martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. მამები გულისსიტყვების (აზრების) შესახებ

 

უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს გულისსიტყვებს (აზრებს) სამგვარი საწყისი აქვთ: ღვთისგან, ეშმაკისგან და ჩვენგან. ღვთისგანაა გულისსიტყვები, როდესაც ღმერთი ღირს-გვყოფს, გვეწვიოს სულიწმიდისმიერი განათლება, აღგვძრავს უფრო მაღალი წარმატებისთვის და შთაგვაგონებს მაცხოვნებელი შემუსვრილებით, რომ მცირედით წარვემატეთ, ანდა უზრუნველობის გამო რაიმემ დაგვამარცხა, ანდა როცა ღმერთი განგვიცხადებს ზეციურ საიდუმლოებს, ჩვენს ნებასა და განზრახვას უმჯობესისკენ წარმართავს... ეშმაკისგანაა გულისსიტყვები, როცა ის ცდილობს ძირს დაგვცეს როგორც ბიწიერებით ტკბობით, ასევე ფარული განდიდებით, დახვეწილი ცბიერებით, ოდეს სიცრუით წარმოგვიდგენს ბოროტებას სიკეთის სახით და ჩვენს წინაშე ნათლის ანგელოზად გარდაისახება... ხოლო ჩვენგან წარმოიშობა გულისსიტყვები, როცა ბუნება (ჩვენი - მთარგმნ. შენ.) იხსენებს იმას, რასაც ვაკეთებთ, ან გაგვიკეთებია, ან მოგვისმენია... (წმ. კასიანე რომაელი)

 

მხოლოდ აზრების მღვიძარედ თვალყურის დევნება არაა საკმარისი; საჭიროა, შეძლებისდაგვარად განვეშოროთ იმასთან სიახლოვეს, რაც ყველაზე მეტად გვახსენებს ვნებებს, აღელვებს და აშფოთებს გონებას, სულში ბრძოლას აღძრავს. (წმ. ბასილი დიდი)

 

ხშირად ადამიანი მრავალი მიზეზის გამო ცოდვას ვერ აღასრულებს, და ხალხის წინაშე შიშიც არცთუ იშვიათად არიდებს ცოდვას; ხოლო ზრახვები უშიშრად და უშრომლად აღესრულება (იგულისხმება აზრით ცოდვა - მთარგმნ. შენ.). მაგალითად, არც თუ იშვიათად ხდება, როცა ვინმე თქვენგანი მიმართავს თავშეუკავებელ მზერას და თავის გულისსიტყვას მიჰყვება, მაგრამ იმწუთასვე გვერდით ჩაივლის. ასეთი (კაცი) ჰგავს დაჭრილ არჩვს, რომელიც მადევრებს გაურბის, მაგრამ თან მიაქვს ჩასობილი ისარი. რამეთუ ვინც თქვენგან გულისსიტყვის მიერაა დამარცხებული, ის უკვე ღვთის წინაშე უბიწო აღარაა. რომ არა ადამიანური შიში და სირცხვილი, კაცი თავის სულთან ერთად ხშირად სხეულსაც შერყვნიდა. ამიტომაც ის უკვე აღარ შეიქნება გვირგვინოსანი, როგორც უბიწო, არამედ თუკი არ შეინანებს, მუდმივად სასჯელის ქვეშ იქნება. (წმ. ეფრემ ასური)

 

ხე ნაყოფით შეიცნობა, ხოლო გონების გამართულობა – იმ აზრების მიხედვით, რომლებშიც ის იმყოფება. გონების გამართულობის მიხედვით სულის მდგომარეობა შეიცნობა. (აბბა ესაია)

 

გმობის აზრები (ღმერთის, წმინდანების, სიწმინდეების შეურაცხმყოფელი აზრები – მთარგმნ. შენ.) უგულებელჰყავი, ყურადღება არ მიაქციო და გაქრებიან; ისინი მოშლიან მხოლოდ იმას, ვისაც მათი ეშინია. (აბბა ესაია)

 

გულისსიტყვის მიერ განცდილი (ის, ვისაც ცოდვილი აზრი ებრძვის - მთარგმნ. შენ.), შეიძლება შევადაროთ კაცს, რომელსაც მარცხნივ ცეცხლი უნთია, ხოლო მარჯვნივ წყლით სავსე ჭურჭელი აქვს; როცა ცეცხლი წაეკიდება, ჭურჭლიდან წყალს იღებს და ცეცხლს აქრობს. ცეცხლი მტრის დანათესია (ეშმაკისგან შთაგონებული ცოდვილი აზრები და გრძნობები - მთარგმნ. შენ.), ხოლო წყალი – ღვთის წინაშე შევრდომა. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)

 

თუკი ვინმე გველებსა და მორიელებს ჭურჭელში ჩასვამს და თავს დაახურავს, ისინი მალე დაიხოცებიან. ასევე დემონების მიერ დათესილი ბოროტი აზრებიც, მოთმინებით განქარდებიან. (წმ. პიმენი დიდი)

 

თუკი ვინმე დგას უკეთური აზრების წინაშე, იბრძვის და იღვწის, განაგდებს და არ ეთანხმება მათ, საშველად თავის მხსნელს, იესოს უხმობს, გამოხსნას შესთხოვს მას, – ასეთი კაცი თანდათანობით გათავისუფლდება ამ აზრებისაგან. და სულიც, ისევე როგორც სხეული სნეულებებისგან, იკურნება თავისი უძლურებისაგან და სიმრთელეს იღებს. (წმ. ტიხონ ზადონელი)

 

ცოდვილი აზრებისა და შეგრძნებების მოგერიება ლოცვის საშუალებით აღესრულება; ეს არის საქმე, ლოცვასთან შეერთებული, ლოცვისგან განუყოფელი; მას მუდმივად ესაჭიროება შეწევნა და მოქმედება ლოცვისა. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)

 

ძალიან სასარგებლოა იესოს ლოცვის ხმამაღლა აღსრულება მაშინ, როდესაც გაძლიერებულად გვიტევენ ხორციელი გულისთქმისა და მრისხანების აზრები და ოცნებები, როცა მათი მოქმედებით სისხლი ხურს და დუღს, როცა გული სიმშვიდესა და სიწყნარეს კარგავს. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)

 

ცოდვილი აზრებისა და გრძნობების გაძლიერებული და გახშირებული თავდასხმების (რასაც ეწოდება ...ბრძოლა) წინააღმდეგ ახალდამწყებისთვის ყველაზე საუკეთესო იარაღია აღსარება. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)

 

აუცილებელია ლოცვის დროს გონება ლოცვის სიტყვებში მოვამწყვდიოთ და განურჩევლად განვაგდოთ ნებისმიერი აზრი, აშკარად ცოდვილიცა და გარეგნულად მართებულიც. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)

 

შეეწინააღმდეგეთ აზრის პირველ შემოტევას, შემუსრეთ ჩვილნი ბაბილონისა (შდრ. ფს. 136, 8-9 - მთარგმნ. შენ.), სანამ ისინი ჯერ კიდევ ჩვილნი არიან – შემუსრეთ ლოცვითა და სიმდაბლით; როცა გაიზრდებიან, გოლიათები გახდებიან და ძნელი იქნება მათთან შეწინააღმდეგება. (წმ. მაკარი ოპტინელი)

 

ნუ გაგიკვირდება, რომ ღვთისმსახურების დროს სხვადასხვა აზრები გეკვეთებიან – როცა მტრების წინააღმდეგ იარაღს აიღებ, ანუ ლოცვას დაიწყებ, მაშინ ისინიც შენს წინააღმდეგ ამხედრდებიან აზრების საშუალებით. უფალს შეევედრე მათ წინააღმდეგ და ნუ შეძრწუნდები: ისინი გაქრებიან... (წმ. მაკარი ოპტინელი)

 

როდესაც აზრებთან შეერთებისა და დატყვევების შედეგად შეგემთხვევა აზრობრივი დაბნელება და ტყვეობა, ნუ დააყოვნებ, უფალს სინანულით, სიმდაბლითა და გულის შემუსვრილებით შეუვრდი; ნუ მიეცემი სასოწარკვეთას, რომელიც ვნებაზე უარესია. ეძიე მიზეზი, რისგან მოხდა, რომ ასე დაზარალდი? მიზეზები შემდეგია: სიამაყე, თავზე დიდი წარმოდგენა, სხვების შეურაცხყოფა და განკითხვა, ტკბილეულის ჭამა, ზედმეტი მოსვენება, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა; ეცადე, რამდენადაც შესაძლებელია, ამ ყველაფერს მოერიდო; ყველაზე მეტად ეცადე, დამდაბლდე, რადგან წმ. იოანე კიბისაღმწერელის სიტყვით: „სადაცა დაცემა იქმნა, ცან, ვითარმედ მუნ პირველად ამპარტავანებამან დაიმკვიდრა“ (კიბე, 23,4). ნუ დააყოვნებ (აზრების) გამჟღავნებას (იგულისხმება მოძღვრის წინაშე - მთარგმნ. შენ.), – ესეც სიმდაბლისაკენ მიგვიძღვის, როცა სხვის წინაშე (მოძღვრის წინაშე - მთარგმნ. შენ.) საკუთარ თავს ამხილებ; ხომ გახსოვს, როცა დაფარე (აზრები), დაზარალდი. (წმ. მაკარი ოპტინელი)

 

თავი დაანებე განკითხვას, საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას ნუ იქონიებ, ნუ უგულებელყოფ სხვა ადამიანებს და გაგშორდებიან გმობის აზრები. (წმ. მაკარი ოპტინელი)

 

მტრები (ეშმაკები) ამპარტავნებით დაეცნენ, და ჩვენც იქით მიგვზიდავენ, მოაქვთ ჩვენთან ქების აზრები. და თუკი სული შეიწყნარებს შექებას, მადლი განეშორება, სანამ არ დამდაბლდება სული. და ამგვარად მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ქრისტესმიერი სიმდაბლის სწავლაში იქნება, და ვიდრე არ ისწავლის, სული ვერ შეიცნობს აზრებისგან განსვენებას და ვერ შეძლებს წმინდად ლოცვას. (წმ. სილუან ათონელი)

 

ცნობილია, რატომ გვებრძვიან გმობის აზრები: პირველი – აღზვავების გამო; მეორე – განკითხვის გამო. დამდაბლდი, ნუ იფიქრებ, რომ სხვებზე უკეთესი ხარ, ნურავის დასდებ ბრალს, საკუთარ თავს კი უსაყვედურე შეცოდებებისა და ცუდი მიდრეკილებების გამო, – და გმობის აზრებიც ჩაჩუმდებიან. ამასთანავე, ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ შეძრწუნდები – უნებურ გმობის აზრებს წმ. მამები ცოდვად არ თვლიან, ხოლო მათი მიზეზები ცოდვაა. (წმ. ამბროსი ოპტინელი)

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა