წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წერილები
რჩევა-დარიგება სიკვდილის წინ. ჩვენი თავი ქრისტეს უნდა მივანდოთ
რა სახითაც არ უნდა მოვიდეს ჩვენი ხანმოკლე ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული, მოსვლით აუცილებლად მოვა. მონა ქრისტესი ქრისტეს ნებას ანდობს თავის სულსაც და ხორცსაც. ცოდვებს რაღა ვუყოთ? რა ვუყოთ ჩვენს უთვალავ უძლურებას? ისინიც ყოვლადძლიერ ქრისტეს მივანდოთ, რომელმაც აღიღო მთელი კაცობრიობის ცოდვები და უძლურებები. თუ ტანჯვის სასმისი გვერგო წილად, მივიღოთ იგი, როგორც ცხონების სასმისი, როგორც საუკუნო სიხარულის საწინდარი. ვთქვათ ავაზაკთან ერთად: "სამართლად ღირსი, რომელ ვქმენი, მომეგების, მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!" ჩვენი გული გვიპასუხებს სიმშვიდით და საუკუნო მშვიდობის წინათგრძნობით. მშვიდობა თქვენდა.
უღირსი არქ. ე.
1846 წლის 2 ნოემბერი.
სარჩევი
|