martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. ტიხონ ზადონელი

 

ქრისტეს საშინელი სამსჯავროს შესახებ

 

საყვარელო ქრისტიანებო! ვღელავ და ვძრწი, როდესაც ვისმენ და ვფიქრობ უფლის სიტყვებზე:

„აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს“ (გამოცხ. 22,12). ვინ ამბობს ამას? დიდი და საშინელი ღმერთი. რის შესახებ ამბობს? იმის შესახებ, რომ თვითონ მოდის ყოველთა განსასჯელად და მიგებად თითოეულსა საქმეთა მათთაებრ.

საბრალობელო ცოდვილებო! ამ სიტყვებს რომ ისმენთ, რას ფიქრობთ? თვით უფალი მოდის ჩვენს განსასჯელად, მოდის მრავლითა ძალითა და დიდებითა. დაინდე, უფალო, დაინდე შენი ქმნილება! მხოლოდ შენ ხარ უცოდველი, სხვა არავინ. საყვარელნო, საშინელია ის დღე და საათი, როდესაც ღმერთი ცოდვებს განსჯის. ჩვენთვის ადამიანური სამსჯავროც შემზარავია, მაგრამ იგი ვერ შეედრება ღვთის სამსჯავროს საშინელებას.

ადამიანურ სამსჯავროზე ჩვენივე მსგავსი კაცი განსჯის. იმ სამსჯავროზე თვითონ ღმერთია მსაჯული. ადამიანურ სამსჯავროზე მოწმეები განსასჯელს ბრალს სდებენ ან ამართლებენ. იქ ისინი საჭირო არ არიან, რადგან მსაჯულმა თავად ყოველივე უწყის. ადამიანურ სამსჯავროზე ხშირად განსასჯელთა მდგომარეობას უწევენ ანგარიშს და მდიდარს უკეთ ეპყრობიან, ვიდრე ღარიბს, ხოლო დიდგვაროვანს ამჯობინებენ უგვაროვნოს. ზეციურ სამსჯავროზე მსაჯული მდგომარეობას არ ითვალისწინებს, სინდისისა და საქმეების მიხედვით სჯის. ადამიანურ სამსჯავროზე ხშირად კაცნი ერთმანეთს შუამდგომლობენ, დიდგვაროვნები – დიდგვაროვნებს ეხმარებიან, მდიდრები – მდიდრებს. იქ ასე არ იქნება – ყველა საკუთარ თავზე აგებს პასუხს. ადამიანურ სამსჯავროზე ხშირად ოქრო-ვერცხლი იცავს ადამიანს, იქ კი ეგრე არ იქნება. ადამიანურ სამსჯავროზე ხშირად მჭევრმეტყველება და მოხერხება შველის ადამიანს, იქ ისინი დადუმდებიან და დამუნჯდებიან. ადამიანურ სამსჯავროზე კაცს მცირერიცხოვანი ხალხის წინაშე სდებენ მსჯავრს და ასამართლებენ, ხოლო იქ მთელი მსოფლიოს წინაშე განისჯება ცოდვილი. ადამიანურ სამსჯავროზე მხოლოდ ხილული საქმეები განისჯება, იქ – დაფარული გულისსიტყვები. ადამიანურ სამსჯავროზე მხოლოდ ბოროტი საქმეები განისჯება, იმ სამსჯავროზე – „ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთვის“ (მათ. 12,36). რადგან იქ მართალ სიტყვაზეც მოგვიწევს პასუხის გაცემა, მაშ იმას რისი იმედი აქვს, ვინც სულსა და სხეულს უწმინდურებით იბილწავს; ვინც ქვრივებსა და ობლებს ცრემლს აღვრევინებს; ვინც სხვის ქონებას იპარავს და იტაცებს; ვინც თავისი ენით, როგორც ცულით, ჭრის და კლავს თავის მოყვასს; ვინც ცბიერებით ატყუებს ადამიანებს? რისი იმედი აქვთ სჯულის სხვა დამრღვევებს, რომელნიც ისე იკვებებიან უსჯულოებით, როგორც პურით? „აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს“.

ქრისტიანებო, რჩეულო მოდგმავ! ვიხილეთ ქრისტეს, ჩვენი ღმერთის, პირველი მოსვლა, მეორესაც ვიხილავთ.

ის თვითონ გვპირდება: „აჰა ესერა მოვალ ადრე“ და ა.შ. პირველ მოსვლას მისი წმიდა წინასწარმეტყველნი აუწყებდნენ ქვეყნიერებას: „მოვა, მოვა ქრისტე ქვეყნად“ – და მოვიდა. მეორედ მოსვლასაც ეკლესიის მოძღვრები გვამცნებენ: „აი მოდის, ქრისტე ისევ მოდის ქვეყნად“ – და მოულოდნელად გამოცხადდება! მისი პირველი მოსვლა ჩუმი და მდაბალი იყო, მეორე სწრაფი და დიდებული იქნება: „რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (მათ. 24,27). ქვეყნიერებამ ქრისტე, მისი პირველი მოსვლისას, ჩვენი ცოდვების გამო ტანჯული და მომაკვდავი იხილა, მეორედ მოსვლისას იხილავს თავისი დიდების საყდარზე მჯდომარეს, ცოდვილთა განმსჯელს და ყველასთვის საქმეთა მათთაებრ მიმგებელს. ახლა ის ცოდვილებს ეუბნება: „შეინანეთ“, მაშინ ეტყვის: „მიპასუხეთ!“ დღეს თავისკენ უხმობს ცოდვილებს: „მოვედით ჩემდა“, მაშინ შეუნანებელ ცოდვილებს ეტყვის: „წარვედით ჩემგან“ (მათ. 25,34,41). საით? – „ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისთვის და ანგელოზთა მისთათვის“.

ოჰ, რა საშინელია ეს სიტყვა! საწყალი ცოდვილები! ის დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა, მსაჯული კიდევ გვითმენს, რადგან არავის დაღუპვა არ სურს, ისევ ელოდება ჩვენს სინანულს, ჯერ არ განგვიკითხავს, ჯერ კიდევ სწყალობს ყოველ მონანულსა და მლოცველს. ჩვენც შევინანოთ და მივიღებთ მისგან წყალობას, მისი მოსვლისას მარჯვნივ დავუდგებით, ყოვლადსაამო ხმას გავიგონებთ მისგან: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ“ (მათ. 25,34).

ეს სიტყვაც საშინელია, საყვარელნო:

„გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა“ (ფსალმ. 49,21).

საშინელია, რადგან ამასაც დიდი ღმერთი ამბობს. ვის ეუბნება? – ცოდვილს, როგორც ზემოთ წერია იმავე ფსალმუნში: „ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან“ (49,16). რა უთხრა? – უთხრა, რომ ყველა მისი ცოდვის გამო ამხელს და ყველა მის უსჯულო ნამოქმედარს მის წინაშე წარმოადგენს. სად? – მსოფლიო საკრებულოს წინაშე, სადაც იქნება ყველა წმიდა ანგელოზი და ყველა ადამიანი, ვისაც კი უცხოვრია ქვეყნის დასაბამიდან დასასრულამდე. ამ საყოველთაო შეკრებაზე იმხილება თითოეული ცოდვილი, მისი უსინდისო და ღვთის საწინააღმდეგო ქმედებები წარმოდგებიან მის წინაშე და მთელი მსოფლიოსთვის გაცხადდებიან.

„გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა“. – ცოდვილო, ესა და ეს გაგიკეთებია: ქურდს უამხანაგდები, მემრუშეებს თანაეზიარები, ბაგენი შენნი ავად მეტყველებენ და ენა შენი მზაკვრობას თხზავს. ზიხარ და შენს ძმაზე სიბოროტეს ამბობ, დედაშენის შვილს ცილსა სწამებ (ფსალ. 49,18-20). ცოდვილო! შენ არღვევ ჩემს სჯულს და განაგდებ ჩემს სიტყვებს; და გგონია, რომ ეს ყოველივე დაუსჯელი დარჩება და პასუხისგებისათვის არ მოგიხმობ? რატომ უგულებელყოფს უკეთური ღმერთს და გულში ამბობს: „არა გამოიძიოს“ (ფსალმ. 9,34)? არა, არა, ისე არ იქნება, შენ რომ უსჯულოდ ოცნებობ და თავს იმშვიდებ. ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებია, პასუხს მოგთხოვ, შენს თითოეულ უსჯულო საქმეს, სიტყვას, გულისსიტყვას, წამოწყებას, ჩანაფიქრს, საქციელს წარმოგიჩენ: აი, ცოდვილო, ესა და ეს გიფიქრია და წამოგიწყია, ესა და ეს გაგიკეთებია და გითქვამს, ასე დაგირღვევია ჩემი მარადიული და დაურღვეველი კანონი, ჩემი წმიდა სიტყვები არად ჩაგიგდია და დაგითრგუნავს.

„გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა“. მეძავსა და ყველა სიბილწის მოქმედს წარმოუდგება ყველა მისი ბილწი ოცნება, სიტყვა, მზერა და საქმე: სად და როდის აღუსრულებია, ვისთან აღრეულა უწმინდურებით. ღვარძლიანს წარმოუდგება ვის და რანაირად ავნო, ვის და როდის მიაწოდა მოწამლული სასმისი და ამით მოუსწრაფა ან შეუმოკლა სიცოცხლე; ვინ და ვის წინაშე დაამცირა, შეურაცხყო თავისი ცილისწამებით. წარმოუდგება მისი ნამოქმედარი – სხვათათვის სახელის გატეხა, ყვედრება, ლანძღვა-გინება, დაცინვა, დამწუხრება და სხვ. ქურდები და მტაცებლები დაინახავენ ყველა თავის საეშმაკო საქმეს – ფარულად, ცხადად თუ მზაკვრულად აღსრულებულს; დაინახავენ სად, როდის და ვის რა მოსტაცეს თავხედურად, ან ვერაგულად მიითვისეს, ან ფარულად მოიპარეს. უსჯულო ვაჭარი დაინახავს, რომელ საქონელს ყიდდა უნამუსოდ და მოტყუებით; რომელ უვარგის საგნებს ასაღებდა ვარგისად, იაფს – ძვირფასად, ერთ ნივთს – მეორის ნაცვლად; რამდენ წყალს ურევდა ღვინოს, რამდენჯერ და რა საგნებზე ითხოვდა მათ ღირებულებაზე მაღალ ფასს უსინდისოდ. [და ეტყვის უფალი]: აი, შენ ესა და ეს კაცი ამა და ამ დროს შენი საქონლის გაყიდვისას მოატყუე, შენი სინდისის საწინააღმდეგოდ იქცეოდი, ჩემს მცნებაზე („არა იპარო“) მეტად შენს ბილწ მოგებას სცემდი პატივს.

ცბიერი და პირფერი კაცი დაინახავს თავის ყველა ვერაგულ ჩანაფიქრს და მხილებულ იქნება – ვინ როდის და როგორ მოატყუა და აცდუნა, ვის ეპირფერებოდა თავისი ენით; მგმობელსა და მაგინებელს წარმოუდგება მისი მგმობელი სიტყვები, რაც კი ამოუნთხევია თავის შემოქმედ ღმერთზე და მის წმინდანებზე, ღმერთის [ხატად] და მსგავსად შექმნილ ადამიანებზე; მხილებულ იქნება, სად და როდის, ვის წინაშე უთქვამს ეს სიტყვები. უკეთურ უფროსს წარმოუდგება მისი უზრუნველი დამოკიდებულება მისდამი დაქვემდებარებული ადამიანების მიმართ, ძალადობა, შეწუხება და სხვა უსჯულო საქმეები. დაუდევარი მწყემსი [ეკლესიისა] დაინახავს თავის უზრუნველობას ქრისტეს სამწყსოს მიმართ და მის მიერ ჩადენილ სხვა ცოდვებს. მექრთამე მოსამართლე იხილავს ფიცილს, დანაშაულს, ღვთის სამართლის გათელვას, მის მიერ ჩადენილ სხვა უსჯულოებას. დაუდევარი მშობელს წარმოუდგება თავისი უზრუნველობა შვილების აღზრდაში, რის გამოც ისინი გაირყვნენ და დაიღუპნენ, იხილავს სხვა საცდურებსაც, რომლებიც მათ დასანახად ჩაუდენია. ბატონს წარმოუდგება ყველა მისი მძლავრობა და შეურაცხყოფა, რაც კი თავის მონებს მიაყენა.

ერთი სიტყვით, იქ ყველა ცოდვილს წარმოუდგება თავისი ცოდვები, ფარულად თუ ცხადად ჩადენილი. თქვენც წარმოგიდგებათ, წუთისოფლის მოყვარენო და ჟინიანებო, წარმოგიდგებათ თქვენი ნადიმები, ღრეობები, მეჯლისები, ოპერები, მასკარადები, ცეკვები, ბანქოს თამაშობები, ძაღლებით ნადირობები და სხვა გართობები; დაინახავთ მათდამი მიჩვევით როგორ განაშორეთ თქვენი გული ღვთისაგან, რომელსაც აღიარებდით. ამ ამაოებაში დაივიწყეთ ღმერთი, თქვენი სურვილები მიაქციეთ არა ღვთისა და მისი სასუფევლისაკენ, არამედ ამა სოფლის საცდურებისკენ, მათში ჰპოვებდით ნუგეშისცემასა და მხიარულებას. იქ თქვენ წარსული მხიარულების ნაცვლად თქვენს აწმყო და მარადიულ მწუხარებას, ურვას, სნეულებასა და დანანებას დაინახავთ.

„გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა“.

მაშინ მხილებულ იქნება ყველა ცოდვილი და გაიგონებს:

აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს მეძავი: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს ქურდი და მტაცებელი: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს გულღვარძლიანი: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს მზაკვარი და ორგული: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს უსჯულო უფროსი: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს მექრთამე მოსამართლე: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს უზრუნველი და მაცდუნებელი მშობელი: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს სჯულის დამარღვეველი მწყემსი: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს უკეთური ბატონი: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს ყველა უსინდისო მონა და მორჩილი: აი კაცი და საქმენი მისნი! და ბოლოს, ყველა ცოდვილი, ვინც სინანულით არ განწმენდილა, გაიგონებს: აი კაცი და საქმენი მისნი! გაიგონებს და დაფარავს მას სირცხვილი, მოიცავს შიში, თრთოლა და ზარი. მაშინ ეტყვიან მთებსა და კლდეებს: „დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა. რამეთუ მოვიდა დღე იგი დიდი რისხვისა მისისაჲ და ვინ შემძლებელ არს დადგომად?“ (გამოცხ. 6, 16-17).

საწყალობელო ცოდვილებო! ჯერ ის დიდი დღე არ დამდგარა, ჯერ ღმერთი სინანულს ღებულობს, მონანულებს ცოდვებს მიუტევებს. მივიქცეთ ღვთისკენ სინანულითა და ცრემლით, მივატოვოთ ცოდვები, მხურვალე ცრემლით წარვხოცოთ ჩვენი შეცოდებები, რათა აღარ გვქონდეს ისინი იმ საყოველთაო სამსჯავროზე და არ გვამხილონ, როგორც ბოროტმა მტრებმა. იტირე, იტირე ცოდვილო სულო, მწუხარე იქმენ და ინანე, რომ ღმერთს შესცოდე! ითხოვე, ეძიე, ირეკდი და გაგიღებს უფალი თავისი მოწყალების კარს: „რამეთუ ყოველი, რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს“ (მათ. 7,8). დიდება კაცთმოყვარე ღმერთს ამისთვის, დაე ყოველი კაცი იტყოდეს: იყავნ, იყავნ!

 

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა