martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

სწავლანი ლოცვის შესახებ

 

 

ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლოცვა ღმრთის სათნო საქმეთაგან უპირველესი და ყველაზე აუცილებელია. მას ყველა წმინდა სათნოებაში შევყავართ, ის ნერგავს ჩვენში სათნოებებს, ის სრულყოფს მათ, ის აქცევს მათ უკვდავად და მარადიულად. ამიტომ მოგვეცა სახარებისეული მცნება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5,17).

   წმ. იუსტინე პოპოვიჩი

 

 

ჰკითხა ძმამ ბერს: რატომაა, რომ ლოცვად დგომისას გულისსიტყვები შემაშფოთებენ? ბერმა უპასუხა: იმიტომ, რომ ეშმაკმა დასაბამიდან არ ისურვა ღმერთის თაყვანისცემა და ამისთვის ჩამოგდებულ იქნა ზეციდან, დაკარგა ღმრთის სასუფეველი. მას სურს, რომ ჩვენც იგივე შეგვამთხვიოს და ხელს გვიშლის ლოცვაში.

 პატერიკი

 

თქვა ბერმა: თუკი კაცი თავს ისე დაიცავს, რომ არავის ავნოს კაცთაგან და არავინ იყოს მისგან გულნაკლული, მისი ლოცვა ღმრთის წინაშეა; და თუკი ავნებს ვინმეს, არ მიიწევა მისი ლოცვა ღმრთის სასმენელად.

 პატერიკი

 

 თქვა მამა ისააკმა: ვიჯექი ერთხელ მამა პიმენთან და ვიხილე – განკვირვებამ (სულიერმა აღტაცებამ) შეიპყრო იგი. ვინაიდან მქონდა კადნიერება მის წინაშე, მუხლი მოვიდრიკე და ვუთხარი: მითხარ, მამაო, სად იყო ახლა შენი გონება? დიდი იძულების შემდეგ მითხრა: ჩემი გონება მაცხოვრის ჯვარის წინაშე იყო, სადაც წმიდა მარიამ ღმრთისმშობელი იდგა და ტიროდა; და მეც მინდა ყოველთვის ასე ვტიროდე.

 პატერიკი

 

დემონებს არ შეუძლიათ დაეუფლონ ვინმეს სულს ან სხეულს, არა აქვთ ძალაუფლება ვინმეს სულში შეჭრისა, თუკი პირველად არ დააკარგვინებენ მას ყველა წმინდა გულისსიტყვას და არ დააცარიელებენ, არ დატოვებენ სულიერი ჭვრეტის გარეშე.

   წმ. კასიანე რომაელი

 

 

ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს.

  წმ. ისააკ ასური

 

 

სადაც არის სიმდაბლე, ღმრთის ხსენება სიფხიზლითა და ყურადღებით და ხშირი ლოცვა სულიერი მტრების წინააღმდეგ მიმართული, იქ ღმრთის სამყოფელია ანუ გულის ზეცაა, რომელშიაც ეშმაკის ლაშქარს ეშინია დგომა იმიტომ, რომ ამ ადგილას ღმერთი მკვიდრობს.

   წმ. ფილოთეოს სინელი

 

 

სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება.

   წმ. გრიგოლ სინელი

 

სათნოებათა ყველა კიბეც რომ აგევლოს, მაინც ცოდვათა შენდობისათვის ილოცე, რამეთუ გსმენია დიდი პავლე მოციქულის ნათქვამი ცოდვილებზე – „რომელთაჲ პირველი მე ვარ“ (1 ტიმ. 1,15).

  წმ. იოანე სინელი

 

 

გამოვიძიოთ, დავაკვირდეთ და გულისხმავყოთ, ფსალმუნთა გალობისას რომელი სიტკბოება მოდის სიძვის ეშმაკისაგან და რომელი სული წმიდის სიტყვათაგან (ფსალმუნის სიტყვებიდან) და მათში დამკვიდრებული მადლისა და ძალისაგან.

  წმ. იოანე სინელი

 

 

როგორც თვალით ხედვა სიტყვით არ ისწავლება, რამეთუ ბუნებრივი ნიჭია იგი, ასევე არც ლოცვის მშვენიერება ისწავლება სხვისი სიტყვით... მისი მოძღვარი ღმერთია, „რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ“ (ფსალმ. 93,10) და „მოსცის ლოცვაჲ მლოცველსა და აკურთხნა წელიწადნი მართლისანი“ (1 მეფ. 2,9).

  წმ. იოანე სინელი

 

 

როდესაც ვინმე გეტყვის – ილოცე ჩემთვისო, თქვი გულში: ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენ; და ეს საკმარისია. ხოლო მისი მუდმივად მოხსენიება არ არის შენი საქმე, არამედ (სულიერ) სრულყოფილებას მიღწეულთა, რომელთაც ძალუძთ ერთმანეთისთვის ლოცვა.

   წმ. ბარსანუფი დიდი

 

 

ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა რაოდენობაში. რაოდენობა მაშინ არის საქებარი, როდესაც ხარისხისკენ მივყავართ. ხარისხს ყოველთვის მივყავართ რაოდენობამდე; რაოდენობას მივყავართ ხარისხამდე, როდესაც მლოცველი გულმოდგინედ ლოცულობს.

  წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

აირჩიე შენი ძალების შესაფერისი კანონი. უფლის მიერ თქმული, რომ შაბათი კაცისთვისაა და არა კაცი შაბათისთვის (მარკ. 2,27), უნდა დაუკავშირო ყველა კეთილმსახურ მოღვაწეობას, მათ შორის ლოცვის კანონსაც. ლოცვის კანონი კაცისთვისაა და არა კაცი კანონისთვის: იგი ადამიანის სულიერ წინსვლას უნდა შეეწეოდეს და არ უნდა იყოს ძნელად სატარებელი უღელი, ხორციელ ძალთა შემმუსვრელი და სულის შემაძრწუნებელი. მით უმეტეს, არ უნდა ემსახურებოდეს იგი ამპარტავნულ და დამღუპველ ზესთამჩენობას, მოყვასის განკითხვასა და დამცირებას.

  წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

ხშირად მოღვაწენი განუსჯელად უწესებენ საკუთარ თავს დამამძიმებელ (ლოცვის) კანონს და შემდეგ მეტად მძიმე კანონიდან ყოველგვარი კანონის მიტოვებაზე გადადიან. კანონის მიტოვების შემდეგ, ან თუნდაც მისი შემოკლებისას, მოღვაწეს აუცილებლად შეშფოთება დაატყდება თავს. შეშფოთებას სულიერი მოშლილობა მოჰყვება. მოშლილობისგან მოწყინება იბადება. როდესაც იგი გაძლიერდება, უძლურებასა და გამოთაყვანებას წარმოშობს, ხოლო მათი მოქმედებით უგუნური მოღვაწე უქმსა და გაფანტულ ცხოვრებას მიეცემა, გულგრილად ჩავარდება ყველაზე მძიმე ცოდვებში.

  წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

ფარისეველი ორგულობით ადიდებდა ღმერთს, ამბობდა: „არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“ (ლუკ. 18,11-12). აქ აშკარაა: საკუთარი ცოდვილობის შეუცნობლობა, ღირსეულად მიჩნევა თავისა, ამათგან გამომდინარე ამპარტავნება, რომელიც მოყვასის განკითხვასა და დამცირებაში მჟღავნდება. ფარისევლის ლოცვა არ მიიღო უფალმა, რომელმაც ამ იგავის დასასრულს თქვა: „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“. აქედან გამომდინარე, ყველამ, ვისაც სურს, რომ მისი ლოცვა შეიწიროს ღმერთმა, უნდა შესწიროს იგი საკუთარი ცოდვილობისა და ქველმოქმედების მიმართ უკიდურესი უკმარისობის შეგნებით; უნდა შესწიროს ლოცვა საკუთარი ღირსებების უარყოფით, რომელნიც სწორედ რომ არარაობაა ღმერთის უსაზღვრო ღირსების წინაშე; უნდა შესწიროს ყველა მოყვასის წინაშე დამდაბლებული გულით, ყველა მოყვასის შემყვარებელი გულით, მოყვასისათვის ყველა შეურაცხყოფისა და წყენის მიმტევებელი გულით.

  წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

ისინი, ვინც ჭეშმარიტად მოღვაწეობენ, არ ფიქრობენ დამსახურებაზე, არამედ მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ განიწმინდონ ვნებებისაგან, ვნებიანი გრძნობებისა და გულისსიტყვებისაგან.

  წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

ღმრთის შიში და წუხილი (საკუთარ ცოდვებზე), ანუ გული შემუსვრილი და დამდაბლებული, მთავარი თვისებებია ნამდვილი შინაგანი ლოცვისა, ნებისმიერი ლოცვის სინჯია, რომელთა მიხედვით უნდა განვსაჯოთ, ჯეროვანი წესით მიედინება ჩვენი ლოცვა თუ უჯეროთი. როცა ისინი გვაქვს – ლოცვა წესრიგშია, როცა არა გვაქვს – არ არის წესრიგში და უნდა მოვაწესრიგოთ. მათი უქონლობისას სიტკბოებამ და სითბომ შესაძლოა ზესთამჩენობა (თავზე დიდი წარმოდგენა) წარმოშვან, ეს კი სულიერი ამპარტავნებაა... და ეს დამღუპველი ხიბლი იქნება.

  წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

უნდა ვიცოდეთ, რომ სრულყოფისაკენ ზეაღსვლა მოღვაწისათვის უხილავად ხდება. შრომობს, ოფლს ღვრის და თითქოს ნაყოფის გარეშე, – მადლი თავის საქმეს დაფარულად აღასრულებს. კაცის თვალით დანახული სიკეთე (საკუთარი) წახდება. მოღვაწეს ერთი რამ ხვდა წილად – საკუთარი უვარგისობის ხედვა. სრულყოფის გზა არის გზა იმის შეცნობისა, რომ მე ბრმა ვარ, გლახაკი და შიშველი. ამ გზასთან განუწყვეტელ კავშირშია სულის შემუსვრილება ანუ ღმრთის წინაშე გადმოღვრილი წუხილი საკუთარი უწმინდურობის გამო. ეს კი გახლავთ იგივე განუწყვეტელი სინანული. სინანულის გრძნობა ჭეშმარიტი მოღვაწეობის განმასხვავებელი ნიშანია.

  წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

მადლისმიერი შეწევნის გარეშე შენ ვერცერთი ვნების, ვერცერთი ცოდვის დამარცხებას ვერ შეძლებ, – ყოველთვის შესთხოვე დახმარება ქრისტეს, შენს მაცხოვარს. იგი იმისთვის მოვიდა ქვეყნად, იმისთვის ევნო, მოკვდა და აღდგა, რომ ყოველივეში დაგვეხმაროს, გადაგვარჩინოს ცოდვისა და ვნებათა მძლავრებისაგან, განგვწმინდოს ცოდვებისაგან, სული წმიდის მიერ მოგვცეს ძალა კეთილი საქმეების აღსასრულებლად, რომ განგვანათლოს, განგვამტკიცოს, დაგვამშვიდოს. ამბობ: როგორ ვცხონდე, როცა ყოველ ნაბიჯზე ცოდვა დგას და ყოველ წუთს ვცოდავ? ამის პასუხი მარტივია: ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთს მოუხმე მაცხოვარს, გახსოვდეს მაცხოვარი და ცხონდები, სხვებსაც აცხოვნებ.

  წმ. იოანე კრინშტადტელი

 

 

ნათელი, სითბო და სიმშვიდეა ჩემში, როდესაც მთელი არსებით მივმართავ სიმართლის მზეს, ჩემს ღმერთს – ქრისტეს. და დნება ჩემი გულის ყინული, მოისპობა უწმინდურობა და მისი გესლი, ქრება წყვდიადი, გარბის სულიერი სიკვდილი, ზეციური ცხოვრება მეფობს, აღარაფერი მიწიერი აღარ მაკავებს.

  წმ. იოანე კრონშტადტელი

 

 

მე ვლოცულობ, გამუდმებით ვლოცულობ. არც კი მესმის, როგორ შეიძლება გაატარო დრო ლოცვის გარეშე. ჭეშმარიტად, ლოცვა სულის სუნთქვაა.

  წმ. იოანე კრონშტადტელი

 

 

  

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა