martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

სწავლანი განკითხვის შესახებ

 

 

ისე არაფერი განარისხებს ღმერთს, ისე არაფერი განძარცვავს (მადლისგან) ადამიანს და დაღუპვამდე მიიყვანს, როგორც მოყვასის გაკიცხვა, ავად ხსენება და განკითხვა. (წმ. ბარსანუფი დიდი და წმ. იოანე წინასწარმეტყველი)

 

ყურადღებით ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, – და სხვების განკითხვას აღარ დავიწყებთ; რადგან ჩვენში ბევრი რამეა ისეთი, რისთვისაც სხვებს განვიკითხავთ. (წმ. ნილოს სინელი)

 

ადამიანები არ ჩქარობენ საკუთარი საქმეების განსჯას, სხვის საქმეებს კი სასწრაფოდ განიკითხავენ. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

 

როდესაც სხვებს განიკითხავ და არ იწყნარებ, უფალს არ აძლევ უფლებას, რომ შემწყნარებელი იყოს შენი ცოდვების მიმართ. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

სხვების შეხედვისას ყველაზე მეტად ეჭვიანობას უნდა გავექცეთ, რომლისგანაც წარმოიშობა დამღუპველი განკითხვა. (წმ. ბარსანუფი დიდი და წმ. იოანე წინასწარმეტყველი)

 

შეაგონე მცოდველს, მაგრამ ნუ განიკითხავ დაცემულს; რადგან ეს უკანასკნელი ავსიტყვა კაცის საქმეა, ხოლო პირველი – სხვისი გამოსწორების მსურველისა.  (წმ. ნილოს სინელი)

 

სხვების განმკითხველი კაცი სარკეს ჰგავს, რომელიც საკუთარ თავში ყველას გამოსახავს, თავს კი ვერ ხედავს. (წმ. დიმიტრი როსტოველი)

 

რატომ განვიკითხავთ ჩვენს ახლობლებს? იმიტომ, რომ საკუთარი თავის შეცნობას არ ვცდილობთ. ვინც თავის შეცნობით არის დაკავებული, მას არ სცალია სხვებს რაიმე შეამჩნიოს. (წმ. სერაფიმე საროველი)

 

საკუთარი თავი განიკითხე და სხვების განკითხვას თავი დაანებე. (ღირსი აბბა ისაია)

 

თუკი შენ სიტყვით ყველაზე ცოდვილად მიგაჩნია თავი, მაშინ რატომ იწყნარებ გულისსიტყვებს შენზე უკეთესებზე და გულში რატომ ლანძღავ მათ? (წმ. ბარსანუფი დიდი და წმ. იოანე წინასწარმეტყველი)

 

ნუ განიკითხავ მეძავს, თუნდაც შენ უბიწო იყო, რადგან თუკი განიკითხავ, შენც ისევე დაარღვევ კანონს, როგორც მან დაარღვია. რამეთუ ვინც თქვა „არა იმრუშო“ (მათე 5,7), ასევე თქვა: „ნუ განიკითხავთ“ (მათე 7,1). (ძველი პატერიკი)

 

ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში ჩავარდნილს, არამედ ხშირად ილოცე, რომ შენ თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში. (წმ. ეფრემ ასური)

 

ყველა დაეცემა, ვისაც ღმერთი არ განაძლიერებს. ღვთის შეწევნის გარეშე დგომა არ შეგვიძლია. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

თუნდაც საკუთარი თვალით დაინახო მცოდველი, ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან. (წმ. იოანე სინელი)

 

ნუ განიკითხავ მოყვასს: შენთვის ცნობილია მისი ცოდვა, ხოლო სინანული უცნობია. (ღირსი აბბა დოროთე)

 

წმინდანების რიცხვი ყოველთვის ცოდვილთა რიცხვისგან მრავლდება. (ნეტარი ავგუსტინე)

 

მცოდველთა განკითხვას მოერიდები, თუკი ყოველთვის გეხსომება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა რიცხვში იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელების რიცხვში; მაგრამ ერთ წამში მოხდა მათი საოცარი ცვლილება. (წმ. იოანე სინელი)

 

კარგი საქმეა დაცემულის ფეხზე წამოყენება და არა დაცინვა. (წმ. ეფრემ ასური)

 

ენა მივაქციოთ კურთხევისაკენ; ყოველდღიურად განვიხილოთ საკუთარი ცხოვრება, ხოლო სხვების ცხოვრების განსჯა მივანდოთ მას (ღმერთს), ვინც ზუსტად იცის დაფარული. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

გველმა ევა სამოთხიდან ცილისწამების საშუალებით გააძევა; ამიტომაც მოყვასზე ავის მთქმელი გველს ემსგავსება. ის ღუპავს მსმენელის სულს და არც თავისას აცხოვნებს. (აბბა იპერიქე)

 

ცილისმწამებელსა და იმათ შორის, ვინც მას სიამოვნებით უსმენს, ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც დამნაშავესა და მის თანამზრახველებს შორის. (წმ. ისააკ ასური)

 

მოერიდე ცილისმწამებელს ისევე, როგორც ჭირით დასნეულებულ კაცს ერიდები, რომ შენ თვითონაც არ დასნეულდე მისგან და არ დაიღუპო. (წმ. ტიხონ ზადონელი)

 

თუკი გვინდა, შევამციროთ ჩვენი შეცოდებები, ყველაზე მეტად იმისთვის ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ძმები არ განვიკითხოთ, ხოლო მათზე ცილისწამების მომგონებელნი ახლოსაც არ გავიკაროთ. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

თუკი სხვებს განიკითხავ მათთვის სიკეთის სურვილით, მაშინ ჯერ საკუთარ თავს უსურვე სიკეთე, რომელსაც უფრო აშკარა ცოდვები აქვს. თუკი საკუთარ თავზე არ ზრუნავ, ცხადია, რომ ძმას განსჯი არა მისდამი კეთილმოსურნეობით, არამედ სიძულვილით და მისი შერცხვენის სურვილით. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

ჩვენ ყველანი დედამიწაზე ისე ვიმყოფებით, როგორც საავადმყოფოში. ერთს თვალები აწუხებს, მეორეს ხელი ან ყელი, სხვებს უფრო ღრმა ჭრილობები აქვთ. ზოგიერთები უკვე განიკურნენ, მაგრამ თუკი ადამიანი თავს არ შეიკავებს მისთვის მავნე საკვებისაგან, სნეულება განახლდება. ამის მსგავსად, ვინც მუყაითია სინანულში, მაგრამ მოყვასს განიკითხავს ან შეურაცხყოფს, ამით აქარწყლებს თავისი სინანულის სასიკეთო მოქმედებას. (ღირსი აბბა ისაია)

 

სულიერი თვალი სხვების შეცოდებების განხილვიდან საკუთარი ცოდვების განხილვაზე უნდა მოვაქციოთ და ვასწავლოთ ენას მკაცრად ილაპარაკოს არა ჩვენს ახლობლებზე, არამედ ჩვენზე, რადგან ამის ნაყოფი განმართლება იქნება. (წმ. ისიდორე პელუსიელი)

 

განკითხვა შხამია, სულის მკვლელი. (წმ. ტიხონ ზადონელი)

 

ერთმა ძმამ ჰკითხა აბბა პიმენს: როგორ შეიძლება კაცმა მიაღწიოს იმას, რომ მოყვასზე ცუდად არ ილაპარაკოს? ბერმა უპასუხა: ჩვენ და ჩვენი ძმები ორი სურათივით ვართ. თუკი კაცი ხედავს თავის ნაკლოვანებებს, ძმა სრულყოფილად ეჩვენება, ხოლო თუკი საკუთარი თავი ეჩვენება სრულყოფილად, მაშინ ძმას უღირსად მიიჩნევს. (პატერიკი)

 

სინამდვილეში განკითხვის ცოდვა ნაყოფია უწყალო, ღვარძლიანი გულისა, რომელიც სიამოვნებას პოულობს მოყვასის დამცირებაში, მისი სახელის გაშავებაში, მისი პატივის დათრგუნვაში. (წმ. თეოფანე დაყუდებული)

 

რა ცოდვების გამოც განვიკითხავთ მოყვასს, ხორციელი იქნება თუ სულიერი, იმავე ცოდვებში ჩავვარდებით. სხვაგვარად არ ხდება. (წმ. იოანე სინელი)

 

 

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა