martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი

 

სესხის მიმცემთა მოვალეობის შესახებ

 

ქრისტიანული სიყვარული და მოვალეობა გვავალდებულებს, ვასესხოთ მთხოვნელს, თანახმად ქრისტეს სიტყვებისა: „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი" (მათ. 5,42). ვხედავთ, რომ მრავალ ქრისტიანს არ სურს სესხება ვახშის, ანუ პროცენტის გარეშე; და იმასაც ვამჩნევთ, რომ გაჭირვებული მოვალეები ამისაგან მრავალ უბედურებასა და განსაცდელში ცვივიან. ბევრი მათგანი უკიდურეს ნაკლულევანებასა და სიგლახაკეში ვარდება; ბევრიც ციხეში ზის და იტანჯება, როგორც ბოროტმოქმედი.

ქრისტიანო! გაეცი, მაგრამ გაღატაკებულისა და გაჭირვებულისაგან პროცენტის აღებას ერიდე.

ა) ეს ეწინააღმდეგება ბუნებრივ კანონს: რაც შენი თავისთვის არ გინდა, იმას სხვას ნუ გაუკეთებ. არავის სურს პროცენტის გადახდა, და თვითონაც არ უნდა აიღოს იგი.

ბ) თვითონ სინდისი გვიკრძალავს პროცენტის გამორთმევას. რატომ უნდა აიღო ის, რაც შენი არ არის? მოითხოვე და აიღე შენი, ხოლო მიცემულზე მეტის აღება მევახშეობაა. ქრისტიანო, დაკმაყოფილდი იმით, რაც შენია – და სინდისიც მშვიდად გექნება.

გ) ღვთის წმიდა სიტყვა კრძალავს პროცენტის აღებას: სესხი გაეცი, ზედმეტს ნურაფერს აიღებო, ამბობს უფალი.

დ) პროცენტი ანუ ვახში დიდ ცოდვად ითვლება, როგორც ამას ფსალმუნიდან ვიგებთ: „ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად" (ფსალმ. 14,5). დაკვირვებით წაიკითხე ფსალმუნი და გულისხმაჰყოფ ჭეშმარიტებას.

ე) ყოვლისმხედველი ღმერთისა და მისი მართალი სამსჯავროს წინაშე უფრო უსაფრთხოა, ღატაკს პროცენტი არ გამოვართვათ. აირჩიე, რაც უსაფრთხოა.

ვ) პროცენტების გადახდით ხალხი სულ უფრო ვარდება სიგლახაკეში. ქრისტიანული მოვალეობა კი გვავალებს, მოყვასის ნაკლულევანებანი არათუ გავაღრმავოთ, არამედ შევავსოთ, არათუ დავაქციოთ კაცი, არამედ დავეხმაროთ. გაფრთხილდი, დახმარების მაგიერ არ დააქციო იგი, სესხს რომ მისცემ, მიცემულზე მეტი არაფერი გამოართვა. ღატაკთაგან პროცენტის მიმღები დიდ არაადამიანობას სჩადის და სინდისის უკანასკნელი ნაპერწკალიც დაუკარგავს. საყვარელო! დაკვირვებით დაუფიქრდი ზემოთ აღწერილს და გახსოვდეს ქრისტეს საშინელი სამსჯავრო – და სესხს მისცემ, მაგრამ პროცენტს არ აიღებ.

ზ) როდესაც მოვალე ისეთ გაჭირვებასა და სიგლახაკეში ჩავარდება, რომ ნამდვილად ვერაფრით შეძლებს მასესხებლისთვის ვალის გადახდას, ქრისტიანული სიყვარული ითხოვს, რომ მასესხებელმა ან დაიცადოს, ან, რაც ყველაზე უმჯობესია, მოვალეს ვალი აპატიოს.

ქრისტიანო! ნამდვილად შენი მართებს მას, ვინც გესესხა, მაგრამ შენ გმართებს ღვთისა. მას შენი ვალი აქვს ნივთით, მაგრამ შენ ღმერთის ვალი გაქვს ცოდვებით. მოვალის ნასესხები, რაოდენ დიდიც უნდა იყოს, მცირეა შენი ცოდვების ვალთან შედარებით. ღმერთს რომ ურიცხვი ტალანტის (ცოდვების) მოტევებას ევედრები, მიუტევე შენს მოყვასს ასი გროში. შეიწყალე გლახაკი და შენც შეგიწყალებს ღმერთი. მოწყალე იყავ, ადამიანო, ადამიანის მიმართ და სინდისის მხილების გარეშე ილოცებ: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას!" გაფრთხილდი, საპყრობილეში არ ჩასვა შენნაირი ან იქნებ შენზე უმჯობესი კაცი, და არ დაიტანჯები სახარებისეული ბოროტი მონის მსგავსად (მათ. 18,32-34). გახსოვდეს დაწერილი: „სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ყონ წყალობა" (იაკ. 2,13).

 

 

სესხის ამღებთა მოვალეობის შესახებ

 

მრავალნი ითხოვენ სესხს, თვალთმაქცურად იღებენ კიდეც და დაბრუნებასაც ჰპირდებიან; მაგრამ გამოართმევენ თუ არა მასესხებელს, ივიწყებენ თავიანთ სიტყვას და დაბრუნებაზე აღარ ფიქრობენ. როგორც ჩანს, სესხის დაბრუნების სურვილი აქვთ მანამ, სანამ მას მიიღებენ; სინამდვილეში იმისთვის ითხოვენ და იღებენ, რომ აღარ დააბრუნონ. მრავალნი გაჭირვებას იგონებენ, თითქოს არაფერი გააჩნდეთ ვალის დასაბრუნებლად. ყველა, ვინც ასე იქცევა, არის არა ჭეშმარიტი, არამედ ცრუ ქრისტიანი, მაცდუნებელი და მატყუარა, შინაგანად მტაცებელი და ქურდი, – რაკიღა სხვის ქონებას მზაკვრობითა და ვერაგობით იტაცებენ.

სინამდვილეში ისინი ღვთისა და ადამიანის მოვალეები არიან და თავისი ვალითვე გამოცხადდებიან ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე; და მათი ვალი, მათი მზაკვრული ჩანაფიქრები და საქმეები წარმოდგებიან მათ წინაშე. ამგვარი ვერაგები და მატყუარები საზოგადოებას აუტანელ ზიანს აყენებენ: ყოველგვარ ნდობას, რომელიც უნდა იყოს საზოგადოებაში, იტაცებენ ადამიანთა გულებიდან. ასეთი მაცდუნებლების მიერ მოტყუებულები უკვე კეთილ ადამიანებსაც არ უჯერებენ და ვეღარ ბედავენ სესხის გაცემას. ბოლოს რა ბოროტება მოსდევს ამას საზოგადოებაში, თავად ხედავ, ქრისტიანო!

როდესაც სესხს აიღებ, შეეცადე ყველაფერი დროულად დააბრუნო, რომ აღებული და არდაბრუნებული მტაცებლობად არ ჩაგეთვალოს. მიეცი ყველაფერი, რაც ვალად გაქვს, რათა ქრისტეს სამსჯავროს წინაშე ვალის გარეშე წარსდგე. დააბრუნე ვალი, სანამ გაქვს იგი შენი ცხოვრების გზაზე. თუკი ნამდვილად ისეთ გაჭირვებაში აღმოჩნდები, რომ არ გექნება გადახდის საშუალება, როგორც ხდება ხოლმე ამქვეყნად, სიმდაბლით მიდი მასესხებელთან და აუწყე მას შენი სიგლახაკე და გაჭირვება, სთხოვე, რომ ან მოიცადოს, სანამ ვალს დაუბრუნებ, ან გაპატიოს იგი, ანდა სხვა რამ სანაცვლო შესთავაზე. უფალი გვეუბნება: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამენ გეტყვი შენ: ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანასკნელი კოდრატი" (მათ. 5,25-26).

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა