martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

სიქადული ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი (III ს.)

მტკიცედ აღვიბეჭდოთ მეხსიერებაში: როდესაც სხვები დამორჩილდნენ და სულით დაეცნენ, მატათია მამაცურად იცავდა უფლის სჯულს (I მაკაბ., თავი 2); როდესაც ებრაელები დაიფანტნენ და ღმერთის რწმენისაგან განდგომა დაიწყეს, ილიამ გასძლო თავის დიად ბრძოლაში; დანიელი ვერ შეაშინა ვერც მარტოობამ უცხო ქვეყანაში, ვერც უმოწყალო დევნამ და მან არაერთგზის ვაჟკაცურად დაამტკიცა თავისი სარწმუნოება; სამი ყრმა მუქარამ ვერ გასტეხა, ბაბილონის ცეცხლს მათ თავიანთი სარწმუნოება დაუპირისპირეს და ტყვეებმა გამარჯვებული მეფე დაამარცხეს. თუმცა არიან ამჟამად ორპირნი და გამცემელნი, რომელნიც ეკლესიაში იმყოფებიან და ეკლესიას აღუდგებიან, არყევენ სარწმუნოებასა და სიმართლეს, მაგრამ უმეტესობა იმარხავს საღ გონებას, წმიდა რელიგიას და სულს – მხოლოდ თავისი ღმრთის ერთგულს. სხვისი ორგულება ვერ არღვევს მათ ქრისტიანულ რწმენას და უფრო მეტადაც განაცხოველებს მას, წარმართავს ზეციური დიდებისაკენ, თანახმად ნეტარი მოციქულის სიტყვებისა, რომელიც გვარწმუნებს და გვეუბნება: "არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ! იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ და ყოველი კაცი ცრუ" (რომ. 3.3-4). თუკი ყოველი კაცი ცრუა და სიმართლე მხოლოდ ღმერთთანაა, მაშ ღმრთის მონებმა და განსაკუთრებით ეპისკოპოსებმა რა უნდა აკეთონ? – დაუტეონ კაცობრივი სიცრუე და გზააბნეულობა, დაიცვან უფლის დანაბარები და ღმრთის სიმართლე შეიმოსონ (წერილი 67).

 

წმიდა ანტონი დიდი (III-IV საუკუნეები)

არ შეცდე სარწმუნოებაში, რათა არ განარისხო შემოქმედი; ვისაც არ უპყრია მართალი სარწმუნოება, ის დაუძინებელი მატლების კერძი და ჯოჯოხეთის მპყრობელის მსხვერპლი ხდება, სული მისი უცხოა საუკუნო ცხოვრებისაგან, იგი აშკარად განდგომილია ღმრთისაგან.

 

წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი (IV ს.)

მამანო და დედანო, მთავარნო და ქვეშევრდომნო, მოხუცნო, ჭაბუკნო და ქალწულნო, ყოველნაირი ასაკის კაცნო! გადაიტანეთ ყოველი ნაკლულევანება, რომელიც ქონებასა და სხეულს შეეხება; მხოლოდ ერთს ნუ მოითმენთ, იმას, რომ ნაკლულევანება განიცადოს სწავლებამ ღმერთზე.

 

წმიდა იოანე ოქროპირი (IV ს.)

რაჲმე უკუე არს, რომელსა იტყვის, ვითარმედ: "მეცნიერ იყვენით, ვითარცა გუელნი და ერთგულ, ვითარცა ტრედნი?" (მათე 10.16). ბევრგან ღათუ იწყლის გუელმან გუამი თვისი და თავი თვისი განირინის, ყოვლითურთ განიკურნოს იგი. ეგრეცა შენ, თუ ენების მტერთა მიღებად ფიჩვისა (სამოსისა) შენისა, მიეც მას; და თუ მონაგებსა შენსა მიგიღებდეს შენ, მიეც მას; და თუ ცხოვრებასა შენსა მიგიღებდეს, მი-ვე-ეც მას, გარნა სარწმუნოებაჲ შენი მტკიცედ დაიმარხე შენ თანა. და რაჟამს ეგე ყოველი ჰყო, მიერითგან მწრაფლ და ადვილ იყოს შენდა, რამეთუ შიშუველიცა გამოხუედ დედის მუცლით, შიშუველიცა წარსვლად ხარ.

უცხოდ სოფლად თუ ვინმე მიგიყვანოს შენ, მუნცა "უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და ყოველი სავსებაჲ მისი" (ფს. 23.1); და მო-ღათუ-ვინმე გაკუდინოს შენ, გზაჲვე შენი იგი არს, გარნა სარწმუნოებასა შენსა ნუ წარსწყმედ, ფასსა მას, დაუკლებელსა სარწმუნოებასა ("სატფურებისათვის").

 

წმიდა იოანე კიბის-აღმწერელი (VI საუკუნე)

სარწმუნოებისა მართლისა სამკვიდრებელი დაუტევე ყოვლისა პირველად შვილთა შენთა, რაჲთა არა ოდენ შვილნი, არამედ შვილისშვილნიცა შესწირნენ უფლისა მართლმადიდებლობით.

 

რომელსა არა აქვნ სარწმუნოება მართალი და იქმნ იგი მოღვაწებასა, მსგავს არს კაცისა, რომელი აღმოასხამნ წყალსა და შთაასხამნ ჭურსა განხვრეტილსა

 

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი (VII საუკუნე)

უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან არა ეგრე ბრძანა, რაჲთა გულსა შინა ოდენ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, არამედ ესრეთ იტყვის: "რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა" (მათე 10.33) და წმიდა მოციქული იტყვის: "გულსა გრწამსცა სიმართლედ და პირითა აღიარებდი საცხორებელად" (რომ. 10.10); რამეთუ "აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხოვნდე" (რომ. 10.9). აწ, უკუე, ვინაჲთგან თავადით უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რაჲთა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას და დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოველებელსა, არა ჯერ-არს ყოვლადვე დადუმებაჲ ქადაგებისა მის, რამეთუ არა წარწყმდეს ცხორებაჲ მათი, რომელნი დუმენ.

 

არცა ვის ხელეწიფების მეფესა გინა მღდელთ-მოძღუარსა ახლისა რაჲსამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაჲ-იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაჲ ერთი ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვალების; ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესევითარსა მას კათოლიკე ეკლესიაჲ შეაჩუენებს.

 

რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაჲ და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხოვრებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ (წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებიდან).

 

წმიდა იოანე დამასკელი (VIII საუკუნე)

შევთხოვთ საღმრთო ერს, წმიდა ერს, რომ მტკიცედ დაიცვან საეკლესიო გადმოცემები, რამეთუ განგდება უმნიშვნელო გადმოცემებისა, როგორც ქვებისა შენობიდან, მალე დასცემს მთელ შენობას. ვიყოთ: ურყევნი, მოუდრეკელნი, აუღელვებელნი, დამყარებულნი მტკიცე კლდეზე – ქრისტეზე, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ ("პირველი სიტყვა ხატმებრძოლთა წინააღმდეგ").

 

წმ. თეოდორე სტუდიელი (VIII-IX  საუკუნეები)

უფლის მცნებაა – არ დავდუმდეთ, როდესაც სარწმუნოებაა საფრთხეში. თქვი, – ამბობს უფალი, – ნუ გაჩუმდები. "და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა" (ებრ. 10,38); და კვლავ: "დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე" (ლუკ. 19,40). ამგვარად, როდესაც საქმე სარწმუნოებას ეხება, არ გვაქვს უფლება ვთქვათ: "ვინ ვარ მე? – მღვდელი არა ვარ, არც მთავარი, არც მეომარი და არც მიწათმფლობელი. მე ერთი გლახაკი ვარ, ყოველდღიური საზრდელისთვის მშრომელი. მე არ მეხება სარწმუნოებაზე საუბარი და ზრუნვა". ვაი, რომ ქვანი ღაღადებენ, შენ კი სდუმხარ და არაფერს ზრუნავ?!

 

წმიდა სერაფიმ საროველის ცხოვრებიდან

განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მამა სერაფიმს იმ მღვდელმთავართა მიმართ ჰქონდა, რომლებმაც დიდი მოშურნეობა გამოიჩინეს ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად. ესენი არიან: რომის პაპი კლიმენტოსი, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლი ღმრთისმეტყველი, ათანასე ალექსანდრიელი, კირილე იერუსალიმელი, ეპიფანე კვიპრელი, ამბროსი მედიოლანელი და მათი მსგავსნი; ჭეშმარიტების სვეტებს უწოდებდა მათ, მათი ცხოვრება და მოღვაწეობა მოჰყავდა სიმტკიცისა და შეურყევლობის მაგალითად; არწმუნებდა ადამიანებს, მტკიცედ მდგარიყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატების ჭეშმარიტების დასაცავად და სანიმუშოდ ნეტარი მარკოზ ეფესელის მაგალითი მოჰყავდა, რომელმაც ურყევი მოშურნეობა გამოიჩინა აღმოსავლეთის კათოლიკე (საყოველთაო) სარწმუნოების დასაცავად ფლორენციის კრებაზე. თვითონ ჰყვებოდა სხვადასხვა დარიგებებს მართლმადიდებლობაზე, განმარტავდა თუ რაში მდგომარეობს იგი, ამბობდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობა შეიცავს ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას მთლიანად და წმიდად, და ასწავლიდა, თუ როგორ უნდა დავიცვათ იგი.

 

წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (XIX საუკუნე)

ნუ შევიტანთ ნურაფერ ახალს! ზუსტად მივყვეთ სწავლებას, რომელიც წმიდა მოციქულებმა და წმიდა მამებმა გადმოგვცეს! ასეთია მოწოდება, რომელიც თითქმის ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებაზე მეორდებოდა იმ წმიდა მღვდელმთავრებისა და წმიდა მამების მიერ, რომლებიც ამ კრებებს ესწრებოდნენ.

 

მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი შემეცნება და თაყვანისცემა ღმრთისა; მართლმადიდებლობა არის თაყვანისცემა ღმრთისა სულითა და ჭეშმარიტებით; მართლმადიდებლობა არის დიდება ღმრთისა მისი ჭეშმარიტი შეცნობითა და თაყვანისცემით; მართლმადიდებლობა არის ღმრთისაგან იმ ადამიანის განდიდება, ვინც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელია მისი, განდიდება სულიწმიდის მადლის მონიჭებით. სულიწმიდა არის დიდება ქრისტეანეთა. სადაც არ არის სულიწმიდა, იქ არ არის მართლმადიდებლობა.

არ არის მართლმადიდებლობა ადამიანურ სიბრძნეებსა და სწავლებებში; მათში ბატონობს მტყუარი გონება – დაცემის ნაყოფი. მართლმადიდებლობა სულიწმიდისმიერი სწავლებაა, ღმრთისაგან კაცთათვის საცხოვნებლად მონიჭებული. სადაც არ არის მართლმადიდებლობა, იქ არ არის ცხონება.

 

წმიდა თეოფანე დაყუდებული (XIX საუკუნე)

იმისათვის, რომ დავიცვათ ჭეშმარიტება, უნდა გაგვაჩნდეს იგი, ხოლო ამისათვის მისი შეცნობაა საჭირო. ამგვარად, ყველა მცნობელი ქრისტიანული ჭეშმარიტებისა ხდება მისი შემნახველი, დამცველი, მფარველი. რაც მეტია მცნობელი ჭეშმარიტებისა, მით უფრო ძლიერადაა იგი დაცული; მით უფრო უსაფრთხოდაა – არა თავისთავად, არამედ ადამიანთა შორის; და პირიქით, რაც ნაკლებია ჭეშმარიტების მცნობელი, მით უფრო ნაკლებია ზღუდეები სიცრუის წინააღმდეგ, მით უფრო საშიშია ჭეშმარიტების მდგომარეობა ჩვენ შორის; ეს იმიტომ, რომ როცა რომელიმე ცრუ სწავლება გამოჩნდება, ჭეშმარიტების უცოდინარს გაეპარება იგი, რადგან ვერაფრით შეძლებს მის გამოცნობასა და მხილებას; ამ კაცისგან სიცრუე სხვა უცოდინართან გადავა, მეორისგან – მესამესთან და ასე შემდეგ; სიცრუე დამკვიდრდება ხალხში და შეავიწროებს ჭეშმარიტებას. განა მართალი იქნება იგი, ვინც გაატარა სიცრუე?! – არანაირად. ეს იგივეა, მეომარს დაუდევრობის გამო საიდუმლო ნიშანი რომ გამოეპაროს და მტერი ბანაკში შეუშვას. გამოდის, რომ ყველა, უცოდინარი ჭეშმარიტებისა, მისი გამცემია და გამცემია მორწმუნეთა საზოგადოებისა ანუ წმიდა ეკლესიისა. მკაცრი ნათქვამია? დიახ, მაგრამ ესაა სიმართლე.

 

წმიდა ილარიონ ქართველის (ათონელი) ცხოვრებიდან (XIX საუკუნე)

მეორე დღეს, ფაშას უფრო მეტად გასაღიზიანებლად, მამა ილარიონმა დაიწყო ლაპარაკი მუსულმანობისა და მისი დამაარსებლის მუჰამედის სიცრუეზე. უწოდებდა მას მატყუარას და ამბობდა, რომ როგორც იგი დაიღუპა, ისე ყველა მისი მორწმუნე დაიღუპებაო.

"როგორ ფიქრობ, ჩვენ საით წავალთ?" – ჰკითხა ფაშამ სიცილით.

"იქით, საითაც თქვენი მუჰამედი!" – უპასუხა ბერმა.

"და საით წავა, შენი აზრით, მუჰამედი?"

"ჯოჯოხეთში!" – უპასუხა მამა ილარიონმა, – "და თქვენც მასთან ეთრად".

"მაშ, შენი აზრით, ვინ ცხონდება და სამოთხეში ვინ მოხვდება?"

"მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების წიაღში მყოფნი; მათ გარდა ყველანი: ებრაელები, სომხები, კათოლიკეები და პროტესტანტები სატანჯველით დაისჯებიან".

მაშინ ყველამ, ვინც კი ოთახში იმყოფებოდა (ამ დროს ფაშასთან შეკრებილიყვნენ ყველა მთავარი თურქი მოხელეები, აგრეთვე წარჩინებული უცხოელები: ინგლისელები, ფრანგები, ებრაელები და სომხები), გამძვინვარებულებმა შესძახეს: "სიკვდილი მაგას!"

ამ ყვირილზე ფაშას აღარ შეეძლო გულგრილად დარჩენა, და თუმცა ბერის სიკვდილი არ სურდა, მაგრამ თვითონაც რომ არ შერაცხილიყო მუჰამედის კანონის უარმყოფელად, მამა ილარიონისათვის თავის მოკვეთა ბრძანა:

"თავად მოუხმე უბედურებას, ახლა მე შენი დაცვა აღარ ძალმიძს; გაბედული სიტყვებისათვის თავი მხრებზე არ შეგრჩება!" – უთხრა ბერს.

მამა ილარიონმა თავი მოიშიშვლა, დახარა და თქვა: "აჰა! მოჭერი! ჭეშმარიტებისათვის სიკვდილისა არ მეშინია!"

 

დიდი სჯულისკანონი

გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაჲმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაჲთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ – მოწამე არს ჭეშმარიტებაჲ ("ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაჲ").

 

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (XI-XII საუკუნეები)

დაღათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლადხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე აღვიხუენ ხელნი, არცა დავდევ სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა უცხოთესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ საწუთრელ-ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღმრთისმეტყველთა შენთა ("გალობანი სინანულისანი").

 

მცირე სჯულისკანონი

წესი კეთილ არს ყოვლისავე, რომელი იწყებდეს სიტყუასა გინა საქმესა, რაჲთა ღმრთისაგან იწყოს და ღმრთისა აღასრულოს, ვითარცა ღმრთისმეტყველი გრიგოლ იტყვის, ვითარმედ: "დასაბამ და დასასრულ ყოვლისა საქმისა და სიტყვისა შენისა ღმერთი იყავნ". აწ უკუე ჩუენცა ღმრთისმსახურებასა და მართლაღსარებასა სარწმუნოებისასა ხმამაღლად ვქადაგებთ, რომელსა ზედა ეკლესიაჲ ქრისტესი დაფუძნებულ არს და დღითი-დღე აღორძინდების და აღემატების უფროჲს ნაძუთა მათ ლიბანისათა. ამას საფუძველსა ზედა წმიდისა ქრისტეს სახარებისასა და ცხოველმყოფელთა მათ მცნებათა მისთასა ჩუენ ყოველნი მართლმორწმუნენი მტკიცე ვართ და ესრეთ განვაჩინებთ და ვიტყვით, რაჲთა ვითარცა ზემოწერილ არს შეურყევლად დამარხვა მართლისა მის სარწმუნოებისა, რომელი ქადაგეს წმიდათა მოციქულთა და გუასწავეს ღმერთშემოსილთა მამათა, ეგრეთვე წესნიცა და კანონნი მათ მიერ განწესებულნი მტკიცემცა არიან და შეურყეველ.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა