martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ღირსი დანიელ მესვეტის ახალგაზრდობა

ხსენება 11 დეკემბერს (ახ. სტ. 24 დეკემბერს)

 

მესოპოტამიაში, ქვეყანაში რომელიც მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარეობს, ერთ-ერთ დასახლებაში, ილიასა და მართას ქრისტიანულ ოჯახში, დაიბადა დიდი მოღვაწე – დანიელ მესვეტე.

მართას დიდი ხანი არ ჰყავდა შვილი, რის გამოც ქმრის საყვედურებსა და ნათესავების დაცინვას ითმენდა.

ერთ დღეს ქალმა განსაკუთრებით ბევრი საყვედური მიიღო. ის ღამით დიდხანს და ჩუმად ტიროდა, შემდეგ გარეთ გავიდა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ლოცვა წარმოთქვა:

"უფალო, მეუფეო ჩვენო, შენ შეჰქმენი ცოლი და ქმარი და უთხარი მათ: "აღორძნდით და განმრავლდით". ბერწ დედებს აჩუქე შვილები: სარას – ისააკი, ანას – სამოელი, ელისაბედს – იოანე. შეეწიე ჩემს უშვილობასაც, მომეცი ძე, რათა მოგიძღვნა შენ, როგორც ანამ – სამოელი".

იმავე ღამეს მართამ სიზმარში ორი დიდი მნათობი იხილა, რომლებიც ციდან მისკენ დაეშვნენ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ვაჟი, რომელიც მას ეყოლებოდა, თავისი სათნოებებით ვარსკვლავებზე მეტად გაბრწყინდებოდა.

მართას ვაჟი შეეძინა და როდესაც ბავშვი ხუთი წლის გახდა, მონასტერში წაიყვანეს. მონასტრის იღუმენმა ყრმას უთხრა, ტრაპეზთან დალაგებული წიგნებიდან ერთ-ერთი მოეტანა. ბიჭმა წინასწარმეტყველ დანიელის წიგნი მოიტანა. იღუმენმა მას დანიელი დაარქვა. ღვთისმოსავ მშობლებს, რომლებსაც შვილი დაბადებამდე უფლისთვის ჰყავდათ მიძღვნილი, მისი მონასტერში დატოვება სურდათ, მაგრამ იღუმენმა ჩათვალა, რომ დანიელი ამისთვის პატარა იყო. ისინი შინ დაბრუნდნენ იმ გადაწყვეტილებით, რომ ბავშვი წამოიზრდებოდა და თავად გადაწყვეტდა თავის მომავალ გზას.

აი დანიელი თორმეტი წლის გახდა^ მისთვის უცხოა წუთისოფელი, მას არ იტაცებს თანატოლებთან თამაში, არც ამქვეყნიურ საქმეებზე საუბარი. მას მხოლოდ ერთი სურვილი აქვს: სიმშვიდე, რათა არაფერმა მოსწყვიტოს ღმერთთან ურთიერთობას, რათა მისი ლოცვა უწყვეტად აღემართოს ზეცისკენ, რათა მისმა ბაგეებმა შეუჩერებლად იმეოროს ქრისტეს სახელი. დანიელს განმარტოება სურდა. მას ეშინოდა, რომ ნათესავები და ახლობლები წინ აღუდგებოდნენ მის მონაზვნობას, ამიტომაც სახლიდან ჩუმად გაიპარა და ახლომდებარე მონასტერში მივიდა. ყმაწვილი მუხლმოდრეკილი ევედრებოდა იღუმენს, მიეღო იგი ძმობის რიცხვში და აღეკვეცა. იღუმენი პირველად ხედავდა ადამიანს, რომელსაც ასეთ ადრეულ ასაკში სურდა მონაზვნობა. იგი ურჩევდა ბიჭს სახლში დაბრუნებულიყო, თავისი გადაწყვეტილება გადაემოწმებინა და, როდესაც წამოიზრდებოდა, მერე მისულიყო მონასტერში.

ისე დიდი იყო ყმაწვილის სურვილი მონასტერში დარჩენისა და მოღვაწეობისა, რომ იღუმენის შეგონებამ ვერ აიძულა გადაწყვეტილების შეცვლა.

ბერმა ყმაწვილის სიმტკიცე დაინახა, იგრძნო მასში მოწოდება, რჩევისთვის მონასტრის ძმებს უხმო და ჰკითხა: შეიძლებოდა თუ არა ასეთი მცირეწლოვანი მოზარდის მიღება. საძმო დათანხმდა.

დანიელისთვის ნეტარი ცხოვრება დადგა – მიწიერი ცხოვრების ხმა მონასტრამდე ვერ აღწევდა. დღეში რამდენჯერმე, ხან ტაძარში და ხან ეკლესიაში, იდგა და ლოცულობდა. მისი სული ანთებული სანთელივით იწვოდა. წუთისოფელს მოშორებული, იგი თავს ბედნიერად გრძნობდა.

ამასობაში მშობლებმა შეიტყვეს შვილის ადგილსამყოფელი, მონასტერში მივიდნენ და წინამძღვარს სთხოვეს დანიელი მონაზვნად აღეკვეცა. წინამძღვარი დათანხმდა, თან მშობლებს სთხოვა, დანიელთან ხშირად არ მოსულიყვნენ და არ მოეცდინათ იგი.

მშობლებმა უფალს ცოცხალი საჩუქარი მიართვეს და შინ დაბრუნდნენ, დანიელი კი მონასტერში დარჩა და სულიერად ძლიერდებოდა.

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა