მისთვის დამღუპველ სინანულისა და სიმდაბლის სურნელს. სოფლის მაცხოვარმა თქვა: "ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა... ნეტარ ხართ, რომელთა გშიის აწ, ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ", და "ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ" (ლუკ. 6. 20-25).

კაცის გონებას არ ძალუძს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, სიკეთის სამოსელში შეფარული ბოროტება მას თითქმის ყოველთვის ადვილად ატყუებს. და ეს ბუნებრივიცაა: კაცის გონება ჩვილია, იმათ კი, ვინც მას ბოროტი გულისსიტყვებით ებრძვის, შვიდი ათას წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ ბრძოლისა, მზაკვრობისა, კაცთა სულების დატყვევებისა. სიკეთისა და ბოროტების გარჩევა გულის საქმეა. მაგრამ აქაც ისევ და ისევ დროა საჭირო, საჭიროა სახარების მცნებებში განმტკიცება, რათა გულმა დახვეწილი გემოვნება შეიძინოს და ნამდვილი ღვინო ყალბისაგან გაარჩიოს. ის, რომ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა გულის საქმეა და ისიც, რომ გული ერთბაშად არ იძენს ამის უნარს, მოციქულმა დაგვიმოწმა: "ხოლო სრულთაჲ არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით საცნობელნი და გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა" (ებრ. 5. 14). ამიტომ, ვიდრე სული სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს შეიძენდეს, ერთობ სასარგებლოა მოყვასის რჩევა – აღმოსავლეთის ეკლესიის, ერთადერთი წმინდა, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის შვილის რჩევა, რომელიც ეძიებდა და ჰპოვა კიდევაც ნეტარი თავისუფლება სწორედ ეკლესიის მორჩილებაში: "მორჩილებისაგან იშვება ჭეშმარიტი სიმდაბლე, – ამბობს წმ. იოანე კიბისაღმწერელი, "ხოლო სიმდაბლისაგან – ჭეშმარიტი სულიერი განსჯა, ანუ გონება" (იხ. კიბე, 4. 96).

ამგვარად, ეკლესიის განუხრელი მორჩილების გარეშე არ არსებობს არც ჭეშმარიტი სიმდაბლე, არც ჭეშმარიტი სულიერი განსჯა; მის მიღმა ბნელი სივრცეა, სადაც მეფობს ტყუილი და მისგან შობილი საცთური. სიკეთე ბოროტებისაგან მრავალი ნიშნით განირჩევა, რომელთა შეცნობაც სულიერი წარმატების მოპოვების კვალდაკვალ ხდება. ამ წერილის დასაწყისში ჩამოვთვალე თქვენი სულიერი მდგომარეობისათვის დამახასიათებელი ნიშნები და ეს ნიშნები სრულიად საკმარისია. ნელ-ნელა ისწავლეთ მათ მიხედვით სიკეთისა და შენიღბული ბოროტების გარჩევა.

უფალი თქვენთანა!

სარჩევი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა