martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

წერილები

ღვთის შემეცნება უდიდესი სიკეთეა. აზროვნების სწორი წესის შესახებ. თვითნებობა – წარწყმედის გზა

 

მოყვასის მსახურების ერთი სახე, ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი და ახლობელი, არის მსახურება ღვთის სათნო და სულის მარგებელი სიტყვით, ცხონებისაკენ რომ მიგვიძღვის. ამიტომაცაა ჩემთვის ასეთი სანუკვარი უდაბნო და განმარტოება. მათი დახმარებით ვისურვებდი გულისა და გონების განწმენდას, რათა ისინი უფლის სიტყვის ცოცხალ ფიცრებად იქცნენ, რათა ეს სიტყვა ნათლად აღიბეჭდოს გულში, რათა უფლის სიტყვამ უხვად წარმოადინოს ცხონება, მიჰფინოს იგი ჩემს სულს და ქრისტეს მიერ საყვარელ ძმათა სულებს.

უდიდესი, ერთადერთი სიკეთე ადამიანისათვის ღვთის შემეცნებაა. ამ სიკეთესთან შედარებით სხვა სიკეთენი არც კი არიან ღირსნი, სიკეთედ იწოდებოდნენ. იგი საუკუნო ნეტარების სარწმუნო საწინდარია და თვით ჩვენს მიწიერ ცხოვრებაშიც ყველაზე უხვად გვანიჭებს ნუგეშისცემას. უდიდეს მწუხარებებსა და განსაცდელებში, როცა ყველა სხვა ნუგეშისცემა უძლური და ნაკლულია, ღვთის შემეცნება მთელ თავის ძალას ინარჩუნებს: იგია ღვთის უდიდესი ნიჭი. ამსოფლად უნეტარესი, უმაღლესი მსახურებაა სინანულისა და სახარების მცნებების შესრულების გზით ამ ნიჭის მოხვეჭა და მოყვასთათვის მისი გადაცემა. ბედნიერია, ვისაც ასეთი მსახურება აქვს მინდობილი, რაც არ უნდა უბრალო ჩანდეს იგი გარეგნულად. შეუთავსებელია მსოფლიო ზრუნვა ამ მსახურებასთან. იგი მოითხოვს, რომ ღვთისმსახური ყრმასავით უბრალო და უმანკო იყოს – ამა სოფლის სიამენი და საშვებელნი მისთვის ისევე უცხო უნდა გახდეს, როგორც ჩვილისთვის. უნდა დაკარგო თვით ცნებაც კი ბოროტებისა, თითქოს იგი არც არსებობდეს, სხვაგვარად სიკეთის ცნება შეუძლებელია იყოს სავსე, სუფთა, სრულყოფილი. "სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ... სიყუარულმან მოყუასსა თვისსა ბოროტი არა უყვის" (კოლ. 3. 14; რომ. 13. 10). გულით წმინდათათვის ყოველი ადამიანი წმინდაა. ისე უნდა წარემატო სიკეთეში, რომ მყისვე, შინაგანი გუმანით იგრძნო მოახლოებული ბოროტება, რაც არ უნდა კარგად იყოს იგი შენიღბული, მაშინვე ვაჟკაცური სიმტკიცით უარყო – და სახიერად დარჩე სახიერი უფლის შეწევნით, რომელიც ანიჭებს კაცს თავის სახიერებას. ამისთვის უნდა დაუტევო ყოველივე მსოფლიო ზრუნვა და თვით ის მოვალეობები, რაც ზრუნვასა და დამღუპველ გაფანტულობასთან არის შეერთებული.

დღეს ადამიანები იმდენად გაკადნიერდნენ, რომ სული წმიდის განწესებებში ბევრი რამ თავისი შეაქვთ. ამიტომ იქცა ზეციური განწესებები მიწიერად, სულიერი – ხორციელად, წმინდა – ცოდვილად, ბრძნული – უგუნურად. ადამიანები ხედავენ შეუსაბამობას, ხედავენ მისგან მომავალ ნგრევას, მაგრამ ვერ ხედავენ ამ უბედურების სათავეს: ვერ ხედავენ, რადგან საკუთარი დაცემული გონების შუქზე უყურებენ საგნებს და არა საღმრთო ნათლის შუქზე. ყოველგვარი უბედურების სათავე სული წმიდის ბრძანებების შეუწყნარებელსა და ამპარტავნულ არად ჩაგდებაში, მათი საკუთარი განწესებებით შეცვლაში მდგომარეობს. აი, რა არის მიზეზი საყოველთაო აშლილობისა, ქრისტიანობის დაცემისა, ზნეობის დაცემისა, რაც ყოველთვის წინ უძღვის და მოასწავებს სამოქალაქო აშლილობას. კერძოდ, ქრისტიანები კი არსებობენ, მაგრამ უკვე ერთნაირად აღარ ესმით ქრისტიანობა, დაკარგული აქვთ ჭეშმარიტების საერთო ცოდნა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს ერთ სულიერ სხეულად, აზროვნების ერთი წესის, ერთი სულისკვეთების, ერთი საერთო თავის – ქრისტეს მქონედ. ახლა ყველას აზროვნების თავისი წესი აქვს, თავისი რელიგია, თავისი გზა, შეგნებულად თუ შემთხვევით არჩეული, რომელსაც სწორად მიიჩნევენ ან მხოლოდ ამართლებენ. ეს რიცხვმრავალი ფარა, ჭეშმარიტების გარეშე დარჩენილი, სულიწმიდისმიერ დვრიტასა და ერთიანობას მოკლებული, დამკვირვებლის თვალს უდიდესი უწესრიგობის სახით წამოუდგება: ყოველი ცხვარი თავისი გზით მიეხეტება – არც კი იცის, საით; მას არავინ აკავებს, რომ არ გადაიჩეხოს, არავის აფიქრებს მისი ბედი. ადამიანებს ისე აქვთ დახშული სმენა, აღარ ესმით ჭეშმარიტი მწყემსის ხმა, მისი წმინდა ეკლესიიდან რომ გაისმის, ხმა, რომელიც ჯერ კიდევ ამხილებს მათ სიცრუეს, აუწყებს და უჩვენებს სიმართლის გზას. დაყრუვდნენ კაცნი მიწიერ, ბოროტ საზრუნავთა ხმაურით, გრძნობად სიამეთა, ამა სოფლის წარმატებათა გუგუნით, "დამდაბლდა მიწადმდე სული მათი" (იხ. ფსალმ. 43. 25), აღარ შესწევთ სულიერ შთაბეჭდილებათა აღქმის უნარი.

მაგრამ ზოგიერთ რჩეულს დღემდე ესმის ჭეშმარიტი მწყემსის, უფალ იესო ქრისტეს ხმა. ისინი ამ ხმას მიჰყვებიან, უდიდესი შრომითა და გაჭირვებით მიიკვლევენ გზას უზარმაზარ, მოგუგუნე ბრბოში; დღესაც უხდიან საზღაურს მიწაზე ზეციურ სიმართლეს. ასეთები ძალიან ცოტანი არიან! მაგრამ უფალი ამხნევებს მათ: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკ. 12. 32).

რა არის ამ ცხვრების განმასხვავებელი ნიშანი, ადვილად რომ გამოარჩევს კაცთა შორის? ეს ნიშანია წმინდა ეკლესიის განუხრელი მორჩილება, წმინდა ჭეშმარიტებისა და სული წმიდის ერთგულება. ასეთი ადამიანები, ჭეშმარიტი სიმდაბლის მიერ ძღვანებულნი, უარყოფენ საკუთარი დაცემული გონების წარმოდგენებს და საერთოდ, ყველა კაცობრივ წარმოდგენას, თუნდაც გარეგნულად ძალიან ამაღლებულსა და მიმზიდველს. ღმერთის ერთგულების შესანარჩუნებლად მათ არ ეთაკილებათ ამა სოფლის მკვიდრთაგან სულელად შერაცხვა. ისინი არა მარტო სულგრძელად ითმენენ დევნას, არამედ საკუთარი ნებით თავს იდებენ სხვადასხვა ჭირს და ამით იცავენ "იესო ქრისტეს სიკვდილს და მის ცხოვრებას საკუთარ თავში" (იხ. II კორ. 4. 10), რათა "წარიწყმიდონ სული თვისი ამ სოფელში და ჰპოვონ იგი საუკუნო ცხოვრებისათვის სული წმიდით განცხოველების გზით".

დავიცვათ სული წმიდის ერთგულება! იგი ყოვლად წმინდაა და ყოვლად უბიწო – და მხოლოდ წმინდათა და უბიწოთა სულებში მკვიდრობს, უყვარს მდაბალნი, რომლებიც თავიანთ სიმდაბლეს რაღაც გარეგნულით კი არ ამტკიცებენ, არამედ იმით, რომ გონებას სახარებასა და ეკლესიას უმორჩილებენ. სული წმიდა გაურბის თავისებურად მოაზროვნე ადამიანებს, ვინც ეკლესიის ერთიანობას გულისა და გონებისათვის საამო რაღაც აზრის გამო გამოეყოფა. ასეთებს სული წმიდა განეშორება და მის ნაცვლად საცთურის ბნელი სული უახლოვდება. "ერთ მტყუარ აზრსაც კი შეუძლია სული ჯოჯოხეთში ჩააგდოს" – თქვა ერთმა წმინდა მამამ.

ზერელედ უყურებენ ამა სოფლის დაბნელებული შვილნი ღმერთზე წარმოდგენას: მათი აზრით, დიდი უბედურება არ იქნება, ასეთი წარმოდგენა გექნება ღმერთზე თუ სხვანაირი. საბრალონი! მათ არც კი უწყიან, რა მნიშვნელოვანია ღმერთზე სწორად ფიქრი, რა მნიშვნელოვანია ამ ფიქრში ჭეშმარიტებისა და სული წმიდის მყოფობა. ჭეშმარიტებისა და სული წმიდის ერთობლივი მოქმედების შედეგია კაცის გაცოცხლება ცხონებისათვის, რაც კაცობრივი ბუნების ღვთაებრივ ბუნებასთან ზიარებაში მდგომარეობს. და პირიქით, მტყუარ აზრს მუდამ თან ახლავს და მასთან ერთად მოქმედებს საცთურის ბნელი და მზაკვარი სული. მამა ტყუილისა არის ეშმაკი – ამას სახარება ამბობს (იოან. 8. 44), ტყუილი ეშმაკის თვისებაა. ვინც მტყუარი აზრები მიიღო, იმან ეშმაკის თვისებებიც მიიღო, დაცემულ ანგელოზებთან დაამყარა კავშირი და ღმერთთან თავისი ერთობა არაარსებითად, არაბუნებრივად აქცია. ვინც უცხოა ღმერთისთვის, ის უცხოა ცხონებისა და სულიერი ცხოვრებისთვისაც.

დავიცვათ თავი მტყუარი აზრებისა და მათგან გამომდინარე შინაგანი გრძნობებისაგან. ამგვარი მტყუარი აზრებისა და გრძნობებისაგან შედგება ე. წ. "ხიბლი" ანუ საცთური, რომელსაც უამრავი და ნაირგვარი სახეები აქვს – იმის მიხედვით, თუ რამდენად მიიღო კაცმა მტყუარი აზრები და გრძნობები, როგორც ჭეშმარიტება. მოვიხვეჭოთ ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება, ცთომილებებისა და ამაო სიბრძნისაგან თავისუფალი: იგი ისე ბრწყინავს წმიდა წერილსა და წმინდა მამათა ნაწერებში, როგორც მზე – შუადღის ლაჟვარდისფერ, უღრუბლო ცაში.

 

სარჩევი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა