martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

სწავლანი უბიწოების შესახებ

 

უბიწოება სულისა და სხეულის სიწმინდეა. (წმ. იოანე კიბის აღმწერელი)

ვაი ამის მთქმელს: ყრმობაში დავტკბები ხორციელად, სიბერეში კი მოვინანიებ. რამეთუ უეცრად, როგორც ბადე, დაფარავს მას სიკვდილი და დაიღუპება მისი მოლოდინი. (წმ. ეფრემ ასური)

თუკი სიძვა გებრძვის, განუწყვეტლივ შეაწუხე თავი სიფხიზლით, შიმშილითა და წყურვილით, და ყველას წინაშე თავი დაიმდაბლე. (აბბა ისაია)

თუკი სხეულს სულის მონად არ აქცევ, მაშინ ის სულს ეშმაკს დაუმონებს. (წმ. მაკარი დიდი)

სხეულის გაპოხიერებასთან ერთად სული იფიტება. (აბბა დანიელი)

ჭეშმარიტად უბიწოა, ვინც არა მხოლოდ სხეულს იცავს სიძვისაგან... არამედ მისი სხეულის ყველა ნაწილი, მაგალითად თვალები და ენა, იცავს უბიწოებას... და შინაგან ადამიანში მისი სულიერი ზრახვები არ შეერწყმიან მანკიერ აზრებს. (წმ. ეფრემ ასური)

უბიწოება არის თავშეკავება და გამარჯვება სიამოვნებებზე, რომლებიც ჩვენ განგვცდიან. (წმ. იოანე ოქროპირი)

თუკი უბიწოება გიყვარს, განდევნე ხოლმე სამარცხვინო აზრები წიგნების კითხვითა და ხანგრძლივი ლოცვით. (წმ. ისააკ ასური)

თუნდაც რომ სული დაწყლულებული იყოს სამარცხვინო ვნებებით, დაბრმავებული – ცოდვის სიბნელით, მას აქვს ნება შეღაღადოს და მოუხმოს იესოს, რომ ის მოვიდეს და აღასრულოს სულის სამუდამო გამოხსნა. (წმ. მაკარი ეგვიპტელი)

სიწმინდე – ეს არის სიძვის ვნების საწინააღმდეგო სათნოება. ესაა სხეულის განშორება ცოდვაში ჩავარდნისგან და ყველა იმ მოქმედებისგან, რომლებსაც ცოდვასთან მივყავართ; ესაა გონების განშორება სიძვის აზრებისა და ოცნებებისგან, და გულის განშორება – სიძვის შეგრძნებებისა და ლტოლვისაგან. ამას მოყვება სხეულის განშორება ხორციელი გულისთქმისაგან. (წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი)

რისი გამომჟღავნებაც გვრცხვენია ხალხის წინაშე, იმასთან ფარული თანხმობითაც  არ უნდა შევიბილწოთ თავი. შესაძლოა ეს დაიფაროს კაცთაგან, მაგრამ ვერ დაიფარება ანგელოზთაგან და თვით ყოვლისშემძლე ღმერთისგან, რომლისგანაც ვერანაირი საიდუმლო ვერ დაიმალება. (წმ. კასიანე რომაელი)

სიწმინდე და უბიწოება ფრიად დაიცავი და დაუკვირდი, რა შეეწევა მათ. პირველი: ნაკლები ჭამე და სვი, მარხვა შეიყვარე. მეორე: ნურასოდეს იქნები უქმად, ყოველთვის აკეთე რაიმე. მესამე: მუდმივად გახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე ხარ, ის ყველგან გხედავს და უყურებს შენს საქმეებს, სიტყვებსა და აზრებს. როგორ გაბედავ ღვთის წინაშე შესცოდო და თავი შეიბილწო? გაფრთხილდი, არა მხოლოდ საქმით, არამედ აზრითაც არ შესცოდო. დედ-მამის წინაშე ვერ ბედავ ცოდვის ჩადენას, უზენაესი ღმერთის წინაშე როგორღა შესცოდებ? მეოთხე: როგორც კი ცუდი აზრი მოვა, იმწამსვე განდევნე და ილოცე: უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მე ცოდვილს. მეხუთე: ხშირად ილოცე და შესთხოვე ქრისტეს: უფალო, მომანიჭე სიმდაბლე, უბიწოება და სხვა სათნოებები. ლოცვისა და ღვთის შეწევნის გარეშე უბიწოება და სხვა სათნოებები არ მოგვეცემა. მეექვსე: დაიცავი თვალები ლამაზი სახეების შეხედვისგან, ყურები – მაცდუნებელი სიმღერებისგან, ნუ მოიხიბლები მათით. მეშვიდე: ტაძარში დგომისას აქეთ-იქით ნუ იყურები, იყურე მიწისკენ და წმინდა საკურთხევლისკენ, გონება კი ღმერთისკენ აღიყვანე. (წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი)

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა