martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

წერილები

მონასტერში ახლად მისულ ძმას – განსაცდელების შესახებ

 

ჩვენი ცხოვრების გზა ვრცელ ზღვაზე ცურვას წააგავს. ამ ზღვაზე ხან სიმშვიდეა, ხან ზურგის ქარი უბერავს, მაგრამ უფრო ხშირად ქარიშხალი ბობოქრობს. ქარიშხლის მოახლოების ან მისი მძვინვარების ჟამს ნუ შევშინდებით, ნუ შეგვიპყრობს ურვა და სასოწარკვეთა, ვებრძოლოთ ტალღებსა და პირქარს, თორემ სულის ხომალდი შეიძლება შეიმუსროს და ჩაიძიროს კიდეც. თუ ქარიშხლის დროს გემზე რაიმე გატყდა ან დაზიანდა, ნურც მაშინ შევშინდებით, მყუდრო ნავსაყუდელი მოვძებნოთ და შევაკეთოთ, მერე კი ყოვლადძლიერ ღმერთს მივანდოთ თავი და განვაგრძოთ ცურვა. ღმერთი არ მიატოვებს მისდამი მსასოებელს, თვით ქარიშხლებიც კი შეეწევიან ქრისტეს ერთგულ მონას და გამოცდილ მეზღვაურად აქცევენ მას.

ნავსაყუდელი, სადაც სულის ხომალდის შეკეთება შეიძლება, არის ლოცვა შემუსრვილი გულით, წმიდა წერილისა და მამათა სწავლებების კითხვა, მოყვასის რჩევა, თუკი მას ძალუძს ღვთივგანბრძნობილი რჩევის მოცემა. დამშვიდდი, ხომ ამბობს წმიდა წერილი: "ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა" (იაკ. 1. 12). გარდასული ქარიშხლები დაე მომავალი ქარტეხილების გამოცდილებად გამოგადგეს – წინასწარ განსაჯე, როგორ უნდა მოიქცე იმ დროს და მოემზადე. ქარტეხილები კი უეჭველად მოგელის! ყოვლადბრძენმა უფალმა დაგვიწესა, რომ "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩვენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე, 14. 22) – სასუფეველსა, რომელიც დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ განცხრომისადმი უსჯულო ლტოლვის გამო. ჩვენ ყველანი, ჩვენი წინაპრების მსგავსად, მიდრეკილნი ვართ კადნიერად გავიწვდინოთ ხელი კეთილისა და ბოროტის ცნობის ხის აკრძალული ნაყოფისაკენ, მიდრეკილნი ვართ ნივთიერი ნუგეშისცემისაკენ, ადვილად ვტყუვდებით სულიერი განსჯისა და სათნოების აჩრდილით, რომლის ნიღაბქვეშ ჩვენი წარმწყმედელი ბოროტება იმალება. მწუხარება კი ტკბობის საპირისპიროდ მოქმედებს – აბრკოლებს ჩვენს დაცემას და შეეწევა აღდგინებას, ამიტომაა იგი აუცილებელი ჩვენი ცხონებისათვის, ამიტომ წარუძღვა უფალი თავის სამწყსოს საუკუნო ნეტარების ქვეყანაში მწუხარებათა გზით. ხოლო მას, ვინც გაურბის მწუხარებებს, მაცხოვარი ეუბნება: "რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათ. 10. 38).

უფალი შენთანა. იმედი მაქვს, პირადად გნახავ და მაშინ გეტყვი იმას, რასაც ღმერთი მომმადლის მის საძიებლად სოფლიდან გამოსული შენი სულის განსამტკიცებლად. ზამთარი ალბათ ბაბაევოს მონასტერში მომისწრებს – კარგი იქნება, გაზაფხულსაც აქ შევხვდე. თუმცა, როგორც ღმერთი ინებებს. ილოცე ჩემთვის!

 

სარჩევი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა