martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. ნექტარიოს ეგინელი (პენტაპოლელი)

წერილი გერონდა დანიელ კატუნაკელს განსაცდელების შესახებ

 

„ძმებ რიზარების საეკლესიო სასწავლებელი.

ათენი. 1903 წ. ... მარტი.

თქვენო ღირსებავ მამა დანიელ!

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით გეამბორებით.

 

მივიღე თქვენი წმინდა წერილი და გულისტკივილით წავიკითხე თქვენზე მოწევნული მწუხარების შესახებ, რომელმაც დაარღვია თქვენი სულიერი სიმშვიდე. სამწუხაროა ის, რაც მოხდა, ნამდვილად სამწუხარო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ „ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად“ (რომ. 8,28). მოციქულის ეს სიტყვები ისევე სარწმუნოა, როგორც თვით უფლის სიტყვები. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ამ განსაცდელიდან თქვენც დიდ სიკეთეს აღმოივსებთ.

თქვენმა სიწმინდემ კარგად უწყის, რომ განსაცდელებს სრულყოფილებამდე მივყავართ. განსაცდელების გარეშე ვერავინ მიაღწევს წარმატებებს, ვერავინ ასცდება მიწას და ვერავინ შეუდგება ზეცისკენ მიმავალ სათნოებების საფეხურებს. ღვთის მოყვარულთათვის განსაცდელები იმ გაკვეთილებად იქცევა, რომლებიც სულს სიბრძნისმოყვარეობას ასწავლიან. ქრისტიანობას ხომ ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობამდე მივყავართ. ამას უნდა ესწრაფოდეს ქრისტიანი, რამეთუ ვინც სიბრძნისმოყვარეობას არ ფლობს, ის სრულყოფილებასაც ვერ მიაღწევს. და თუ ყველა ქრისტიანი ფილოსოფოსი უნდა გახდეს – იმისათვის, რომ ღვთის მცნება აღასრულოს და სრულყოფილება მოიპოვოს, – მაშინ რამდენად მეტად ეხება ეს იმ ადამიანებს, ვინც ეს მცნება შეიყვარა და მას მიუძღვნა თავი? ხოლო თუ განსაცდელები გაკვეთილებია სიბრძნისმოყვარეობისკენ მიმავალ გზაზე, სიბრძნისმოყვარეობას კი ქრისტიანულ სრულყოფილებამდე მივყავართ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ განსაცდელები ყოვლად აუცილებელია.

განსაცდელები, რომლებსაც სიბრძნისკენ მივყავართ, მოთმინებასაც გვასწავლიან, რამეთუ მოთმინება – ეს სიბრძნისმოყვარეობის ღვიძლი დაა. ფილოსოფოსი არ შეიძლება იყოს მოუთმენელი, ისევე როგორც მოუთმენელი არ შეიძლება გახდეს ფილოსოფოსი. განსაცდელები ჭეშმარიტად გამოგვცდიან მოთმინებაში, რომელიც სათნოებების ქვაკუთხედს წარმოადგენს და რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ. სწორედ მოთმინება აძლევს ბრძენ ქრისტიანს იმის ძალას, რომ არა მხოლოდ არ დაემონოს ბოროტებას, არამედ, გამხნევებული და განმტკიცებული, სიხარულით შეხვდეს განსაცდელებს. და ის ნამდვილად ხარობს, რადგანაც ახსოვს პავლე მოციქულის სიტყვები: „... არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, და გამოცდილებაჲ – სასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხვინის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა...“ (რომ. 5, 3-5). განსაცდელები, როგორც ეს ჭეშმარიტი ფილოსოფიის მიმდევრებმა კარგად უწყიან, ღვთის განგებულებით, ღვთის ნებითა და დაშვებით ხდება, რათა ჩვენმა გონებამ უფრო სრულყოფილად შეიმეცნოს ყოფიერების საიდუმლო. ვისაც განსაცდელები არ შეუცვნია, ის ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას. განსაცდელები ღვთის სიყვარულისა და მოწყალების უეჭველი მოწმობაა, ამიტომაც გვმართებს ვმადლობდეთ მათთვის ღმერთს. განსაცდელები ადამიანის არასრულყოფილებას სჭირდება – იმისათვის რომ ის სრულყოფილი გახდეს. ისინი სულიერ ხედვას ანიჭებენ ღვთის მოყვარულებს და დაანახებენ ჭეშმარიტების ნათელს; შეეწევინ მათ იმაში, რომ ჭვრეტდნენ არა მხოლოდ ახლო მყოფ, არამედ უშორეს საგნებსაც; ისინი გონებასაც განამტკიცებენ და საშუალებას აძლევენ მას, იფიქროს არა მხოლოდ მისაწვდომზე, არამედ მიუწვდომელზეც, და არა მხოლოდ იფიქროს, არამედ შეიმეცნოს კიდეც, რამეთუ სრულყოფილებაში სრული შემეცნებაა დაუნჯებული. და თუ სრულყოფილება განსაცდელებისგან იშვება, იგივე შეიძლება ითქვას შემეცნებაზეც – რამდენადაც შემეცნება წინ უძღვის სრულყოფილებას. მაშ ასე, იმისათვის, რომ სრულყოფილებას მივაღწიოთ, ჩვენ უნდა გავიაროთ განსაცდელები. და ეს მხოლოდ იმიტომ კი არ არის აუცილებელი, რომ ღვთის ხატად შექმნილები მსგავსებასაც ვესწრაფდეთ, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენში უხვადაა პირველმშობელთა ცოდვის ნაყოფები, რომლებიც მოქმედებენ სულის ძალებზე და ასუსტებენ მათ; ასე რომ, სულის გამოსაფხიზლებლად განსაცდელები გვჭირდება, გონების განსანათლებლად კი – ზეციური ნათელი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ სრულყოფილება ისაა, როცა ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი მსგავსებასაც მიაღწევს. მსგავსების მიღწევა კი ზეცისკენ აღმავალი სულიერი კიბის მხოლოდ ბოლო საფეხურზეა შესაძლებელი. და ეს კიბე ჩვენ უნდა ავიაროთ. მაგრამ რაკი მემკვიდრეობით მიწიერისადმი სწრაფვა გადმოგვეცა, წარმოიდგინეთ, რამდენი განსაცდელის გამოვლა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ზურგი ვაქციოთ ყოველივე მიწიერს და ჩვენი სწრაფვა ზეცისკენ მივმართოთ, და შეუსვენებლივ გავაგრძელოთ გზა მანამდე, ვიდრე სასურველ მიზანს არ მივაღწევთ, რომელიც სწყურია ჩვენს სულს.

ქრისტესმიერო ძმაო, განსაცდელი, რომელიც შეგემთხვათ, ღვთის განგებულებით უდიდეს სულიერ სარგებელს მოგიტანთ. გული მკარნახობს, რომ თქვენ ახლა უფრო სრულყოფილი გახდით, ვიდრე აქამდე იყავით. ამიტომაც გთხოვთ, განაგდოთ ყოველგვარი წუხილი და მადლობა შესწიროთ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის.

დაფნიში თქვენს სახელზე ვგზავნი იოანე ოქროპირის თხზულებებს – ყუთით, რომელზეც არის წარწერა "დ.ა."

ძმური ქრისტესმიერი სიყვარულით გეამბორებით თქვენ და თქვენს ძმობას. გთხოვთ მოგვიხსენიოთ თქვენს წმინდა ლოცვებში.

თქვენი ქრისტესმიერ ერთგული ძმა

ნექტარიოს პენტაპოლელი“.

 

წიგნიდან: არქიმანდრიტი ქერუბიმი – „თანამედროვე მთაწმინდელი მამები“

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა