martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ბოლო დროის მამათა გამოკრებილი სწავლებები

ნაწ. 2

ღირსი არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი († 1979 წ.)

 

როდესაც ადამიანი ღმერთთან არ არის, ყოველთვის ეშმაკის სათამაშოა. ეშმაკი ერთობა მისით: ხან სულს უწმინდური აზრებით აუვსებს, ხან გულში უჯერო სურვილებს ჩაუთესავს, ხან მის ენას ბილწსიტყვაობით ააგიზგიზებს, ხან მიდრიკავს ცილისწამებისკენ, ჭორაობისკენ, ქურდობისკენ, სიძვისკენ და ნებისმიერი სხვა უჯერო საქმისკენ...

რატომაა დღეს მსოფლიოში ბოროტება ასე გამრავლებული? იმიტომ, რომ ადამიანებმა ჩამოიხსნეს ყველაზე საიმედო იარაღი, ყოვლისმძლეველი იარაღი, რომელიც ყველა ბრძოლაში ამარცხებს ყოველგვარ ბოროტებას, ყოველგვარ ცოდვას, ყოველგვარ დემონს.  ეს იარაღი ლოცვაა. ლოცვა და მარხვა.

ამ ქვეყანაზე ჩვენ ბრძოლაში ვართ: საუკუნო ცხოვრებისათვის ვიბრძვით წმიდა სათნოებებით, განსაკუთრებით ლოცვითა და მოთმინებით. ამიტომაც ჩვენი მთავარი ამოცანაა – აღვიჭურვოთ განუწყვეტელი ლოცვით. ეს მიიღწევა თავის უწყვეტი იძულებით მუდმივი ლოცვისადმი, მთელი სულიერი ძალის იძულებით. და ასე, ვიდრე ლოცვა არ იქნება ჩვენი სულის ყოველწამიერი სუნთქვა.

 

სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთი თავისუფლება – წმიდა თავისუფლება. ეს ქრისტესმიერი თავისუფლებაა, რომლითაც მან გაგვათავისუფლა ცოდვისაგან, ბოროტებისაგან, ეშმაკისაგან. ის გვაკავშირებს ერთ, ჭეშმარიტ ღმერთთან. ყველა სხვა თავისუფლება არაჭეშმარიტია, მოჩვენებითია, ყალბია, ანუ სინამდვილეში ყველა ისინი – მონობაა, კატორღაა. „თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თვით მონა არიან ხრწნილებისა“ (2 პეტრე 2,19).

 

ლოცვა რეგენტია სათნოებათა გუნდში: ის აძლევს ტონს, ის ანიჭებს ჰარმონიას ყოველი სათნოების მოქმედებას.

 

ეშმაკი მუდმივად იმის მცდელობაშია, რომ ცოდვა წარმოაჩინოს როგორც აუცილებელი, ბუნებრივი რამ, რათა საკუთარი თავი გაამართლოს. ცოდვა – სატანის ლოგიკაა (წმ. მაკარი ეგვიპტელი); ცოდვას თავისი ლოგიკა აქვს, თავისი ფილოსოფია, თავისი აპოლოგეტიკა, რომ თავი გაიმართლოს, რომ თავი გამოაჩინოს როგორც აუცილებელი, ბუნებრივი. ამას აკეთებს ეშმაკი მუდმივად.

 

წმიდა მამები – წმიდა, უკვდავი წინამძღოლნი და მოძღვარნი მარადიული ცხოვრებისა, – უკვდავი მხედართმთავარნი უფლის უკვდავ ლაშქარში. წმიდა მსოფლიო მამები: ჩვენ, აწინდელი ქრისტიანები, მხოლოდ მათი მიყოლით და მათთან ერთად შევძლებთ გამარჯვებას და ჩვენი სარწმუნოების დაცვას. ჩვენ, ქრისტიანები, ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ მანამ, სანამ გვიპყრია წმიდა მამათა სარწმუნოება. ამ სარწმუნოების გარეშე არ არსებობს ჩვენთვის ცხონება და საუკუნო ცხოვრება. მხოლოდ ასე (მამათა მიყოლით - მთარგმნ. შენ.) შეიძლება გაგვაჩნდეს მართლმადიდებლობის მადლიანი გრძნობა, რომელიც გვენიჭება წმინდანებთან ლოცვითი კავშირით.

 

უფალ იესო ქრისტეს ყველა მდევნელს: როცა ვეცემით – ვიმარჯვებთ. (იგულისხმება: როცა სარწმუნოებისთვის გვტანჯავენ და გვკლავენ, ღმერთისთვის სათნონი ვართ. – მთარგმნ. შენ.). საიმედო გამარჯვებაა – სიკვდილი ქრისტესთვის, სიკვდილი მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესთვის. წმ. იუსტინე ფილოსოფოსი და მოწამე: „თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მოკვლა, მაგრამ არ შეგიძლიათ ჩვენი დაზიანება“.

 

წმიდა წერილი წმიდა მამათა საშუალებით უნდა შევისწავლოთ და ამასთანავე წმიდა მამების ცხოვრებას უნდა მივბაძოთ.

 

წმიდა ირინეოსი, წმიდა ათანასე დიდი და ყველა წმინდანი გვახარებენ: სიტყვა (ძე ღმერთი - მთარგმნ. შენ.) განხორციელდა, რათა კაცი განიღმრთოს. ღმერთი განკაცდა, რათა კაცი მადლით ღმერთ იქმნას.

 

 

სქემიღუმენი საბა ოსტაპენკო († 1980 წ.)

 

დრო მოკლეა, და უნდა გავუფრთხილდეთ მას. ყოველ დღე, ყოველ წუთს ვიშრომოთ მარადისობისთვის. დაკარგულ დროს ვერაფერი შეავსებს! „დაკარგული დრო – ყველა დანაკარგზე ძვირფასია!“ – ამბობენ წმიდა მამები. თუკი ადამიანი ფუჭად გაატარებს უძვირფასეს დროს, რომელიც შეეძლო გამოეყენებინა თავის ან მოყვასის საცხონებლად, ის ამით მილიონებზე მეტს კარგავს, რადგან სულს ვერანაირი მატერიალური ძვირფასეულობით ვერ გამოისყიდი ჯოჯოხეთიდან. სული ჯოჯოხეთს გაექცევა სათნო ცხოვრებით, როდესაც ადამიანი ცხოვრების ყველა საათსა და წუთს გამოიყენებს ლოცვისთვის, კეთილი საქმეებისთვის, რწმენის, სასოებისა და სიყვარულის გასამრავლებლად, სათნოებების შესაძენად.

 

დიდ საღვთო საქმეს აღვასრულებთ, თუკი მწუხარეს ვანუგეშებთ, რადგან მწუხარება სულიერ სიკვდილს წარმოშობს. კარგია წმიდა წიგნების კითხვა, ტაძარში სიარული, მაგრამ მოყვასიც უნდა ვანუგეშოთ, როდესაც ამის საჭიროებაა. ვისაც გულში ადამიანების მიმართ თანაგრძნობა და სიბრალული არა აქვს, მას დაე ეშინოდეს წმიდა წერილის სიტყვებისა: „საშჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ყონ წყალობაჲ“ (იაკობ. 2,13). ხოლო მოწყალეებს ელოდებათ დიდი წყალობა უკანასკნელ სამსჯავროზე: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“.

 

იმისათვის, რომ სასოწარკვეთას არ მივეცეთ, საჭიროა ყოველთვის მზად ვიყოთ განსაცდელებისთვის. უფალს არ სურს (ჩვენი) დრტვინვა. ვისწავლოთ სიხარული გაჭირვებებში. განსაცდელები – კარია ცათა სასუფეველში! როგორც დღეს ღამე ცვლის, ასევე ჩვენს ცხოვრებაში გასაჭირი და სიხარული ერთმანეთს ენაცვლებიან. არც ჭირი და არც სიხარული მუდმივი არაა. დაისვენე სიხარულში, სანამ არაა გასაჭირი, ხოლო სიხარულის შემდეგ ნუ შეშინდები, ელოდე გასაჭირს და მოითმინე გულდამშვიდებით... განსაცდელებით უფალი წვრთნის ადამიანს მარადიული ცხოვრებისათვის. განსაცდელებითა და შრომით მოიპოვება წყალობა და მადლი ღვთისა. ვერ დამკვიდრდება  მადლი იქ, სადაც სიცილი, ფუფუნება, განკითხვა, უქმი მეტყველება, სიზარმაცე, მტრობა, შური, ავსიტყვაობა და სხვა ჩვენი ჩვეული სისუსტეებია.

 

ნაკლოვანებები გამოასწორეთ; დაუკვირდით, რაში გადანაშაულებენ გარშემომყოფნი, რა ვნებებს პოულობენ ისინი თქვენს გულში, რადგან შინაურ ყოფაში ყველა ვნებას თავისუფლად ამჩნევენ და ოჯახის წევრებმა ისინი კარგად იციან; სახლის გარეთ კი სხვაგვარადაა, იქ ჩვენ ვმალავთ საკუთარ თავს მათ წინაშე, ვინც ნაკლებად გვიცნობს.

 

ნუგეშისცემა გვენიჭება ჯილდოდ, განსაცდელების გულდამშვიდებით გადატანისთვის. თუკი თქვენ ყველას აპატიებთ, ყველას გულწრფელად, ნამდვილად, არა ფარისევლურად შეიყვარებთ, თავადაც ყოველთვის და ყველგან ნუგეშისცემულნი იქნებით. იცხოვრეთ მშვიდობით და თანხმობით.

 

ნუ გეშინიათ განსაცდელების! ნუ ეცდებით სასწრაფოდ გათავისუფლდეთ მათგან, არამედ მათი საშუალებით ისწავლეთ მოთმინება და სიმდაბლე. განსაცდელების საშუალებით აღესრულება ჩვენი ცხონება; გაჭირვებისას ვიგებთ, რა ახლოსაა ჩვენთან უფალი. განსაცდელებში ვრწმუნდებით, რომ ღმერთის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. და ეს განცდა საკუთარი უძლურებისა, საკუთარი არარაობისა გამოზრდის ჩვენში სიმდაბლეს, გამოაღვიძებს სიმდაბლით ლოცვას, რომელიც გვაძლევს სულიერ სიმშვიდეს. მაშინ შემოდის სულში ღვთის ძალა, „უძლურების მკურნალი და ნაკლულევანების აღმავსებელი“. განსაცდელების საშუალებით შევიძენთ სულიერ განსჯას, გამოცდილებას.

 

ყველაფერი აკეთე შენი ძალების შესაბამისად, და აღარ გაღიზიანდები, არ აღშფოთდები, და აღარც მზვაობრობა იქნება მაშინ! არ იჯავრებ, რომ ადამიანები შენს შრომას ვერ აფასებენ. ყველაფერი უფლისთვის აკეთე, ხოლო კაცთაგან ნუ ელოდები ქებას და მადლობას. ჯილდოს ყოველთვის უფლისგან ელოდე და არა კაცთაგან.

 

არ უნდა გაგაკვირვოთ და არ უნდა დაგამწუხროთ იმან, რომ ქვეყანაზე უსამართლობას ამჩნევთ. როგორც მოციქული ამბობს: „ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს“ (2 პეტრე 3,13). ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაზე სიმართლე არ მკვიდრობს, ამიტომაც ქვეყნიურ უსამართლობას სიბრძნით უნდა შევხედოთ და არასოდეს არაფრით არ შევძრწუნდეთ.

 

ქალი ცეცხლია, ხოლო მონაზონი (ბერი) – თივა. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ ვინმე თქვენგანი ასეთი ბოროტი ცეცხლი არ აღმოჩნდეს. ვაი იმ ადამიანს, ვისგანაც მოდის საცდური! თანაც ახლა გამომწვევ სამოსს კერავენ, და ზოგიერთები ასეთი გარეგნობით, თავდაუბურავნი, წარმართული ვარცხნილობით, კადნიერდებიან მიეახლონ წმიდა ბარძიმს. ნუ მიბაძავთ მოდას! ის ადამიანებს მოკრძალების დაკარგვას აიძულებს. მოციქული პავლე ამბობს, რომ ქალმა თავი უნდა შეიმკოს არა თმების წნულებით, არა სამოსით, არამედ სიმდაბლით, სიმშვიდით და მორცხვობით. ამიტომაც დედებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი ქალიშვილები სახლშიაც კი მოკრძალებით იცვამდნენ, ხოლო ტაძარში, და მით უფრო მონასტერში, განსაკუთრებით მოკრძალებული სამოსით დადიოდნენ, რომ არავინ დააბრკოლონ და უფალი არ განარისხონ.

 

ხორციელი სნეულება, სიხარულითა და უფლისადმი მადლიერებით გადატანილი, მარხვაზე, ხორციელ შრომასა და ღვაწლზე აღმატებული და ძლიერია. ღმერთი სნეულისგან არ ითხოვს ხორციელ მოღვაწეობას, არამედ მხოლოდ მოთმინებას სიმდაბლით და მისდამი მადლიერებას. ხოლო მოთმინება სიმდაბლით და მადლიერებით – დიდი მოღვაწეობაა!

 

არ უნდა განაწყენდეთ მამხილებლებზე, თუკი ისინი თქვენს თავმოყვარებას შეეხებიან, არამედ ამგვარად იმსჯელეთ: ისინი ღმერთმა გამოგზავნა, რომ ჩემი სულიერი ბიწი ალაგმონ. და ნუ გაბრაზდებით მათზე, არამედ მადლობდით უფალს, რომ მან, მოწყალემ, მოგანიჭათ ხელსაყრელი შემთხვევა სიმდაბლის მოსაპოვებლად. გააცნობიერეთ თქვენი ცოდვილობა და პირდაპირ უთხარით ღმერთს: „უფალო, ჩემი ცოდვების გამო სამართლიანად მსჯი. გმადლობ შენ ამგვარი სასჯელისათვის! ამ ცხოვრებაში დამსაჯე, მაგრამ მომავალში შემიწყალე...“

 

ნუ გეყვარებათ ამაო პატივი და დიდება, შეიყვარეთ სიმდაბლე და სიმშვიდე. სიმდაბლე და სიყვარული აღმოფხვრიან სულიდან და ხორციდან ყველა ცოდვიან ვნებას და მოიზიდავენ ღვთის მადლს. ამაში მდგომარეობს ცხონება.

 

ეშმაკები გაძლიერებით ცდილობენ მოგტაცონ ლოცვის ჟამი, გაგფანტონ, რომ რაღაც საქმით დაკავდე, – ნუ დაუჯერებ, რომ არ იქნე მათგან მოტყუებული.

 

თუკი ვინმესთან მომხდარ ჩხუბში (უსიამოვნებაში) თავს მართლად მიიჩნევ, მაშინაც პირველმა ეძიე შერიგება.

 

რა დიდიც არ უნდა იყოს შენი ცოდვები, ილოცე, სასოებას ნუ დაკარგავ. ვიტიროთ ჩვენი ცოდვების გამო – ეს მცირე ცრემლი ცეცხლოვან გეენას დააცხრობს.

 

ყოველი სათნოების საფუძველი – ადამიანური უძლურების შეცნობაა.

 

დიდია მშობლების ცოდვა, თუკი მათი მიზეზით, განსაკუთრებით დაუდევრობის გამო, ბავშვები მოუნათლავნი კვდებიან. თუკი ახლომახლო მღვდელი არაა, ხოლო ახალშობილი ბავშვი სუსტია და მოსალოდნელია მისი სიკვდილი, იგი უნდა მონათლოს ვინმე იქ მყოფმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა – ერისკაცმა ან მონაზონმა.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა