martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

წერილები

წმინდა მამათა თხზულებებისა და წმიდა წერილისათვის

 

მეკითხებით, რატომ არის აუცილებელი წმინდა მამათა კითხვაო? განა არ კმარა წმიდა წერილით – ღმერთისგან გამომავალი სიტყვით ხელმძღვანელობა, კაცობრივი სიტყვის არავითარი მინარევი რომ არ ახლავს?

გიპასუხებთ: წმიდა წერილთან ერთად აუცილებელია აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამათა კითხვაც. აი, რას ამბობს წმ. პეტრე მოციქული წმიდა წერილის შესახებ: "ყოველი წინაჲსწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თვისისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების. რამეთუ არა ნებითა კაცთაჲთა მო-სადამე-იწია წინაჲსწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი" (II პეტ. 1. 20-21). მაშ, როგორ გინდათ თვითნებურად გაიგოთ სულიერი სიტყვა, რომელიც თვითნებურად კი არ არის წარმოთქმული, არამედ სული წმიდის კარნახით, და თვითონ ეს სიტყვა გვიკრძალავს თავის თვითნებურ განმარტებას? სული წმიდამ აღმოთქვა წმიდა წერილი და მხოლოდ სული წმიდას აქვს მისი განმარტების უფლება. სული წმიდით შემოსილმა კაცებმა – წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა დაწერეს წმიდა წერილი, ასევე სული წმიდით შემოსილმა კაცებმა – წმინდა მამებმა განმარტეს იგი. ამიტომ ყველასათვის, ვისაც წმიდა წერილის ჭეშმარიტი წვდომა სურს, სავალდებულოა წმინდა მამათა კითხვა. ხოლო თუ მხოლოდ წმიდა წერილის კითხვით შემოიფარგლებით, აუცილებლად დაიწყებთ მის თვითნებურ განმარტებას. ამავე აუცილებლობის ძალით ვერ გაექცევით ცთომილებას, რადგანაც "მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულსა ღმრთისასა... და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ. ღმრთისა არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან" (I კორ. 2. 14. 11).

განსაკუთრებით სძულთ მამათა ნაწერები ყველა დროის მწვალებლებს: მამათა ნაწერები წმიდა წერილის პირდაპირ მნიშვნელობას გვიცხადებენ, რომლის დამახინჯებაც ასე ძალიან სურთ ჭეშმარიტების მტრებს საკუთარ ცრუმოძღვრებათა დასამტკიცებლად. წვალებათამთავარმა ევტიქიმ თავისი მტრული დამოკიდებულება წმინდა მამათა მიმართ კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებაზე გამოხატა. "წმიდა წერილს უფრო მეტი პატივი უნდა მივაგოთ, ვიდრე წმინდა მამებს", – მზაკვრულად თქვა მან, – და თქვა იმიტომ, რომ იმ დროს ალექსანდრიის წმინდა პატრიარქების, ათანასე დიდისა და ახლადშესვენებული კირილეს ნაწერები აშკარად ამხილებდნენ მის ღვთისმგმობ მწვალებლობას. მსოფლიო ეკლესია პირიქით, მუდამ განსაკუთრებული პატივით ეკიდებოდა წმინდა მამათა ნაწერებს: ამ ნაწერებით დაცული იყო საეკლესიო ერთიანობა, რომლისთვისაც აუცილებელია საყოველთაოდ მიღებული, ჭეშმარიტი, მადლისმიერი განმარტება წმიდა წერილისა. მსოფლიო საეკლესიო კრებები ყოველთვის წმინდა მამათა იმ თხზულებების კითხვით იწყებოდა, რომლებშიც დაწვრილებით იყო საუბარი გარდამოცემასა თუ ცალკეულ დოგმატზე, რომლის განხილვასაც ეს კრება ეძღვნებოდა. ეყრდნობოდა რა მამათა ნაწერებს, კრება ამხილებდა მწვალებლობას, გამოთქვამდა მართლმადიდებლურ სწავლებასა და აღმსარებლობას. ზუსტად ასევე, პირად ცხოვრებაშიც წმინდა მოღვაწენი თავიდან მამათა ნაწერებით საზრდოობდნენ და მხოლოდ მას შემდეგ იწყებდნენ ძირითადად წმიდა წერილის კითხვას, რაც განსაკუთრებულ სულიერ წარმატებას მიაღწევდნენ. "ღრმა უფსკრულია საღმრთო საქმეთა გამოძიება და მასში ტრიალებს გონება დაყუდებულისა. როგორც ტანისამოსით ცურვაა საშიში, ისევე სახიფათოა ვნებებით სავსე კაცისათვის ღვთისმეტყველება" (იხ. კიბე, 27. 14-15), თქვა წმ. იოანე კიბისაღმწერელმა. ეს საფრთხე, ეს უბედურება წმიდა წერილის თვითნებურ განმარტებაში მდგომარეობდა, რის შედეგადაც მრავალი მონაზონი ჩავარდა დამღუპველ ცთომილებაში.

ამაოდ ცდილობენ მწვალებლები კაცთათავის საჩვენებლად გამოჰფინონ თავიანთი ყალბი პატივისცემა წმიდა წერილისადმი, თანაც მზაკვრულად მიანიშნებენ, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია ნაკლებ პატივს მიაგებდეს მას და უფრო მეტად წმინდა მამებს აფასებდეს, რომლებსაც თვითონ უარყოფენ, ცილს სწამებენ და ურცხვი, უსინდისო ლანძღვა-გინებით იკლებენ. წმიდა წერილისადმი მწვალებლების პატივისცემა ცრუ და ფარისევლურია: რაში გამოიხატება ეს პატივისცემა, თუ ყველა ადამიანს, რაგინდ ცოდვილიც არ უნდა იყოს კაცი, ნება ეძლევა თავისებურად განმარტოს იგი? წმინდა ეკლესია, იწყნარებს რა წმიდა წერილის წმინდა მამებისეულ განმარტებას, ამით ამოწმებს მისდამი ღრმა პატივისცემას: იგი პატივს სცემს მას ისე, როგორც შეეფერება სიტყვას ღვთისას. ეკლესია ასწავლის თავის შვილებს, კადნიერად არ მოეპყრონ წმიდა წერილს, უკრძალავს თვითნებობას მასთან მიმართებაში, უბრძანებს წმინდა მამათა კითხვით აღზარდონ თავი და მათი ხელმძღვანელობით ჩასწვდნენ უფლის სიტყვის საკვირველ ნათელს, დამაბრმავებელს მათთვის, ვინც სათანადო მომზადების გარეშე, განუწმენდელი გონებითა და ცოდვისმოყვარე გულით გაბედავს მის ჭვრეტას. საკმარისია აღმოსავლეთის ეკლესიის ღვთისმსახურებას გადახედოთ, რომ წმიდა წერილისადმი მის ღრმა მოწიწებაში დარწმუნდეთ. სახარება – ყოვლადწმიდა წიგნი, რომელიც შეიცავს თვით განხორციელებული ღმერთის სიტყვებს, კაცთა მიმართ წარმოთქმულს, მუდამ ასვენია წმინდა ტრაპეზზე, როგორც ცოცხალი ხატი ქრისტესი. სახარების სახალხოდ წაკითხვის უფლება მხოლოდ მღვდელმსახურებს აქვთ; როცა მას კითხულობენ, ყველა ისე უსმენს, როგორც თვით ქრისტეს: საკურთხევლიდან გამობრძანების დროს მას წინ ანთებული სანთელი მოუძღვის. სახარებას გამოაბრძანებენ და ანალოღიაზე დაასვენებენ, ამ დროს ტაძარში მყოფი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი მუხლს იყრის, როგორც თვით უფლის სიტყვის წინაშე, და შიშითა და სიყვარულით ემთხვევა მას. ხოლო მწვალებელს, სულ ცოტა ხნის წინ რომ წმიდა წერილისადმი მოწიწებით იწონებდა თავს, ახლა უკვე აბრკოლებს წმინდა ეკლესიის შვილთა მოწიწება სახარებისადმი, გამქირდავად უწოდებს ამას კერპთაყვანისცემას, ქაღალდის, მელნის, გარეკანის თაყვანისცემას. საბრალო, დაბრმავებული კაცი! ამ წიგნში ის მხოლოდ ქაღალდს, მელანს და გარეკანს ხედავს, ქრისტეს სახარებას კი – ვერა! მოციქულთა ეპისტოლეებს სახალხოდ კითხულობენ დიაკვნები და მკითხველები, დანარჩენ წმიდა წერილსაც მკითხველები კითხულობენ ტაძრის შუაგულში. საეკლესიო საგალობლები დოგმატური და ზნეობრივი ღვთისმეტყველების სრულ კურსს შეიცავენ. მადლობა ღმერთს, რომელმაც წმინდად და უბიწოდ დაიცვა თავისი ეკლესია! მადლობა აღმოსავლეთის წმინდა ეკლესიას, რომელიც არის ერთადერთი წმინდა და ჭეშმარიტი ეკლესია! მის მიერ დამარხული ყველა გარდამოცემა, ყველა ჩვეულება წმინდაა, ყოველი მათგანი სულიერი ცხებულებით სუნთქავს! შერცხვენილ იყოს ყველა, ვინც მის წინააღმდეგ ტყუილებს თხზავს, ვინც გამოეყოფა მის ერთიანობას!

მოწიწება იქონიეთ წმიდა წერილისადმი, მოწიწება, რომელიც ჭეშმარიტი ეკლესიის ჭეშმარიტ შვილს შეეფერება; ასევე ჯეროვანი ნდობითა და მოწიწებით განიმსჭვალეთ მამათა ნაწერების მიმართ. იგივე სული ღვთისა, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებში რომ მოქმედებდა, მოქმედებდა ეკლესიის წმინდა მამებსა და სულიერ მწყემსებშიც – ამ დოგმატს ამტკიცებს წმინდა მოციქული: "და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა პირველად მოციქულნი, მეორედ წინაჲსწარმეტყველნი, მესამედ მოძღუარნი" (I კორ. 12. 28).

მოციქულის სიტყვების, წმიდა წერილის სიტყვებისა და ეკლესიის განწესების თანახმად, თქვენს საკითხავში პირველი ადგილი მოციქულთა ნაწერებს უნდა ეჭიროთ, მათ შორის უპირველესი კი – სახარებას. ახალი აღთქმის სწორად გასაგებად ეკლესიის წმინდა მამები იკითხეთ, ასევე ფსალმუნებიც და ძველი აღთქმის სხვა წიგნებიც. სახარების მცნებებითა და ღვთისმოშიში მოღვაწეობით განიწმინდეთ თავი. სულის განწმენდის კვალდაკვალ მას ღმერთი ეცხადება, ეცხადება სიტყვა ღვთისა, რომელსაც ხორციელ თვალთაგან კაცობრივი სიტყვის გაუმჭვირვალი ფარდა მალავს.

 

სარჩევი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა