martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

 
აღდგომის ხატი
 

ტროპარი:

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

 

კონდაკი:

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთახედ უკუდავო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღსდეგ ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიმადლე და მოციქულთა მშვიდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

 

"აღდგა, ვითარცა თქუა". ვითარ გამოგითარგმანო აღდგომაჲ უფლისაჲ? რამეთუ საიდუმლოჲ არს ჯუარ-ცუმაჲ მისი, საიდუმლოჲ არს დაფლვაჲ მისი, საიდუმლოჲ არს აღდგომაჲ მისი. ყოველივე საქმე მისი საიდუმლოჲ არს. ვითარცა იშვა დაბეჭდულთაგან ბჭეთა ქალწულებისათა, ეგერთვე აღდგა დაბეჭდულისაგან საფლავისა და იქმნა პირმშო შესუენებულთაჲ მეუფე ქრისტე. ვითარცა იშვა რაჲ, არა დაჰხსნა ქალწულებაჲ დედისაჲ, ეგრეთვე აღდგა რაჲ, არა შეძრნა ბეჭედნი საფლავისანი. ვერცა შობისა მისისა ძალ-მიც სიტყვით გამოთქუმად, ვერცა შჯულსა ამას და წესსა აღდგომისასა მივწუთები თქუმად.

წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ

 

აი დადგა წმიდა აღდგომა. ვიყოთ ყურადღებით, რომ ეს დღესასწაული ნათლად და ღვთივსათნოდ გავატაროთ, რადგან ეს პასექი ღვთის განგებულების პირველი და უდიდესი საჩუქარია. კეთილკრძალულების საშუალებით ჩვენი სხეული ისე მოვთოკოთ, რომ საკვების ცვლილების მიუხედავად, არ შეიცვალოს ჩვენი სულიერი მდგომარეობა.

სულს უხარია პასექის დადგომა, რადგან მას მისთვის სიმშვიდე და მრავალი შრომის შემსუბუქება მოაქვს.

რატომ ველით ასე მოუთმენლად პასექს, რომელიც მოვა და ისევ წავა? განა ადრეც მრავალჯერ არ გვიდღესასწაულია იგი? ესეც მოვა და წავა – არაფერია მუდმივი ამ სოფლად, აჩრდილებივით მიდიან ჩვენი დღეები და ცხოვრება მირბის შიკრიკივით. ასე იქნება მანამ, სანამ მივაღწევთ ცხოვრების დასასრულს.

მავანი იკითხავს: მაშ არ უნდა გვიხაროდეს პასექის დადგომა? – არა, პირიქით, ბევრად უფრო მეტად გავიხაროთ, – იმ პასექით, რომელიც ყოველდღიურად აღესრულება. და რა პასექია ეს? – განწმენდა ცოდვათაგან, გულის შემუსვრილება, მღვიძარების ცრემლები, წმინდა სინდისი, მიწიერ ნაწილთა მოკვდინება: სიძვის, არაწმინდების, ვნებების, უკეთური სურვილების და ყოველგვარი სხვა სიბოროტის. ვინც ამ ყოველივეს ეღირსება, ის პასექს არა წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველდღე იდღესასწაულებს. ხოლო ვისაც ზემოჩამოთვლილი არ გააჩნია და ვნებებსაა დამონებული, უუნაროა დღესასწაულისთვის. როგორ იდღესასწაულებს ის, ვისთვისაც მუცელია ღმერთი, ვინც ხორციელი სურვილებითაა განხურვებული ან ვერცხლისმოყვარებითაა შეპყრობილი, მონაა დიდებისმოყვარების ანდა ტყვეა სხვა ვნებების?

წმ. თეოდორე სტუდიელი

 

ქრისტეს აღდგომიდან 50 წლის შემდეგ ქრისტიანები ისე მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ რომის იმპერატორ ტრაიანეს აღმოსავლეთის არმიაში 11 000 ქრისტიანი მსახურობდა. მან უკლებლივ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯა... რომის იმპერატორები – მსოფლიოს მბრძანებლები, სიძულვილითა და უმოწყალობით ამხედრდნენ ქრისტიანობის წინააღმდეგ. არც კელტებს, არც მარკომანებს, არც ატილას და არც გენსერიკს არ გაუჟლეტიათ იმ რაოდენობის მოსახლეობა რომის იმპერიაში, რამდენიც რომის იმპერატორებმა – ქრისტიანთა მდევნელებმა გაჟლიტეს. სამი საუკუნე გრძელდებოდა სისხლიანი ბრძოლა მგლებსა და კრავებს შორის. ერთნი მოქმედებდნენ მახვილით, ცეცხლით, მხეცებით, დახუთული საპყრობილეებით, შიმშილითა და წყურვილით, წამებისა და მკვლელობის ყველანაირი საშუალებით; მეორენი იბრძოდნენ სულიერი ძალით, რწმენის ძალით, ღვთის ძალით, ითმენდნენ უსაშინლეს ტანჯვას, დიდსულოვნად კვდებოდნენ სარწმუნოებისთვის. სამ საუკუნოვანი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა... უწიგნურ მეთევზეთა მოძღვრების წინაშე ქედი მოიდრიკეს ამა ქვეყნის ძლიერებმაც და სწავლულებმაც; ყველა ერმა მოიდრიკა ქედი. ჯვარი, რომელიც მანამდე საძაგელი სასჯელის ნიშანი იყო, უმაღლესი პატივის ნიშანი გახდა: მას თავზე და მკერდზე ატარებენ მეფენი და მღვდელმთავარნი; ის აგვირგვინებს ჭეშმარიტი ღმერთის ტაძრებს; ის თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ნიშანია, მისი სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის ნიშანი. ვინ არ აღიარებს ქრისტიანობის დამკვიდრებაში ღვთის ნებას, ღვთის ძალას, ღვთის მოქმედებას, რომელიც აღემატება ადამიანურ ძალასა და გონებას? აღსრულდა შეუძლებელი, ზებუნებრივი, აღსრულდა საქმე ღვთისა. ასეთად წარმოდგება ქრისტიანობა ზოგადად. ქრისტიანობის უფრო დაწვრილებით შესწავლას მივყავართ მისი ღვთაებრიობის უფრო გარკვეულ რწმუნებამდე. ყველაზე ძლიერი დარწმუნება ჩნდება სახარებისეული მცნებების მიხედვით ცხოვრებისაგან, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ“ (ფსალმ. 118,104). მცნებების აღსრულების შედეგად წარმოშობილი დარწმუნება ადამიანის სულში მოქმედებს – ის ყველა გარეგან დარწმუნებაზე ძლიერია. სახარებისეული მცნებები ამშვიდებენ, აცოცხლებენ, ამტკიცებენ სულს. ის, ვინც იგრძნობს სულში მათ მოქმედებას, მოიპოვებს უფალ იესო ქრისტეს ცოცხალ რწმენას და გამოხატავს უფლის წინაშე გულის საწინდარს გადაწყვეტილი და მტკიცე აღიარებით: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გვიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“ (იოან. 6,68-69). „მოყვენ თითნი შენნი“ – ეუბნება მაცხოვარი რწმენაში მერყევ მოწაფეს, მოწაფეს, რომელიც საგონებელშია ჩავარდნილი ღვთის საქმეთა დიდებულების წინაშე – „მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“ (იოან. 20,27). „ხელი შემახეთ მე და იხილეთ“ (ლუკა 24,39) – დაიწყეთ მოქმედება ჩემი მცნებების მიხედვით, ხელი შემახეთ ცხოვრებით, რომელიც თანხმობაშია ჩემს ნებასთან, – და მიხილავთ მე, უხილავს, მიხილავთ თქვენი სულის სულიერი შეგრძნებით; ყოველი, ვინც ამგვარად შემეხება, დარწმუნდება ჩემში და ჩემი შეცნობით აღფრთოვანებული შესძახებს ჩემს საყვარელ მოციქულთან ერთად: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ ამინ.

წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა