martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

მეტანია არის თავისა და სხეულის მოხრა, როგორც ხილული ნიშანი შინაგანი ლოცვისა, სინანულისა და დამდაბლებისა. საეკლესიო ტიპიკონი ღმრთისმსახურების გარკვეულ მომენტებში დიდი ან მცირე მეტანიების შესრულებას ითვალისწინებს. დიდი მეტანია ეწოდება სხეულის მოხრას, როდესაც თავი, ხელები და მუხლები მიწას ეხება (მუხლთდრეკით); მცირე მეტანია – თავისა და სხეულის მოხრას (წელში), მუხლთდრეკის გარეშე. ჩვეულებრივ, მორწმუნე მეტანიის შემდეგ ისევ იმართება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მოხრილები ვდგავართ რომელიმე ლოცვის ან მღვდელმოქმედების დასრულებამდე. მაგალითად, პირველშეწირულის წირვაზე, წმიდა ძღვენის გამოსვენების დროს, მლოცველები მუხლმოდრეკილები რჩებიან, სანამ სიწმიდე წმიდა ტაპეზზე არ დაბრძანდება; ლიტიის ბოლო ლოცვას: "მეუფეო, მრავალმოწყალეო..."-ს თავდადრეკილები ვუსმენთ. აღსარების საიდუმლოს დროს მორწმუნე მოხრილია (შეიძლება, მუხლთდრეკითაც), სანამ მღვდელმსახური შენდობის ლოცვას უკითხავს. მეტანია, როგორც სიმდაბლის სიმბოლო, ჩვენი ღმერთისა და ადამიანთა წინაშე ცოდვილობის შეგრძნებას გამოხატავს. სიტყვა "მეტანია" ბერძნულად "აზრთა ცვლას, სინანულს" ნიშნავს. წმ. ბასილი დიდი წერს: "ყველა მუხლთდრეკისა და (მის შემდეგ) აღმართვის დროს ჩვენ საქმით ვაჩვენებთ, რომ ჩვენ – ცოდვით მოწყლულები – მიწაზე დავენარცხეთ, ხოლო შემოქმედის კაცთმოყვარებამ კვლავ ზეცად მოგვიწოდა.

მარხვა არის მოკლე ან გრძელვადიანი თავშეკავება ყველანაირი ან ზოგიერთი საკვებისაგან; თავშეკავება, რომელიც ეკლესიამ სხვადასხვა დღეებში, სხვადასხვა სიმკაცრით დააწესა. ყველაზე მკაცრი მარხვის სახე არის თავშეკავება ყველანაირი საკვებისაგან. ასეთი მარხვა დაწესებულია დიდ პარასკევს. შემდეგია მშრალი მარხვა, ე.ი. მხოლოდ წყალი, პური, ნაყოფები და ისიც ერთხელ დღეში – საღამოს. ასეთი მარხვა, წესით, ისეთ დღეებშია განწესებული, როდესაც რამენაირი გახსნილება არ არის მითითებული. ზოგიერთ მარხვის დღეს, დღესასწაულების საპატივცემულოდ, ტიპიკონი ითვალისწინებს მოხარშული საჭმლის მიღებას, ზეთით ან უზეთოთ; აგრეთვე, გარკვეული დოზით ღვინის მიღებას, დიდ დღესასწაულებში – თევზისაც. ეს უკანასკნელი მარხვის ყველაზე დიდი შეღავათია. საეკლესიო განჩინებით წელიწადის თითქმის ნახევარი (ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები) არის მარხვა. ეს მარხვის დღეები განაწილებულია 4 გრძელვადიან და სხვა ერთდღიან მარხვებად. გრძელვადიანი მარხვებია: (1) დიდმარხვა ანუ წმიდა და დიდი ორმეოცი – იწყება წმიდა აღდგომამდე 48 დღით ადრე და გრძელდება თვითონ ამ დღესასწაულამდე; (2) წმიდა მოციქულთა ანუ წმიდა პეტრესა და პავლეს მარხვა – იწყება აღდგომიდან მე-9-ე კვირის ორშაბათიდან და გრძელდება 29 ივნისადმე (ძვ.სტ.-ით), ე.ი. წიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღემდე. თვითონ სახელწოდებიდან ჩანს, რომ იგი იმ მარხვის მსგავსადაა დაწესებული, რომელსაც მოციქულები იმარხავდნენ წმიდა სულის გარდამოსვლიდან სამოციქულო მოღვაწეობის დაწყებამდე (საქმე 13,2); აგრეთვე, მოციქულთა შრომის საპატივცემულოდ; (3) მიძინების მარხვა – იწყება 1 აგვისტოს და მთავრდება 15 აგვისტოს (ძვ.სტ.-ით) – ღმრთისმშობლის მიძინების დღეს. ეს მარხვა დაწესებულია უბიწო დედოფლის პატივად და მოსახსენებლად; (4) შობის მარხვა – იწყება 15 ნოემბერს და გრძელდება 25 დეკემბრამდე. ეს მარხვა ქრისტეს შობის საპატივცემულოდაა დაწესებული. მას, აგრეთვე, ფილიპეს მარხვას უწოდებენ, რადგან იწყება წმ. ფილიპე მოციქულის ხსენების მეორე დღეს. შობის მარხვა 40 დღე გრძელდება, მსგავსად მოსეს მარხვისა: წმ. მოსე 40 დღიანი მარხვით მოემზადა ქვის ფიცარზე დაწერილი სჯულის მისაღებად; ჩვენ კი 40-დღიანი მარხვით ვემზადებით თავად სჯულისმდებელის ქვეყნად შობისათვის, რომელიც გვაძლევს გულის ფიცრებზე დაწერილ სჯულს (იერემ. 31,32-33). ოთხივე მარხვა საშუალოდ 127 დღეს შეადგენს. ეს რიცხვი იზრდება ან მცირდება წმ. მოციქულთა მარხვის სიგრძის მიხედვით.
ამის გარდა, წმიდა ეკლესიამ დაადგინა ერთდღიანი მარხვები: 29 აგვისტო – წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების გამო; 14 სექტემბერი – ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვარის საპატივცემულოდ და მაცხოვრის ვნებათა მოსაგონრად; 24 დეკემბერი და 5 იანვარი ქრისტეს შობისა და ნათლისღების საპატივცემულოდ (თარიღები ძვ. სტ.-ით).
და ბოლოს, ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი (ზოგიერთი კვირის გარდა) მარხვაა: ოთხშაბათს ებრაელთა მთავრებმა გადაწყვიტეს მოეკლათ ქრისტე; ამავე დღეს იუდამ გასცა მოძღვარი. პარასკევს ქრისტემ ივნო და მოკვდა. ზოგიერთი ოთხშაბათ-პარასკევი ხსნილდება: აღდგომის შემდეგ კვირას (ბრწყინვალე შვიდეული) – აღდგომის დღესასწაულის გამო; სულთმოფენობის შემდგომ კვირას – სული წმიდის სადიდებლად; 25 დეკემბრიდან 4 იანვრამდე – შობის, წინადაცვეთისა და ღმრთისგანცხადების გამო; სამი კვირით ადრე დიდმარხვამდე (მეზვერისა და ფარისევლის კვირა) – იმ მარხვის საწინააღმდეგოდ, რომელსაც მონოფიზიტები იმარხავენ ამ კვირას. არის კიდევ ყველიერის კვირა, რომლის განმავლობაში არ იჭმევა მხოლოდ ხორცეულის საკვები, ხოლო რძით, კვერცხით, თევზით, ღვინითა და ზეთით ოთხშაბათი-პარასკევიც ხსნილია. იმ კვირებს, როდესაც ოთხშაბათი-პარასკევი ხსნილდება, ეწოდება მსგეფსი.

მსგეფსი ძველ ქართულად ნიშნავს შვიდეულს, კვირას. მაგრამ ეკლესიურად მსგეფსებად მხოლოდ ის შვიდეულები იწოდება, როდესაც ოთხშაბათი-პარასკევი მარხვა არ არის. მსგეფსია: მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ყველიერის კვირა (მთელი ამ კვირის განმავლობაში არ იჭმევა მხოლოდ ხორცეული, რძის ნაწარმი და თევზი დაშვებულია), ბრწყინვალე შვიდეული (აღდგომის შემდგომი კვირა), სულთმოფენობის შემდგომი კვირა, პერიოდი შობიდან ნათლისღების წინა დღემდე (7 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, ახ. სტ.); 18 იანვარი მარხვაა, შობა და ნათლისღება ყოველთვის ხსნილია სრულად, ანუ თუ ემთხვევა ოთხშაბათ-პარასკევს, იჭმევა რძის ნაწარმიც და ხორციც.

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა