martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. იოანე კრონშტადტელი

საუბარი წმიდა ლიტურგიის შესახებ

 

ჩემო ძვირფასებო! ახლა მე თქვენ გიამბობთ საღმრთო ლიტურგიის შესახებ.

 

მთელი მსოფლიოს ძვირფასეულობა რომ შეაგროვოთ და სასწორის ერთ მხარეს დააწყოთ, მეორე მხარეს კი ლიტურგია დადოთ, საღმრთო ლიტურგიის მხარე გადაწონის. ოღონდ ადამიანს, სანამ არ წაერთმევა ეს ბედნიერება, არ ესმის, რა განძის მფლობელი იყო. სამწუხაროდ, კაცი არ აფასებს არც მზეს, არც ჰაერს და არც სინათლეს. დადგება ბნელი, წაერთმევა ჰაერი და ვეღარაფრით შეძლებს სუნთქვას. მაშინღა შეიგნებს და მაშინღა დააფასებს ადამიანი იმას, რასაც ფლობდა და რაც დაკარგა. ის, ვისაც საშუალება აქვს დაესწროს საღმრთო ლიტურგიას – წირვაზე არ დადის, ვინც დადის – ისიც უყურადღებოდ დგას, გაფანტული, ყოფითი საფიქრალი მოუტანია ტაძარში. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ კაცი არ უფიქრდება, რა არის ლიტურგია. ადამიანს არ ესმის მის თვალწინ აღსრულებული უდიდესი საიდუმლოს მთელი სიღრმე და სერიოზულობა. მაშინ, როდესაც სასწაულთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სასწაული სწორედ ის არის – საღმრთო ლიტურგია.

 

საღმრთო ლიტურგიის – ამ საიდუმლოს გამო ანათებს ცაზე დღისით მზე, ღამით კი მთვარე, თავის ნათელს გამოსცემს აურაცხელი ზეციური ვარსკვლავი, მიწასაც ამის გამო გამოაქვს ნაყოფი და პურითაც ამის გამო ვიკვებებით. ვიმეორებ, მიწა მხოლოდ იმისათვის იძლევა ნაყოფს – პურსა და ყურძენს, რომ ყოველდღე, ლიტურგიის აღსრულების ჟამს, წმინდა ტრაპეზზე პური და ღვინო შეიწირება. ჩვენ კი არ გვაძლევს, ჩვენთვის, ცოდვით მოწყლულთათვის კი არ მოაქვს მიწას თავისი ძღვენი (არ ვღირვართ ჩვენ ამად), მიწა ნაყოფს უსისხლო მსხვერპლის შესაწირად გვაძლევს და მოგვცემს მანამ, სანამ დედამიწაზე საღმრთო ლიტურგია აღესრულება.

 

არ იქნება ლიტურგია და, მზე დაბნელდება, აღარც მიწა გამოიღებს ნაყოფს.

 

ახლა გიამბობთ, თუ ვინ და როგორ აღასრულა სულ პირველად საღმრთო ლიტურგია: სუფევს ზეცაში მზე სიმართლისა – მარადიული, უქმნელი, თავით თვისით მანათობელი, რომლიდანაც დაუსაბამო შუქი იღვრება. მზე – ეს მამა ღმერთია და ამ ყოვლადნათელი მზისაგან მოდის საღმრთო სხივი – ძე ღმერთი. ეს საღმრთო სხივია, სხივი საკვირველი ნათლისა. მან აღანთო დედამიწაზე საოცარი კანდელი. ზეთით კი არ აღუვსია იგი, არამედ თავისი საღმრთო, უბიწო სისხლით. სწორედ ეს გახლავთ საღმრთო ლიტურგია და სულ პირველად ის უფალმა ჩვენმა – იესო ქრისტემ აღასრულა სიონის ქორში საიდუმლო სერობისას. პირველ ლიტურგიას ასე აგვიწერენ წმინდა მამები:

 

აიღო პური, არა, პური კი არ აუღია იესო ქრისტეს თავისი ყოვლადუბიწო ხელით, შენ, ცოდვილო სულო, შენ აგიყვანა მაცხოვარმა თავის წმინდა ხელში, აღაპყრო თვალნი ზეცად, უჩვენა მამას ჩვენი ცოდვილი სული და თქვა: ჩემი სისხლით და ჯვარზე ვნებით გამოვისყიდი მას, მის ცოდვებსაც მე ვიტვირთავ. შემდეგ იესო ქრისტემ წარმოთქვა: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი...". – აკურთხა პური და თითქოს თავისი ჯვარზე სიკვდილის მოლოდინში გამოსახა მასზე ნიშანი ჯვარის სახისა. მერე აიღო ღვინიანი თასი, აკურთხა, აღიხილნა თვალნი ზეცად და თავის მოწაფეებს რომ უწვდიდა, თქვა: "სუთ ამისგანი, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა...". "...ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა". ასე დაწესდა საიდუმლო სერობაზე პირველი ლიტურგია იესო ქრისტესი. ახლაც შეიწირება ტრაპეზზე პური და ღვინო, ხოლო საღმრთო ლიტურგიაზე იგი ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქცევა. ადამიანებიც ქრისტეს სისხლისა და ხორცის ხმევით საღმრთო ბუნებას ვეზიარებით, რათა შემოვიდეს "სახლსა სულისა ჩვენისასა" უფალი, და სულიც ღვთის ტაძრად იქცეს.

 

რამხელა ბედნიერებაა! უფალი შედის ცოდვილის სულში, ფერფლად აქცევს მასში ყოველგვარ უსჯულოებას, და ადამიანის სულსაც ღვთის სახლად გარდაქმნის.

 

ასე რომ, მაცხოვარმა თითქოსდა ანდერძად დაგვიტოვა ლიტურგიის აღსრულება და მისი ცხოვრებისმომცემელი სისხლისა და ხორცის ხმევა.

 

ლიტურგია – ეს საკვირველი ნიჭია იესო ქრისტესი, ლიტურგია – ეს ხიდია, მარადიული ცხოვრებისაკენ გადებული. გახსოვდეთ! ეს ანდერძია იესო ქრისტესი! შეუდექით ამ ოქროს ხიდს, რომელიც ჯოჯოხეთის ქვესკნელისაგან გიხსნით. ყურს ნუ უგდებთ, საყვარელნო, მათ, ვინც მაცხოვრის ბარძიმს გაურბის. ეს უბედურები გზააბნეული, საცოდავი ადამიანები არიან, რომლებიც, ქრისტეს მდინარისაგან შორს მყოფნი, ქვესკნელში ცვივიან. ო, რა შესაბრალისი, რა უბადრუკია ადამიანი, რომელსაც საღმრთო ლიტურგია ამა სოფლის ზმანებებზე გაუცვლია, რომელსაც ყოფითი საზრუნავი ტაძარში არ უშვებს. მეგობრებო, გიყვარდეთ ღვთის ტაძარი! ეს ის ადგილია, სადაც მარადჟამ სუფევს უფალი. ეშურებოდეთ ეკლესიისკენ, განსაკუთრებით კი დღესასწაულებზე. იქ ნათელია, ყოველი კაცის განმანათლებელი, მისთვის ძალის მიმცემი. იქ წმინდა ძღვენია ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, ჩვენი განმაძლიერებელი და სულთა განმწმენდელი. ამავე დროს, ლიტურგიას ჩვენში კიდევ სერობას ეძახიან. ეს სერობა და ლხინია, რომელზედაც თავისი მსახურების პირით გვიხმობს უფალი. მსახურები მწყემსები არიან. მაგრამ რამდენია ჩვენს შორის ისეთი, მეუფის ძახილს რომ არ ეხმიანება, ვისაც არ სურს ისმინოს ხმა ქრისტესი და წმინდა სახარებისა. იმასაც არ სჯერდებიან, რომ თავად არ მოდიან ეკლესიაში, სხვებსაც ხელს უშლიან, დასცინიან. ო, რა უბედურია, რა დაწყევლილია ის, ვინც საკუთარ თავს აკლებს ამ ძვირფას ნიჭს, გზააბნეული ფეხით თელავს იგი კეთილსურნელოვან ვარდს – ქრისტეს საღმრთო ლიტურგიას.

 

ჩემო ძვირფასებო! გიყვარდეთ საღმრთო ლიტურგია, დაკარგულად თვლიდეთ თქვენი ცხოვრების იმ დღეებს, როცა ლიტურგიაზე დასწრება ვერ შეძელით, ეს განსაკუთრებით დღესასწაულებს ეხება. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ საღმრთო ლიტურგია ღვთისაგან ბოძებული უდიდესი და საკვირველი ნიჭია. ღვთის ანგელოზებიც კი შემოგვნატრიან ჩვენ, ადამიანებს, რომელთაც მოგვენიჭა ბედნიერება საღმრთო სისხლისა და ხორცის გემოს ხილვისა. მილიარდობით მიილტვიან და გროვდებიან იქ, სადაც საღმრთო მსხვერპლი შეიწირება, ძრწოლით დგანან წმინდა ტრაპეზის წინაშე, სახეს იფარავენ და ადიდებენ იმ უდიდეს საიდუმლოს, რომელიც მათ თვალწინ აღესრულება.

 

საღმრთო ლიტურგია სამყაროს ღერძია: როგორც ბორბალი ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, ჩვენს სამყაროსაც ასე ამოძრავებს საღმრთო ლიტურგია. ის არის საფუძველი მთელი ცხოველი სამყაროსი. და ეს რომ ასე არ იყოს, რომ არ იღებდეს განწმენდას ამ უდიდესი საიდუმლოთი, ღვთაებრივი გამომსყიდველის ამ საშინელი ქმედებით, ჩვენი საზარელი, ცოდვილი სამყარო, სიბილწესა და უსჯულოებაში დაინთქმებოდა. უსისხლო მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულების ჟამს იკურთხება ტრაპეზი და ტაძარი, მათთან ერთად იკურთხება ყოველი იქა მლოცველიც. მიწა და თავად ჰაერიც მხოლოდ იმიტომ გვაძლევს ყოველივე აუცილებელს სიცოცხლისათვის, რომ ტრაპეზზე ბარძიმსა და ფეშხუმში პურისა და ღვინის სახით ასვენია წმინდა ტარიგი – უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

 

ჩემო ძვირფასებო, მადლობა შესწირეთ უფალს იმისთვის, რომ ღირსგვყოფს ვისმინოთ საღმრთო ლიტურგია და ვიხმიოთ მაცხოვრის ყოვლადწმინდა ხორცი და ცხოვრებისმომცემელი სისხლი. გევედრებით შენ, უფალო, შეცთომილთათვის, მათთვის, ვისაც არ სურს და ვინც არ ეძებს შვებას მაცხოვნებელ წმინდა საიდუმლოებში. შენ მიეც მათ გულისხმიერება, უფალო, და სინანულად მოიყვანე ისინი, რათა იცნან ძალა მაცხოვარებისა შენისა.

 

თარგმნა ნანა წერეთელმა (მონაზონი ნინო † 2005)

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა