martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ათონელი ბერის უცნაური განსაცდელი

 

მამა ავლიპი, ქსენოფონტოს მონასტრის მკვიდრი, გადაჭარბებული მოშურნეობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით უყვარდა მყუდრო ადგილებში განმარტოება და იქ იესოს ლოცვის თქმა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე". ლოცვის დროს მისი სული გამოუთქმელი ზეციური სიხარულისგან ძრწოლას განიცდიდა.

მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს საქმე ძალიან ცუდად შეტრიალდა. მამა ავლიპის უკვე აღარ შეეძლო ლოცვის თქმა. როგორც კი თუნდაც ერთ ლოცვას იტყოდა, მაშინვე გაუგებარი და საშინელი რამ ხდებოდა: იგი მთელი ტანით იწყებდა რხევას. "უცნაური და საკვირველი ამბავია, – წერდა ამის შესახებ მამა დანიელი. – როცა მისი სხეული რხევას იწყებდა, იგივე ემართებოდათ გარშემო მყოფთაც. ანუ, როცა მამა ავლიპი ღვთისმსახურებაზე იდგა და გულში იესოს ლოცვას ამბობდა, ის ძმები, რომლებიც მის გვერდით გადაბმულ სტასიდებში იყვნენ ჩამწკრივებულები, თითქოს მასთან ერთად იწყებდნენ ცეკვას. ხოლო როცა თავის სენაკში დაიწყებდა იესოს ლოცვის წარმოთქმას, მისი სენაკიც და გვერდითა სენაკებიც რყევას იწყებდნენ. ეს რაღაც გაუგონარი ამბავია" (წერილი მამა კალისტრატესადმი, 02.04.1911 წ.). რყევას იწყებდა თვით მიწაც. ვინ იცის, რამდენი მთაწმინდელი ბერი და მოძღვარი შეხვდა მამა ავლიპის, რამდენჯერ წაუკითხეს მას კვეთებულის ლოცვა – ყველაფერი ამაო იყო...

საქმემ ტრაგიკული ხასიათი მიიღო. მამა ავლიპი უკვე მრავალი წლის განმავლობაში ლოცულობდა იესოს ლოცვას და ასე ადვილად ვეღარ შეწყვეტდა. ამიტომაც, სადაც არ უნდა ყოფილიყო – სენაკში, ეკლესიაში, სატრაპეზოში თუ მორჩილებაზე – როგორც სჩვეოდა, გონებაში მუდამ წმინდა სიტყვებს იმეორებდა. და მაშინ საწოლი, სტასიდა, მაგიდა და სხვა საგნები დაუყოვნებლივ იწყებდნენ მოძრაობას. ხოლო თუ მის გვერდით რომელიმე მამა აღმოჩნდებოდა, ისიც ჰაერში ხტომას იწყებდა!

– შეწყვიტე იესოს ლოცვა, მამა ავლიპი. ვერ ხედავ, შენ გამო რა ხდება?

– რა ვქნა, მე ხომ დამნაშავე არა ვარ, უნებურად ვამბობ ლოცვას. შემინდეთ, მამებო.

და როცა უკვე მამებს ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, მათ გაახსენდათ მამა დანიელი. მაშინ მონასტრის იკონომოსი მამა ამბერკი, მამა ავლიპისთან ერთად, კატუნაკისკენ გაემართა. ღამემ მათ სიმონოპეტრას მონასტერთან მოუსწრო.

– ყურადღებით იყავი, მამა ავლიპი: მონასტერში რომ შევალთ, ლოცვა არ თქვა, თორემ ძმებს შევაშინებთ.

მაგრამ ტაძრის სტოვაში მონაზონს დაავიწყდა და ერთხელ წარმოთქვა ლოცვა. და მოხდა... ნამდვილი მიწისძვრა! მეორე დღეს ისინი უკვე კატუნაკში იყვნენ.

მამა დანიელმა მოსულებს ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ კი ცალკე გაიყვანა მამა ავლიპი.

– მართალია, მე შენი მოძღვარი არა ვარ, – უთხრა მას, – მაგრამ აუცილებელია გამოწვლილვით გადმომცე შენი სულიერი მდგომარეობა. მოდი, მომიყევი, როგორ დაგემართა ეს პირველად.

– იმ ღამეს მონასტრის სავენახის ეგვტერში სკვნილზე ვლოცულობდი. ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ისეთი საშინელი შიში დამეუფლა, რომ მთელი სხეულით ავკანკალდი, მაგრამ ლოცვა არ შემიწყვეტია. ცოტა ხანში კაკუნი გაძლიერდა. ურდულმა ქანაობა დაიწყო, კარიც ირყეოდა. მოისმა ერთი ძლიერი დარტყმა, შემდეგ მეორე. ვხვდებოდი, რომ ეს ეშმაკის საქმე იყო. კართან მივედი, მაგრამ ვერაფერი დავინახე. შემდეგ ისევ დარტყმები მომესმა და კვლავ მთელი სხეულით ავკანკალდი. მაშინ კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ ყველაფერს ეშმაკი ატრიალებდა, მაგრამ ამაზე ყურადღება აღარ შემიჩერებია და კიდევ უფრო დიდი მოშურნეობით გავაგრძელე იესოს ლოცვა. დარტყმები გრძელდებოდა. ამასთან, არა მხოლოდ ჩემი სხეული და კარი ირყეოდა, არამედ მთელი ტაძარი რაღაც უცნაურად ამოძრავდა. იმ დღის შემდეგ საკმარისია ლოცვა შევწყვიტო, რომ ირგვლივ ყველაფერი მშვიდდება, მაგრამ როგორც კი ლოცვას დავიწყებ, ყველაფერი ისევ რყევას იწყებს. აი, როგორი ამბებია, წმინდაო გერონდა.

მამა დანიელი ღრმად ჩაფიქრდა: ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. თუმცა იგი არ შემკრთალა, მაღალი სულიერების მქონე მამებისთვის ხომ არაფერია აუხსნელი და გამოუცნობი. "ხოლო სულიერი, – ამბობს მოციქული, – განიკითხავს ყოველსავე" (1 კორ. 2,15). და უცბად მან, ზეგარდამო შთაგონებულმა, მონაზონს ჰკითხა:

– მამა ავლიპი, როცა პირველი დარტყმები გაიგონე და მიხვდი, რომ ეს ეშმაკის საქმე იყო, რა გაიფიქრე იმ წუთში? როგორი გრძნობები დაეუფლა შენს სულს? შიშმა და გაუბედაობამ მოგიცვა თუ უშიშრად იყავი და არაფრად მიიჩნიე ეს ამბავი? ან იქნებ კიდევ სხვა რამე იგრძენი?

მამა ავლიპიმ მთელი სიზუსტით აღწერა თავისი მდგომარეობა, და ბრძენმა ბერმაც მაშინვე გამოუძებნა ახსნა ამ მოვლენას. როდესაც ეშმაკმა ხმაური ატეხა, მამა ავლიპიმ გაიფიქრა: "რამდენიც უნდა, აკაკუნოს, ლოცვას მაინც ვერ შემაწყვეტინებს. ანტონი დიდმაც ხომ გამოსცადა ასეთი რამ. ღვთის მადლის მოქმედებაა ეს კანკალი თუ კაცთმოძულე ეშმაკის შურით ხდება, მე მაინც არ შევწყვეტ იესოს ლოცვას და ასე გავაწბილებ ეშმაკს". ამგვარად, როგორც კი მამა ავლიპიმ წინდაუხედავად გაიფიქრა, რომ უკვე ანტონი დიდის სიმაღლეებს მიაღწია, მისი სული ერთი შეხედვით შეუმჩნეველმა სიამაყის ნისლმა მოიცვა. ხოლო საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით შესვარული ლოცვა უკვე სათნო აღარ იყო ღვთისათვის. მამა დანიელმა აუხსნა მამა ავლიპის ეს ყველაფერი და ურჩია:

– ამიერიდან სიმდაბლითა და გულშემუსვრილებით ილოცე. ჩაუღრმავდი წარმოთქმულ სიტყვებს. კარგად გააცნობიერე, რომ ცოდვილი ადამიანი ხარ და ღვთის მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგე. შენი სხეულის რხევა ეშმაკის მოქმედებად ჩათვალე და ამავე დროს გონება ქრისტეს მიაპყარი, მას სთხოვე შემწეობა. მხოლოდ ამ გზით შეძლებ მიიზიდო ღვთის მადლი.

ასე განიკურნა ეშმაკისგან გაწამებული მონაზონი. ახლა იგი სიმდაბლით ლოცულობდა და სრულიად დამშვიდებული იყო. მას შემდეგ მან კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით განაგრძო სულიერი ღვაწლი, მაგრამ ამასთან ერთად სიმდაბლის მოპოვებასაც ცდილობდა. ასევე ცნობილია, რომ მისი ლოცვით განიკურნა ერთი ეშმაკეული, სახელად ევდოკიმე, რომელიც კუნძულ ტინოსიდან ეწვია ქსენოფონტოს მონასტერს. და მერე რა ეშმაკეული! არა მარტო ყვიროდა და ბილწსიტყვაობდა, არამედ თავის ბორკილებსაც ამსხვრევდა და მუდმივად ლაფში იყო ამოსვრილი. მის განსაკურნებლად მამა ავლიპის მთელი სამი წლის შრომა დასჭირდა!

წიგნიდან: არქიმანდრიტი ქერუბიმი, „თანამედროვე მთაწმინდელი მამები“, წ. 1. ნაწ. 4, თ. 3.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა