martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

სწავლანი ლოცვისა და ხიბლის შესახებ

 

ჭეშმარიტი ლოცვა ვერ დამკვიდრდება გულში, რომელიც არ არის ქრისტეს მცნებებით კეთილად აღშენებული. დაცემის შედეგად ყოველ ჩვენგანში ხიბლია ჩანერგილი. ცდუნებისადმი ყოველი ჩვენგანის მიდრეკილების გამო "გონებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებისთვისაც უცხოა დაფიქრება, ახასიათებს ნაადრევი სწრაფვა მაღალი ლოცვითი მდგომარეობებისკენ", – ამბობს წმინდა გრიგოლ სინელი. ამის შედეგად ღვთისგან მინიჭებული მცირედი მოწესრიგებაც იკარგება და ადამიანი ყოველგვარი კეთილი საქმის მიმართ უგრძნობი ხდება. ამიტომაც დაკვირვებით უნდა განვიხილოთ საკუთარი თავი, რათა უდროოდ არ ვეძებდეთ იმას, რასაც თავისი დრო აქვს, და რათა სხვა რამეს გამოკიდებულებმა არ განვაგდოთ ის, რასაც ხელში გვიდებენ. გონებას ახასიათებს ოცნებებში ისეთი მაღალი ლოცვითი მდგომარეობების წარმოდგენა, რომლებისთვისაც ჯერ არ მიუღწევია, და მათი დამახინჯება საკუთარ ოცნებებსა და აზრებში. არის დიდი საშიშროება იმისა, რომ ამგვარმა მოღვაწემ ისიც დაკარგოს, რაც მიცემული აქვს და ხიბლის მოქმედების შედეგად შეიშალოს". არასწორი ლოცვითი ღვაწლის ლოგიკური შედეგი ხიბლია (მეტ-ნაკლები ხარისხისა)...

 

საყვარელო ძმაო, აი, ჩემი ანდერძი: არ ეძიო "გულის ადგილი". არ მოინდომო ამაოდ იმის გარკვევა, თუ რას ნიშნავს ეს "გულის ადგილი". ამას მხოლოდ გამოცდილება აგვიხსნის დამაჯერებლად. თუკი ღმერთს სურს მოგანიჭოს ამის შეცნობა, მოგანიჭებს, როცა დრო მოვა, და მოგანიჭებს ისეთნაირად, რომ ვერც კი წარმოიდგენს ხორციელი კაცი. მთელი გულმოდგინებით ილოცე მხოლოდ და მხოლოდ სინანულის ლოცვით; ეცადე ლოცვით სინანული შესწირო ღმერთს; შენი ღვაწლის წარმატებაში მაშინ დარწმუნდები, როდესაც შეიგრძნობ სულის სიგლახაკეს, ლმობიერებას, შემუსვრილებას, ტირილს.

 

ზებუნებრივი მადლისმიერი მდგომარეობის მიღწევა ყოველთვის იშვიათობა იყო. პიმენ დიდი, ეგვიპტის სკიტის მონაზონი (ეს მონასტერი ცნობილი იყო მისი მონაზვნების მაღალი სულიერი ცხოვრებით), მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა, როდესაც განსაკუთრებით ყვაოდა მონაზვნობა. ის ამბობდა: "სრულყოფილებაზე ჩვენ შორის ბევრნი საუბრობენ, მაგრამ სინამდვილეში სრულყოფილებას ერთმა ან ორმა თუ მიაღწია". წმინდა იოანე კიბის აღმწერელი, ასკეტური სწავლებების ავტორი (VI საუკუნის მოღვაწე) მოწმობს, რომ მის დროში გასულ დროსთან შედარებით მეტად შემცირდა საღვთო მადლის ჭურჭლები. ამის მიზეზად წმინდა მამა იმ სულიერ ცვლილებას მიიჩნევს, რომელმაც მაშინდელ საზოგადოებაში იჩინა თავი – ადამიანებმა დაკარგეს უბრალოება და ეშმაკობით დასნეულდნენ. წმინდა გრიგოლ სინელი, XIV საუკუნის მწერალი, გაკადნიერდა ეთქვა, რომ მის დროში საერთოდ აღარ არიან მადლმოსილი ადამიანები, – იმდენად იშვიათი გახდნენ ისინი. ამის მიზეზად სინელი მამა ბიწიერების განვითარებას ასახელებს, რაც საცდურის გამრავლებამ გამოიწვია. მით უმეტეს, ლოცვის მუშაკს ჩვენს დროში დიდი სიფრთხილე ჰმართებს. ღვთივშთაგონებული მოძღვრები აღარ არიან! უბიწოება, უბრალოება, სახარებისეული სიყვარული განეშორნენ ქვეყნიერებას. საცთური და ბიწიერება უსასრულობამდე გამრავლდა! მსოფლიო გარყვნილებამ მოიცვა! კაცთა საზოგადოებას მრავალფეროვანი ცოდვიანი სიყვარული დაუფლებია, როგორც სრულუფლებიანი ტირანი! საკმარისია, სრულიად საკმარისია, თუკი ღირსნი გავხდებით ღმერთს ერთი, ცხონებისათვის არსებითად საჭირო საქმე შევწიროთ – სინანული!..

 

შინაგანი და გარეგანი მწუხარება, რომელიც აუცილებლად შეგვხვდება ლოცვითი ღვაწლის შედგომისას, რწმენით, სიმამაცით, სიმდაბლით და მოთმინებით უნდა გადავლახოთ, სწორი გზიდან გადახვევებს სინანულით უნდა ვუწამლოთ. მეტისმეტად საშიშია ლოცვითი ღვაწლის მიტოვება ან შუალედები ამ ღვაწლში. სჯობს საერთოდ არ შევუდგეთ ამ ღვაწლს, ვიდრე შევუდგეთ და შემდეგ მივატოვოთ. იმ მოღვაწის სული, რომელმაც "იესოს ლოცვაში" განსწავლა მიატოვა, შეიძლება შეედაროს დამუშავებისა და გაპოხიერების შემდეგ მიტოვებულ მიწას. ასეთ მიწაზე არაჩვეულებრივი ძალით იზრდება სარეველა, ღრმად იდგამს ფესვებს, განსაკუთრებით ძლიერდება. სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბეჭდებიან გულის გაქვავებითა და უსიცოცხლობით, ურწმუნოებით. სულში დემონები დაბრუნდებიან, ერთ დროს ლოცვით განდევნილები, დაბრუნდებიან ძველი გაძევების გამო გამძვინვარებულნი, დაბრუნდებიან დიდი გაშმაგებით და დიდი რაოდენობით...

 

ნუ დავიწყებთ ტკბობის, ხილვების ძიებას; ჩვენ ცოდვილნი ვართ, ღირსნი არა ვართ სულიერი ტკბობისა და ხილვებისა, უუნარონი ვართ მათ მიმართ ჩვენი სიძველის (ვნებიანობის) გამო. ყურადღებიანი ლოცვით შევეცადოთ ჩვენი გონების თვალნი საკუთარ თავს მივაპყროთ, რათა მასში ჩვენი ცოდვიანობა აღმოვაჩინოთ. როდესაც აღმოვაჩენთ, – დავდგეთ გონებით უფალ იესო ქრისტეს წინაშე კეთროვანთა, ბრმათა, ყრუთა, კოჭლთა, განრღვეულთა, ეშმაკეულთა რიგში; დავიწყოთ მის წინაშე ჩვენი სულის სიგლახაკიდან, ცოდვების სინანულით შემუსვრილი გულიდან ამომავალი ქვითინი. დაე, ეს ქვითინი უსაზღვროდ უხვი იყოს! დაე, მის გამოსახატავად ყოველგვარი მრავალსიტყვაობა და სიტყვათა მრავალფეროვნება უძლური იყოს. დაე, ეს ქვითინი, უხვი და გამოუთქმელი, გამუდმებით იმოსებოდეს მწირსიტყვიანი, მაგრამ ფართო მნიშვნელობის ლოცვით: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ამინ.

 

...

 

განუწყვეტელი განსწავლა "იესოს ლოცვაში" აღესრულება ბაგეებით ან გონებით ამ ლოცვის მშვიდად წარმოთქმით, რასაც აუცილებლად უნდა ახლდეს ყურადღება და სინანულის გრძნობა. ეშმაკი ვერ იტანს სინანულის კეთილსურნელებას; იმ სულს, რომელიც ამ კეთილსურნელებას გამოსცემს, ეშმაკი თავის საცთურებიანად გაურბის. ამგვარად აღსრულებული "იესოს ლოცვა" საუკეთესო იარაღია ყველა ვნების წინააღმდეგ, საუკეთესო საქმიანობაა გონებისთვის ხელსაქმის, მოგზაურობისა და ყველა იმ შემთხვევის დროს, როდესაც შეუძლებელია კითხვა და ფსალმუნთგალობა. "იესოს ლოცვაში" ამგვარი განსწავლა შეეფერება საერთოდ ყველა ქრისტიანს, როგორც მონასტერში, ასევე ერში მცხოვრებს... თუკი ვინმე, – ამბობს წმინდა იოანე კიბის აღმწერელი – ამპარტავნული გულმოდგინებით ეძიებს სულიერი სიტკბოების ნაადრევად მიღებას, ან გულისმიერ ლოცვას, ანდა განახლებული ბუნების შესაფერ რაიმე სხვა სულიერ ნიჭს, – იგი აუცილებლად ხიბლში გაეხვევა, რა სახის ლოცვითაც გინდა ლოცულობდეს – გინდ ფსალმუნთგალობით და გინდაც "იესოს ლოცვით". ეს გამოცდილებითაც გამოჩნდა. პახუმი დიდის ცხოვრებაში მოხსენიებული მოხიბლული ბერი ხიბლის მოქმედებით შიშველი ფეხებით იდგა გაღვივებულ ნაკვერჩხლებზე და "მამაო ჩვენოს" ამბობდა. ხიბლის მიზეზი ლოცვა არ არის, არც ფსალმუნები, არც კანონები და დაუჯდომლები, არც "იესოს ლოცვა", – არა! ღმერთმა ყველა დაიფაროს ამგვარი ღვთის გმობისგან! ამპარტავნება და სიცრუე – აი, ხიბლის მიზეზები!

 

 

...

 

საზოგადო წესია ყველასთვის, ვინც ლოცვის ღვაწლში იმყოფება – გონების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებზე, ანუ ლოცვა ყურადღებით. რაც სულია სხეულისთვის, ის არის ყურადღება ლოცვისთვის: ყურადღების გარეშე ლოცვა მკვდარია, არანაირი სარგებელი არ გააჩნია. ლოცვის სიტყვებზე გონების კონცენტრირებისთვის უნდა ვიზრუნოთ როგორც "იესოს ლოცვით" ლოცვისას, ასევე დაუჯდომლებისა და სხვა ლოცვების კითხვისას. ლოცვაში წარმატების მსურველებს წმინდა მამები ურჩევენ როგორც "იესოს ლოცვაში" განსწავლას, ასევე კანონების კითხვას – მონაცვლეობით. ამგვარი მრავალფეროვნება ლოცვით ღვაწლს აიოლებს და წარმატებას უწყობს ხელს. ახალდამწყებებმა უნდა ილოცონ ცოტ-ცოტა, მაგრამ ხშირად, რათა ლოცვის მიმართ ლტოლვა შეინარჩუნონ და გონება არ გადაღალონ, რასაც ლოცვის მიტოვება მოსდევს. 

 

 

...

 

ლოცვითი ღვაწლი, მამაო, ღვაწლია; შრომაა საჭირო. ვინც მოთმინებით ლოცულობს თავისი ბიწიანი ლოცვით, – ამბობს წმინდა იოანე კიბის აღმწერელი, – და არ ტოვებს მას, იმ ადამიანს ღმერთი თავის დროზე ჭეშმარიტ ლოცვას მიანიჭებს. ლოცვის სიტყვებს მიაპყარი ყურადღება და არა ლოცვისას მოსულ გულისსიტყვებს. 

 

 

...

 

ცხონების მთელი საიდუმლო სინანულშია. რა მარტივია ეს, რა ცხადია! მაგრამ ჩვენ როგორ ვიქცევით? ღვთისგან ჩვენთვის ნაჩვენებ მაცხოვნებელ სინანულს ვტოვებთ და მოჩვენებით სათნოებებში მოღვაწეობისკენ მივისწრაფით, რადგან ჩვენს გრძნობებს ისინი სიამოვნებს. შემდეგ, თანდათანობით, შეუმჩნევლად ვსნეულდებით "ცრუ წარმოდგენით"* , და რაკიღა მადლი არ ჩქარობს ჩვენს გაცისკროვნებასა და გვირგვინით შემკობას, ჩვენ თავად ვიგონებთ ჩვენში სასიამოვნო შეგრძნებებს – თავად ვაჯილდოებთ საკუთარ თავს და ჩვენივე თავით ვიღებთ ნუგეშს!

 

განა ეს სასაცილო არ არის? განა ეს სისულელე არ არის? განა ამპარტავნება და კადნიერება არ არის? თავი დავანებოთ ღმერთთან ხუმრობას (მომიტევეთ, ამ შეუფერებელ გამოთქმაზე იმიტომ არ ვთქვი უარი, რომ იგი ზუსტად გამოხატავს ჩვენს საქციელს!), ვიცხოვროთ ღვთის წინაშე განუწყვეტელი სინანულით. ჟამი მოახლოებულია, საშინელი სამსჯავრო მზადდება ჩვენთვის, მასზე განვისჯებით არა ჩვენი წარმოდგენებით, რომლებითაც თავს ვიცთუნებდით, არამედ – ჭეშმარიტებით. სინანულით დავასწროთ საშინელ უბედურებას, დროებითი ტირილით ავიცილოთ თავიდან სამუდამო ტირილი. გონს მოვეგოთ ცოდვილები! უკვე მეთერთმეტე ჟამმა ჩაიარა და მუშაკობის ასპარეზიც მალე დასრულდება. მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს იმის დრო, რომ თავი დავისაჯოთ, რათა ღმერთმა არ დაგვსაჯოს. აქამდე ჩვენ მხოლოდ თავს ვიმართლებდით.

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა