martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

უცნობი მკურნალი

 

ერთი მამათაგანი ჰყვებოდა:

ერთხელ იმპერატორმა თავისი დაახლოებული პირი მნიშვნელოვანი დავალებით გაგზავნა. იმ კაცმა გზაზე შიშველი გლახაკის ცხედარი დაინახა, შეებრალა მიცვალებული, ჩამოქვეითდა ცხენიდან და მსახურს უბრძანა:

– ცხენი წაიყვანე და გზა განაგრძე.

თვითონ გაიხადა ერთ-ერთი თავისი სელის შესამოსელი, ცხედარს გადააფარა და გზა განაგრძო.

რამდენიმე დღის შემდეგ ამ წარჩინებულმა ახალი დავალება მიიღო. ისე მოხდა, რომ ქალაქიდან გასვლისას ის ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. მსახურმა წარჩინებული სახლში მიიყვანა. ავადმყოფს ექიმები აკვირდებოდნენ. ხუთი დღის შემდეგ მოტეხილი ფეხი გაშავდა. ეს მდგომარეობა რომ ნახეს, ექიმები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს – საჭირო იყო ფეხის მოკვეთა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი სხეული დალპებოდა და ავადმყოფი მოკვდებოდა. მათ სნეულს უთხრეს:

– ხვალ დილით მოვალთ და განგკურნავთ.

ავადმყოფმა მსახურს ანიშნა, რომ გაეგო, რა გადაწყვიტეს მათ. ექიმებმა მას პირდაპირ უთხრეს:

– შენს ბატონს ფეხი გაუშავდა და თუკი არ მოვკვეთავთ, ის შეიძლება მოკვდეს. ჩვენ ხვალ დილით მოვალთ და ისე მოვიქცევით, როგორც ღვთის ნება იქნება.

მსახური ბატონთან მივიდა და ცრემლით მოუყვა ექიმების გადაწყვეტილების შესახებ. ეს რომ გაიგო, წარჩინებული დამწუხრდა, შემდეგ კი ურვამ შეიპყრო და ძილი დაკარგა, მაგიდაზე სანთელი არ ჩააქრო, ის მთელი ღამე ენთო. დაახლოებით შუაღამისას დაინახა, რომ ფანჯრიდან ვიღაც კაცი შემოვიდა, მიუახლოვდა და ჰკითხა:

– რა გატირებს? ასე რამ დაგამწუხრა?

– როგორ არ ვიტირო და არ ვინაღვლო, ჩემო ბატონო, როცა ფეხი მოვიტეხე და ექიმებმა მისი მოკვეთა გადაწყვიტეს.

– მიჩვენე ფეხი, – უთხრა სტუმარმა. ზეთი წაუსვა მასზე და უთხრა:

– ახლა კი ადექი და გაიარე.

– ფეხი მოტეხილი მაქვს, ძირს ვერ დავადგამ, – უთხრა სნეულმა.

– მე დამეყრდენი, – უპასუხა უცნობმა.

სნეულმა კოჭლობით გაიარა. სტუმარმა შეხედა და ჰკითხა:

– როგორ, შენ ისევ კოჭლობ? აბა დაჯექი.

მან ისევ სცხო ზეთი, ფეხები გაუსწორა და უთხრა:

– ახლა კი ადექი და გაიარე.

წარჩინებული ადგა და გაიარა, თითქოს არაფერი შემთხვეოდა.

– ახლა კი დაწექი და დაიძინე, – უთხრა სტუმარმა, და შეახსენა უფლის მიერ ნათქვამი სიტყვები მოწყალების შესახებ: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მათ. 5,7), და „სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ყონ წყალობაჲ“ (იაკობ. 2,13), და მაცხოვრის სხვა სიტყვები.

– აბა, ჯანმრთელობას გისურვებ, დაემშვიდობა უცნობი.

– როგორ, შენ უკვე მიდიხარ? – დანანებით წამოიძახა წარჩინებულმა.

– დიახ, შენ ხომ განიკურნე. კიდევ გინდოდა რაიმე? – შეეკითხა მოსული.

– ღვთის გულისათვის, რომელმაც შენ გამოგგზავნა, მითხარი, ვინ ხარ?

– ყურადღებით შემომხედე. ამ სამოსს თუ სცნობ?

დიახ, ბატონო, ეს ჩემი კაბაა.

– მე ის ვარ, – უთხრა უცნობმა, – ვინც შენ მკვდარი იპოვე გზაზე და შენი სელის სამოსი გადააფარე. ღმერთმა გამომგზავნა შენს განსაკურნებლად. მადლობა შესწირე ღმერთს ყველაფრისათვის. – და ამ სიტყვებით ის იმავე ფანჯარაში გავიდა, საიდანაც შემოვიდა.

იმ დღიდან წარჩინებული გამუდმებით ჰმადლობდა ღმერთს და უხვად გასცემდა მოწყალებას გაჭირვებულთათვის.

„ევერგეტინოსი“ ტ.4, თ.2,4

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა