martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

თანამედროვე მაგია

 

"ნუ ვინ იპოვებინ შენ შორის, რომელი მისნობდეს მისნობითა, ანუ ჰავს იზმნიდეს ჰავითა ზმნითა, ანუ წამლებდეს წამლითა, ანუ გრძნეული იყოს, ანუ ულუკთმკითხველი, ანუ თუ სასწაულით მკუდართა მკითხველი. რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა, რომელი იქმოდის ამას ყოველსა".

                                      (2 სჯული, 18, 10-12).

 

"და მამაკაცი, ანუ თუ დედაკაცი იყუნენ თუ მისან, გინა მსახვრალ, სიკუდილით მოწყდედ, ქვითა დაქოლენით იგინი, რამეთუ თანამდებ არიან".

                                      (ლევიტელთა, 20, 27).

 

ასეთ სიმკაცრეს ამცნებდა უფალი ძველი აღთქმის ეკლესიას ჯადოქრობის, მოგვობის, სპირიტიზმისა და სხვა ამგვარი ბოროტების მიმართ. ახალი აღთქმის ეკლესიაში კი სული წმიდის მიერ დადგენილია: "რომელმან გრძნება ანუ მწამლველობა[1] აღიაროს, კაცის-მკვლელისა კანონი აღასრულოს..." "რომელნი შედგომილ არიან ჩვეულებათა საწარმართოთა და ბოროტად ჰგრძნებენ ანუ შეიყვანებენ ვიეთმე სახიდ თვისსა მოპოვნებისათვის წამალთასა[2] და მისნობისათვის, ექუს წელ განკანონებულ იქმნენ იგინი" (დიდი სჯულისკანონი, ბასილი დიდის ეპისტოლე, 65, 83).

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "ასეთებს (ჯადოქრებს), წმ. სამების სახელითაც რომ ლაპარაკობდნენ, წმიდანებს რომ უხმობდნენ და პირჯვარსაც ისახავდნენ, უნდა გავექცეთ და გავერიდოთ".

ჩვენს დროში ყველა ეს ბოროტება უჩვეულოდ გავრცელდა, თუმცა სულიერი ცხოვრების უმეცარი ადამიანები ამას შორეული წარსულის გადმონაშთად და ზღაპრებადაც კი მიიჩნევენ. მაგრამ დღეს იგივე ჯადოქრები, მაგები, მოგვები, მჩხიბავები, შემლოცველები, უკვე თანამედროვე ტანსაცმელში გამოწყობილნი, თვითმფრინავებითა და მატარებლებით დაქრიან სხვადასხვა ქალაქებში, ყველგან გაუგონარ პატივს იხვეჭენ და მთელ მსოფლიოში ავრცელებენ თავიანთ ჯადოქრობას. ამისათვის სარგებლობენ ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთებით, ბროშურებით, სარეკლამო პროსპექტებით მოკლედ, ყველგან სულიერ სიკვდილს თესავენ, აჰიპნოზებენ და სატანის მონობაში აქცევენ ადამიანთა სულებს, რითაც ანტიქრისტეს დიდ ლაშქარს უმზადებენ.

ადამიანები კი ისეთ სულიერ სიბრმავეს შეუპყრია, რომ მრავალი ჩვენი და და ძმა, ვისთანაც სარწმუნოებრივი ერთობა გვაკავშირებს, სატანის ამ მსახურებს თავიანთ "კეთილისმყოფელებს", "მკურნალებს" და "მასწავლებლებს" უწოდებს. მილიონობით ადამიანი პერიოდულად საკუთარ თავზე ზემოქმედების ნებას აძლევს ვიღაცას, ამ ზემოქმედების წარმომავლობა და შედეგები კი მათთვის სრულიად უცნობია. სინამდვილეში ესაა დახვეწილი ფსიქოლოგიური და ოკულტური ცდები, სულიერი სამყაროს ყველაზე საშიში ძალების გამოვლენა.

თანამედროვე ოკულტურ და სპირიტისტულ ცდებს უკვე სხვა სახელები ჰქვიათ, მაგრამ არსით იგივენი რჩებიან (თუმცა, მათი ცბიერება კიდევ უფრო დახვეწილი ხდება ბოროტი სულები მეტ გამოცდილებას იძენენ და უფრო სრულყოფილად ეუფლებიან ადამიანთა სულების დაღუპვის ხელოვნებას). დღეს ეს ოკულტური ცდები მეცნიერული ტერმინებით ინიღბება, რომლებშიც არ ჩანს მათი კავშირი რაიმე რელიგიურ სისტემასა ან სულებთან. ეს ტერიმებია: "ექსტრასენსი", "ბიო-ველი", "აქტიური ველი", "ფსიქიკური ენერგია", "ასტრალი", "ქარიზმატული აღორძინება", "მიკროკოსმოსი" და სხვა, მაგრამ რატომღაც არავინ ახსენებს იმ არსებებს, რომლებიც საბრალო ადამიანის მცდელობისა და ძალისხმევის გარეშეც მუდამ მზად არიან უჩვენონ მას ათასგვარი სასწაული, სანაცვლოდ კი ერთადერთ რამეს ნდობასა და ყურადღებას მოითხოვენ საკუთარი თავისა და თავის მსახურთა მიმართ, აგრეთვე დედა ეკლესიის ხმის უგულებელყოფას. წმ. მამების ერთსულოვანი აზრით, ეშმაკი სწორედ ადამიანის ყურადღების დაპყრობას ცდილობს, რადგან ესაა ერთადერთი კარი, რომლითაც მას სულში შეღწევა ძალუძს. ახლა კი უმრავლესობას შინა ჰყავს ცბიერი მჩხიბავი ტელევიზორი, რომელიც ტელემაგიის სეანს გადმოსცემს. ამ გადაცემის მიმართ ზერელე ყურადღებაც კი ადამიანს ძარცვავს და სულიერი ძალადობის მსხვერპლად აქცევს.

არც ერთი სულიერი მოვლენა არ არის უსახო: იგი ან ღმერთისგანაა, ან სატანისაგან. ის მოვლენები, რომელიც ღმერთისგანაა, სრულიად ნათელი და გარკვეული თვისებებით ხასიათდება: ესაა სწავლება სინანულზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიმდაბლეზე, საუკუნო ცხოვრებაზე. მოვლენა, რომელსაც ეს თვისებები არ ახლავს, ჭეშმარიტად ეშმაკისგანაა, რა სახელითაც არ უნდა ინიღბებოდეს იგი. ვისაც კურნების მადლი ღმერთისგან აქვს მინიჭებული, ის თავისი პაციენტისაგან შეგნებულ, მართალ სარწმუნოებას და ამ სარწმუნოების მიხედვით ცხოვრებას მოითხოვს, ხოლო ეშმაკის მსახური "მკურნალები", სულ ერთია, სოფლის მკითხავები იქნებიან ისინი, ინდოელი იოგები თუ "ძლიერი ბიო-ველის მქონე" თანამედროვე ექსტრასენსები, "ორმოცდაათიანელები", ანდა სხვა სექტანტები, რომლებიც ქრისტიანული სახელწოდებებით ინიღბებიან, საერთო ერთი აქვთ: მათ არც ნათელი, შეგნებული სარწმუნოება სჭირდებათ და არც სარწმუნოების მიხედვით ცხოვრება. ისინი კაცისაგან ერთადერთ რამეს მოითხოვენ თავდავიწყებას მიეცეს, მოდუნდეს და მთლიანად დაემორჩილოს უხილავი სულის ნებას. ნათელი, ცხადი სარწმუნოება მათ შუასაუკუნეობრივ გადმონაშთად მიაჩნიათ, რომელიც დღეს უკვე აღარავის სჭირდება. მათი დევიზია "რაც გინდა, ის იწამე, ოღონდ ჩემი რეცეპტებით იმკურნალე", ხოლო მათი სულიერი მეთოდები, ქრისტიანულისაგან განსხვავებულია. ესაა მაგიური ფორმულების უაზრო გამეორება, რაიმე "მოჯადოებული" ნივთიერების, მაგალითად, "ბიო-ველით დამუხტული" წყლის, აგრეთვე სხეულის გარკვეული პოზების და სხვა ფიზიოლოგიური ვარჯიშების გამოყენება, რომელთა დროსაც ადამიანის ნება და გონება სრულიად მოდუნებულია და ეშმაკის გავლენას ემორჩილება.

ეშმაკი არის მამა ტყუილისა, ამიტომ მისი მსახურნი ადამიანს სრულიად ყალბ წარმოდგენას უქმნიან საკუთარ თავზე. ისინი ასწავლიან, რომ ადამიანში არსებობს დაფარული შესაძლებლობები და საჭიროა მხოლოდ მათი აღმოჩენა. სინამდვილეში ადამიანის ყველა სულიერი უნარი და შესაძლებლობა ამა თუ იმ სულის მოქმედების ნაყოფია, ხოლო თავისთავად ადამიანი, თავისი დაცემული, ცოდვით შერყვნილი ბუნებით იმდენად უძლური და უმნიშვნელოა, რომ ერთადერთი რამ ძალუძს: მიიღოს ან უარყოს რომელიმე ამ სულის გავლენა და აირჩიოს ვისთან იყოს ღმერთთან თუ სატანასთან. და თუმცა მაცხოვარი პირდაპირ და გარკვევით ამბობს: "თვინიერ ჩემსა არარა ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე. 15, 5), ეშმაკები და მათი მსახურნი ერთთავად ადამიანის უზარმაზარ სულიერ შესაძლებლობებზე ლაყბობენ. ქრისტიანული სიმდაბლის საკუთარ თავზე სწორი შეხედულების საპირისპიროდ ისინი ადამიანს ამპარტავნებასა და თავდაჯერებას უნერგავენ, რადგან იციან, ამით იგი ყოველგვარ მტკიცებებსა და ცრუ საწაულებზე მეტად განეშორება ღმერთს და საუკუნო წარწყმედისკენ მიექანება. როდესაც კაცი კუდიანებს მიმართავს დასახმარებლად, მას უკვე აღარ აინტერესებს წმიდა წერილი და მხოლოდ რომელიმე ახლადმოვლენილი "სასწაულთმოქმედის" ჩადენილ "სასწაულებზე" ლაპარაკობს, თანაც მხურვალედ ოცნებობს, რომ რაიმე მსგავსი მასაც შეემთხვეს, წმიდა ეკლესიის მთელი სწავლება კი მისთვის უცხო, პირქუში და უინტერესო ხდება. ასეთი ადამიანის გული კვდება სინანულისათვის, ის ვეღარ ხედავს საკუთარ ცოდვებს, ხოლო ვინც უფრო ღრმად შეტოპავს ამ "მისტიკურ ნარკომანიაში", იმას უარესი მოელის: ეშმაკების გამოცხადება, მათი ხილული თანაყოფნის განცდა, ფიზიკური გვემა, უმძიმესი დეპრესიები და ბოლოს თვითმკვლელობა ანდა საზარელი ბოროტმოქმედება. მაგრამ ყველაზე საშინელი საფრთხეა სულის საუკუნო წარწყმედა, თუ კაცი არ მოეშვება ბოროტ სულთან ურთიერთობას და არ შეინანებს.

მართალია, გრძნეულები დღეს ხშირად იყენებენ ქრისტიანულ ტერმინოლოგიას, ზოგი იქამდეც კი მიდის, რომ მხოლოდ მონათლულებს მკურნალობს, მაგრამ ეს მხოლოდ ხერხია, ცხვრის ტყავში გამოხვეული მგლის მზაკვრობა, რადგან სადაც სინანულსა და საუკუნო ცხოვრებას არ ქადაგებენ, იქ არ შეიძლება იყოს რაიმე ეკლესიური, ქრისტიანული, ღმრთაებრივი. თვით ამ გრძნეულთა "ლოცვები" არაფრით ჰგვანან საეკლესიო ლოცვებს, არამედ სიბნელით, იდუმალებითა და უაზრობით არიან აღვსილნი. "ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ" (იოანე, 1, 5), ხოლო იქ, სადაც ყოველივე ბნელია, ღმერთის ადგილი აღარაა.

ზოგჯერ ეს გრძნეულები ავადმყოფს მდგომარეობას უმსუბუქებენ ან სხვა რაიმე "დახმარებას" უწევენ, მაგრამ ერთ სატკივარს უშველიან თუ არა, მეორე წამოყოფს თავს, ავადმყოფი ხან შედარებით უკეთ არის, ხან უარესად, და ისიც გაუთავებლად დადის ამ "მკურნალებთან", რითაც ეშმაკის სულ უფრო ძლიერი გავლენის ქვეშ ექცევა. ნუ ეხუმრებით ამ ეშმაკისეულ მკურნალებს, ნურავითარ ცნობისმოყვარეობას ნუ გამოიჩენთ მათ მიმართ, ნუ ივლით "ჰიპნოზიორებთან" ვითომ უბრალოდ, ინტერესის გამო, და ნურც მათ ტელესეანსებს უყურებთ. უმცირესი ყურადღება "ეშმაკის სამზარეულოს" მიმართ, თუნდაც ყოველგვარ თანაგრძნობას მოკლებული, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს თქვენი ამქვეყნიური და საუკუნო ცხოვრებისათვის. თვით ასეთი უბრალო "ცნობისმოყვარეობა" უკვე მძიმე ცოდვაა ქრისტიანული სარწმუნოებისა და სინდისის წინაშე, ყოვლად მოწყალე ზეციერი მამის შეურაცხყოფა, მის მიმართ უმადურობა.

 

გამოყენებულია მღვდელ ტიმოთე ალფეროვის სტატია "სულისა და სხეულის კურნებისათვის"; . შევკუნოვის "ნუ ეზიარები საქმეთა ბნელისათა".

 

[1] მწამლველობა ­– ჯადოქრობა.

 

[2] წამალი – აქ: საწამლავი. 

 

 

წიგნიდან: არქიმანდრიტი ლაზარე, „აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის“

 

 

  

მსგავსი სტატიები

 

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

წმიდა მამები მკითხაობისა და ცრურწმენების შესახებ

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა