martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

თუესა ნოემბერსა კდ

 

წამებაჲ წმიდისა ეკატირინაჲსი, რომელი იყო ასული კოსტა მეფისაჲ

 

წელსა მეოცდაათურამეტესა მეფობასა უღმრთოჲსა და უშჯულოჲსა მეფისა მაქსიმეანესსა შური დიდი იყო კერპთმსახურებისაჲ; რომლისათჳსცა დაჯდა მეფე საყდართა ზედა ქალაქსა შინა ალექსანდრიასა და განსცა ბრძანებაჲ ყოველთა ადგილთა ზორვად კერპთა; და დაწერა ეპისტოლე ყოვლით კერძოვე განტევებულად, რომელსა შინა წერილ იყო სახე ესევითარი:

 

მეფისა მაქსიმიანეს მიერ ყოველსა სოფელსა სიხარული. ყოველნი უკუე შემოკერბით ვიდრე ჩემდამდე დიდსა შინა ქალაქსა ალექსანდრიას, რამეთუ განჩინებაჲ იქმნების დიდთა ღმერთთაჲ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა, რაჲთა სცნათ განჩინებული იგი ჩემ მიერ. და რომელმან არა ისმინოს ბრძანებული ესე ჩემმიერი, მსწრაფლ წარმომიდგინეთ ჩემ წინაშე, რაჲთა განუმზადო მას მახჳლი და ცეცხლი სატანჯველად. და ცოცხლივ იყვენით.

 

და ვითარცა წარსცა წიგნები ესევითარი, შემოკრბებოდა სიმრავლე ფრიადი ყოვლით კერძოვე, რომელნი მკჳდრ იყვნეს საბრძანებელსა სამეუფოჲსა მისისასა.

 

და ვითარ შეკრბა სიმრავლე ურიცხვი, ვერ იტევდა ადგილი იგი.

 

მაშინ მეფე მაქსიმიანოს შემდგომად ექუსისა დღისა დაჯდა საყდართა ზედა. და უბრძანა ქადაგთა ჴმობად, რაჲთა შეკრბენ ყოველნი ტაძარსა შინა კერპთასა. რამეთუ უბრძანა მეფემან ყოველთა მდიდართა, რაჲთა მოიბან მათ თანა ყოველთა ზუარაკები და ვერძები მსხუერპლად ღმერთთა მათთათჳს, ხოლო მკოდოვთა და გლახაკთა – მფრინველი რომელივე. და უბრძანა მეფემან თჳსთა მსახურთა მოსხმად ოცდაათი კუროჲ, რაჲთა იყოს იგი შესაწირავად კერპთა საჴელად მეფისა.

 

ამას ვითარ ხედვიდეს ყოველნი, მოჰყვანდა თითოეულსა მათსა ზუარაკები მსხუერპლად ღმერთთა: მთავართა და ეპარხოსთა და ერისთავთა და ტრიბონთა და ყოველთა, რაოდენნი იყვნეს ჴელმწიფებასა ქუეშე მეფისა მაქსიმიანესსა.

 

და რომელნი ვერ შემძლებელ იყვნეს ზუარაკთა, აქუნდა ჴელთა მათთა თჳთოფერი მფრინველები, ვიდრემდის ვერ იტევდა ადგილი იგი ტაძრისა მის კერპთაჲსაჲ, და ქალაქი – სიმრავლესა ურიცხვთა კაცთა და პირუტყუთა და მფრინველთასა, რომელი-იგი მოეყვანა მათ მსხუერპლად, ვიდრემდის დიდისა მისგან ჴმისა და ღაღადებისა კაცთა და პირუტყუთაჲსა იძრვოდა ქუეყანაჲ, და შეიგინებოდა სისხლითა პირუტყუთაჲთა ქუეყანაჲ და ჰაერნი, საცთურითა მით შეგინებულთა კერპთაჲთა.

 

ხოლო იყო ვინმე დედაკაცი ქალაქსა მას შინა ალექსანდრიასა; ასული იყო მხოლოდშობილი მეფისა ვისიმე, და ვითარ გარდაიცვალა მეფე ცხორებისა ამისგან, დაშთა იგი მარტოჲ პალატსა შინა მშობელთა თჳსთასა, ყოველსა ზედა სიმდიდრესა და მონაგებთა და მჴევალთა, რომელთაჲ არა იყო რიცხჳ ყოვლადვე. ხოლო საჴელი მისი იყო ეკატირინა.

 

ესე იყო სწავლულ ყოველთა წიგნთა ასკლიპიოსისთა და ბირგილიონსა და გამომთქუმელთა ბრძანებასა და ღალინოჲსსა და არისტოტელესსა და ორმირესსა და პლატონისსა და ევსებისსა და დიონოსისა, საბელაჲსსა, იანისსა და იანბრისსა, მკუდართა მისნობასა და რავდენნი იგი ბირგილიოს გამოთქუნა. და ყოველი უკუე მითხრობაჲ გამომეტყუელთაჲ და ბირგილიონისი და სამეოცდაათორმეტსა ენასა ქუეყანისსა იტყოდა პირი მისი და არა იყო არცა ერთი ენაჲ, რომელი არა უწყოდა მან თავსა შინა თჳსსა. ხოლო იყო იგი წლისა ათრვამეტისაჲ.

 

ამან ვითარცა იხილა ჴმაჲ იგი პირუტყუთა და საცხოვართაჲ და სიმრავლე მტირალთაჲ, რომელნი ვერ იკადრებდეს თქუმად, ვითარმედ ქრისტეანე ვართ, შიშისაგან უშჯულოჲსა მის მეფისა, ხოლო წარმართნი მოსწრაფე იყვნეს სიხარულით განცხრომად და ზორვად წინაშე ღმერთთა მათთა შეგინებულთა, იხილა რაჲ ესევითარი საქმე ნეტარმან მან, წარიყვანნა მონანი თჳსნი და შევიდა ტაძარსა მას კერპთასა, სადა-იგი ურიცხჳ სიმრავლე უზორვიდა. რამეთუ არავინ იყო უშუენიერეს მისსა შუენიერებითა შორის დედათა, და იყო იგი ჰასაკითა დიდ ფრიად, და ვითარცა-რაჲ კჳპაროსსა უტჳრთავნ მრავალფერი ცუარი ცისკრისაჲ და აღმატებულ არნ ყოველთა ხეთა უფროჲს და თხემი თავისა მისისაჲ დგან შუენიერად, ეგრეთვე ნეტარსა მას ეტჳრთა მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ჩნდა იგი ხატითა თჳსითა, ვითარცა არს წესი სოფლიოჲსა, და ნათობდა შინაგანი მისი ვითარცა მთოვარე. და დაიწერა მან უფლისა მიერი ბეჭედი და შევიდა შინაგან სიმრავლესა მის თანა და მოვიდა ზღურბლთა თანა ტაძრისა მის კერპთაჲსა ვიდრე მეფე უზორვიდაღა. და ჰრქუა მან მეკარეთა: შემიშჳთ მე პალატად, რაჲთა ვყო მე სიტყუაჲ მეფისა თანა. ხოლო მათ აუწყეს მეფესა და ბრძანა შეყვანებაჲ მისი ტაძრად. ხოლო იგი დადგა ზღურბლსა ზედა და ჰრქუა მეფესა: რაჲსათჳს შემოჰკრიბე სიმრავლე ესე და სულთა მათთა წარსწყმედ ამაოჲთა ამით საცთურითა კერპთა შეგინებულთა მსახურებისაჲთა? აწ უკუე განიბანენ სასმენელნი შენნი და მცირედ განბრძნდი, რაჲთა ისმინნე სიტყუანი ჩემნი და მცირედ გულისჴმა-ყავ და მოიგონე, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა სიტყჳთა და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ იგი არს ღმერთი საუკუნითგან და უკუნისამდე, რომელმან-იგი მოავლინა მაღლით წმიდით ძე თჳსი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რაჟამს იხილა სოფელი ესე წარწყმედასა შინა, იხსნა იგი პატიოსნითა ჯუარითა თჳსითა, რამეთუ იგი არს შემოქმედი ყოვლისაჲ, დამბადებელი დაბადებულთაჲ, მაცხოვარი შეცთომილთაჲ, უფალი უფლებათაჲ და ღმერთი ღმერთთაჲ, რომელსა შუენის პატივი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

მაშინ ვითარცა ესმა ესე მეფესა, განრისხნა იგი სიტყუათა მისთა ზედა და იქმნა იგი განკჳრვებულ და ვერ შეუძლო სიტყჳს-გებად მისა. და ვითარ მოეგო გონებასა თჳსსა, თქუა მისა მიმართ: მაცადე ჩუენ, ჵ დედაკაცო, აღსრულებად მსხუერპლისა ამის, და მისა შემდგომად უჭეშმარიტესადრე ვისმინოთ სიტყუაჲ ეგე სიცოფისა შენისაჲ.

 

და ვითარცა აღასრულეს შეგინებული იგი მსხუერპლი შესაწირავისა მათისაჲ, ბრძანა მეფემან მოწოდებაჲ წმიდისა ეკატირინაჲსი წინაშე მისსა პალატად, და რამეთუ და-ცა-უკვირდა მეფესა სიკეთე მისი და ბრწყინვალებაჲ პირისა მისისაჲ; რამეთუ სიკეთე პირისა მისისაჲ ვითარცა ნათელი მთოარისაჲ ნათობდა. და კუალად, ვითარცა შევიდოდა იგი პალატად, ბრწყინვიდა პირი მისი ვითარცა მზე, მადლითა უფლისაჲთა, ვიდრემდის ყოველსა მას სიმრავლესა განუკჳრდა ხილვასა ზედა მისსა.

 

და ვითარცა მიიწია იგი პალატად, ჰრქუა მას მეფემან: მზეო შუენიერო, ვინაჲ ხარ ანუ რაჲ არიან სიტყუანი შენნი, რომელთა-ეგე იტყჳ და რაჲ არს საჴელი შენი? ხოლო ნეტარმან ჰრქუა: არა უწყია, მეფე, ჩემთჳს, რამეთუ ვარ მე ასული კოსტა მეფისაჲ და ვარ მე პირველთა და ბრწყინვალეთა შარავანდედთაჲ; ხოლო საჴელი ჩემი კაცთა მიერ ეკატირინა მეწოდების და ვარ მე სწავლულ ყოველთა წიგნთა ქუეყანისთა და ყოველთა ენათა, ბირგილიონსა და გამომეტყუელთა ბრძანებასა და ყოველთავე წიგნთა ასკლიპაჲსსა და ღალინოჲსსა, დიონოსისსა და არისტოტელისსა და სიჴელოვნესა ორმირისსა და პლატონაჲსსა და იანისსა და იანბრისსა, მკუდართა მისნობასა და საბელაჲსსა და გამომეტყუელთა სწავლასა და გამოთქუმაჲ სამეოცდაათორმეტთა ენათაჲ ვიცი მე.

 

და რაჲსა მიჴმს მე მრავალი სიტყუაჲ ამის მეცნიერებისაჲ, რამეთუ დაუტევე ესე ყოველი ამაოჲ და ცუდი სიბრძნე და მოვედ მეცნიერებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რაჲთა ვიქმნე მე სძალ მისა, რომელმან-იგი თქუა მოციქულისა მიერ: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო. ჰრქუა მას მეფემან: ვაჲ ჩემდა, რამეთუ შენ ქუეყანით არა შობილ ხარ, არამედ ხილვასა გამსგავსე ღმერთთასა, რომელთა მოიხილეს ჩუენ ზედა.

 

ჰრქუა მას წმიდამან ეკატირინა:

 

უმეცრად მომიგე მე, მეფეო, რამეთუ ღმერთნი თქუენნი ვერას შემძლებელ არიან ყოფად თჳნიერ საცთურისა, და მე ამიერითგან მჴევალი ვარ ქრისტეს უფლისა ჩემისაჲ, რამეთუ ღმერთნი თქუენნი წარმწყმედელ და საცთურ არიან.

 

ჰრქუა მას მეფემან: ჩუენ გუქონან ღმერთნი მრავალნი შემწედ და განმგებელად ჩუენდა, და შენ მაცთურით ხადია? ჰრქუა მას წმიდამან ეკატირინა: სიტყუა ვყოთ მე და შენ ურთიერთას, და გიჩუენო შენ შეზღუდვილი ძლიერებაჲ ჩემისა საჭურველისა – ჯუარისა ქრისტესისაჲ, უცვალებელი ნათელი, მომცემელი შუენიერებისაჲ, ელვაჲ სულისაჲ, ბწყინვალებაჲ უმკუეთელესი უფროჲს ორპირისა მახჳლისაჲ, ნიში და სასწაული დიდისა და ძლიერისა ღმრთისა ჩემისაჲ. ხოლო კერპთა თქუენთა სიმცირე და სიგლახაკე და უბადრუკებაჲ და საცთური უცნებისაჲ და საუცართა თქუენთაჲ – მახითა წურთილმან მიგითხრა შენ.

 

მაშინ განრისხნა მეფე და ჰრქუა წმიდასა მას: მე უკუე ვერ მიძლავს მრავალთა სიტყუათა შენთაებრ სიტყჳსგებად შენდა, ხოლო მოვიდენ კაცნი მოძღუარნი, რომელთა მოგიგონ სიტყუაჲ სიტყუათა შენთაებრ სიტყჳთა მოძღურებისაჲთა, რაჲთა შესცთე შენ მათ მიერ და სრულიად დაეცე და შეინანო სიტყჳსაცა ყოფაჲ მათ თანა ღმერთთა ჩუენთათჳს ძლიერთა. მაშინ ქალაქსაცა შინა გრცხუენოდის და მოხჳდე უმჯობესისა და გრწმენეს შენ ღმერთთა ჩუენთაჲ.

 

და ესე რაჲ თქუა მეფემან, დაწერა წიგნები, რომელსა წერილ იყო ესრეთ: მეფისა მაქსიმიანეს მიერ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა, რაოდენნი შემძლებელ იყვნეთ სიტყუათა გამოთქუმად, და ბირგილიონსა ხართ სწავლულ და მოძღურებასა ორმიროჲსსა და არისტოტელისსა და პლატონისსა და ფილოსოფოსთასა, მოვედით ვიდრე ჩემდამდე, რამეთუ მრავლისმეტყუელმან დედაკაცმან ერთმან სიტყჳთა რაჲთმე საუცრებისაჲთა შეგუაშფოთნა ჩუენ, და რაჲთა შეუძლოთ ჩუენ სიტყჳს-გებად მრავალფერთა მისთა სიტყუათა, რომელი ჩუენდა დაუმორჩილებელ არს და იქადისცა ჩუენ ზედა და ღმერთთა ჩუენთა ზედა. და უკუეთუ ვითარ შეუძლოთ ძლევად მისსა და რწმუნებად, მიგცე თქუენ ნიჭი დიდძალი, და ცოცხლებით იყვენით.

 

და ვითარცა წარეცა წიგნები ესევითარი მეფისა მიერ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა, მოვიდოდეს მეფისა მეტყუელნი და ბირგილიონნი, და მოვიდეს რიცხჳთ ორმეოცდაათნი. და ვითარ შეკრბეს, შევიდეს იგინი წინაშე მეფისა. და ჰრქუა მათ მეფემან: უკუეთუ არს თქუენ თანა მრავალფერი სიტყუაჲ ბირგილიოჲს მიგებაჲ, რამეთუ არს ჩუენ შორის დედაკაცი საკჳრველი და მოძღუარი უცნებათა რაჲთაჲმე და მრავალმეტყუელი ბირგილიონსა, შუენიერი ჴელოვნად მეტყუელი, და ყოველსა უცნებასა რასმე წურთილი. უკუეთუ არს სიტყუაჲ უბრძნესი ბირგილიონსა და მეტყუელთა, ბრძნად და ჴელოვნად მიგებად მისა, რაჲთა ვცნათ და გულისმა-ვყოთ მრავალფერი იგი სიტყუაჲ მისი. და უკუეთუ ვითარ შეუძლოთ სიტყუასა მისსა ძლევად სიტყუამეცნიერებითა თქუენითა, მიგცე თქუენ რავდენი-რაჲ ითხოვოთ ჩემგან.

 

ჰრქუა პირველმან მეტყუელთაგანმან მეფესა: მოვედინ აწ განდგომილი იგი დედაკაცი და პირველისაგან ჴელოვნებისა ორმროჲსისა დაუყო პირი მისი და შევმუსრო იგი. და რაჲ უკუემცა იყო დედათა ჴელოვნებაჲ გამომეტყუელთა თანა, იკადრენღა დადგომაჲ წინაშე პირსა ჩემსა. აცადე თუ სიტყუაჲ და უკუეთუ არა ვსძლო პირველითა სიტყჳთა ჩემითა, მომეკუეთენ თავი ჩემი, მეფე.

 

ესმა რაჲ ესე მეფესა, განიხარა ფრიად და ბრძანა მსწრაფლ წარმოდგინებაჲ მის წინაშე ნეტარისა ეკატირინაჲსი. და შემოკრბა სიმრავლე ურიცხჳ სმენად სიტყჳს-გებასა მას ფილოსოფოსთასა და წმიდისა ეკატირინაჲსსა.

 

ხოლო ესე რაჲ ესრეთ იყო, გამოეცხადა მას ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა: ნუ გეშინინ მჴევალო ქრისტესო, რამეთუ აჰა მოგცეს შენ ქრისტემან ღმერთმან სიბრძნე სიბრძნესა ზედა შენსა და სძლო შენ ორცმეოცდაათთა მათ მეტყუელთა, და ამისსა შემდგომად ცხონდენ იგინი, რამეთუ განკჳრდენ სიტყუასა შენსა ზედა, და მრავალთა შენ მიერ ჰრწმენეს საჴელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და მისსა შემდგომად მიიღო მრავალსასყიდლისა იგი გჳრგჳნი ქრისტესგან და სუფევდე შენ უკუნისამდე ცათა შინა. რამეთუ მე ვარ მიქაელ მთავარანგელოზი და მოვივლინე შენდა ხარებად, რაჲთა არა შეიშინო სიტყუად წინაშე უღმრთოთა. ესე რაჲ ჰრქუა ანგელოზმან, წარვიდა მისგან. და ვითარცა წარადგინეს იგი წინაშე მეფისა, ჰრქუა მას პირველმან მეტყუელმან: შენ უკუე ხარა, რომელსა გქონან მრავალფერნი სიტყუანი გამომეტყუელთანი? უკუეთუ შე-ვითარ-უძლო აწ სიტყჳსა მოცემად მეტყუელთა, დაიდევ აწ გონებასა შენსა და უჭეშმარიტესადრე და ბრძნად ისმინე.

 

ხოლო ნეტარმან დაიწერა ქრისტესმიერი იგი ბეჭედი და უშიშად დგა წინაშე მათსა. და ჰრქუა მას ფილოსოფოსმან თქმული ორმიროჲსი და ბირმიგილიოჲსი პირველი თავი, და არისტოტელისი მოძღურებაჲ, და ყოველთა ფილოსოფოსთა თქმულნი წარმოთქუნა. და იტყოდა რაჲ იგი, განკჳრდა მეფე და ყოველი იგი სიმრავლე მისთანა.

 

ხოლო წმიდამან ეკატირინა უშიშად თქუა მისა მიმართ: ჭეშმარიტსა გეტყჳ შენ, ვითარმედ არცაღა თუ ბრჭალსა მეტყუელთასა მიწევნულ ხარ, რამეთუ მრავალ მაცთური არს სიტყუაჲ შენი, რომლითა ჰგონებდ ძლევასა ჩემსა, ვითარცა მაღლითა ჴმითა. ხოლო არა რაჲ არს ჩემ წინაშე მოძღურებაჲ ესე შენი.

 

აწ მეცა ვიწყო ბერძულითა ენითა და ვიტყოდი ორმიროჲსსა და არისტოტელეჲსსა და ასკლიპიოჲსსა და ღალინოჲსსა და იანისსა და იანბრისსა, ფილისტოჲსსა და საბელაჲსსა, პლატონისსა და ევსებისსა. ესე ყოველი ბრჭალსა ქუეშე ჩემსა დავდევ, ვითარცა ყრმამან რაჲ დაიწყის სწავლად და წურთად ოცდაოთხთა ასოთა, და ვიდრე პირველისა მის დასწავლადმდე სხუაჲ წერილი აღიღის, და არა დაშჯერდის პირველ მოხსენებულსა მას წურთად, ეგრეთვე ჩემ თანა დაუნჯებულ არიან მაღალნი სიტყუანი; ხოლო შენ არცაღა თუ თავი მოძღურებისაჲ გისწავიეს ჯერეთ. აწ უკუე მე ვყო სიტყუაჲ შენ თანა და განვაქიქო საუცრებაჲ შენი, და გამოუცდელი მოძღურებაჲ შენი ყოველთა წინაშე სარცხჳნელ იყოს; და მისსა შემდგომად გაუწყო ქრისტეს ჩემისათჳს, რომელმან დადვა სული თჳსი ცხორებად ჩუენდა.

 

აწ უკუე მითხარღა ვინ შექმნნა ცანი და დაამყარა ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი რაჲ არს მას შინა? გულისჴმა-ყავთ გონიერად და ცანთ, უგუნურნო და მძიმენო გულითა, რამეთუ თქუა ორმირიოს დასხმულთა სიღრმეთათჳს, ვითარ-იგი სიბრძნითა ვლენან მას ზედა ქარითა, უფსკრულთა შინა და სიღრმეთა წიაღ უვალთა წყალთა ზღჳსათა და მრავალფერთა თევზთა და ვეშაპთა, რომელნი ვლენან მას შინა. გულისჴმა-ყავთ, რომელმან ესე ყოველი დაჰბადა და ვიდოდა იგი ზღუასა ზედა, ვითარცა ხმელსა ქუეყანასა. ხოლო ასკლიპიოჲსთჳს და ღალინოჲსთჳს მსგავსებაჲ იგი ოქროჲსა ხატისაჲ, რომელსა-იგი მოგუნი ჰმსახურებდეს, სამსახურებელნიცა იგი და მსახურნიცა არა რაჲთა უმჯობეს არიან პირუტყუთასა. რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე თაყუანის-სცემთ კერპთა, მიმსგავსებულ ხართ პირუტყუთა უგუნურთა, ვითარცა წერილ არს სულისა მიერ წმიდისა: კერპნი წარმართთანი ოქროჲსა და ვეცხლისანი, ქმნულნი ჴელთა კაცთანი. პირ ადგს და არა იტყჳან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და რომელნი თაყუვანის-სცემენ მათ. რამეთუ პირუტყუთა უგუნურთა ჰმსახურებთ და ემსგავსნეთ მათ ამაოთა მსახურნი. ხოლო პლატონისთჳს და ფილისტიონოჲსთვის და ევსებისთჳს და ფილოსოფოსთათჳს გაუწყო ყოველივე, რომელნი რეცა სიბრძნესა აჩემებენ საცთურსა მათსა და დაანთქმენ კაცთა უფსკრულთა შინა ცეცხლისათა.

 

ისმინეთ, ვითარ-იგი ძელისათჳს საბელა თქუა: ჵ ძელი სამგზის სანატრელი, რომელსა ზედა ცხორებაჲ გამოჩნდეს. განხერხული ძელი ჯუარისაჲ. ხოლო მთისა მისთჳს თქუეს იანე და იანბრე და გაუწყეს შენ სასწაულითა ბაგაჲ უფლისაჲ. ხოლო ლოდისათჳს, რომელი იყო საფლავსა უფლისასა, ვითარცა-იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ თქმულ არს, ვითარმედ: ლოდი რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა. ნუუკუე ღმერთნი თქუენნი შემძლებელ არიანა კეთილის ყოფასა კაცთასა ნაცვალად მსხუერპლისა მის, რომელსა შესწირვენ მომადლებად მათდა სხუაჲ რაჲმე სასწაული ნაცვალად პატივისა მის, ვითარ-იგი ღმერთმან ჩუენმან ყო აბრაჰამის თანა, ძესა თჳსსა რაჲ შესწირვიდა მსხუერპლად, რამეთუ მის წილ ვერძი ხესა დამოუკიდა მსწრაფლ. აჰა ღმერთნი თქუენნი, არაოდეს ესევითარსა აჩუენებენ სასწაულსა, რამეთუ არიან იგინი ვითარცა წინწილათა ჴმა და ებანთა, რომელთა სხუათა მიერ გამოსციან ჴმაჲ. არცა ცნობად, არცა გულისჴმის-ყოფად შემძლებელ არიან. ხოლო მე ვიცი კაციცა ღმრთისა მიერ ჭეშმარიტისა, მრავალ სახე და ყოვლად სათნოჲ, მსგავსი სერაბინთაჲ, და ღმრთივსულიერი ენაჲ მისი. პავლეს ვიტყჳ, რომელი ვითარცა ელვაჲ რაჲ გამოჩნდის ცათა შინა და ბრწყინავნ იგი კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა.

 

ამან ნეტარმან დაუწერა მრავალჴელოვნებით სულიერითა კალმითა ყოველთა ქალაქთა და სოფელთა და წარსცნა ეპისტოლენი, აღმოწოდებად მათდა ბნელისაგან ნათლად და სიკუდილისაგან ცხორებად საუკუნოდ.

 

იხილეთ კუალად საგალობელი იგი ათძალი ნეტარისა დავითისი, რომელი გალობს მით უფროჲს ყოველთა მეტყუელთასა ჴელოვნად, და აცხოვნებს ყოველთა თქმული იგი მისმიერი, რომელთა ჰნებავს ათძალისა მის დაცემაჲ. იხილეთ ყოველი ესე ბრძნად, ბრმანო და ყრუნო, რომელნი ვერას ხედავთ, გინა გესმის, მრავალფერად დაცემულნო და სრულიად შემუსრვილნო, უგულისხმონო, ძაღლნო ნაყროვანნო, რომელნი ვერ შემძლებელ ხართ ყეფად, სიღრმესა შთასრულნო, სამართლად განთხეულნო დიდებისაგან ღმრთისა. აღიხილენით თუალნი და იხილეთ და გულისჴმა-ყავთ დამბადებელი ყოველთაჲ, უფალი ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე, რამეთუ მისა შუენის პატივი და დიდებაჲ და თაყუანისცემაჲ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამენ.

 

ამას რაჲ იტყოდა ნეტარი იგი, განცჳბრდა მათი იგი ძლიერი, რომელი იქადოდა ერთითა სიტყჳთა ძლევად მისა, და წარვიდა სირცხჳლეული. და თჳთ მეფეცა და ყოველნი სირცხჳლეულ იქმნნეს წინაშე პირსა ნათლისასა, ძენი იგი ბნელისანი.

 

ხოლო სხუათა მათ მეტყუელთა სიცრუვისათა შეეშინა, იხილეს რაჲ, რამეთუ პირველი იგი იძლია და დაჰჴსნდა. და არღარავინ მათგანმან იკადრა სიტყუად მისა, რამეთუ ხედვიდეს იგინი უჭეშმარიტესად მეტყუელებასა მისსა.

 

და ჰრქუა მათ მეფემან: წარმოიღეთ თქუენცა სიტყუაჲ მოძღურებისაჲ ჴელოვნებითა თქუენითა და სძლეთ ერთსა ამას ერგასისთა.

 

ხოლო მათ მიუგეს მეფესა და ჰრქუეს: პირველი ჩუენი განვიდა ძლეული სიტყჳთა მისითა, აწ ჩუენ რაჲ ვიკადროთ წინააღდგომაჲ, არა ვიცით.

 

მაშინ განრისხნა მეფე და ბრძანა მოღებად ცეცხლი და აღგზებად შუა ქალაქსა და ესრეთ ცოცხალნი დაწუვად ფილოსოფოსნი იგი.

 

და ვითარ მოჰყვანდეს იგინი ცეცხლად, ერთმან მათგანმან ჰრქუა მოყუასთა თჳსთა: ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ჟამი აღსრულებისა ჩუენისაჲ მოიწია დღეს, და რაჲ ვყოთ?

 

მოვედით და შეუვრდეთ დედაკაცსა მას, რაჲთა მოგუცეს ჩუენ ქრისტესმიერი იგი ბეჭედი, რაჲთა ესრეთ ვპოვოთ განსუენებაჲ. და მიჰმართეს და შეუვრდეს ნეტარსა მას და ჰრქუეს: მომეც ჩუენ ქრისტესმიერი იგი ბეჭედი, რაჲთა განმიღოს ჩუენ კარი წყალობისაჲ და ღირს გუყვნეს სასუფეველსა მისსა მადლითა შენითა.

 

ხოლო იგი აღივსო სიხარულითა და ჰრქუა მათ: ნეტარ ხართ თქუენ, რამეთუ ივლტით საცთურისაგან და იცანთ ღმერთი ჭეშმარიტი. და აჰა გაქუს თქუენ ნათლისღებაჲ ქრისტესი ცეცხლითა. ნუ გეშინიან, რამეთუ მცირედ ჭირვეულნი უკუნისამდე განისუენებთ. და ესე რაჲ ჰრქუა, დასწერა თჳთოეულსა მათგანსა ბეჭედი ქრისტესი, და შევიდეს ყოველნი იგი ცეცხლსა მას. და აღესრულა წამებაჲ მათი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიმართ თუესა ნოენბერსა იზ, დღესა ოთხშაბათსა.

 

ხოლო იპოვნეს გუამნი მათნი ცოცხლად, უვნებელად ცეცხლის მისგან, რამეთუ არცაღა თუ თმაჲ თავისა მათისაჲ შეტუსვილ იყო. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდეს კაცნი ღმრთისმოშიშნი ქალაქით და წარიხუნეს წმიდანი იგი ნაწილნი მათნი და დასხნეს იგინი ფარულად ადგილსა კრძალულსა.

 

იხილა რაჲ სასწაული ესე ერმან მან, ვითარ-იგი არა შეიწუნეს გუამნი მათნი ცეცხლითა, ჰრწმენა მრავალთა უფალი.

 

ხოლო იგინი რაჲ აღესრულნეს, თქუა მეფემან წმიდისა მის მიმართ, ვითარმედ: ყოვლადბრძენო ეკატირინა, განგჳსუენე და აღიარენ ღმერთნი და იყავ მსახურ მათდა ჩუენ თანა და ზიარ ჩემ თანა იქმენ პალატსა შინა, რამეთუ გშუენის შენ დედოფლობაჲ, და მსგავსად სიკეთისავე შენისა აღვჰმართო ხატი შენი ყოველთა ქალაქთა, რაჲთა ყოველნი თაყუანის-გცემდენ, რამეთუ პირი შენი მსგავსად მთოვარისა ბრწყინავს. ჰრქუა მას წმიდამან ეკატირინა: ძაღლო მძჳნვარეო, გარქუ შენ პირველადვე, ვითარმედ მნებავს სძალ ყოფაჲ ქრისტეს ღმრთისა ჩემისაჲ, უკუდავისა მის სიძისაჲ, რომელიცა შევიყუარე.

 

ჰრქუა მეფემან: ნუ მაიძულებ შეურაცხებად და გინებად ბრწყინვალესა და დიდებულსა შარავანდედთა ნათესავსა.

 

იქმოდე უკუე რაჲცა გნებავს, რამეთუ ვხედავ მრავალსა სიმრავლესა, ვითარმედ ჰნებავს რწმუნებად ქრისტე უფროჲს ყოველთა მსხუერპლთა, – ჰრქუა მას წმიდამან –, წყეულმცა ხარ, რამეთუ არა უტევებ კაცთა ცხორებად.

 

მაშინ განრისხნა მეფე იგი აღძრვითა ეშმაკისაჲთა და ბრძანა, რაჲთა განსძარცონ სამოსელი მისი სამეუფოჲ, რომელი ემოსა, და უბრძანა მტარვალთა ძარღჳთა ზროხისაჲთა ურიდად გუემაჲ მისი ვიდრე მეორედ ჟამადმდე; და აღივსო სისხლითა ადგილი იგი, ვიდრემდის ჴორცნიცა მისნი დასცჳვეს ქუეყანასა ზედა. და ამისსა შემდგომად ბრძანა უშჯულომან შეყენებაჲ მისი საპყრობილესა, რაჲთა განიზრახოს, თუ რომლითა სატანჯველითა აღასრულოს წმიდაჲ იგი. და მიეცა მას დროჲ ათორმეტ დღე. და უბრძანა დაკრძალვაჲ მისი შინაგანსა საპყრობილესა. ხოლო დედუფალსა, ცოლსა მაქსიმიანესსა, სწადოდა ხილვაჲ წმიდისაჲ მის და ვერ შეუძლო შიშისაგან მეფისა, რამეთუ ესმოდეს სიბრძნისა მისისა სიტყუანი და ფრიადი იგი სიკეთე მისი.

 

ერთსა უკუე შინა დღესა მჴედართმთავარი ვინმე მეფისაჲ საჴელით პორფირიონ, შევიდა პალატსა დედუფლისასა. ჰრქუა მას დედუფალმან: გაფუცებ შენ ღმერთთა, ჵ პორფირიონ, რომელსა ესე მეგულვების სიტყუად შენდა, გაქუნდინ დაფარულად; და აღუთქუა, ვითარმედ რაჲცა ჰრქუას, დაიმარხოს. ჰრქუა მას დედუფალმან, რამეთუ აჰა ფრიად მაქუს მე სურვილი, რაჲთამცა ვეზრახე ბრძენსა მას ეკატირინას, რომელმან-იგი მრავალფერითა სიბრძნითა მისითა სიმრავლე მეტყუელთაჲ მათ განაკჳრვა და არწმუნა მათ ქრისტეანე ყოფაჲ. მნებავს უკუე მის თანა სიტყუად შენითა განზრახვითა. ჰრქუა მას პორფირიონ: მე ვყო ესე დედუფალო და შეგიყვანო მის თანა და არცაღა ვინ ცნას. მწუხრი განემზადე.

 

და ვითარცა შემწუხრდა, შევიდა მისა პორფირიონ და ჰრქუა: მოვედ დედუფალო და შეგიყვანო ბირგილიონისა მის. ხოლო იგი მსწრაფლ შეუდგა მას და არცაღა ერთმან ვინ ცნა. და განვიდა პალატით თვისით და წარვიდა მის თანა პორფირიონ და წარიყვანნა თანა მჴედარნი ლამპრებითა და მივიდეს საპყრობილედ, სადა-იგი წმიდაჲ შეყენებულ იყო. ხოლო დედუფალმან პატივი უყო მცველთა მათ და შევიდა შინაგანსა საპყრობილესა. და ვითარცა შევიდოდა, იხილა მან პირი წმიდისაჲ მის, რამეთუ ვითარცა სანთელი ნათობდა, და დედუფალი დავარდა პირსა ზედა თვისსა და ჰრქუა მას: მოწამეო, ნეტარ ხარ შენ შორის დედათა, რამეთუ პირისაცა შენისა მსგავსებაჲ არა არს ქუეყანისა კაცთაჲ, არამედ დიდებითა მით და მადლითა ზეცისაჲთა სავსე არს. რამეთუ მაქუნდა სურვილი შენი და აჰა ღირს ვიქმენ საწადელსა ჩემსა და განიხარა სულმან ჩემმან დღეს უფროჲს ყოველთა დღეთა ჩემთა ხილვითა შენითა.

 

ჰრქუა მას წმიდამან: ნეტარ ხარ შენ, დედუფალო, რამეთუ აჰა ვხედავ გჳრგჳნსა ათორმეტთა მიერ ანგელოზთა მოღებულსა, რაჲთა დაგადგან თავსა შენსა. და შემდგომად სამისა დღისა ჭეშმარიტად გჳრგჳნოსან იქმნე საუკუნოჲთა მით გჳრგჳნითა, რამეთუ მიხჳდე მჴსნელისა შენისა, საუკუნეთა მათ კეთილთა და დაუსრულებელსა სუფევასა წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. არამედ ნუ გეშინინ, დედუფალო, რამეთუ ქრისტე შეგეწიოს შენ ყოველთა შინა ღუაწლთა და ტანჯვათა შენთა.

 

ჰრქუა მას დედუფალმან: ფრიად მეშინის მე სატანჯველთაგან მოწევნად მეფისა მიერ ჩემ ზედა, რამეთუ სისხლის მსუმელი არს იგი ქრისტეს აღმსარებელთაჲ.

 

ჰრქუა მას წმიდამან: ნუ გეშინინ, არამედ გაქუნდინ ქრისტესმიერი ბეჭედი დასაცველად და არა შეგეხოს შენ სატანჯველი; დაღაცათუ მცირედ გევნოს, არამედ უკუნისამდე იხარებდე შენ წმიდათა თანა მოუკლებელად.

 

ესე ვითარცა ჰრქუა დედუფალსა წმიდამან ეკატირინა, ჰრქუა მას პორფირიონ: გევედრები შენ, წმიდაო ღმრთისაო, მეცა ეგრეთვე მასწავე და შემზღუდე საჭურველითა მით უძლეველითა ქრისტესითა, ვითარცა ყოველნი მისნი მოწამენი მტკიცე ხართ, რამეთუ მნებავს სტრატიოდ ყოფად მისდა.

 

ჰრქუა მას წმიდამან: არასადა გასმიესა წერილისაგან ქრისტეანეთაჲსა საუკუნოთა მათთჳს კეთილთა, რომელთათჳს განსაცდელთა დაუთმობენ სიხარულით?

 

ჰრქუა მას პორფირიონ: არასადა რაჲ მასმიეს თჳნიერ ღვაწლთა მათთაჲსა, რომელ ევნების მათ მარადის, რამეთუ ვარ მე უცალო დღითი დღე ბრძოლათაგან. ჰრქუა მას წმიდამან: რომელმან ენამან შეუძლოს კეთილთა მათთჳს მითხრობად ქრისტეს მორწმუნეთასა, რომელნი მისცნა მოსავთა მისთა. რამეთუ ვერვინ თქუას ენითა მისაფერებელი რაჲმე გინა მსგავსი, არამედ რომელმან დაითმინოს ქრისტესთჳს ვნებაჲ, მანცა დაიმკჳდროს იგი, რომლისათჳს ანგელოზთაცა გული უთქუამს ჭჳრობად საწადელისა მის. მაშინ სიხარულითა აღივსო პორფირიონ და ჰრწმენა უფალი იესუ ქრისტე და მის თანა ორასთა მჴედართა. და მოიკითხეს წმიდაჲ იგი და გამოვიდეს საპყრობილით შუა ღამესა, და ამცნეს მცველთა მათ, რაჲთა არავის უთხრან ესე.

 

ხოლო წმიდაჲ იგი იყო ათორმეტ დღე საპყრობილესა მას შინა და იზარდებოდა სულისა მიერ წმიდისა. და შემდგომად ათორმეტისა დღისა ეჩუენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე საპყრობილესა მას შინა სიმრავლესა თანა ანგელოზთასა და ჰრქუა მას: განძლიერდი, ჵ ეკატირინა, მოღვაწეო ჩემო. ნეტარ ხარ შენ ყოველთა შორის დედათა, რამეთუ მრავალთა ჰრწმენეს შენ მიერ საჴელი ჩემი. და ნუსადა გეშინის, რამეთუ მე შენ თანა ვარ და არა შეგეხნენ სატანჯველნი. ესე ვითარცა ჰრქუა, ამაღლდა ზეცად.

 

და ვითარცა განთენა, ბრძანა მეფემან გამოყვანებაჲ მისი საპყრობილით და მიყვანებაჲ პალატად. და ბრწყინვიდა პირი მისი, ვითარცა ნათელი აღნთებული ქრისტეს მიერ, რომელი ეჩუენა მას, ვიდრემდის დაუკჳრდა ყოველსა მას სიმრავლესა ერისასა.

 

იხილა რაჲ იგი მეფემან, განკჳრდა გონებითა და ჰრქუა მას: მზეო შუენიერო, მრავალსახეო პირითა, შენ გშუენის დედოფლობაჲ სიკეთითა მაგით შენითა; მოვედ უკუე და უზორე ღმერთთა და სუფევდი ჩემ თანა, და ნუ გნებავს ბრწყინვალებაჲ ეგე პირისა შენისაჲ ცუდად წარწყმედად.

 

ხოლო მან ჰრქუა: გიკჳრსა სიკეთე ჩემი, რომელი დღესა არს და ხვალე არღარა? რამეთუ ქუეყანისაჲ არს და მიწადვე მივიდეს, აჩრდილი არს და განქარვებადი, ყუავილი არს დილეულისაჲ და მწუხრი დაცჳვეს. ნუ განიცდი ჩემსა სიკეთესა, რომელი დღეს ხოლო შუენიერად ჩანს წინაშე თუალთა მემრუშეთასა, რომელი მატლთა შესაჭმელ არს. არამედ განიცადე სულისა იგი სიკეთე, რომელი ეგოს უკუდავად და უხრწნელად საშუებელთა შინა საუკუნეთა, რომელი მოსცეს მას ქრისტემან ღმერთმან, რომლისაცა მითხოვილ ვარ და მნებავს მისი სძალ ყოფაჲ, რაჲთა არა წარწყმდენ სული და ჴორცნი ჩემნი ცეცხლსა შინა გეჰენიისასა, ვიდრე იგი თქუენ მიმავალ ხართ.

 

ამას რაჲ ეტყოდა წმიდაჲ იგი, ეპარხოზმან ვინმე, საჴელით ხარისადამ, წარმოდგა და ჰრქუა მეფესა: ისმინენ მეფემან და ყავნ, რომელსა მონაჲ შენი იტყჳს, რამეთუ სხჳთ ვერაჲთ შეუძლებ მას, უკუეთუ არა უჩუენნე სატანჯველნი, და ესრეთ შეინანოს განდგომილებაჲ და ჰრწმენეს და უზოროს ღმერთთა. და უკეთუ არა ჰრწმენეს, მოკუდეს იგი ბოროტად.

 

ჰრქუა მას მეფემან: რომელი არს სატანჯველი, რომელი იხილოსღა და დაჴსნდეს ურჩებისაგან?

 

ჰრქუა მას ეპარხოსმან: შევქმნნეთ ურმისთუალნი ოთხნი და თჳთოეულსა ურმისთუალსა დაემშჭუალნენ სამშჭუალნი და ხერხი თითოჲ, და დაჯდომად იგი მახლობელად ურმისთუალთა მათ, და ესრეთ მანქანითა და საქციელითა იქცეოდინ იგინი, და ქცევასა მათსა გამოსცენ ჴმაჲ დიდი, და მან რაჲ იხილოს ჴმაჲ იგი და ხერხნი იგი, შეშინდეს და აღიარნეს ღმერთნი და ზორვაჲ მათი. და თუ არა აღიაროს, მითვე მოკუედინ იგი.

 

და ბრძანა მეფემან მსწრაფლ შესაქმედ საქციელთა. და განგრძდა საქმე იგი სამ დღე; და ამისა შემდგომად მოიყვანა წმიდაჲ იგი და ფრიად ჰლიქნიდა მას მეფე, რაჲთამცა ვითარ აცთუნა იგი, და ვერ შეუძლო დარწმუნებად მისა.

 

მაშინ ბრძანა შეკრვაჲ მისი და დასუმაჲ მახლობელად ურმისთუალთა მათ. და იწყეს ქცევად საქციელითა; და მსწრაფლ მო-ხოლო-იწია ანგელოზი უფლისაჲ და აღიტაცა იგი ადგილისა მისგან, და ურმისთუალნი იგი აგორდეს და მოსრეს წარმართთა მათგანი ვითარ ათორმეტი ათასი, ხოლო ნეშტნი იგი ჴმობდეს: დიდ არს ძალი ქრისტეანეთაჲ. ესე ვითარცა იქმნა, უფროჲსად განრისხნა მეფე იგი და ეგულებოდა მიცემაჲ წმიდისა მის სატანჯველთა მრავალთა.

 

და ვითარცა ამას განიზრახვიდა იგი, გამოვიდა დედუფალი თჳსით პალატით და განიჴხსნა თმანი თჳსნი და ჰრქუა მეფესა: განუტევე მჴევალი ქრისტესი, რამეთუ არა შეეხნეს სატანჯველნი შენნი. რაჲსა ჰბრძავ ღმერთსა უძლეველსა იესუ ქრისტესა?

 

მაშინ გულისწყრომითა აღივსო მეფე და ბრძანა მოხუმაჲ პაღულთა დიდთაჲ და ბრძანა დაკრვაჲ მათი ოთხ კერძოვე. და დასხნა ძუძუნი წმიდისა მისნი ფიცართა ზედა პაღულთასა და სამშჭუალნი გრძელნი დაჰმშჭუალნა ძუძუთა ზედა, ვიდრე არა მოსწყდეს ძუძუნი მისნი. იხილა რაჲ ესე მეფემან, განაჩინა მას ზედა მახჳლითა სიკუდილი.

 

ხოლო ვითარცა ესმა ესე განჩინებაჲ დედუფალსა, მიხედნა წმიდასა და ჰრქუა: ილოცე ჩემთჳს, რაჲთა ღირს მყოს წმიდათა მისთა თანა.

 

ჰრქუა მას წმიდამან ეკატირინა: წარვედ დედუფალო სიხარულსა მას საუკუნესა და სუფევდი შენ უკუნისამდე წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა სასუფეველსა ცათასა.

 

და განიყვანეს წმიდაჲ იგი გარეშე ქალაქისა და მოჰკუეთეს თავი წმიდისაჲ მის თუესა ნოემბერსა კგ, დღესა ხუთშაბათსა.

 

ესე ვითარცა აღესრულა, შევიდა პორფირიონ წინაშე მეფისა ორასთა თანა მჴედართა და ჰრქუა მეფესა: მეცა ქრისტეანე ვარ და მონაჲ ქრისტესი და ორასნი ესე მჴედარნი ჩემ თანა, და გუნებავს, რაჲთა ვიქმნეთ მჴედარ ქრისტესა.

 

ესმა რაჲ ესე მეფესა, განცჳბრდა და ჴმა-ყო ძლიერად და თქუა: ვაჲ მე, რამეთუ პორფირიონ იყო ძალი ჩემი. მაშინ ჰრქუა მეფემან მჴედართა: და რაჲ უკუე გევნო თქუენ, რამეთუ დაუტევენით ღმერთნი? ხოლო იგინი შეშინდეს და არარაჲ მიუგეს მეფესა არცა ერთი სიტყუაჲ. იხილნა რაჲ იგინი შეშინებულნი პორფირიონ, ჰრქუა მეფესა: თავი დაუტევე და ფერჴთა მიხუედ კითხვად? ჩემ თანა უკუე ყავ სიტყუაჲ რომელი გნებავს.

 

ჰრქუა მას მეფემან: ბოროტო თავო, შენ ვიდრე-მე ხარა თავი მაგათი? და გულისწყრომითა აღივსო მეფე და ბრძანა მათ ყოველთა განყვანებაჲ გარეშე ქალაქსა და მახჳლითა წარკუეთაჲ თავთა მათთაჲ. და აღესრულნეს წმიდანი იგი ქრისტეს აღმსარებელნი თუესა ნოემბერსა კდ, დღესა პარასკევსა.

 

და შემდგომად მისსა ბრძანა მეფემან მოყვანებაჲ წმიდისა ეკატირინასი საყდართა წინაშე. ხოლო მო-რაჲ-ვიდოდა იგი, ფრიად ევედრებოდა მას მეფე და ყოველნი მეინაჴენი მისნი, რაჲთამცა უზორა ღმერთთა და იყო დედუფალ პალატსა შინა. და ვითარ ვერ დაარწმუნეს მას, ბრძანა მეფემან მისი მახჳლითა აღსრულებაჲ წიგნის წერით და განტეხა კალამი და აღდგა საყდრით თჳსით. ხოლო წმიდაჲ იგი მოწამე განიყვანეს გარეშე ქალაქისა, რაჲთა თავი მოჰკუეთონ. და განვიდა მის თანა სიმრავლე ერისაჲ.

 

და ვითარ მიიწინეს იგინი ადგილსა მას, რომელსა ეგულებოდა მოკლვაჲ წმიდისაჲ მის, მოიქცა გარე და იხილა სიმრავლე ერისაჲ მის, რომელნი განსრულ იყვნეს მის თანა. და ჰრქუა მეჴრმლესა მას: მაცადე მცირედ, ძმაო, რაჲთა ვილოცო უფლისა მიმართ ჩემისა, იესუ ქრისტესა. და შემდგომად ლოცვისა ყავ, ვითარცა გნებავს. რამეთუ ხედვიდა იგი სიმრავლესა მას, რომელნი ტიროდეს მის ზედა. და ჰრქუა მეჴრმლემან მან: ილოცე, რავდენიცა გნებავს. ხოლო წმიდამან მან განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და ესრეთ იტყოდა: უფალო ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე, რაოდენსა ესე ვითხოვ, მომმადლე მე, ამისთჳს, რამეთუ მრავალნი არიან აქა მდგომარენი და ელიან ვითარმცა წარ-რაჲმე-იღეს ხორცთა ჩემთაგან. რომლისათჳსცა, უფალო, გთნდინ არა პოვნად ნაწილი ხორცთა ჩემთაჲ ქუეყანასა ზედა, არამედ მიეც მათ, უფალო, რომელნი აჴსენებდენ უნარჩევესსა საჴელსა ჩემსა, უხუებაჲ ქუეყანასა ზედა, კურნებაჲ ხორცთა და სულისა, განმრავლებად მათა ყოველი ოთხფერჴი, და განდევნად მათგან ყოველი სალმობაჲ და ყოველი შემთხუევაჲ ეშმაკისა მიერი. მოეც, ქრისტე, მაჴსენებელთა საჴელისა ჩემისათა მოტევებაჲ ცოდვათაჲ, რაჲთა ყოველნი, რომელნი ცოდვასა ბოროტსა და ფრიადსა შთავრდომილ იყვნენ, და ჟამსა ოდენ განსვლისა მათისასა, ოდეს-იგი ანგელოზნი მივიდენ წარყვანებად სულისა მის და მოიჴსენონ საჴელი მჴევლისა შენისაჲ, მასვე ჟამსა მიუტევენ ყოველნი ცოდვანი მათნი, რაჲთა თანაწარხდენ იგინი მშჳდობით მთავართა მათ ბნელისათა. და მიეც მათ განსვენებაჲ საუკუნოჲ.

 

მოეც, ქრისტე, ნაყოფიერებაჲ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა. და იყავნ უფალო მარადის მათდა ცუარი ზეცით მოცემად ნაყოფისა.

 

და სული ჩემი, გლახაკისა მჴევლისა შენისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა ნამარხევად, შენვე უფალო მშვიდობით შეიწყნარე, რამეთუ შენ ხარ, უფალო, დიდებულ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამენ.

 

და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ ესე, ეტყოდა მას უფალი ღრუბლით გამო და ჰრქუა: აღმოგუალე, ეკატირინა, საუნჯეთა მამისათა, რამეთუ განღებულ არს კარი შენდა სამოთხისაჲ, და ანგელოზნი წინაგიძღოდიან შენ, რომელთა მოაქუს შენთჳს გჳრგჳნი. ხოლო მადლისათჳს, რომელ მევედრებოდე, მიმადლებულ არს ჩემ მიერ ყოველთადა, რომელნი აჴსენებდენ საჴელსა შენსა, ასწილ უფროჲს თხოვისა შენისა, რომელი ითხოვე ჩემგან.

 

მაშინ წმიდაჲ იგი მოექცა და ჰრქუა მეჴრმლესა მას: ყავ უკუე, ძმაო, ბრძანებული შენდა მეფისა მიერ. და წარუპყრა ქედი მისი. და წარჰკუეთა წმიდაჲ თავი მისი. და ნაცვალად სისხლისა გამოჴდა მიერ სძე. და მეყსეულად ანგელოზთა ოთხთა აღიტაცნეს წმიდანი იგი ჴორცნი მისნი და დასხნეს იგინი მთასა წმიდასა სინასა. და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა.

 

ესე მე ათანასი მალემწერალმან, მონამან წმიდისა ეკატირინაჲსმან აღვწერე მოსაჴსენებელად მის წმიდისა ყოვლითა კრძალულებითა.

 

ხოლო აღესრულა დედუფალი ჩემი, წმიდაჲ მოწამე ეკატირინა თუესა ნოემბერსა კე, დღესა შაბათსა, ჟამსა მესამესა, სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

წმიდაო მოწამეო ეკატირინა, მეოხ მეყავ წინაშე ქრისტესა დღესა მას, ოდეს-იგი განეშორებოდის სული ჩემი ჴორცთაგან, მსგავსად თხოვისა შენისა ქრისტესგან. იყავნ, იყავნ, იყავნ, უფალო.

 

 

 

წმინდა ეკატერინეს ცხოვრება ყრმებისთვის

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა