martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

სწავლანი შურის შესახებ

 

როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური – სულს, რომელშიც მკვიდრობს.

წმ. ბასილი დიდი

 

ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან.

წმ. ბასილი დიდი

 

შური მკვლელობის ტოლფასია: ესაა მიზეზი პირველი კაცისკვლისა, ხოლო შემდეგ – ღვთის მკვლელობისა.

წმ. გრიგოლ პალამა

 

შურის ფესვი და საწყისი ამპარტავნებაა. რადგან ამპარტავანს სხვებზე მაღლა ყოფნა სურს, ვერ ითმენს, რომ ვინმე მისი ტოლი იყოს, მით უმეტეს – მასზე აღმატებული და კეთილდღეობაში მყოფი; ამიტომაც წუხს მისი ამაღლების გამო. თავმდაბალს არ შეუძლია შურდეს, რადგან ხედავს და აღიარებს თავის უღირსებას, სხვებს კი უფრო ღირსეულებად მიიჩნევს, ამიტომაც მათი ნიჭების გამო გულისწყრომა არ ეკარება. ეს ვნება (შური) მათშია, ვინც თვლის, რომ ისინი ქვეყანაზე განსაკუთრებულნი არიან და საკუთარ თავზე განდიდებით მეოცნებენი სხვებს არაფრად მიიჩნევენ. ასე შფოთავს ამაყი საული მშვიდ და თავმდაბალ დავითზე, რადგან მოზეიმე ქალებმა ის (დავითი) მეტად შეაქეს, როგორც თავად საული ამბობს: „ვითარ მისცეს დავითს მოწყუედა ბევრეულთა და მე ათასეულთა?“ (1 მეფ. 18,8). ამიტომაც დაუწყო დევნა უდანაშაულოს.

წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი

 

შურის მიზანი ისაა, რომ ის, ვისიც გვშურს, ცუდ დღეში ვიხილოთ. შური მაშინ ჩნდება, როცა სხვისი კეთილდღეობა იწყება, და ქრება, როცა მთავრდება სხვისი კეთილდღეობა და იწყება უბედურება. ასე, ჩვენი პირველმშობლები შურით იქნენ ჩამოგდებულნი მაღალი ნეტარებიდან საცოდავ მდგომარეობაში. შურმა ასწავლა კაენს, თავს დასხმოდა და მოეკლა აბელი. შურის მოქმედებით გაიყიდა იოსები ეგვიპტეში. შურს უნდა მიეწეროს, რომ იუდეველებმა ჯვარს აცვეს ქრისტე, თავიანთი უფალი და კეთილისმყოფელი. ამგვარად, ამპარტავნებისგან იწყება შური, შურისგან სიძულვილი, სიძულვილისგან სიბოროტე; სიბოროტეს მიჰყავს ყველაზე არასასიკეთო დასასრულამდე. ამიტომ ამბობს წმიდა ოქროპირი: „მკვლელობის ძირი შურია“.

წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი

 

ღვთის გულისათვის არ დაუშვა, რომ ეს კაენის თესლი (შური) აღმოცენდეს შენში, დათრგუნე მისი მცირე ღივები, შემუსრე „ჩვილნი ბაბილონისა“, სანამ ჯერ კიდევ ჩვილნი არიან. საწყისიდანვე დაამხე ისინი თავის ყვედრებითა და სიმდაბლით.

ღირსი მაკარი ოპტინელი

 

მას (შურს) ისევე, როგორც ყველა სხვა ვნებას, აქვს განსხვავებული ზომები და ხარისხები, ამიტომაც უნდა ვეცადოთ, დავთრგუნოთ და ამოვძირკვოთ პირველივე შეგრძნებისას, ვევედროთ ყოვლისშემძლე გულთამხილავ ღმერთს ფსალმუნის სიტყვებით: „საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე. და უცხოთაგან იცევ მონაჲ შენი“ (ფსალმ. 18,13-14).

ასევე სიმდაბლით უნდა ვაღიაროთ ეს უძლურება სულიერი მამის წინაშე.

ხოლო მესამე საშუალებაა – ყოველნაირად ვეცადოთ, არ ვთქვათ რაიმე საწინააღმდეგო იმ ადამიანზე, ვისიც გვშურს. ამ საშუალებების გამოყენებით ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შურის უძლურებისაგან განკურნებას (თუმცა ეს მალე არ იქნება).

ღირსი ამბროსი ოპტინელი

 

უნდა ვაიძულოთ თავი, თუნდაც სურვილის საწინააღმდეგოდ, რომ საკუთარ მტრებს სიკეთე გავუკეთოთ, და მთავარია – არ გადავუხადოთ სამაგიერო და ფრთხილად ვიყოთ, რომ რამენაირად არ ვაწყენინოთ უგულებელყოფით ან შეურაცხყოფით.

ღირსი ამბროსი ოპტინელი

 

როდესაც ვინმეს მიმართ გრძნობ ცუდ განწყობას, ან გულისწყრომას, ან გაღიზიანებას, – საჭიროა ილოცო მისთვის, იმის მიუხედავად, დამნაშავეა ის თუ უდანაშაულო.

ღირსი ნიკონ ოპტინელი

 

ერთხელ ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი თვალები ხედავენო უკეთესად: შავი თუ ნაცრისფერი, კაცის თუ ქალის, ადამიანის თუ პირუტყვის? მან უპასუხა: ყველაზე უკეთ შურიანი ადამიანის თვალები ხედავენ. ისინი ხედავენ ყველაფერს: ახლოს ყველაზე უმცირესს, და იმასაც, რაც შორსაა; მხოლოდ ერთს ვერ ხედავენ – კარგს, და თუ დაინახავენ, ცრემლით აივსებიან და შეეცდებიან, ვერ იხილონ, თითქოს თავისით უნებურად იხუჭებიან. როგორც გინდა დაიმალე, ჩაიკეტე, განეშორე, შენს საცხოვრებელში დადუმდი, გაიქეცი განმარტოებაში, უდაბნოში – შურიანის თვალები იქაც დაგეწევიან და დაინახავენ, რას აკეთებ. შურიანს თითქოს ერთგვარი სამზერი მილები აქვს, რომელთა საშუალებითაც ძალიან შორს ხედავს. სად იპოვი ისეთ კაცს, თუნდაც ყველაზე კეთილისმყოფელსა და წმინდას, რაიმე ბიწი რომ არ ჰქონდეს? მხოლოდ ღმერთია უცოდველი და უბიწო. „გამკიცხველი ეხება არა მარტო მრავალს, არამედ საუკეთესოებსაც, რადგან მხოლოდ ღმერთია სრულიად უდანაშაულო და ვნებებისთვის მიუწვდომელი“, ამბობს ღვთისმეტყველი. მაგრამ შურიანის თვალები ადამიანებში უმცირეს მანკიერებებსაც ამჩნევენ, ისეთებსაც კი, რომლებიც მათში არასოდეს ყოფილა.

დასასრულს გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სწავლება: „ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე“ (გალატ 5,26). ნუ ვიქნებით მზვაობრები; თითოეულმა მხოლოდ საკუთარი ვიცოდეთ; ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, ნუ შეგვშურდება ერთმანეთის. თუკი თქვენ ერთმანეთს ჭამთ, გაფრთხილდით, ყველანი არ დაიღუპოთ – „უკუეთუ ურთიერთარს იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთარს განილინეთ“ (გალატ. 5,15). ეს წინასწარმეტყველება ჩვენზე აღსრულდა (მქადაგებელი თავის სამშობლოს, საბერძნეთს გულისხმობს). თქვენ იცით, როგორ დაიღუპა ჩვენი ხალხის დიდებულება და სამეფოს დიდება, მიხედეთ მის ისტორიას. ვერც სპარსეთის ძალები, ვერც აგარიანთა მახვილი ვერ მოუტანდა ამ სამეფოს ბოროტებას, მის მოქალაქეებს უკეთური შური რომ არ ჰქონოდათ. როცა ოჯახში, საზოგადოებაში, ქალაქში ან სახელმწიფოში დამკვიდრდება შური და ადამიანები იწყებენ ერთმანეთის სიბოროტით გამწარებას, მაშინ დასამარცხებლად აღარაა საჭირო არანაირი უცხო მტერი. „როცა ჩვენ შურით ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებას ვიწყებთ, მაშინ ჩვენს დასაღუპად ეშმაკიც აღარაა საჭირო“, ამბობს ოქროპირი.

ღვთის გულისათვის, რომელიც გვწამს და რომელიც არის ღმერთი მშვიდობისა და მამა მოწყალებისა, სახარების გულისათვის, რომელიც სიყვარულის აღთქმაა, ეკლესიის გულისათვის, რომელიც თანხმობისა და ერთობის ადგილი უნდა იყოს, არ უნდა დავუშვათ ჩვენში შურის მცირედი გამოვლინებაც კი! ნუ მივცემთ მტრებს სიხარულის მიზეზს. ფილისტიმელებმა დაამარცხეს ისრაიტელები, იმავე დღეს მოკვდა საული შვილებთან ერთად. ისრაიტელებს არასოდეს ჰქონიათ უფრო დიდი დანაკარგი. დავითმა გაიგონა თავისი ხალხის ამ განსაცდელის შესახებ და თავის მხლებლებს ასე მიმართა: „ნუ მიუთხრობთ მაგას გეთად, ნუცა ახარებთ შესავალთა ასკალონისათა“ (2 მეფ. 1,20), რომ მტრებმა არ გაიგონ ჩვენი გასაჭირი და არ გაიხარონ. „რაჲთა არა უხაროდის ასულთა მათ უცხოთესლთასა“ (იქვე). ძმებო და მახლობლებო ქრისტიანებო! სხვების უბედურებებს, ტანჯვას, დანაშაულებსა და ცოდვებს ნუ გამოვააშკარავებთ განკითხვისათვის, ერთმანეთის გაღიზიანებით, ერთმანეთის შურით, რომ არ ხარობდნენ უცხოტომელნი, ჩვენი ხილული და უხილავი მტრები. დუმილი, თანაგრძნობა, მეგობრული გრძნობა! ხოლო გამკიცხველი შური, გამაღიზიანებელი შური, მოყვასის განმკითხველი შური – გაძევებული უნდა იქნას ქრისტიანთა გარემოდან! ვისაც ასეთი ვნება დაეუფლება, ის ღირსი არაა ადამიანად იწოდებოდეს, მით უმეტეს ვერ იწოდება ქრისტიანად.

მღვდელმთავარი ილია მინიატისი

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა