martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

სწავლანი წმიდა საიდუმლოთა ზიარებისათვის

 

თუკი გსურს ეზიარო ქრისტეს ხორცსა და სისხლს, ყურადღებით იყავი, რომ შენს გულში არანაირად არ დარჩეს მრისხანება ან სიძულვილი ვინმეს მიმართ. და თუკი იცი, რომ ვინმე განრისხებულია შენზე, ზიარებამდე სთხოვე პატიება, როგორც ჩვენმა უფალმა გვამცნო. (აბბა ისაია)

 

ქრისტიანობაში შინაგანი კაცის საჭმელი და სასმელი არის ღვთის სიტყვა და საიდუმლოები. (წმ. მაკარი დიდი)

 

საიდუმლოებთან მისასვლელად არის ერთი დრო – როცა წმინდაა სინდისი. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

როგორც იესოს ჯვარმცმელები, ასევე უღირსად მაზიარებლები – დაისჯებიან. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

ერთ ეგვიპტელ მემრუშეს შეუყვარდა გათხოვილი პატიოსანი ქალი. მისი ცდუნება რომ ვერ შეძლო, რადგან ქალი ქმრის ერთგული იყო, იმ ურცხვმა ჯადოქარს მიმართა ამ სიტყვებით:

მთელი შენი ხელოვნება გამოიყენე, რომ იმ ქალმა შემიყვაროს, ან ქმარმა მიატოვოს.

ჯადოქარმა ამ საქმისთვის ბევრი ფული მიიღო, მაგრამ მისი ჯადოქრობა უძლური აღმოჩნდა, ვერ შეძლო ქალის გულში სიყვარული აღეძრა (მემრუშის მიმართ). ბოლოს იმას მიაღწია, რომ ვინც კი ამ ქალს შეხედავდა, ყველას ცხენად ეჩვენებოდა.

როცა ქმარი სახლში დაბრუნდა, ცოლი ცხენის გარეგნობით დაინახა. მან დასახლების მღვდლები მოიწვია და ცოლი უჩვენა, მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რისგან მოხდა ასე. ბოლოს, ღვთის სადიდებლად და წმიდა მაკარის სათნოების გამოსაჩენად, ქმარს აზრად მოუვიდა, ცოლი უდაბნოში წაეყვანა ღირს მამასთან.

როდესაც წმინდანის სამყოფელთან მივიდნენ, წმიდა მაკარის სენაკთან ძმები იდგნენ, რომლებმაც ქმარი ახლოს არ მიუშვეს და ეკითხებოდნენ: რისთვის მოიყვანე ეს ცხენი?

– იმისთვის, რომ წმინდანის ლოცვა შეეწიოს, – პასუხობდა ქმარი.

– და რა დაემართა ცხენს?

– ეს ცხენი, რომელსაც ხედავთ, ჩემი საცოდავი ცოლი იყო; არ ვიცი როგორ გადაიქცა ცხენად. უკვე სამი დღეა არაფერი უჭამია.

ძმებმა მოსმენილი ქრისტეს მონას, მაკარის უთხრეს. ის კი უკვე ლოცულობდა ამ ქალისთვის თავის სენაკში; როცა ისინი ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, მას ღვთისაგან გამოცხადება ჰქონდა. ის ლოცულობდა მომხდარის მიზეზის შესაცნობად და ლოცვის დროს ყველაფერი შეიტყო. როცა ძმებმა აცნობეს, რომ ვიღაცამ ცხენი მოიყვანა, მან უპასუხა: თქვენ თქვენი თვალებით არ იყურებით; ეს ქალია და ქალად იყო შექმნილი; ის ცხენად არ გადაქცეულა, ცდუნებულთა თვალებს ეჩვენება ასე.

როდესაც ქალი მიუყვანეს, ბერმა წყალი აკურთხა და მას თავზე გადაასხა; შემდეგ ლოცვა წაუკითხა და ყველამ, ვინც ქალს უყურებდა, მასში ქალი დაინახა. წმინდანმა ბრძანა მისთვის საჭმელი მიეცათ და ამგვარად განკურნებული ქმართან ერთად გაუშვა. და ცოლ-ქმარმა ადიდა ღმერთი. ქრისტეს კაცმა (მაკარიმ) ქალი ასე დამოძღვრა: ნურასოდეს მიატოვებ ეკლესიაში სიარულს და ქრისტეს საიდუმლოთა ზიარებას. ეს იმიტომ დაგემართა, რომ ხუთი კვირის განმავლობაში არ მიახლებიხარ ჩვენი მაცხოვრის წმიდა საიდუმლოებს.

ლავსაიკონი

 

 

„გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ“ – ამბობს მოციქული (1 კორ. 11,28).

კითხვა: როგორ უნდა გამოსცადოს კაცმა თავი?

პასუხი: დაე, როცა აღსარებაზე მივა, გონებაში ამგვარი აზრი ჰქონდეს: თუ აღიარებს თავის ცოდვებს სრულად, რაიმეს დაუფარავად?  თუ წუხს ცოდვების გამო, ტირის, ნანობს? თუ აქვს მტკიცე გადაწყვეტილება და მოუშლელი სურვილი, რომ აღარ დაუბრუნდეს ცოდვას, არამედ იფხიზლოს და თავი დაიცვას ყოველგვარი შეცოდებისგან? ხომ არა აქვს მტრობა ვინმეს მიმართ? თუ შეამზადა თავი მარხვითა და ლოცვით? აი ამგვარად გამოსცადოს კაცმა თავი და ასე „პურისა მისგან ჭამოს და სასუმელისა მისგან სვას“. მოციქული კიდევ ამბობს შემდეგს: „ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი“ (1კორ. 11,29).

კითხვა: როგორ უნდა „გამოიკითხო ხორცნი უფლისანი“?

პასუხი: არ გამოიკითხავს ის, ვინც ეზიარება თავის გამოუცდელად, როგორც ზემოთაა ნათქვამი.

არ გამოიკითხავს ის, ვინც არ ემზადება მარხვითა და ლოცვით, არ ურიგდება თავის ძმას.

არ გამოიკითხავს ის, ვინც ისე მიეახლება, როგორც უბრალო პურსა და ღვინოს, და არა როგორც ღმერთს. ასეთი კაცი „დასაშჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცნი უფლისანი“.

არ გამოიკითხავს ისიც, ვინც მიეახლება შიშის გარეშე, უგრძნობლად, სიმდაბლის გარეშე, რწმენისა და ცხონების იმედის გარეშე, სიყვარულის გარეშე.

ამგვარად, ეზიარე ღირსეულად, გონებაში ღვთისადმი ამგვარი მიმართვით: უფალო, ღირსი არა ვარ არა მხოლოდ შენი წმიდა საიდუმლოების ზიარებისა, არამედ შენი უსაკვირველესი ტრაპეზის შეხედვისა. თუმცა მოვეახლები არა შენს განსარისხებლად, არამედ ვბედავ შენი გამოუთქმელი მოწყალების იმედით, რადგან ვიცი, რომ შენ მოხვედი არა მართალთათვის, არამედ ცოდვილთათვის. ვბედავ ზიარებას, რომ არ მოვაკლდე შენს ზიარებას და არ შემჭამოს გონიერმა მგელმა. ზიარებასთან მიახლებას კიდევ იმიტომ ვბედავ, რომ შენს უმოწყალეს სიტყვებს ვსასოებ, უფალო, რომლებიც უწმიდესი ბაგეებით წარმოთქვი: „ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოხდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ. უკუეთუ ვინმე ჭამოს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე“ (იოანე 6, 50-51). და კიდევ: „ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (იოანე 6,53-54).

უფალო, იმედითა და ამ შენს სიტყვებზე მტკიცე სასოებით ვეზიარები დარწმუნებული, რომ შენ ისინი წარმოთქვი არა წმინდანებისა და მართლებისათვის, არამედ ცოდვილთათვის.

წმ. დიმიტრი როსტოველი

 

ძალიან გაწუხებენ ხშირი ზიარების გამო. ნუ შეძრწუნდებით... ყველა ასე უნდა იქცეოდეს, მაგრამ არ დამკვიდრდა ჩვენთან ეს ჩვევად. აღმოსავლეთში ქრისტიანები ხშირად ეზიარებიან, – არა მარტო დიდ მარხვებში. თავდაპირველად ქრისტეს ეკლესიაში ყოველ წირვაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ბასილი დიდს ჰკითხეს: შეიძლება თუ არა ხშირად ზიარება და როგორი სიხშირით? მან უპასუხა, რომ არა მარტო შეიძლება, არამედ აუცილებელია. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორი სიხშირით უნდა ეზიარონ, უპასუხა: ჩვენ კვირაში ოთხჯერ ვეზიარებით – ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. ჩვენ – იგულისხმება ყველა კესარიელი. კითხვა ეხებოდა არა მღვდელმსახურებს, არამედ ერისკაცებს... ყოველ წირვაზე მღვდელი მოუწოდებს: „შიშითა ღმრთისაჲთა და სარწმუნოებით მოვედით“. აქედან გამომდინარე, ყოველ წირვაზე შეიძლება ზიარება... მხოლოდ ეცადეთ ყოველმხრივ მოემზადოთ როგორც საჭიროა და შიშით, ძრწოლით, სარწმუნოებით, შემუსვრილებითა და სინანულის გრძნობით ეზიაროთ.

წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

ზიარებას არ უნდა განვეშოროთ იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმედისათვის... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასოდეს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმიდა საიდუმლოებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი ვხდებით.

წმ. კასიანე რომაელი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა