martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. ბარსანოფი ოპტინელი

 

იესოს ლოცვისათვის

 

ქრისტიანის ცხოვრებაში იესოს ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მას ცათა სასუფევლისკენ მივყავართ. თუმცა იესოს ლოცვის გზა გრძელია და მასზე შედგომილნი მწუხარებებისთვისაც მზად უნდა იყვნენ. რასაკვირველია, სხვა ლოცვებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იესოს ლოცვა ყველაზე სწრაფად ბადებს ადამიანის სულში სინანულის განწყობას და საკუთარ უძლურებებს დაანახებს მას, ხოლო აქედან გამომდინარე, სწრაფად აახლოებს ღმერთთან: ადამიანი გრძნობს, რომ ის უდიდესი ცოდვილია – ღმერთს კი მხოლოდ ეს უნდა.

ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, წაართვას ქრისტიანს იესოს ლოცვა, რადგანაც ყველაზე მეტად ეს ლოცვა სძულს და ამ ლოცვის ეშინია. ვინც გამუდმებულად წარმოთქვამს იესოს ლოცვას, მას ღმრთის ძალა მტრის მახეებისგან უვნებლად იფარავს; ხოლო როდესაც ადამიანი სრულიად განიმსჭვალება ამ ლოცვით, იგი მას სამოთხის ბჭეს განუღებს. და თუმცა ამ ადამიანს ღმრთისგან განსაკუთრებული ნიჭები და მადლი არ მიუღია, მას შეუძლია კადნიერად ღაღად-ყოს: „განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი“ (ფსალმ. 117,19). და აი, ეშმაკი უგულისხმო მლოცველებს სხვადასხვა აზრებით წამლავს. ის მათ ჩააგონებს, რომ ლოცვის დროს აუცილებელია გონების მოკრება, ლმობიერება და ა.შ., და თუ ესენი არ გაგვაჩნია, ჩვენი ლოცვა მხოლოდ და მხოლოდ განარისხებს ღმერთს. ზოგიერთები იღებენ ამ აზრებს და მტრის გასახარად ლოცვას თავს ანებებენ.

არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მაცთუნებელ აზრებს, ჩვენგან შორს უნდა განვაგდოთ ისინი და უშფოთველად გავაგრძელოთ ლოცვითი შრომა. თუნდაც რომ ვერ დავინახოთ ამ შრომის ნაყოფი, ვერ განვიცადოთ სულიერი აღმაფრენა და ლმობიერება, ლოცვა უმოქმედოდ მაინც არ დარჩება: ის უხმაუროდ აღასრულებს თავის საქმეს.

ჩვენი მონასტრის სახელგანთქმული ღვთივსულიერი მოძღვრის – მამა ლევის დროს ერთ-ერთ ბერს, რომელიც 22 წელიწადი იღვწოდა იესოს ლოცვაში, მოწყინება დაეუფლა იმის გამო, რომ თავისი ღვაწლის ნაყოფს ამდენ ხანს ვერ ხედავდა. ის მამა ლევთან მივიდა და საკუთარი წუხილი გაანდო:

– მამაო, აგერ უკვე 22 წელიწადია იესოს ლოცვის ღვაწლს აღვასრულებ და ვერავითარ შედეგს ვერ ვხედავ.

– რა შედეგი გინდა დაინახო? – ეკითხება მამა ლევი.

– როგორ, მამაო, მე ხომ წაკითხული მაქვს, რომ ვინც ამ ლოცვის ღვაწლს ეწეოდა, ის სრულ უვნებელობასა და სულის სიწმინდეს აღწევდა და საკვირველი ხილვები ჰქონდა. მე კი, უბადრუკი, გულწრფელად ვაღიარებ, რომ ყველაზე დიდი ცოდვილი ვარ, ვხედავ მთელ ჩემს მანკიერებებს და ამაზე რომ ვფიქრობ, მონასტრიდან სკიტისკენ მიმავალ გზაზე, ძრწოლა მომიცავს ხოლმე და მეშინია მიწა არ გაიხსნას და არ ჩამიტანოს მე უკეთური, არაწმინდა ადამიანი.

– გინახავს ოდესმე, როგორ უჭირავს დედას ხელში თავისი ჩვილი ბავშვი?

– რა თქმა უნდა, მინახავს, მამაო, მაგრამ ეს ჩემს საკითხთან რა კავშირშია?

– აი, რა კავშირში: თუ ბავშვი ცეცხლისკენ გაიწევს და ტირილსაც მორთავს, რომ როგორმე თავისი გაიტანოს და ცეცხლი ხელში აიღოს, – დაუშვებს კი დედა ბავშვის დაწვას მისი ცრემლების გამო? ან, ვთქვათ, საღამოს ქალებმა ბავშვები სუფთა ჰაერზე გამოიყვანეს; და, აი, ერთი ბავშვი მთვარისკენ იწევს და ტირის: უნდა, ხელში აიღოს და ითამაშოს. რას იზამს დედა მის დასაწყნარებლად? – მთვარეს ხომ ვერ მისცემს? ქოხში უნდა შეიყვანოს, აკვანში ჩააწვინოს და დაარწიოს; „ჩუ, ჩუ, ჩუ, ჩუმად!“ ღმერთიც ასევე გვექცევა, შვილო. ის სახიერი და მოწყალეა და, რასაკვირველია, შეუძლია ყველანაირი ნიჭი მისცეს ადამიანს. და თუ ამას არ აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვისვე იქნება უსარგებლო. სინანულის გრძნობა ყოველთვის სარგებლის მომტანია, დიდ სულიერ ნიჭებს კი არა მხოლოდ ვნება მოაქვს გამოუცდელი ადამიანისთვის, არამედ საბოლოოდ ღუპავს კიდეც მას: ადამიანი შეიძლება გაამაყდეს, სიამაყე კი ყველანაირ მანკიერებაზე უარესია. იყო შემთხვევები, როდესაც დიდ მოღვაწე მამებს განსაკუთრებული ნიჭები მიუღიათ, მაგრამ წარწყმედის უფსკრულში დანთქმულან იმის გამო, რომ გაამაყებულან და იმ ადამიანების განკითხვა დაუწყიათ, ვისაც ასეთი ნიჭები არ ჰქონდა.

– და მაინც, მინდოდა თუნდ პატარა საჩუქარი მიმეღო ღმერთისგან. მაშინ უფრო ხალისიანად და მშვიდად გავაგრძელებდი ლოცვის ღვაწლს.

– შენ ფიქრობ, ეს ღვთის მოწყალება არ არის, საკუთარ თავს გულწრფელად რომ მიიჩნევ ყველაზე ცოდვილად და იესოს ლოცვის ღვაწლს ეწევი? ასევე გააგრძელე და თუ ღმერთი ინებებს, გულისმიერ ლოცვასაც მოგცემს.

ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ მამა ლევის ლოცვით სასწაული აღესრულა. ერთ კვირა დღეს, როდესაც ხსენებულ ბერს ტრაპეზის დროს ძმებისთვის სუფრაზე წვნიანით სავსე ჯამი მიჰქონდა და ჩვეულებრივ წარმოთქვა: „მიიღეთ, ძმანო, შესაწირავი ჩემ უბადრუკისგან“, მოულოდნელად მის გულს რაღაც განსაკუთრებული შეგრძნება დაეუფლა – თითქოს ღვთაებრივმა ცეცხლმა დაფერფლა და აღტაცებაში მოსულს სახე შეეცვალა და შებარბაცდა. ძმები მაშინვე მისცვივდნენ.

– რა გჭირს, ძმაო, – ეკითხებოდნენ გაკვირვებულები.

– არაფერი, თავი ამტკივდა.

– ხომ არ მოიწამლე?

– ხო, ალბათ მოვიწამლე. მომეხმარეთ, ღვთის გულისათვის, რომ სენაკამდე მივაღწიო.

მიიყვანეს სენაკამდე. შევიდა, ლოგინზე დაწვა და საჭმელი სრულიად დაავიწყდა. დაავიწყდა ყველაფერი ამქვეყანაზე, მხოლოდ იმასღა გრძნობდა, რომ მისი გული ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით იწვოდა. ნეტარი მდგომარეობაა! იმ დღიდან მხოლოდ მისი ბაგეები კი აღარ ლოცულობდნენ, არამედ მისი გული და გონებაც. ანუ ეს იყო ისეთი ლოცვა, რომელიც არასოდეს წყდება და რომელზეც წმინდა წერილი ამბობს: „მე მძინარე ვარ, და ჰღვიძავს გულსა ჩემსა“ (ქება 5,2).

თუმცა ღმერთი ყოველთვის არ გვიგზავნის გულისა და გონების ლოცვას: ზოგიერთები მთელი ცხოვრება ბაგისმიერი ლოცვით ლოცულობენ. მაგრამ ასეთმა ადამიანებმაც არ უნდა წარიკვეთონ სასო. მათთვის სულიერი აღმაფრენა მომავალ ცხოვრებაში დაიწყება და აღარასოდეს დასრულდება, და სულ უფრო და უფრო სრულყოფილი გახდება.

წიგნიდან: ღირსი ბარსანოფი ოპტინელი. საუბრები, სენაკის ჩანაწერები, მოგონებები, წერილები, „გვირგვინი ბერის საფლავზე“

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა