წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წერილები
სულიერი მოძღვრის უმთავრესი ღირსება
ძალიან დამნაშავე ვარ შენს წინაშე, რომ დიდი ხანია ვერ მოგწერე – ეს კი შენთვის ცნობილი ჩემი ავადმყოფობისა და მოუცლელობის ბრალია, რომელიც ახლა დიდმარხვის მსახურების გამო კიდევ უფრო გაძლიერდა. პირველ კვირაში ყოველდღე ვატარებდი ღვთისმსახურებას; ძალა მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის და მომსვლელთა აუცილებელი მიღებისთვის მყოფნიდა.
სულიერი მოძღვრის უმთავრესი ღირსება, ჩემი აზრით, უბრალოება, ეკლესიის მოძღვრების განუხრელი დაცვა, საკუთარი ამაოდბრძნობის უარყოფაა. არიან მკაცრი ადამიანები და არიან ჭკვიანები, მაგრამ თავისებურად მკაცრები და თავისებურად ჭკვიანები: ასეთები სულიერი მოძღვრობისათვის სრულიად გამოუსადეგარნი არიან. მკაცრიც, ჭკვიანიც, მოწყალეც, შემწყნარებელიც, უბრალოც ერთნაირად სასარგებლონი შეიძლება იყვნენ, თუკი ისინი ეკლესიის ერთგული შვილები არიან. ღმერთმა გაპოვნინოს ისეთი სულიერი მოძღვარი, როგორიც შენ გინდა.
1853 წლის 28 მარტი.
სარჩევი
|