martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

განსაცდელებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ

 

ჩვენს თავს მოწევნულ ჭირთგან ზოგი სასჯელია ცოდვებისათვის, ზოგი ზნეობის გამოსასწორებლად გვეგზავნება, სხვა კი უიმედო ცოდვილების მოსასპობადაა, რაც ფარაონს დაემართა.

წმ. ბასილი დიდი

 

თუკი მოწევნული გაჭირვებების მადლიერებით გადატანას შევძლებთ, ამით მრავალი ჩვენი ცოდვა აღიხოცება.

 

თუნდაც რომ წყვდიადივით გარს შემოგვერტყნენ გაჭირვებები, განსაცდელები და ა.შ., მოწყალების სათნოებას ძალუძს ამ წყვდიადის გაფანტვა.

 

როდესაც რაიმე ჭირი შეგემთხვევა, სასწრაფოდ გაეცი მოწყალება, მადლობა შესწირე ღმერთს იმისთვის, რაც შეგემთხვა, და შენ იხილავ, როგორი სიხარული დაგეუფლება.

 

ჩვენ ვხედავთ თავს დატეხილ განსაცდელებს, მაგრამ ვერ ვხედავთ იმას, თუ როგორ შეურაცხვყოფთ ღმერთს ყოველდღიურად; ამიტომაც ვკარგავთ სიმშვიდეს. არადა ზუსტად რომ დაგვეთვალა თუნდაც ერთი დღის განმავლობაში ჩადენილი ჩვენი ცოდვები, კარგად შევიტყობდით, როგორი სასჯელის ღირსიც ვართ.

წმ. იოანე ოქროპირი

 

კეთილგონიერი ადამიანი ღვთის განგებულებათა მაკურნებლობას უფიქრდება და მადლიერებით ითმენს თავს დატეხილ განსაცდელებს, მათ მიზეზად კი მხოლოდ საკუთარ ცოდვებს მიიჩნევს, სხვას არავის; ხოლო უგუნური, როდესაც სცოდავს და ისჯება, ჭირის მიზეზად ან ღმერთს თვლის, ან ადამიანებს, ხოლო ღვთის განგებულებას ვერ გულისხმაყოფს.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

 

როდესაც გაჭირვებები გვევლინება – ეს ღვთის წყალობაა: მათით გვეძლევა საშუალება, რომ მარადიულ სასჯელს გადავურჩეთ.

წმ. თეოფანე დაყუდებული

 

რას ნიშნავს და რისგანაა ის დარტყმა, რომელიც მივიღეთ? სათნოების გამოცდაა იგი, თუ პასუხის მოკითხვა? თუნდაც რომ არ იყოს ეს სასჯელი, უმჯობესია სასჯელად მივიღოთ და დავმდაბლდეთ ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, ვიდრე ავზვავდეთ ამით, როგორც გამოცდით. გვასწავლე ეს [უფალო] და გულისხმა-გვიყავ, რათა ძლიერ მტკივნეული არ იქნეს ჩვენთვის აწინდელი დარტყმა, და რომ არ უგულებელვყოთ იგი და არ ჩავცვივდეთ ბოროტებათა უფსკრულში... არამედ კეთილგონივრულად მივიღოთ შეგონება, რათა მისდამი უგრძნობელობით რაიმე უფრო უარესი არ მოვიწიოთ.

 

ვიყოთ ნინეველები და არა სოდომელები. ვუწამლოთ ცოდვას, რომ მასთან ერთად არ დავიღუპოთ; შევისმინოთ იონას ქადაგება, რომ არ წაგვლეკოს ცეცხლმა და წუნწუბამ.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 15-ე სიტყვიდან

 

ვინმეს რომ ეკითხა, რისგან შეირყაო ქალაქი, – არავის რომც არ ეპასუხა, ისედაც ცხადი იქნებოდა – ცოდვების გამო: ანგარების გამო, უსამართლობის გამო, უსჯულოების გამო, ამპარტავნების გამო, ავხორცობის გამო, სიცრუის გამო.

წმ. იოანე ოქროპირი, მიწისძვრის შემდეგ წარმოთქმული სიტყვიდან

 

ერთნი აქაც ისჯებიან და იქაც; სხვები მხოლოდ აქ; ზოგნი მხოლოდ იქ; კიდევ სხვები – არც აქ და არც იქ. აქაც და იქაც – მაგალითად, ეს სული წმიდის მგმობელები. მათ აქაც მიიღეს სასჯელი, როდესაც საშინელი უბედურებები დაატყდათ თავს მათი ქალაქის (იერუსალიმის) აღებისას, და იქაც უფიცხლესი მოელით, როგორც სოდომის მაცხოვრებლებს და მრავალ სხვას. მხოლოდ იქ ისჯებიან – მაგალითად, ცეცხლის ალში ტანჯული მდიდარი, ერთი წვეთი წყალიც რომ არ გააჩნდა. აქ – მაგალითად, კორინთელი მემრუშე. არც აქ და არც იქ – მაგალითად, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ნეტარი იობი; მათი ტანჯვა იყო არა სასჯელის შედეგი, არამედ მოღვაწეობა და ბრძოლა.

წმ. იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტებიდან

 

შეხედე, ჩვენი ცოდვების სიმრავლემ როგორ დააკარგვინა კლიმატს ბუნებრივი თვისებები და წელიწადის დროებში უჩვეულო ცვლილებები მოახდინა. ზამთარი მშრალი და უნალექო იყო... თოვლისა და წვიმის გარეშე ჩაიარა... რა არის ამ უწესრიგობისა და არეულობის მიზეზი?... ჩვენ ვიღებთ, სხვებს კი არ ვეხმარებით; ვაქებთ ქველმოქმედებას, ხოლო გაჭირვებულებს უარს ვეუბნებით; მონობისაგან ვთავისუფლდებით, მაგრამ ჩვენნაირი მონები არ გვებრალება; როცა გვშია, გაძღომამდე ვჭამთ, ღარიბს კი გვერდს ვუვლით... ამის გამო არ გვწყალობს ღმერთი, რადგან შევზღუდეთ ძმათმოყვარება; ამიტომაცაა ყანები გადამხმარი, რადგან გაცივდა სიყვარული. მლოცველთა ხმა ამაოდ გაისმის, ჰაერში იფანტება, რადგან არც ჩვენ ვუსმენთ მვედრებლებს.

 

ზოგჯერ სულის გამოსაცდელადაც მოივლინება ამგვარი უბედურებები, რათა ძნელ გარემოებებში ღირსეული ადამიანები გამოჩნდნენ – ღარიბებიცა და მდიდრებიც, რადგან ერთნიცა და მეორენიც ზუსტად ფასდებიან მოთმინების საშუალებით. ასეთ დროს განსაკუთრებით მჟღავნდება, არის თუ არა კაცი გულღია და ძმათმოყვარე, მადლიერი და არა ავსიტყვა, ხომ არ იცვლის ცხოვრებისეული გადატრიალებებისას აზრთა წყობას.

წმ. ბასილი დიდი, 8-ე საუბრიდან

 

არც ერთ ადამიანს არა აქვს სრულიად ნეტარი ცხოვრება. მხოლოდ ღმერთის თვისებაა მარად ნეტარება. ხოლო შენ, თუკი აწმყოს შეუწუხებიხარ, წარსულით ინუგეშე თავი. ახლა ტირიხარ, მაგრამ ადრე იცინოდი; ახლა გლახაკი ხარ, ადრე იყავი მდიდარი; სვამდი ცხოვრების ანკარა ნაკადიდან, მღვრიედანაც დალიე მოთმინებით. მდინარის დინებაც ყველგან ანკარა არაა, ხოლო ჩვენი ცხოვრება, ხომ იცი, ისეთი მდინარეა, რომელიც უწყვეტად მიედინება და ერთმანეთის მომდევნო ტალღების ნაკადია. მისმა ნაწილმა უკვე ჩაიარა, ნაწილი ჯერ კიდევ მიედინება, ნაწილი ახლახანს წარმოიქმნა წყაროებისგან, ნაწილი კი ამწამს წარმოიქმნება, – და ჩვენ ყველანი მივისწრაფით სიკვდილის საერთო ზღვისკენ. „უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ხელისაგან უფლისა, ბოროტი იგი ვერ მოვითმინოთა?“ (იობ. 2,10). ნუთუ უნდა ვაიძულოთ მსაჯული, ყოველთვის ერთნაირი სიკეთეები გვაძლიოს? ნუთუ სწავლება უნდა დავუწყოთ მეუფეს, როგორ განაგოს ჩვენი ცხოვრება? ის თვითონაა განმგებელი, როგორც სურს, ისე აწყობს ჩვენს საქმეებს. ის ყოვლადბრძენია და თავის მონებს სასარგებლოს უხვად ანიჭებს. ნუ შეეხები შენი გონებით სამეუფო მსჯავრს, მხოლოდ სიყვარულით გადაიტანე, რასაც განაგებს მისი სიბრძნე. რასაც განიჭებს, კმაყოფილებით მიიღე. სამწუხარო ვითარებაში გამოაჩინე, რომ უწინდელი მხიარულების ღირსი იყავი.

წმ. ბასილი დიდი, 21-ე საუბრიდან 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა