martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

მამათა სწავლებები ავადმყოფობისა და განსაცდელის შესახებ

 

ვინც ავადმყოფობას ითმენს და მადლობელია, ის მოწამებრივი გვირგვინით შეიმოსება. (წმ. იოანე ოქროპირი)

თუკი ავადმყოფობა შეგიპყრობს, ნუ მოუძლურდები და სულით ნუ დაეცემი, არამედ მადლობა შესწირე ღმერთს, რომ მან ამ სნეულებით შენთვის სიკეთის მოტანა განიზრახა. (ღირსი აბბა ისაია)

ავადმყოფობისას ექიმებსა და წამლებზე ადრე ლოცვით ისარგებლე. (წმ. ნილოს სინელი)

არც სრულიად უნდა განვერიდოთ საექიმო ხელოვნებას და ასევე, არც მთელი იმედი მასზე უნდა დავამყაროთ. როგორც მიწას მიწათმოქმედების ხელოვნებით ვამუშავებთ, ხოლო ნაყოფის მოცემას უფალს ვევედრებით... ამგვარადვე, როდესაც  ექიმი მოგვყავს...  ღვთისადმი სასოებას არ განვეშორებით. (წმ. ბასილი დიდი)

დამაშვრალი ვარ სნეულებისგან და სხეული დამიუძლურდა. ზოგიერთი ქედმაღალი შეიძლება იცინის ჩემი ტანჯვის გამო. ჩემი სხეულის ნაწილები დასუსტდნენ და ფეხები მყარად ვეღარ დადიან. არ ვიცი, ეს თავშეკავების შედეგია თუ ცოდვებისა, ანდა რამენაირი ბრძოლაა. მაგრამ, მადლობა ჩემს განმგებელს! (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

როდესაც სხეულის რაიმე დაავადება გაგვაჩნია, მთელი ძალით ვცდილობთ მისგან გათავისუფლებას, ხოლო სულიერი სნეულებებისგან მძიმედ რომ ვიტანჯებით, ვაყოვნებთ და უარს ვამბობთ მკურნალობაზე. იმიტომაც არ ვთავისუფლდებით ხორციელი სნეულებებისგან, რომ ჩვენთვის აუცილებელი ნაკლებ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ხოლო ნაკლებ მნიშვნელოვანი – აუცილებლად; და ბოროტების სათავის დამტევებლები, ნაკადულების გაწმენდას ვლამობთ. (წმ. იოანე ოქროპირი)

ნუთუ ყველა სნეულება ცოდვებისგანაა? ყველა არა, უმეტესობა. ზოგიერთის მიზეზი უზრუნველობაა. ნაყროვანება, მემთვრალეობა და უმოქმედობაც აგრეთვე წარმოშობენ სნეულებებს. (წმ. იოანე ოქროპირი)

როდესაც მძიმედ დასნეულდები და დაგიწყებენ დაძალებას, რომ ტანჯვა შეიმსუბუქო: ერთნი  – შელოცვებს შემოგთავაზებენ, მეორენი – ამულეტებს, მესამენი – რაიმე სხვა ჯადოქრულ საშუალებას... და შენ კი, ღვთის შიშის გამო ვაჟკაცურად და მტკიცედ გადაიტან სნეულების სიმძიმეს, ამჯობინებ, ყველაფერი გადაიტანო, ვიდრე ამგვარი რაიმეს გაკეთება გადაწყვიტო, – ეს მოწამებრივ გვირგვინს მოგიტანს. (წმ. იოანე ოქროპირი)

მინახავს მძიმედ დამაშვრალნი, რომლებიც ხორციელი სნეულებით, თითქოს ერთგვარი ეპიტიმიით, სულიერი ვნებისაგან გათავისუფლდნენ. (წმ. იოანე სინელი)

როდესაც სნეულებებისა და გასაჭირის გამო არ ჰმადლობ ღმერთს და არ ხარობ, იცოდე, რომ შენში უფრო მეტად ეს სოფელი მკვიდრობს, ვიდრე ქრისტე. რის მიმართაც სჭარბობს შენში მიმსჭვალულობა, ის მკვიდრობს შენში. მოწამეთა მოთმინება, ქრისტეს სიყვარულის ძალით შეწევნული, სძლევდა უდიდეს ჭირსა და ხორციელ სნეულებას. (წმ. ისააკ ასური)

სნეულებები ჩნდება ნივთიერი საწყისებისაგან და აქ სასარგებლოა საექიმო ხელოვნება; არის სნეულებები, როგორც სასჯელი ცოდვებისთვის, და აქ საჭიროა მოთმინება და სინანული; არის სნეულებები ბოროტთან საბრძოლველად და მის დასამარცხებლად, როგორც იობის შემთხვევაში; და მოუთმენელთათვის მაგალითის მისაცემად, როგორც ლაზარესთან იყო; წმინდანებიც იტანენ სნეულებებს, და ყველას უცხადებენ სიმდაბლეს და ყველასთვის საერთო ადამიანური ბუნების საზღვარს. ამგვარად, ნუ დაამყარებ სასოებას საექიმო ხელოვნებაზე მადლის გარეშე, და ნურც უარყოფ მას სიჯიუტით, არამედ შესთხოვე ღმერთს სასჯელის მიზეზების შეცნობა და შემდეგ უძლურებისაგან გათავისუფლება; მოითმინე გაკვეთა, ამოწვა, მწარე წამლები და სასჯელის ყველა წამლობა. (წმ. ბასილი დიდი)

ჩვენ გვძინავს და ცხონება გვინდა; ამიტომაც მოვუძლურდებით გაჭირვებისას. არადა მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს და თავი ნეტარად უნდა მიგვაჩნდეს, რომ ღირსი გავხდით ცოტაოდენი მწუხარება გადავიტანოთ აქ, რათა იქ დიდი განსვენება ვპოვოთ. (წმ. ბარსანუფი დიდი)

კეთილგონიერი, ღვთის განგებათა მაკურნებლობაზე რომ ფიქრობს, მათით მოწევნულ გაჭირვებებს მადლობით ითმენს და არავის მიიჩნევს ამ გაჭირვებათა გამო დამნაშავედ, გარდა საკუთარი ცოდვებისა. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი)

მოითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც ვარდი ეკალში, აღმოცენდება და მომწიფდება სათნოებები. (წმ. ნილოს სინელი)

მეფე ვერ არის ისე დიდებული, როგორც იობი, სვეტი მოთმინებისა, რომელიც სკორეზე იჯდა და ღმერთს ადიდებდა. (წმ. იოანე ოქროპირი)

თუკი ეძიებ მარადიულ დიდებას, განსვენებასა და სიხარულს, მაშ მოითმინე უპატიოება, მწუხარებები და უგულებელყავი წარმავალი. (წმ. იოანე ოქროპირი)

შეუძლებელია გაჭირვების გარეშე ღმერთთან მიახლოება. (წმ. ისააკ ასური)

სხეულის სიჯანსაღეც და სნეულებაც ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც ბრძანა: „მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ხელსა ჩემსა (2 სჯულ. 32,39). ამრიგად, თუ ღმერთს სურს, ჯანმრთელობას ექიმის მიერ მიანიჭებს, და როდესაც უნდა – თავისი ერთი სიტყვით განკურნავს. (წმ. ბარსანუფი დიდი)

ავადმყოფისთვის ცუდი ნიშანია, როდესაც ექიმი ყველაფრის ჭამა-სმის უფლებას აძლევს, რასაც კი მოისურვებს; ჩანს, ექიმს გადაეწურა მისი გამოჯანმრთელების იმედი და სნეულს სიკვდილის გარდაუვალ ნადავლად მიიჩნევს.

ვინც სცოდავს და აქვე არ ისჯება, ის ყველაზე საცოდავი ადამიანია. (წმ. იოანე ოქროპირი)

ყველაფერი ღმრთისგანაა – სნეულებებიც და სიჯანსაღეც; ღმრთისაგან ყველაფერი ცხონებისათვის გვეძლევა. შენც ასე მიიღე შენი სნეულება და ჰმადლობდე ღმერთს, რომ შენი ცხონებისთვის ზრუნავს. რით შეეწევა ღმრთისაგან მოცემული (სნეულება) ჩვენს ცხონებას, ეს შეიძლება არ გამოვიძიოთ, იმიტომ, რომ ალბათ ვერც გავიგებთ. ღმერთი სნეულებას ზოგჯერ სასჯელად გვიგზავნის, როგორც ეპიტიმიას; ზოგჯერ გონზე მოსასვლელად, რომ გამოფხიზლდეს კაცი; ზოგჯერ უბედურებისაგან გადასარჩენად, რომელშიაც ჩავარდებოდა კაცი, ჯანმრთელად რომ ყოფილიყო; ზოგჯერ იმისთვის, რომ კაცმა მოთმინება გამოავლინოს და ამით უფრო დიდი ჯილდო მიიღოს; ზოგჯერ რომელიმე ვნებისაგან განსაწმენდად; და კიდევ სხვა მრავალი მიზეზით... (წმ. თეოფანე დაყუდებული)

სნეულება მართალია აუძლურებს სხეულს, მაგრამ სულს აძლიერებს; სხეულს მოაკვდინებს, ხოლო სულს აცოცხლებს; გარეგან კაცს ასუსტებს, შინაგანს კი განაახლებს: „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი-დღედ“ (2 კორ. 4,16). როგორ განახლდება? სწავლობს სიმდაბლეს, მოთმინებას, სიკვდილის ხსოვნას და მისგან გულითად სინანულს, ლოცვას, ამასოფლისა და ამსოფლიური ამაოების უგულებელყოფას. ვინ მოინდომებს ავადმყოფობისას სიამაყეს? სნეულების გამო აღსასრულის მოახლოების დამნახავი, ვინ მოისურვებს პატივს, დიდებას, სიმდიდრეს? ვინ გაკადნიერდება უშიშრად შესცოდოს, როცა ღვთის სამსჯავროს კარს მომდგარ შიშს დაინახავს? როდის ლოცულობს ადამიანი უფრო მეტი მონდომებით, ვიდრე სნეულებისას? ჰოი, სნეულებავ, მწარე, მაგრამ მაკურნებელო საშუალებავ! როგორც მარილი იცავს ხორცსა და თევზს ლპობისგან... ასევე ყოველგვარი ავადმყოფობა იცავს ჩვენს სულს ცოდვისმიერი ლპობისა და ხრწნისაგან, ნებას არ აძლევს ვნებებს... დაიბუდონ ჩვენში. (წმ. ტიხონ ზადონელი)

მიიღე განსჯად დრო და მარადისობა, დროებითი და მარადიული ტანჯვა, დროებითი ნუგეში და მარადიული ტანჯვა, დროებითი ტანჯვა და მარადიული ნუგეშისცემა – და შემსუბუქდება შენი სნეულება. ისე არაფერი ამსუბუქებს მწუხარებას, როგორც მისგან გათავისუფლებისა და მარადიული ნუგეშისცემის იმედი. აი, მალე ყველაფრის დასასრული დადგება: დასრულდება დროებითი ნუგეშისცემაც და დროებითი ტანჯვაც, და დადგება ან მარადიული ნუგეშისცემა, ან ტანჯვა მარადიული. სიკვდილი ყველასთვის კარია მარადისობისა, ან ნეტარი, ან არასასიკეთო მარადისობისა, და დღეს იგი უფრო ახლოა შენთვის, ვიდრე გუშინ და გუშინწინ. (წმ. ტიხონ ზადონელი)

ერთი ბერი ხშირად ავადმყოფობდა. ერთხელ მთელი წელი ისე გავიდა, რომ ავად არ გამხდარა; იგი ძალიან მწუხარებდა ამის გამო და ამბობდა: მიმატოვა ჩემმა უფალმა, აღარ მეწვია. (პატერიკი)

 

 

მსგავსი წერილი:

მოთმინებისათვის

ეპისკოპოსი პეტრე – დამოძღვრა და ნუგეშისცემა სნეულების ჟამს და სიკვდილის წინ

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა