martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. იუსტინე პოპოვიჩი

 

წერილი ეკუმენიზმის შესახებ 

 

 

ყოვლადსამღვდელო მეუფენო,

 

მართლმადიდებელი ეკლესიის  პოზიცია ერეტიკოსთა მიმართ – ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის – ერთხელ და სამუდამოდ იქნა დამტკიცებული წმ. მოციქულებისა და წმ. მამების მიერ, ანუ ღვთივშთაგონებული გადმოცემით, რომელიც ერთია და უცვალებელი. ამ  დებულების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ ნებისმიერ ერთობლივ ლოცვაში ან მსახურებაში მონაწილეობა ერეტიკოსებთან ერთად. რამეთუ „რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისაჲ? ანუ რაჲ ზიარება არს ნათლისა და ბნელისა?. ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა? (2 კორ. 6,14-15).

 

მოციქულთა 45-ე კანონის თანახმად: „ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი თანამლოცველ ოდენ ექმნეს მწვალებელთა, დაეცადენ მღდელობისაგან. ხოლო უკუეთუ აწვიოსცა  მათ მოქმედებაჲ რაჲსმე სამღდელოთაგანისაჲ, ვითარცა მღდელთა, განიკუეთენ“.

 

ეს მოციქულთა წმიდა კანონი არ მიანიშნებს, კონკრეტულად რომელი ლოცვა ან მსახურება იკრძალება. პირიქით,  მწვალებლებთან ყველანაირ ერთობლივ ლოცვას კრძალავს, კერძოსაც კი („რომელი თანამლოცველ ოდენ ექმნეს მწვალებელთა“).

 

განა ეკუმენისტურ მსახურებებში უფრო შორს წასული კადნიერი ქმედებები არ აღესრულება? ლაოდიკიის კრების 32-ე კანონი ამბობს: „არა ჯერ არს მწვალებელისაჲ მიცემაჲ ევლოგიისაჲ (კურთხევისა), რომელნი უკურთხეველ არიან უფროჲს, ვიდრე კურთხეულ“. ამ ეკუმენისტურ თავყრილობებსა და თანამსახურებებზე კი განა მწვალებლები არ აკურთხებენ? – რომაელ-კათოლიკე ეპისკოპოსები, მღვდლები, პროტესტანტი პასტორები – ქალებიც კი.

 

წმ. მოციქულებისა და მამების ზემოთ მოტანილი კანონები მარტო წარსულში არ მოქმედებდნენ, ისინი დღესაც ძალაშია: ისინი უპირობოდ აუცილებელნი რჩებიან ყველა ჩვენგანისთვის, თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ისინი უპირობოდ მოქმედნი არიან ჩვენი პოზიციისთვის რომაელ კათოლიკეთა და პროტესტანტთა მიმართ. რომაული კათოლიციზმი მრავალფეროვანი მწვალებლობაა, პროტესტანტიზმზე კი საერთოდ რაღაა სათქმელი? სჯობს საერთოდ არაფერი ვთქვათ. განა ჯერ კიდევ წმ. საბა არ ამბობდა „ლათინური ერესის“ შესახებ შვიდნახევარი საუკუნის წინ? მას შემდეგ პაპმა რამდენი ახალი ერესი გამოიგონა და „უცდომელად“ გამოაცხადა დოგმატებად? სრულიად უეჭველია, რომ პაპის უცდომელობის დოგმატის დახმარებით რომაული კათოლიციზმი პან-ერესად გადაიქცა.

 

ქებულმა ვატიკანის II კრებამაც არ შეცვალა ეს საშინელი მწვალებლობა, პირიქით, განამტკიცა.

 

ამ მიზეზთა გამო, თუკი ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და მართლმადიდებლებად ვაპირებთ  დარჩენას, შეგვფერის რომაელ კათოლიკებთან და პროტესტანტებთან მიმართებით წმ. საბას, წმ. მარკოზ ეფესელის, წმ. კოზმა ეტოლელის, იოანე კრონშტადტელის და სხვა წმ. აღმსარებლების, მოწამეებისა და ახალმოწამეების პოზიციაზე დავდგეთ. არც რომაელი კათოლიკეები და არც პროტესტანტები არ არიან მართლმადიდებლები ორ ძირითად ქრისტიანულ დოგმატში – წმ. სამებისა და ეკლესიის შესახებ.

 

2. თქვენო უწმიდესობავ და სინოდის წმიდა მამანო.

 

რამდენ ხანს უნდა გავაგრძელოთ ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობისა და წმ. საბასეული ეკლესიის შეურაცხყოფა ჩვენი სამწუხარო და საშინელი, წმ. გადმოცემის საწინააღმდეგო პოზიციით ეკუმენიზმთან და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან მიმართებით?

 

ყოველი გულწრფელი მართლმადიდებელი, წმ. მამათა წინამძღვრობით აღზრდილი, სირცხვილით იწვის, როცა კითხულობს, რომ ჟენევის V „სრულიად მართლმადიდებლური კონფერენციის“ (8-16 ივნისი, 1968წ.) მართლმადიდებელმა წევრებმა მართლმადიდებელთა ემს-ში (ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში) მონაწილეობასთან დაკავშირებით დაადგინეს „განეცხადებინათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავს თვლის ემს-ის ორგანულ წევრად“.

 

ეს დადგენილება აპოკალიფსურად საშინელია თავისი არამართლმადიდებლობით და ანტიმართლმადიდებლობით. აუცილებელი იყო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ამ უწმიდესი ღმერთკაცობრივი ორგანიზმისთვის, ასე დამცირებული ყოფილიყო ამ საშინელი სახით, რომ მის საღვთისმეტყველო წარმომადგენლებს – ზოგი მათგანი ეპისკოპოსია, ზოგი ეროვნებით სერბია, – ეთხოვათ „ორგანული“ მონაწილეობა და ჩართვა ემს-ში, რომელიც ამგვარად გადაიქცევა ახალ ეკლესიურ „ორგანიზმად“, ახალ „ეკლესიად“, – ყველა სხვა ეკლესიის ზემოთ მდგომად, რომელშიც მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიები მხოლოდ ნაწილებს წარმოადგენენ („ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულებს“)? ვაი! გაუგონარი ღალატი და გამცემლობაა!

 

ჩვენ  უარვყოფთ ღმერთკაცობრივ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ამ ორგანულ კავშირს ღმერთკაცთან და მის უწმინდეს სხეულთან. წმ. მოციქულების, მამებისა და მსოფლიო კრებების მართლმადიდებელ ეკლესიასთან – და გვსურს გავხდეთ „ორგანული ნაწილები“ ერეტიკული, ჰუმანისტური და კაცთთაყვანისმცემელი საზოგადოებისა, რომელიც 263 ერესისაგან შედგება, რომელთაგან ყოველი სულიერი სიკვდილია.

 

როგორც მართლმადიდებელნი, ჩვენ „ასონი ქრისტესნი“ ვართ. „აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის?“ ჩვენ ამას ვაკეთებთ, როდესაც „ორგანულად“ ვუერთდებით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, რომელიც არის ათეისტური კაცთთაყვანისმცემელი წარმართობის აღორძინება.

 

ბოლოს და ბოლოს მოვიდა დრო ჩვენი მართლმადიდებელი, წმიდა მამებისეული და წმიდა საბასეული ეკლესიისთვის, წმიდა მოციქულებისა და მამების, წმიდა აღმსარებლების, მოწამეებისა და ახალმოწამეების ეკლესიისთვის, შეწყვიტოს აღრევა ეკლესიურად, იერარქიულად და ლოცვებში ე. წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან და სამუდამოდ თქვას უარი ნებისმიერ ერთობლივ ლოცვასა და მსახურებაზე...

 

3. თუკი არ შეუერთდება ერეტიკოსებს, – სადაც არ უნდა იყოს მათი ცენტრი, ჟენევაში თუ რომში, – ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის ერთგული წმიდა მოციქულებისა და მამებისა, ამით არ უარყოფს თავის ქრისტიანულ მისიასა და სახარებისეულ მოვალეობას, ანუ იგი თანამედროვე მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი მსოფლიოს წინაშე სიმდაბლით, მაგრამ გაბედულად დაამოწმებს ყოვლადჭეშმარიტების, ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთკაცის ჭეშმარიტებასა და მართლმადიდებლობის ყოვლადმაცხოვნებელ და ყოვლადგანმაახლებელ ძალას. ეკლესია, რომელსაც წინ ქრისტე მიუძღვის, თავისი წმიდამამებისეული სულითა და ღვთისმეტყველებით ყოველთვის მზად იქნება სიტყვა მიუგოს ყველას ჩვენს სასოებაში, ვინც ეძიებს მისგან სიტყვას (1 პეტ. 3,15). ხოლო ჩვენი სასოება უკუნითი უკუნისამდე ერთია და ერთადერთი: ღმერთკაცი იესო ქრისტე და მისი ღმერთკაცობრივი სხეული, წმ. მოციქულთა და მამათა ეკლესია. მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები უნდა მონაწილეობდნენ არა „საერთო ეკუმენისტურ ლოცვაში“, არამედ საღვთისმეტყველო საუბრებში ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტების შესახებ, ისე, როგორც იქმოდნენ ამას წმიდა და ღმერთშემოსილი მამები საუკუნეთა  განმავლობაში. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ „ცხოვნებულთა“ „ნაწილია“ (II მს. კრ. VII კან.).

 

მოციქულთა ხარება სრული ჭეშმარიტებაა: „განწმედითა სულისაჲთა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაჲთა“ (2 თეს. 2,13). ღმერთკაცობრივი სარწმუნოება არის „სარწმუნოება ჭეშმარიტებისა“. ამ სარწმუნოების არსი ჭეშმარიტებაა, ერთადერთი ყოვლადჭეშმარიტება, ანუ ღმერთკაცი ქრისტე. ეს რწმენა და ეს სიყვარულია თვით გული და ცნობიერება მართლმადიდებელი ეკლესიისა. ყველა ეს განძი  სრულად და დაუმახინჯებლად მხოლოდ წმიდა მამათა მოწამეობრივ მართლმადიდებლობაში ინახება, რისი უშიშრად აღიარებისთვისაც არიან მოწოდებულნი მართლმადიდებელი ქრისტიანები დასავლეთისა და მისი ცრუსიყვარულისა და ცრუსარწმუნოების წინაშე.

 

ჩემს თავს ვაბარებ თქვენი უწმინდესობისა და სხვა წმიდა მამებისა და ეპისკოპოსების სამოციქულო ლოცვას, უღირსი

  

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი

 

წმ. მონასტერი ჩელიე.

 

წმ. იოანე ოქროპირის დღესასწაული,

 

13/26 ნოემბერი, 1974 წ.

 

 

 

დაიბეჭდა ბერძნულ გაზეთში „ორთოდოქსოს ტიპოს“, თარგმნილია მცირედი შემოკლებით.

 

 

მსგავსი წერილები:

მონაზონი არსენი (ვლიანკოფტი) – მართლმადიდებელი მონაზვნობა და რელიგიური სინკრეტიზმი

წმ. სინოდის განჩინება ეკუმენისტურ დოკუმენტებთან დაკავშირებით

არქიმანდრიტი გიორგი – რელიგიათშორისი ურთიერთობები და ეკლესიის ტრადიცია

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა