martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

წმიდა ისიხი იერუსალიმელი

 

სწავლებები

 

თუკი ვნებების მიზეზებს მოვიკვეთავთ და სულიერ მოღვაწეობას შევუდგებით მხოლოდ მოკლე ხნით, და არ დავიცავთ ამ წესს მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაშინ იოლად დავუბრუნდებით ხორციელ ვნებებს და ნაყოფად მხოლოდ გონების სრულ დაბნელებასა და ნივთიერში უღრმეს დაცემას მივიღებთ.

 

ჩვენ არა ვართ სამსონზე ძლიერები, არც სოლომონზე ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი და არც მოციქულთა თავ პეტრეზე მეტად გვიყვარს ღმერთი. დაე ნუ დავამყარებთ იმედს საკუთარ თავზე, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს, რომ ვინც საკუთარ თავს ესავს, საშინელი დაცემით დაეცემა.

 

როგორც წვიმა, რაც მეტი რაოდენობით ეცემა მიწას, მით მეტად არბილებს მას; ასევე ქრისტეს წმიდა სახელი, ჩვენს მიერ გულისსიტყვების გარეშე წარმოთქმული, რაც უფრო ხშირად მოვუწოდებთ მას, მით მეტად არბილებს ჩვენი გულის მიწას, სიხარულითა და მხიარულებით ავსებს მას.

 

როგორც შეუძლებელია, რომ ერთ არხში ერთდროულად მიედინებოდნენ ცეცხლი და წყალი, ასევე შეუძლებელია ცოდვა შევიდეს სულში, თუკი მანამდე ის არ დააკაკუნებს გულის კარზე ბოროტი სახების ოცნებით.

 

როგორც მწარე აბზინდაა სასარგებლო მათთვის, ვისაც მადა აქვს დაკარგული და საჭმელი ეზიზღება, ასევე ავზნიანთათვის სასარგებლოა განსაცდელები.

 

ქრისტეს ბაგეები, ეკლესიის სვეტი, ჩვენი დიდი მამა ბასილი ამბობს: „დიდი შემწეობა იმისთვის, რომ არ ვცოდოთ და მეორე დღეს იმავეში არ ჩავვარდეთ, არის შემდეგი – დღის დასრულებისას სინდისის სამსჯავროზე წარვადგინოთ საკუთარი თავი და ყველაფერი რაც ჩვენია, რათა ვიხილოთ, რა შევცოდეთ და რაში მოვიქეცით სწორად. ასე იქცეოდა იობიც, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე თავისი შვილების მიმართ“. ამგვარი ყოველდღიური გარჩევა იმასაც ნათელს ჰფენს, რაც ყოველ ჟამს ხდება ჩვენში.

 

როდესაც ვნებები უმოქმედონი არიან მხოლოდ იმის გამო, რომ მათი მიზეზებია განშორებული, ან დემონებმა მზაკვრულად დაიხიეს უკან – იშვება ამპარტავნება.

 

სახებისაგან – მრავალი გულისსიტყვა, ხოლო მათგან – ცუდი ხორციელი საქმე. ვინც იესოსთან ერთად პირველს იმწამსვე გააქრობს, ის უკანასკნელსაც გადაურჩება.

 

თუკი ვიცავთ გულის სიწმინდეს როგორც საჭიროა, ანუ ვდარაჯობთ გონებას, რის მაგალითსაც გვაძლევს ახალი აღთქმა, ამით გულიდან მოიკვეთება და ამოიძირკვება ყველა ვნება და ყოველგვარი ბოროტება, და ამის მაგივრად მასში შევა სიხარული, სასოება, შემუსვრილება, გლოვა, ცრემლი, საკუთარი თავისა და საკუთარი ცოდვების შეცნობა, სიკვდილის ხსოვნა, ჭეშმარიტი სიმდაბლე, უსაზღვრო სიყვარული ღვთისა და ადამიანების მიმართ და გულისმიერი ღვთაებრივი გულმოდგინეობა.

 

ბოლოს ჩვენთვისაც დადგება სიკვდილის ჟამი, მოვა, მისგან გაქცევა შეუძლებელია. ოჰ, ნეტავ ჰაერის მთავარმა, რომელიც მაშინ მოვა, ჩვენში მცირე და უმნიშვნელო ცოდვები ჰპოვოს, რომ ვერ შეძლოს ჩვენი სამართლიანი მხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ტირილი მოგვიწევს მაშინ, თუმცა უკვე უსარგებლო. რამეთუ როგორც უფალი ამბობს: „მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თვისისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად“ (ლუკ. 12,47).

 

არ არსებობს ასპიტისა და ვასილისკოს შხამზე უფრო ძლიერი შხამი და არ არსებობს თავისმოყვარებაზე აღმატებული ბოროტება. თავისმოყვარების ნაშობი მფრინავი გველები შემდეგნი არიან: გულში თავის ქება, თავის მაამებლობა, ნაყროვანება, სიძვა, მზვაობრობა, შური და ყველა ბოროტების მწვერვალი ამპარტავნება, რომელიც არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ანგელოზებსაც აგდებს ზეციდან და ნათლის ნაცვლად ბნელით ფარავს.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა