martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

დეკანოზი ანასტასი გოცოპულოსი

თვითხელდასხმული ვიკენტი ჩეკალინი და უკრაინის ეკლესიის „ავტოკეფალია“

 

აუცილებელი განმარტებები:

1. ეს სტატია დაიწერა შიშითა და ძრწოლით, რამეთუ არსებობს საშიშროება: ადგილობრივმა ეკლესიებმა აღიარონ საეპისკოპოსო „ქიროტონია“ სამოციქულო მემკვიდრეობის გარეშე, რაც მსოფლიო მართლმადიდებლობის ეპისკოპოსთა კორპუსის შეუქცევადი შებღალვით გვემუქრება. მე გულწრფელად გავიხარებ, თუკი დამტკიცდება, რომ ჩემს მიერ მოტანილი ცნობები, ან ჩემი დასკვნები მცდარი აღმოჩნდება.

2. სკანდალის თავიდან ასაცილებლად საერთოდ არაფერს ვამბობ უკრაინაში განხეთქილებაში მყოფი დაჯგუფებების „ეპისკოპოსთა“ ზნეობაზე, რადგან აქ მართებულია პავლე მოციქულის სიტყვები: „საძაგელ არს სიტყუადცა“... გასაკვირი ის არის, რამდენად წინდაუხედავად და აჩქარებულად გახადეს ისინი „ავტოკეფალიის“ ღირსად, ახლა კი ითხოვენ სხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერ აღიარებას და უპირისპირდებიან საერთომართლმადიდებლურ ეკლესიურ ცნობიერებას.

3. იმედი მაქვს, გარემოებანი არ გვაიძულებენ გამოვაქვეყნოთ ამდაგვარი ინფორმაცია იმათ შესარცხვენად, ვინც ღვთის ერის მწყემსებად აღიარებს ასეთი ზნეობის ადამიანებს.

..................

მსოფლიო (კონსტანტინოპოლის - მთარგმნ.) საპატრიარქოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, მსოფლიო საყდრის წმიდა სინოდმა გადაწყვიტა მიეღო „თხოვნა აპელაციაზე ფილარეტ დენისენკოსგან, მაკარი მელეტიჩისგან და მათი მიმდევრებისგან... ამგვარად, ზემოთ ხსენებული პირები კანონიკურად აღდგენილ იქნენ მათ იერარქიულ თუ სამღვდელო ხარისხებში, ასევე მათი მიმდევრები აღდგენილ იქნენ ეკლესიასთან ერთობაში“.

რაც შეეხება თხოვნას ფილარეტის აპელაციაზე, ჩვენ ადრინდელ პუბლიკაციაში ვახსენეთ,[1] რომ მსოფლიო საყდარმა 1992 წელს უკვე განიხილა ეს თხოვნა და მაშინ უარყო იგი.  იმასაც აღვნიშნავთ, რომ მას შემდეგ, 26 წლის განმავლობაში ფილარეტი არა მარტო პატივისცემას არ გამოხატავდა კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, არამედ არღვევდა მას და უგულებელყოფდა საერთომართლმადიდებლურ აღიარებას მისი დამადანაშაულებელი მსჯავრისა, ჩადიოდა სერიოზულ საეკლესიო დანაშაულებს (იყო განკვეთილი და ათეულობით ხელდასხმა აღასრულა, ჩამოაყალიბა განხეთქილებაში მყოფთა სინოდი, საკუთარი თავი პატრიარქად გამოაცხადა, შევიდა ერთობაში სხვა ეკლესიებისგან განხეთქილებაში გასულებთან, მთელ უკრაინასა და სხვა მხარეებშიც განფინა თავისი საკურთხევლები და ა.შ.), გამოიწვია განხეთქილება და ხალხის აბნევა.

აქედან გამომდინარე, მოსკოვის საპატრიარქოს მიერ მის საქმესთან დაკავშირებით 1992 წელს გამოტანილი დამადანაშაულებელი მსჯავრი არ ექვემდებარებოდა აპელაციას, ანტიოქიის კრების 4-ე, მოციქულთა 22(28)-ე და კართაგენის კრების 37(28)-ე კანონების შესაბამისად, რამეთუ სახეზე იყო ფილარეტის ანტიკანონიკური და გამომწვევი ქმედება, რომელიც ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა.

რაც შეეხება მაკარი მელეტიჩს, ლიდერს განხეთქილებაში მყოფი დაჯგუფებისა: „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“ (УАПЦ),[2] მისი შემთხვევა პრინციპულად განსხვავებულია და მეტისმეტად სერიოზულია მთელი მართლმადიდებლობისათვის.

აღვნიშნავთ, რომ მელეტიჩის ჯგუფი ახალ „ავტოკეფალურ“ ეკლესიაში წარმოდგენილია 15 „ეპისკოპოსით“, როცა იქ სულ 50 ეპისკოპოსია (ანუ მელეტიჩის ეპისკოპოსები შეადგენენ ახალი ეკლესიის იერარქთა 30%-ს).

ასევე საყურადღებოა, რომ უკრაინის საკითხში ფანარის (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო - მთარგმნ.) გადაწყვეტილების დამცველნი, როდესაც საუბრობენ  ფილარეტზე და მის ყბადაღებულ „აღდგენაზე“, სრულ დუმილს იცავენ მაკარისთან დაკავშირებულ ბევრად უფრო სერიოზულ სიტუაციასთან მიმართებით, მას არასოდეს ახსენებენ. ეს გახდა ჩვენი განსაკუთრებული შფოთის მიზეზი, რადგან მაშინ, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კომპეტენტური სახით წარმოაჩინა უსერიოზულესი ბრალდებები (რომელთაგან ზოგიერთი გამოქვეყნდა), როგორც ფანარის, ასევე კიევის ახალი „ავტოკეფალური“ ეკლესიის კომპეტენტური ორგანოები ხმას არ იღებენ. ისინი არ წარმოადგენენ რაიმე ახსნა-განმარტებას ბრალდებების უარსაყოფად და ამით ქმნიან შფოთის ნიადაგს.

მსოფლიო პატრიარქი მაკარის აღდგენის აქტის განცხადებაში  საუბრობს მაკარი მელეტიჩის აპელაციის თხოვნაზე, რომელიც (როგორც ცნობილია) გადაცემული იყო ეპისკოპოსის ან მღვდელმსახურის წინააღმდეგ გამოტანილი ბრალდებითი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით. თუმცაღა მაკარი მელეტიჩი არ იყო უფლებამოსილი გადაეცა თხოვნა აპელაციაზე, რადგან ის არ იყო საეკლესიო სასამართლოს მიერ ბრალდებული როგორც ეპისკოპოსი.

ის იყო უკრაინის კანონიკური ეკლესიის დეკანოზი (მოსკოვის საპატრიარქოს), შემდეგ გავიდა მისი იურისდიქციიდან და შეუერთდა განხეთქილებაში მყოფ  დაჯგუფებას (УАПЦ). უკრაინის ეკლესიამ მას აუკრძალა მსახურება.

1996 წლის 3 ნოემბერს განხეთქილებაში მყოფ დაჯგუფებაში (УАПЦ) ის „ხელდასხმულ იქნა“ „ეპისკოპოსად“ მღვდელმთავრების მიერ, რომელთაც არ ჰქონდათ კანონიერი ქიროტონია, კერძოდ: დიმიტრი იარემას, იგორ ისიჩენკოს და მეთოდი კუდრიაკოვის მიერ.

არც ერთს ამ სამთაგან არ გააჩნია სამოციქულო მემკვიდრეობა, რადგან ქიროტონია მიიღეს ცნობილი თაღლითისგან – საკუთარი თავის ხელდამსხმელი (ანუ თვითმარქვია ეპისკოპოსი - მთარგმნ.) ვიკენტი ჩეკალინისგან.[3]

იმის გამო, რომ მაკარი იყო განხეთქილებაში მყოფი დაჯგუფების წევრი, სადაც მიიღო „ხელდასხმა“, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იძიებდა მის საქმეს და ცხადია, არ განუსჯია იგი, როგორც „ეპისკოპოსი“.

მაშასადამე წამოიჭრება ორი უმნიშვნელოვანესი კითხვა:

1. რაკი არ არსებობს ბრალდება „ეპისკოპოს“ მაკარი მელეტიჩის მიმართ, რომელ ბრალმდებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადასცა მსოფლიო პატრიარქს თხოვნა აპელაციაზე? და, აქედან გამომდინარე, რომელი ბრალმდებელი გადაწყვეტილება გაუქმდა პატრიარქის მიერ და 2018 წლის 11 ოქტომბრის სინოდალური გადაწყვეტილებით?

2. როდის და რომელი კანონიკური ქიროტონიით მიიღო მაკარიმ „მღვდელმთავრის ხარისხი“? როდის ჩამოერთვა მას „მღვდელმთავრის ხარისხი“, რომ აღდგენილ იქნეს ახლა ამ ხარისხში პატრიარქის გადაწყვეტილებით? რანაირად „აღადგინა იერარქიულ ხარისხში“ მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა მაკარი? განა შესაძლებელია, რომ სინოდისა და პატრიარქის გადაწყვეტილებამ აპელაციის თხოვნასთან მიმართებით შეავსოს სამოციქულო მემკვიდრეობის უქონლობა ეპისკოპოსის ქიროტონიისას? და როდიდანაა „კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკური პრეროგატივა, მიიღოს თხოვნები აპელაციაზე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის იერარქებისა და სხვა სასულიერო პირებისაგან“, თანაც გამოასწოროს ეპისკოპოსის ქიროტონიის დროს სამოციქულო მემკვიდრეობის უქონლობა?

უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (УАПЦ) ეპისკოპოსები (რომლებიც შეადგენენ უკრაინის ახალი „ავტოკეფალური“ ეკლესიის 30%-ს) ხელდასხმულნი არიან ორი პიროვნების: განკვეთილის და თვითხელდასხმულის მიერ! განკვეთილი – ყოფილი ეპისკოპოსი იოანე ბონდარჩუკი, თვითხელდასხმული – თაღლითი ვიქტორ (ვიკენტი) ჩეკალინი, რომლებმაც 1990-იან წლებში „ხელი დაასხეს“ პირველ „ეპისკოპოსებს“ და დააფუძნეს განხეთქილებაში მყოფთა დაჯგუფება და არაკანონიკური – სამოციქულო მემკვიდრეობის არმქონე – УАПЦ-ს იერარქია.

მოვყვებით უფრო კონკრეტულად.

ივან ბონდარჩუკი იყო მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსი (ჟიტომირის ეპარქია), რომლის წიაღშიც კანონიერად იყო ხელდასხმული ეპისკოპოსად 1977 წლის 23 ოქტომბერს. მას ხელი დაასხეს კიევის მიტროპოლიტმა ფილარეტმა (დენისენკო) და სხვა ეპისკოპოსებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც კანონიკურ ერთობაში იყო მოსკოვის საპატრიარქოსთან და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მაგრამ იოანე ბონდარჩუკი გამოეყო თავის ეკლესიას და ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებით განკვეთილ იქნა. მას არასოდეს გადაუცია თხოვნა აპელაციის შესახებ. იყო განხეთქილებაში მყოფი დაჯგუფების (УАПЦ) წევრი და, იყო რა ეკლესიიდან განკვეთილი, ვიკენტი ჩეკალინთან ერთად ხელი დაასხა განხეთქილების (УАПЦ) პირველ „ეპისკოპოსებს“.

1992 წელს მან მიმართა მოსკოვის საპატრიარქოს თხოვნით, რომ დაებრუნებინათ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ 1993 წელს შეუერთდა განხეთქილებაში მყოფ დაჯგუფებას „კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“ (УПЦ КП), რომლის წინამძღოლი იყო ფილარეტ დენისენკო.  

ვიქტორ (ვიკენტი) ჩეკალინი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონი. ის არასოდეს ყოფილა ხელდასხმული არც მღვდლად, არც ეპისკოპოსად, თვით განხეთქულებაში მყოფ დაჯგუფებაშიც კი. 1987 წელს ის ასწავლიდა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში კალუგის ოლქში, სადაც (მოწაფეთა მშობლების საჩივრებზე დაყრდნობით) მიესაჯა სამი წლით პატიმრობა არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილი ქმედებისათვის.

მისი ვადამდე განთავისუფლების შემდეგ (ამინისტია შეეხო - მთარგმნ.) 1988 წელს თვითონ დაირქვა „ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის“ „იასნოპოლიანის ეპისკოპოსი“. აქვეყნებდა ტექსტებს, სადაც აკრიტიკებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობას, ბრალს სდებდა ეკუმენიზმსა და სხვა კონფესიებთან კავშირში.

1990 წელს გადავიდა აშშ-ში, ჯორდანვილში, ეძებდა თანადგომას რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან (РПЦЗ), მაგრამ გააძევეს და დეპორტირებულ იქნა აშშ-დან, რადგან მოიპარა ანტიმინსები და საღვთისმსახურო წიგნები.

შემდეგ ჩავიდა უკრაინაში და „კატაკომბური ეკლესიის“ ეპისკოპოსის გამოგონილი სტატუსით შეუერთდა УАПЦ-ს, სადაც განკვეთილ ეპისკოპოს იოანე ბონდარჩუკთან ერთად დააფუძნა УАПЦ-ს იერარქია, „ხელი დაასხა“ ბასილი ბონდარჩუკს და ანდრეი აბრამჩუკს (24.03.1990 წ. და 07.04.1990 წ.).

მოგვიანებით, 1990 წლის ბოლოს, ის შეუერთდა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ (უნიატურ) ეკლესიას და ლვოვის უნიატმა ეპისკოპოსმა ვლადიმირ სტერნიუკმა რომის პაპის სახელით იგი დანიშნა „რუსეთის კათოლიკური (უნიატური) ეკლესიის პირველიერარქად“, მიენიჭა უფლება, ხელი დაესხა და დაედგინა ეპისკოპოსები, დაეარსებინა ეპარქიები, და მიეცა ყველა სხვა უფლებები მმართველობით ნაწილში, (ვლადიმირ სტერნიუკმა) გამოაქვეყნა შესაბამისი წერილი. ჩეკალინი შეუდგა ბერძნულ-კათოლიკური (უნიატური) თემების დაარსებას ლატვიასა და რუსეთში.

1991 წელს ვატიკანმა ოფიციალურად აღიარა, რომ ვიკენტი ჩეკალინს არ გააჩნია კანონიერი სამღვდელმთავრო ქიროტონია, არ არის ეპისკოპოსი და არ ექვემდებარება ლვოვის უნიატურ მიტროპოლიას, ხოლო ეპისკოპოსი ვლადიმირ სტერნიუკი, მისი ჩეკალინთან თანამშრომლობის გამო, გათავისუფლებულ იქნა თანამდებობოდან.

1990-იანი წლების დასაწყისში ჩეკალინმა მოატყუა მეუღლეები, თავისი სულიერი შვილები, მოსტაცა ცხრა წლის ბიჭი და მასთან ერთად გაიქცა ავსტრალიაში. იქ ბავშვი თავის შვილად წარადგინა, აიღო ახალი პირადობის მოწმობა ვინსენტ ბერგის სახელზე და მიიღო ავსტრალიის მოქალაქეობა.

მოგვიანებით ბავშვის დედამ მრავალჯერ წაუყენა ბრალდება ჩეკალინს არასრულწლოვანის მოტაცებასა და შეცდენაში, მაგრამ ბავშვის ოჯახში დაბრუნების მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. ავსტრალიაში ჩეკალინი დიდი ხნის განმავლობაში თავს აცხადებდა საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსად და „კგბ-ს საიდუმლო სკოლის ფსიქიატრად“.

2018 წლის სექტემბერში ავსტრალიაში ჩეკალინს მიესაჯა პატიმრობა 4 წლითა და 3 თვით, მრავალრიცხოვანი თაღლითობებისა და ფალსიფიკაციებისთვის, რადგან ის თავს აცხადებდა ფსიქიატრად ყალბი დიპლომების წარდგენით. მას ასევე ბრალს სდებდნენ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ დანაშაულებში. ბრალდებათა მტკიცებულებები გამოქვეყნდა ავსტრალიის საინფორმაციო საშუალებებსა და ინტერნეტში.

სამწუხაროდ, ასეთი „მღვდელმთავრებისგან“, სამოციქულო მემკვიდრეობის გარეშე, ხელდასხმულ იქნა УАПЦ-ს „იერარქთა“ უმეტესობა!

УАПЦ-ს „იერარქია“ ჩნდება 1990 წლის 24 მარტიდან, როდესაც ბასილი ბონდარჩუკს „ეპისკოპოსად“ „ხელი დაასხეს“ იოანე ბონდარჩუკმა (მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა ეპისკოპოსმა, განკვეთილმა) და თვითხელდასხმულმა, ანუ ეპისკოპოსად არ ხელდასხმულმა თაღლითმა ვიკენტი ჩეკალინმა. შემდეგ, 1990 წლის 7 აპრილს, თვითხელდასხმულმა ვიკენტი ჩეკალინმა და ვასილი ბონდარჩუკმა „ეპისკოპოსად“ „ხელი დაასხეს“ ანდრეი აბრამჩუკს.  

ამის შემდეგ მათ შექმნეს „იერარქია“ განხეთქილებაში მყოფი დაჯგუფებისა  – „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის“ (УАПЦ), რომელსაც ხელმძღვანელობდა მაკარი მელეტიჩი.  

დღეს უკრაინის ახალი „ავტოკეფალური“ ეკლესიის სინოდში, რომლის მეთაურია ახალი „მთავარეპისკოპოსი“ ეპიფანე, და რომელმაც მიიღო კონსტანტინოპოლისგან ავტოკეფალიის ტომოსი, ირიცხება მაკარი მელეტიჩის УАПЦ-ს 15 „ეპისკოპოსი“, რომელთაც „ქიროტონია“ მიიღეს იოანე ბონდარჩუკისა და თვითხელდასხმული ვიკენტი ჩეკალინისგან. ანუ უკრაინის ახალი „ავტოკეფალური“ ეკლესიის „იერარქთა“ 30%-ს არ გააჩნია სამოციქულო მემკვიდრეობა.

თუმცა უფრო დიდი ტრაგედია მოხდება მაშინ, თუკი მოიძებნებიან – ღმერთმა არ ქნას! – ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც აღიარებენ ასეთ ქიროტონიებს კანონიერად და სულიწმიდისმიერად, ამქვეყნიური მიზნებისადმი მსახურების სურვილით...

აქამომდე, დიდება ღმერთს, ეს არ მომხდარა, მაგრამ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია შიშითა და ძრწოლით დგას თვითხელდასხმულთა (სამოციქულო მემკვიდრეობის გარეშე) ქრისტეს ეკლესიის კანონიერ ეპისკოპოსებად აღიარების საშიშროების წინაშე, რაც გამოუსწორებლად შებღალავს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კორპუსს.

 

დეკანოზი ანასტასი გოცოპულოსი

ქ. პატრას წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი

5 აპრილი 2019 წ.

Romfea.gr

pravoslavie.ru

 

[1] π. Ἀν. Γκοτσοπούλου. «Μικρὴ συμβολὴ στὸ διάλογο γιὰ τὸ Οὐκρανικὸ “Αὐτοκέφαλο”». Σελ. 22-24 // https://anastasiosk. blogspot.com/2019/02/blog-post_82.html#more, καί https:// aktines.blogspot.com/2019/02/blog-post_77.html.

[2] UAOC: «Οὐκρανικὴ Αὐτοκέφαλη Ὀρθόδοξη Ἐκκλησία» (σχισματικὴ ὁμάδα ὑπὸ τὸν Μακάριο (Maletic). Ἐπανίδρυση τῆς «Ἐκκλησίας τῶν αὐτοχειροτονηθέντων-σαμοσφιάτοι» τοῦ Βασιλείου Λιπκόφσκι (1922) βλ. π. Ἀν. Γκοτσοπούλου, «Νὰ χαιρόμαστε τὸν νέον “προκαθήμενον”…», στὸ https://aktines.blogspot.com/2019/02/blog-post_3.html.

[3] Βλ. https://www.romfea.gr/diafora/25366-idrutis-sxismatikon-tis-oukranias-katadikasthike-gia-apati-kai-plastografia.

უკან

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა