martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ნიკოლოზობა – წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ხსენება

6 დეკემბერი ძვ.სტ./19 დეკემბერი ახ.სტ.

 

წმ. ნიკოლოზი

ტროპარი:

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი:

მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახარებაჲ აღასრულე და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან; ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

 

იხილეთ წმ. ნიკოლოზის ცხოვრება

 

ერთხელ, გერმანული ოკუპაციის წლებში (1940-1941) გრიგორიუს მონასტრის საწყობებში პური გამოილია. როდესაც მამებმა უკანასკნელი მარცვლები ამოიღეს წისქვილზე გასაგზავნად, მათ ერთი მოხუცი მიუახლოვდა და მიესალმა, ის ერის მღვდელს ჰგავდა.

– აქ რას აკეთებთ, ძმებო? – შეეკითხა მოხუცი ბერებს. – ესაა მთელი თქვენი პური? მეტი მარაგი არ გაგაჩნიათ?

მამებმა უპასუხეს, რომ ეს მართლაც უკანასკნელი პურია, და ახლის ყიდვა ვერ შეძლეს ოკუპაციის გამო. აღსანიშნავია, რომ მონასტერს მონაზვნებისა და მომლოცველების გამოსაკვებად წელიწადში 10 000 ოკა (12,8 ტონა) სჭირდებოდა, ხოლო ოკუპაციის პერიოდში ერთი ოკას ყიდვაც კი შეუძლებელი იყო.

ამ უცნობმა მღვდელმა აიღო რამდენიმე პურის მარცვალი, აკურთხა და უკანასკნელი პურის გროვაზე დააგდო. შემდეგ აკურთხა ქვეყნიერების ოთხი მხარე, მონასტერი, ზღვა და წასასვლელად მოემზადა.

– მამაო, საიდან ხარ? – ჰკითხეს მამებმა. – დაჯექი ჩვენთან, ცოტაოდენ პურსა და ზეთისხილს გაჭმევთ.

– შორიდან ვარ, მირონ-ლუკიიდან, – უპასუხა მოხუცმა და წავიდა.

ამ დროს ერთმა ძმამ სტუმრისთვის საჭმელი მოიტანა, მაგრამ მოხუცი, რომელიც მონასტრის მფარველი იყო (წმ. ნიკოლოზი), გაუჩინარდა. (გრიგორიუს მონასტრის კათოლიკონი – მთავარი ტაძარი – წმ. ნიკოლოზის სახელობისაა). ის ნაკურთხი პური, რომელიც დაახლოებით 150 ოკა იყო, მომავალ მოსავლამდე ეყოთ, ანუ დეკემბრიდან (როცა წმ. ნიკოლოზი გამოეცხადათ) ივლისამდე.

არქიმანდრიტ იოაკიმე კოცონისის „ათონური გერონდიკონიდან“

 

წმიდა ნიკოლოზის სასწაული

არქიმანდრიტ ფილადელფ მიშინის მოგონებიდან

გადასახლებაში ვიყავი. მშიერი წელი იყო, საჭმელი სულ არ გვქონდა. სამუშაო ძალიან, ძალიან მძიმე. საჭმელი კი არაფერი გვაქვს, თითქმის არაფერი. თანაც მკაცრი ზამთარია, მოქუშული. ტრანსპორტი ვერ მოძრაობდა და მოტანა (პროდუქტის – მთარგმნ. შენ.) შეწყდა. რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ მთლად მშივრები და შეციებულები ვიყავით. და კიდევ, თითქოს ჯინაზე, ყინვამ 40 გრადუსამდე მოიმატა, ჩიტი ჰაერში იყინებოდა. ტანსაცმელი კი... ბევრი ჩემი მოძმე ჩაწვა, დაუძლურდა და სიარული აღარ შეეძლო. მეც ვემზადებოდი სიკვდილისთვის, შიმშილისა და სიცივის გამო.

ღამეს ცალ-ცალკე ქოხებში ვათევდით, პატარებში და უვარგისებში; ფანჯრები ნაჭრებითაა ამოქოლილი, იატაკზე თოვლია, ღრიჭოდან შემოიყარა. კარი ნახევრად ღიაა, მთელი ვაგონი ყინულია მასზე მიკრული.

ცივი საღამო იყო, ნაჭრებში შეყუჟული ვიწექი. ყინვა მოცოცავდა და მთელ სხეულს მიყინავდა. უცებ ძილი ძლიერად მომერია. მშვენივრად ვიცოდი, რომ ეს სიკვდილის მაუწყებელი იყო. ცოტათი ჩავიძინებდი... და დამთავრდა, მეტი ვეღარასოდეს ავდგებოდი. ძალდატანებით წამოვდექი, გადავწყვიტე ბოლოჯერ შევვედრებოდი მღვდელმთავარსა და საკვირველთმოქმედ ნიკოლოზს. „წმიდაო ღვთისაო, – ვუთხარი, – ვკვდები. შენ ხომ ყველაფერს ხედავ, შენ მსწრაფლშემწე ხარ, მოდი, დამეხმარე“. მერე აღარ მახსოვს რას ვამბობდი, თუ არ ვამბობდი, – არ მახსოვს. მხოლოდ ძლიერი კაკუნი მესმის კარზე. გავაღე. ძლიერმა, თოვლიანმა ქარმა დამიბერა. არავინ იყო.

მაგრამ ეს რაღაა? კართან ახალი ნაკვალევია. კუთხის იქით გავიხედე... დიდი ჩანთა დევს, თოვლმა ჯერ ვერ მოასწრო მისი დაფარვა. ღმერთო ჩემო, ეს რა მოჩვენებაა? კიდევ ერთხელ გავხედე ნაკვალევს. ის ტყის მხარეს მიემართებოდა. გარშემო სულიერის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ ქარიშხალი უბერავდა უფრო გაძლიერებით.

ავიღე ის ჩანთა. მძიმე იყო. შევიტანე ქოხში და გავხსენი... საყვარელო შვილებო... – და მოხუცი გულამოსკვნით ატირდა. – ჩანთაში ახალი პურები იყო. და ჯერ კიდევ თბილი, სულ მთლად ცხელი! თითქოს ეხლა გამოიღესო ღუმელიდან. და იქ ღუმელს რა უნდოდა? ორმოცდაათ ვერსზე არცერთი მეპატრონის ქოხი არ იყო, მხოლოდ გადასახლებულები და ტუსაღები.

და იმ პურით ჩვენ მთელი კვირა ვიცოცხლეთ. როცა ქარბუქი ჩადგა, საკვები მოგვიტანეს. მაშინ არავინ მომკვდარა. სხვა ბანაკებში, როგორც გვესმოდა, ბევრი გაიყინა იმ ქარიშხალში. ჩვენებისგან კი არავინ გაყინულა. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედმა გადაგვარჩინა!..

საიტიდან: pravoslavie.ru

 

წმ. ნიკოლოზის ხატის მხატვარია ზურაბ მანწკავა

 

უკან

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა